შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭრელი საზოგადოება


20-06-2018, 21:12
ნანახია 702

ჭრელი საზოგადოება

უბრალო ჩანახატი, უბრალო სიტყვები მაგრამ რეალობა, რომელსაც სამწუხაროდ ყოველ წამს, ყოველ დღე თითოეული ჩვენგანი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით. წაიკითხეთ... სულ რაღაც ორ წუთს წაგართმევთ და დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება ამ ყველაფრის მიმართ ????

დღე პირველი
პეკინის ქუჩის კუთხეში, ზედ ტროტუარზე დაფენილი დაგლეჯილი საბნის შუა გულში სამიოდე წლის, მზისგან გარუჯული, თმა ახოზრილი, მტვრით გამურული, ბიჭი, მოსიარულეთა ფეხებში ხელების ფათურით მოწყალებას ითხოვს. ზედ არავინ უყურებს. ახლაგაზრდა, ცამდე აწოწილი, კარგად ჩაცმული ბიჭი "შემთხვევით" მის გამოწვდილ ხელს აბიჯებს. ბავშვი განწირული იწყებს ღრიალს. ახაგზარდა კი თითქოს მისთვის დაებიჯებინათ 45 ზომის, "ლაკის" ფეხსაცმელი გაგულისებული მუჯლუგუნს უთავაზებს და ატირებულს იქვე ტოვებს. გზას აგრძელებს. ორმოცდაათიოდე მეტრის გავლის შემდეგ, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ, წითლად ანთებულ შუქნიშანს ყურადღებას არ აქცევს და გზაზე გადარბის. ავტომობილი ვერ ასწრებს რეაგირებას და ბიჭის ძლიერი მუხლები მოჩვარულ
რეზინას ემგვანება. ზებრაზე გართხმულ სხეულს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობა. მძღოლი მსხვერპლის სხეულზე თავჩარგული მოსთქვამს, არავინ იცის ბიჭის ბედით არის გულდამძიმებული თუ საკუთარი მომავლის შიშით.
-დამღუპა. დამღუპა. ძლივს გასაგონრად ბუტბუტებს.

დღე მეორე
საბუთებში თავჩარგულს თანამშრომლის ხმა რეალობაში მაბრუნებს.
-შეგიძლია სალაროსთან მოხვიდე?
-რა ხდება?
-მომხარებელი ჩხუბობს. სხეული უხალისოდ ავათრიე, ჩემთვის საძულვევლი ამ შემთხვევისთვის შესაფერისი, თავაზიანობის ნიღაბი მოვირგე და სალაროს მივაშურე. ჭილოფში გამოწყობილი მამაო მოლარეს კორექტულად ლანძღავს.
-შემიძლია დაგემხაროთ? ვეუბნები რაც შეიძლება თავაზიანად.
-შენ როგორ უნდა დამეხმარო ამბობს გაღიზიანებული მამაო ზურგს მაქცევს და დარბაზს ტოვებს. გაფითრებულ მოლარეს მივუბრუნდი.
-გინდა შეგცვალო? წადი დაისვენე. ისიც მემორჩილება და შესვენებაზე გადის.

დღე მესამე
დილიდან ამეკვიატა ბავშვობის მეგობარზე ფიქრი. წლები გავიდა რაც არ მინახავს. ცხოვრების სხვა და სხვა ინტერესმა ჩვენი გზები გაყარა. გულის სიღრმეში მისი ადგილი ისევ ცარიელია რადგან იქ ერთხელ უკვე იყვნენ, იქაურობით კარგად მოილხინეს და გაპარტახებული დატოვეს... ხშირად მიფიქრია თუ როგორ წარიმართებოდა ჩვენი მეგობრობა რომ არა ცხოვრების რადიკალური აღქმა. სულ ვცდილობ მასში ის პატარა გოგო დავინახო მე რომ მიყვარდა მაგრამ..."ელიტაში" მოღვაწეობით ნირვანაში მყოფი, რომ არა სოციალური ქსელი, მისი ვიზიუალი სრულებით აამოიშლებოდა ჩემი გონებიდან.

დღე მეოთხე
ვაკის პარკში ახლადშეღებილ ხის სკამზე წყვილი მოკალათებულა. ბიჭს ტელეფონში ჩაურგავს თავი გოგონა კი შიგადაშიგ კითხვების "ტვინს უბურღავს"
-კინოში წავიდეთ რა. ვედრებანარევი ხმით ეუბნება გოგონა.
-მეზარება. პასუხობს ბიჭი ისე, რომ ტელეფონის ეკრანს თვალს არ აშორებს.
-მაშინ ბარში წავიდეთ. მკლავზე სიყვარულით ეხება შეყვარებულს. ბიჭი მკლავს უხეშად ითავისუფლებს გოგონას მზრუნველი ხელისგან და უხეშად პასუხობს.
-ფული არ მაქვს. გოგონა ჩუმდება, ღრმად და სევდიანად სუნთქავს. -ხელფასი აიღე? კითხულობს ისევ ტელეფონში ჩამძვრალი ბიჭი.
-ავიღე.
-მიდი რა, ლუდი მიყიდე. გოგონას თვალები იმღვრევა.
-გიყიდი ამბობს და ჯიხურისკენ მიემართება. ბიჭს ისევ ტელეფონში აქვს თავი ჩარგული...

დღე მეხუთე
მოულოდნელად მოპარული უღიმღაღო კაეშანი ძლიერად ეხეთქება გულის კედლებს. რა აუტანელია ძლივს თამოყრილი ცნობიერებიდან ამოვარდნა. საქართველოში ყველა სამსახურში დილა იწყება ფინჯანი ყავით_საღამო კი სრულდება დაწყვეტილი ნერვებითა და ადამიანების მოკვლის სურვილით. აი ძია ლევანს კი ძალიან უყვარს თავისი სამსახური. გადასასვლელი ხიდის, კიბის ქვეშ, ლამაზად აქვს მოწყობილი გაზეთების ჯიხური, ამინდის მიუხედავად მუდამ ლაღი თვალებით მესალმება სამსახურისკენ მიმავალს. ზამთარშიც კი, ყინვვების მიუხედავად ის იღიმის. მაშინ, როდესაც მე თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ, რომ რაც შეიძლება მალე შევარდე სამსახურის თბილ კედლებში, ის იღიმის. ია ყოველთვის იღიმის...

დღე მეექსვსე.
სუსტად განათებული ბარის შუა გულში, წითლად თმა შეღებილი გოგონა მარტო ზის, თავი გაშლილ კონსპექტებში ჩაურგავს და თან ესპრესოს წრუპავს. შიგადაშიგ სივრცეში მზერა ეკარგება და თვალებში სიცივე უსადგურდება. მერე გაიღიმება და ისევ კონსპექტებში ჩარგავს თავს. ბარში პატარა, სამიოდე წლის ბიჭი შემოდის და კალთის კუთხეში ექაჩება.
-დამეხმარე. ბარმენი მკლავში კიდებს ბიჭუნას ხელს და გარეთ აგდებს. გოგონა ბარმენს მადლობას უხდის და ისევ კონსპექტებში იქექება...

დღე მეშვიდე
დავიღალე... ჭრელი საზოგადოების, ჭრელი აზროვნებით, ჭრელი ემოციებით, ჭრელი მიზნებით.... სიჭრელით დავიღალე...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მარიკა

ეს არის საზოგადოება, რომელშიც ყოველდღიურათ ვცხოვრობთ. ჭრელი, ჭრელი საზოგადოება.

 



№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სამწუხარო რეალობაა. ადამიანებს გული გვაქვს ერთმანეთის მიმართ გაციებული და გვიჭირს სხვისი ტკივილის, სხვისი ბედნიერების გაზიარება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent