შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძვირფასო ტედ


23-05-2018, 18:01
ავტორი Keke27
ნანახია 432

ძვირფასო ტედ

ძვირფასო ტედ, სათვალავი ამერია უკვე, იმდენჯერ მოგწერე დასამშვიდობებელი წერილი. დავწერ, გადავიკითხავ, შემდეგ ფურცელს ვკუჭავ და უმოწყალოდ ვისვრი ნაგვის ყუთში.
მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ ძალიან მიყვარხარ.. სიცოცხლესავით მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია შენთან დარჩენა მეტად.
შენ, ერთი, შეუმდგარი, ჩამოუყალიბებელი ეგოისტი ხარ... ეს თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ მაინც მივეცი თავს უფლება, რომ შემყვარებოდი ისეთი, როგორიც ხარ. შენ არ ხარ ღირსი იმისა, რომ მიყვარდე. არა მარტო ჩემი, არავის სიყვარულის ღირსი არ ხარ შენ. რადგან შენ არ შეგიძლია დაინახო, თუ როგორი ძვირფასი ხარ გარშემომყოფთათვის. შენ უნდა დაკარგო ყველა, რათა მიხვდე, მათი სიყვარულის ფასს.
მიყვარხარ! ძალიან მიყვარხარ...
იმდენად მიყვარხარ, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი, შენ, ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული ხარ. ასე არავინ მყვარებია შენამდე და არც შემდეგ მეყვარება ვინმე.
ბევრჯერ მიფიქრია, რომ მიმეტოვებინე, მაგრამ მერე ჩემს თავს ვეუბნებოდი, არ გააკეთო, როუზი ეს. დიდი უსამართლობა იქნება შენი მხრიდან ეს საქციელი. რა გამოვა? თავი შეაყვარე და ახლა გინდა მიატოვო? მოისროლო უსარგებლო ნივთივით სანაგვეზე... როგორ აპირებ მერე ცხოვრების გაგრძელებას? სინდისი მოგცემს მშვიდად ყოფნის საშუალებას?"... მერე ღიმილით ვიწყებდი იმ მოგონებების ქექვას, რომელიც ყველაზე ლამაზი იყო, შენთან ერთად.
ისევ თავიდან მიყვარდებოდი...

მაგრამ ახლა, ვერანაირი მოგონება ვერ მაკავებს შენთან. ვერ გეტყვი, რომ გრძნობა გამიქრა.. პირიქით, ახლა უფრო მეტად ვგრძნობ ამ სიყვარულს, ვიდრე ერთი თვის წინ.
ბოლოს სწორედ ერთი თვის წინ გნახე. ეს შეხვედრა სამუდამოდ დარჩება ჩემს გულსა და მეხსიერებაში.
ნოემბრის ქარი გაყვითლებულ ფოთლებს აქეთ-იქით ფანტავდა. შენ ქუჩის კუთხეში იდექი, ლაბადის საყელო წამოწეული გქონდა, შავი ცილინდრის ქუდი თვალებამდე ჩამოგფხატვოდა და სიცივისგან მობუზული, ფეხების ბაკუნით მელოდი.
ქვაფენილზე ფეხაკრებით დავაბიჯებდი, არ მინდოდა ჩემს ქუსლიან ფეხსაცმელს შენი ყურადღება მიექცია. მსურდა შეუმჩნევლად მოვსულიყავი შენამდე. ისევე შეუმჩნევლად, როგორც შენ შემოხვედი ჩემს გულში.

დამინახე თუ არა, მაშინვე განზე გაშალე მკლავები და ჩემკენ გამოემართე, ღიმილიანი სახით. თვალები გიბრწყინავდა, თითქოს ვარსკვლავებიანი ცა ჩაგდგომოდა.
- როუზ, ძვირფასო...

შენი გულის ხმის მოსმენა ყველაზე მეტად მიყვარდა. სუნთქვას შევიკრავდი და ისე ვუგდებდი ყურს.
დავიმახსოვრე...
ხმა, შენი გულის ხმა დავიმახსოვრე.


შავი ტყავის ხელთათმანი სწრაფად წაიძრე და ჩემი სიცივისგან გათოშილი თითები ხელებში მოიქციე.
სულს მითბობდი...
უფრო მიყვარდებოდი...


ახლა სანთლით, ნახევრად განათებულ, ცივ ოთახში ვზივარ და ამ წერილს გწერ.
თოვს.
ქარბუქია და თოვლი ფანჯრებს ასკდება. ვხედავ, რამდენიმე ფანტელი ცრემლად დაიღვარა მინაზე. იქნებ ისინიც ჩემსავით ტირიან ამ წერილის დაწერა რომ მიწევს.

მიჭირს, ძალიან მიჭირს ამის გაკეთება,
მაგრამ ჩემი დარჩენა შეუძლებელია.
მე უნდა წავიდე.

ბოლოჯერ გეუბნები, რომ სიცოცხლესავით მიყვარხარ.
მე შენი არა, მაგრამ იმ გრძნობის ერთგული დავრჩები მარად, რომელიც შენს მიმართ გამაჩნია.

მაპატიე, შენს ეგოიზმით სავსე გულს, ოდნავი წყენა თუ მივაყენე ამ წერილით.

მშვიდობით, ტედი.


1930 წელი. დეკემბრის 27. ლონგ აილენდი.

როუზ ადამსი.

პ.ს. ვიცი, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ძებნას არ დამიწყებ, უფრო მეტი, ეცდები რაც შეიძლება მალე დამივიწყო, ამის გაფიქრება სიმშვიდეს მგვრის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, დროდადრო, მაინც შეგახსენებს თავს ჩემზე მოგონებები და გულის არეში ტკივილს იგრძნობ... მიხვდები, რომ ჩემსავით არასოდეს ჰყვარებიხარ ვინმეს და ვერც შეგიყვარებს ვერავინ.


------------------------------
2017 წელი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი სიბილა

თითქოს ვიპოვე წერილი სადღაც, უცნაურ, მიტოვებულ სახლში, წავიკითხე და დავფიქრდი, ნეტავ რა იყო მანამდე, ან სემდეგ.......

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent