შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ გაპატიე


24-05-2018, 20:44
ავტორი უიღბლო
ნანახია 289

ვერ გაპატიე

იცი?ვერ გაპატიე!გეფიცები ვცდილობდი მაგრამ ვერ!ვცდილობდი და ვხვდებოდი რომ ყოველი წარუმატებელი დასასრულის შემდეგ ნელნელა მზიზღდებოდი,მე კი არმინდოდა იმის შეზიზღება ვინც ოდესღაც აღუწერლად მიყვარდა,ამიტომ შევწყვიტე!არ მიპატიებია,უფროსწორად ვერ,ვიცი ვერც შენ მაპატიე ჩემი შეცდომები,ჩემი უანგარო გრძნობით დაშვებული შეცდომები,ის შეცდომები შენი თავი რომ უკეთ გამაცნო და გამოაგაშკარავა,შენ ყოველთვის გეკავა გარკვეული ნაწილი ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ ახლა სამუდამოდ დამკვიდრდი რადგან ყველაფრისგან განკარგულს მოგონებები შემომრჩა,ამ მოგონებებს კი შენი სახელი აქვთ და მეხსიერებას ამნეზიის შემდეგაც კი ვერ დაშორდებიან!მიყვარდი?!ძალიან,საშინლად და რაღათქმაუნდა არასწორად,ასე იმიტომ რომ იმაზე მეტ სიყვარულს გავცემდი ვიდრე იმსახურებდი,არვიცი შეიძლევა ჩემს რაღაც ნაწილს ახლაც უყვარხარ,როგორც „პირველი",მაგრამ მთლიანობაში ეს ასე აღარ არის და არც აღარასდროს იქნება!მე ავუკრძალე თავს შენი სიყვარული!მე არ მქონდა უფლება მყვარებოდი! არ მივეცი თავს იმის ნება რომ შენგამო ისევ გადამელახა გადაულახავი და გამეკეთებინა შეუძლებელი!მე ვაკონტროლებდი თავს ყოველ წუთსა და წამს რომ შეცდომა არდამეშვა,რომ არ დამერღვია ის წესები რაც ჩემს თავს დავუწესე,მე ჩემი პიროვნება შევავიწროვე,ბოლომდე შევივიწროვე სურვილები,ჩემი ნება და გრძნობა.თავი შევზღუდე რომ მომავალი მქონოდა და იცი?! გამომივიდა!!! ბევრი წვალების მერე გამომივიდა,არაუშავს თუ ვერ წავშლი იმ დიდ ლაქას რაც დამიტოვე,მთავარი არის ის რომ მე გამომივიდა!მე შევძელი,შევძელი გამეკეთებინა ეს იმის მიუხედავად რომ იმედი არმქონდა.ახლა ამას რომ კითხულობდე გაგიკვირდებოფა ასე ძალიან გიყვარდიო?! და მინდა გითხრა რომ ჰო ასე ძალიან მიყვარდი,უფრო მეტადაც კი!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent