შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლის წვენი


28-06-2018, 09:07
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 156

ალუბლის წვენი

საღამო იყო, რუსთაველის ქუჩას მეგობართან შეხვედრის მიზნით მივუყვებოდი. ტრადიციისამებრ მასთან ტვინის განიავება მქონდა დაგეგმილი. ტროტუარზე ხალხი ბუზებივით ირეოდა დათბა და შესაბამისად ხალხი ქუჩებში გამოვიდა. მიყვარს რუსთაველის ქუჩა, ათასგვარი გამოფენებითა და აჭრელებული საზოგადოებით. შორიდანვე შევნიშნე ასე დაახლოებით 12 წლის ბიჭი ტროტუარზე გართხმულიყო და ადგომას ვერ ახერხებდა, მის ირგვლივ კი ყველა ის ნივთი მიმოფანტულიყო, რომლითაც, როგორც შემდეგ მივხვდი პურის ფულს შოულობდა. ხალხი გვერდს უვლიდა, აზრად არავის მოსვლია პატარა ბიჭს, რომელსაც სხეული სრულყოფილად არც ემორჩილებოდა, წამოდგომაში დახმარებოდა. იქვე ორი მუცელგადმობრუნებული მამაკაცი იჯდა, რომლებიც მირთმეული ზღვა საკვების მონელებით იყვნენ დაკავებული და ზედაც არ უყურებდნენ მათ ფეხებთან გართხმულ ბავშვს. როცა ახლოს მივედი დახმარება შევთავაზე, წამოდგომაში მივეშველე, ნივთები ავაკრეფინე, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინე, ყუთი რომელსაც დასაჯდომად იყენებდა ახლოს მოვიტანე და ზედ დავსვი. მერე თვალი მოვავლე ჰორიზონტს და ხმამაღლა ვიკითხე.
- რა გჭირთ ხალხნო, ძნელია წაქცეულს წამოდგომაში დაეხმაროთ? რა თქმა უნდა ხმა არავინ გამცა და ყველამ გზა განაგრძო. ფული ამოვიღე. ვიფიქრე რამეს შევიძენდი მისგან, მაგრამ ჩემთვის საინტერესო ვერაფერი ვიპოვნე, ამიტომაც ისე გავუწოდე ფული და გზა განვაგრძე. ჩემთვის დავფიქრდი, რამდენი ასეთი ბავშვი არსებობს, ალბათ ძალიან ბევრი.
უცებ ის დღე გამახსენდა, სკოლას ვამთავრებდი და ერთ-ერთ კონცერტზე სიმღერის შესასრულებლად მიმიწვიეს. სცენაზე გავედი თუ არა პარტერიდან ერთი ოვაციები გაისმა. ჩემს სიმღერას მონატრებული საზოგადოება სრულ ვნებათაღელვას განიცდიდა ჩემი მოულოდნელი გამოჩენით. ადრენალით ავივსე, ბრბოს ცხოველქცეული მზერის დანახვისას. მუსიკა ჩაირთო, მიკროფონი ავიღე და სიმღერა დავიწყე, მაგრამ ხმა არ ისმოდა. სანამ მუსიკა მიმდინარეობდა და მე პირს სულ ტყუილად ვაღებდი, ოპერატორი ხარვეზის გამოსწორებას გამწარებული ცდილობდა, კულისებიდან კონცერტის წამყვანი გამოვარდა და მეორე მიკროფონი მომაწოდა. სრული კრახი, აქაც არ ისმოდა ჩემი ხავერდოვანი ხმა. ხალხი სულგანაბული ელოდა მთელი ამ ქაოსური პროცესის გამოსწორებას თუმცა სიმღერა ისე დავასრულე საკუთარი ხმა თავადაც არ გამიგია. მიკროფონი დავუშვი, ოპერატორს სასიკვდილო მზერა ვესროლე და სცენიდან გავედი. წარმომიდგენია რა სასაცილო სანახავი ვიქნებოდი მთელი ეს პერიოდი. უკანა კარიდან გამოვიპარე და ქუჩაში საკონცერტოდ გამოწყობილი ცრემლების ღვრით გავარდი. ხალხი გაოცებული მიყურებდა მე კი გავრბოდი. ზურგს უკან სამეგობროს არმია მომდევდა. მერე არ მახსოვს როგორ მოახერხეს ჩემი დაშოშმინება, როცა გავიღვიძე უკვე გვიანი ღამე იყო.
ამ ფიქრებით მივუყვებოდი გზას და დანიშნულების ადგილზე დროზე ადრე აღმოვჩნი. თბილი ამინდი იყო ამიტომაც თითქმის ყველა ბარის წინ მაგიდები გამოედგათ. მეც ერთ-ერთ მაგიდა ავირჩიე და ბარმენი მოვიხმე.
-ალუბლის წვენი თუ შეიძლება.
-სამწუხაროდ არ გვაქვს. მპასუხობს ზუსტად ისე როგორც თავად ვუპასუხებდი ამდენი უაზრო შეკვეთის აღებით დაღლილი.
-მაშინ მწვანე ვაშლი იყოს.
-არც ეგ გვაქვს.
-იქნებ მითხრათ რა გაქვთ ვაკითხები ღიმილით.
-როცა აარჩევთ დამიძახეთ. მენიუს მაწვდის და მიდის.
-გარგარი, ანანასი, ბანანი, ყურძენი. მხოლოდ ეს სახეობები ვიპოვე, რადგანაც არც ერთი არ მიყვარს, ბარმენი უკან მოვიხმე და ყავა შევუკვეთე.
-რომელს ინებებთ?
-უნალექოს. ბარმენი მიდის, ორ წუთში უკან ბრუნდება და მეუბნება.
-სამწუხაროდ მხოლოდ ნალექიანი გვაქვს.
-კარგი ვპასუხობ ღიმილით. იყოს ნალექიანი.
-დარწმუნებული ხართ?
-არა, ვამბობ მე, ვდგები და იქაურობას ვეცლები. ტელეფონს ვიღებ და მეგობარს ვურეკავ.
-საცობში ვარ, ისმის ტელეფონს მიღმა. ვერ ვიტან ლოდინს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს. იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. ფიქრმა წამიღო.
როცა სადმე მივდიოდი მუდამ მესმოდა საზოგადოების ჩურჩული. ეს გოგო ძალიან უცნაურია... ვფიქრობდი რაში მდგომარეობდა ჩემი უცნაურობა თუმცა თავად ვთვლიდი, რომ სულაც არ ვიყავი უცნაური, მხოლოდ განვსხავდებოდი ჩემი თანატოლებისგან. მარტო თამაში მიყვარდა. ალბათ ყველას ეს ხვდებოდა თვალში და თუ მე სხვა ბავშვებთან ერთად სილაში არ ვიჯექი და ქვიშას სულელური გამომეტყველებით არ ვიყრიდი თავში, რა თქმა უნდა უცნაური ბავშვი ვიყავი.
ჩემს გვერდით ერთი ოჯახი ცხოვრობდა, ცხოვრობდა რა, ცხოვრობს, მხოლოდ მე აღარ მაქვს მათთან ხშირი ურთიერთობა სხვა და სხვა ქალაქში მოღვაწეობის გამო. ძია გივის დიდი ბიბლიოთეკა ქონდა. მასთან ყოფნა ძალიან მიყვარდა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გახლდათ ნამყოფი და შესაბამისად იმაზე მეტი ენახა საკუთარი თვალით ვიდრე მის ბიბლიოთეკაში შემეძლო მენახა. ომში ნამყოფი, ათას უბედურებას გადარჩენილი ძია გივი ის ადამიანი იყო რომელიც საერთოდ არ მთვლიდა უცნაურად. ყოველთვის ღიმილით მეგეგბებოდა და 5 წლის ასაკში მყოფს, ისე მესაუბრებოდა და მეპყრობოდა, როგორც ზრდასრულ ადმაიანს. ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა. სახლის უკან მარანი ქონდა, დედას წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოველ სტუმრობაზე მიმასპინძლდებოდა ერთი ჭიქა შავი ღვინით, ალბათ ბავშობიდან შევეჩვიე და ამიტომაც მიყვარს ალკოჰოლი, თუმცა გენეტიკაც იქნება რაღაც დოზით ამაში დამნაშავე. ფიქრები ტელეფონის ხმამ დამიფრთხო.
-მოხვედი?
- ჯერ ისევ საცობში ვარ.
-დავიღალე.
-ვიცი მაპატიე, მალე ვიქნები.
ტელეფონს ჯიბეში ვიდებ და ჰორიზონტს რაიმე საინტერესოს პოვნის მიზნით ვათვალიერებ. დაახლოებით ათი მეტრის მოშორებით ახალგაზრდა, ერთმანეთში გადახლართულმა წყვილმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ალბათ 13-14 წლისანი თუ იქნებოდნენ. გოგოს წითელი თმა და შავად შეღებილი თვალები ამშვენებდა, მუხლებზე გადაგლეჯილი შარვლითა და წარბზე პირსინგინ იწონებდა თავს. ბიჭს გრძელი თმა ქონდა უკან შეკრული, ყური დაახლოებით ოთხ ადგილზე გახვრეტილი. ორივე ხელზე ტყავის სამაჯურები ეკეთა. მოკლედ რომ ვთქვა ეს ორი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი. შევეცადე ჩემი თავი ამ ასაკში წარმომედგინა და მხოლოდ სკოლის ფორმაში გამოწყობილი, ბაბთა შეკრული გოგო წარმომიდგა თვალწინ.. იქვე ჩემთან ახლოს მაწანწალა ძაღლი დაძრწოდა. ძვლებზე გადაკრული ტყავი იმდენად ჩამოწელვოდა ადვილად მიხვდებოდით დიდი ხანია საკვები არ მიეღო, დამშეული, შეშინებული თვალებით უცქერდა ადამიანებს. მახსოვს სკოლის დამთავრების აღნიშვნის მიზნით მთელი კლასი საქეიფოდ წავედით. მაშინ პირველად და უკანასკნელად მივიღე ალკოჰოლის ის რაოდენობა რომ სრულიად არ მახსოვს ჩემი ცხოვრების დაახლოებით 8საათი. როცა ერთ-ერთი მეგობრის სახლში გავიღვიძე და ვიკითხე თუ რა მოხდა, ჩემი მეგობრის დედამ წვნიანი მომიტანა გამოსაფხიზლებლად. მხოლოდ ის ვიკითხე მამამ თუ გაიგოთქო თუმცა პასუხის მოსმენა არ დამჭირვებია ისე მივხვდი ყველაფრის საქმის კურსში იყო. მისი არ მეშინოდა მხოლოდ შემრცხვა ჩემი საქციელის გამო. სახლის გზაზე მიმავალი მხოლოდ იმას ვფიქრობდი თუ რა მეთქვა მისთვის. ეზოში შევედი თუ არა ჩემმა ძმამ ხელი ჩამკიდა და სახლის უკან მიმათრევდა.
-სად მიმათრევ. ვეკითხები ღიმილით.
-ნახავ, მპასუხობს საოცრად ლაღი და უფრო ძლიერად მექაჩება. ეზოს უკან გასულებს ტაბურეტზე ჩამომჯდარი მამაჩემი დამხვდა, ფეხებთან დიდი შეფუთული ყუთი ედო.
-გახსენი. მეუბნება ჩვეული სიმშვიდით. მუხლებზე ვდგები ყუთს ვხსნი, იქ კი ჩემი დიდი ხნის ნანატრი ლეკვი მხვდება, მაისურის სახელოთი ვიწმენდ ცრემლს და მამას მადლობას ვეუბნები. დღემდე ვფიქრობ როგორ შეეძლო არაფერი ეთქვა ჩემთვის მთელი იმ საძულველი კონცერტების შემდეგ რაც მე გონდაკარგულ მთვრალს მიტარებია.
-ალუბლის წვენი ხომ არ დაგველია ერთად. მესმის მოულოდნელად. გვერდით მოვიხედე და ბარმენი შემრჩა.
-უკვე აღარ მინდა ვეუბნები ღიმილით.
-ელოდებით ვინმეს?
-დიახ მეგობარს. ბოდიშს ვუხდი და მეგობარს ვურეკავ.
-მგონი აზრი აღარ აქვს მოსვლას.
-გეთანხმები, გაბრუნდი სახლში ვეუბნები და ბარმენს ვუყურებ. -იცი ადგილი სადაც შეიძლება ალუბლის წვენი დავლიოთ?
-არა, მაგრამ ვიპოვი. გინდა?
- რატომაც არა ვამბობ მე. ვდგებით და რუსთაველის ქუჩას ალუბლის წვენის საპოვნელად მივუყვებით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მიყვარს შენი ჩანახატები და შენებური ხედვა ❤❤

 



№2  offline წევრი ანი ჩიხლაძე

მე კი შენ და შენი კომენტარები მიყვარხრათ ❤

 



№3  offline წევრი mirandaa31

საყვარელი და შენებური ❤️❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№4  offline წევრი ანი ჩიხლაძე

mirandaa31
საყვარელი და შენებური ❤️❤️


❤❤❤

 



№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ანი ჩიხლაძე
მე კი შენ და შენი კომენტარები მიყვარხრათ ❤

❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent