შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ბრმა ვარ (სრულად)


8-07-2018, 21:59
ავტორი i want
ნანახია 457

მე ბრმა ვარ (სრულად)

შავია... ყველაფერი შავია. ყველაფერი სიბნელეს მოუცვამს.
არანაირი შუქი, არანაირი ფერები, მხოლოდ ჩრდილები და იშვიათი სილუეტები.
ფერები გაიცრიცა და ნაცრისფერსა და შავში შეიღება. ჩემში ყველა-ფერი ჩაკვდა . ახლა მეც შავი ვარ... მეც მისი ნაწილი ვარ.
მომიწევს შევიყვარო და შევეჩვიო, მასთან ერთად მომიწევს ცხოვრება. უნდა შევეგუო!
არც აქამდე ვყოფილვარ ფერადი. მუდმივად შავს ვატარებდი. განა იმიტომ რომ მოდას მივყვებოდი, იმიტომ რომ ვგრძნობდი შავს, ახლა კი თავად ვარ შავი. სრულიად შავი...
ჩემი სამყარო გაუფერულდა , აზრი დაკარგა , ფერები დაკარგა, ყველა საყვარელი სახე დაიკარგა, ყველა საყვარელმა ნივთმა მნიშვნელობა დაკარგა.
ყველაფერი დავკარგე მაგრამ მე განსაკუთრებით ის ერთი მტკივა... ის ერთი რისთვისაც ცხოვრება მიღირდა , რისთვისაც თავი უნდა მიმეძღვნა, რისთვისაც უღმერთოდ ნიჭიერს მეძახდნენ , რისგამოც თვალებსა და ხელებს უნდა გავფრთხილებოდი...
მე ჩემი თავი დავკარგე.
მე ჩემი ცხოვრება დავკარგე.
მე... მე მხატვარი ვიყავი...

დიახ, მე მხატვარი ვიყავი. ვხედავდი და ვხატავდი. ახლა კი ვზივარ და ისიც არ ვიცი რას მივშტერებივარ.
ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა თქვა, ბრმა ვერ დახატავსო. მხატვარს თვალი უნდა გქონდეს , კარგად უნდა დაინახო, დააკვირდე , აღიქვა ფერები და ფორმები, შემდეგ კი ფურცელზე გადმოიტანოო.
მართალია... გეფიცებით მართალია!
მაშინ მისი ნათქვამით მივხვდი რომ უნდა გავფრთხილებოდი მხედველობას და ხელს.
უნდა გავფრთხილებოდი!
ვერ გავუფრთხილდი!
ახლა გული მტკივა , ძალიან მტკივა.
ის შეგრძნება მინდა განვიცადო რასაც ფანქრის ფურცელზე შეხებისას ვგრძნობდი, ის სურნელი მინდა ვიგრძნო ზეთის საღებავს რომ ასდის, ის ხმა მინდა მესმოდეს ფანქარი ფურცელთან ურთიერთობისას რომ გამოსცემს.
მინდა ისე დავიცალო როგორც ხატვისას ვიცლებოდი. მინდა წარსული დავიბრუნო და ის ყველაფერი დავაფასო. მინდა წარსულში ვიყო და თვალის ჩინივით გავუფრთხილ...თუმცა სწორედ მას ვერ გავუფრთხილდი.
ჩემი ბრალი იყო , ვიცი. ჩემი ბრალი იყო, ვერ დავაფასე!
სამწუხაროა, ადამიანები მის ფასს მაშინ ვიგებთ როცა ვკარგავთ.
ახლა მივხვდი როგორ მჭირდება და მყვარებია. მაგრამ უკვე გვიანია!
მე-19 დღეა რაც სიბნელეში ვარ. გაუსაძლისია. მტკივა! სული მტკივა , მთელი შიგნეულობა მეწვის. არ მინდა ! მეტი აღარ შემიძლია!
მე-20 დღე აღარ უნდა გათენდეს!
არ მინდა სიშავეს შევეჩვიო, შევიყვარო ან შევეგუო. არ ვარ ვალდებული ეს გავაკეთო!
არ ვარ ძლიერი. ვერ ვიბრძოლებ... ძალა არ მაქვს!
ვნებდები.

ოთახის კარი იღება და ნაბიჯებით ვხვდები რომ ჩემი და შემოდის.
- რამე ხოარ გინდა? - მეუბნება და ცდილობს ჩემი ამბის გამო მოწყენა არ შეიტყოს ხმაში, მაგრამ ცუდი მსახიობია.
- არა არაფერი. - ვეუბნები მოკლედ.
- კარგი - ოთახიდან გასვლას აპირებს როცა ჩემი ხმა აჩერებს.
- მოიცა... ახლა სად ვარ?
- ჩვენს საძინებელში.
- უფრო კონკრეტულად ?
- აივნის კართან , დაახლოებით ერთ მეტრში.
-კარგი. - ვეუბნები და ოთახიდან გადის.

აი ისევ მარტო ვარ, ჩემს ბნელ აზრებთან შავ სამყაროში.
აქ დიდხანს ვეღარ ვიქნები. ახლა ისღა დამრჩენია ბოლოჯერ ვილოცო.
ვერ გამამტყუნებენ. ჩემი ეს ნაბიჯი ხსნა იქნება ჩემთვის. ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო და ახლის დასაწყისი.
დიახ ეს ბოლოა , დასასრულს მივადექი.

სამწუხაროა, ისე ვკვდები რომ არავისთვის მითქვამს - მიყვარხარ!
და არც სხვისგან მომისმენია იგივე. მეღიმება. უკანასკნელად მეღიმება და ისიც სიმწრით.
წინ კარი მაქვს რომლის გაღების შემდეგ რამდენიმე ნაბიჯში გავუჩინარდები. აქ კი მაგიდაზე საშუალო ზომის სარკე უნდა იდოს . შემიძლია გავტეხო.
არა! აღარ მინდა ტკივილი.

სკამიდან ვდგები , ნელი ნაბიჯებით წინ ფრთხილად მივიწევ და კართან ვჩერდები.
ხელების ფათურით სახელურს ვეძებ, კარს ვაღებ და აივანზე გავდივარ.
მოაჯირთან ვდგები ხარბად ვისუნთქავ ჰაერს.
,, მე თავს არ ვიკლავ, მე ვიკლავ სხეულს". თავში მხოლოდ ეს ფრაზა მიტრიალებს და მამშვიდებს.
გაუსაძლისად მტკივა! აღარ მინდა წყვდიადში დარჩენა.
გული იმდენად მიჭერს თვალებიდან ცრემლები მომდის.
მლაშე სითხის ნაკადი არ წყდება.
ვტირი და მთელ გულს ვაყოლებ.
გულში უკანასკნელ სიტყვებს ვამბობ
- ღმერთო შენთან მოვდივარ. მიიბარე ჩემი სული.
ჩემი თავი მსხვერპლი იყოს მათთვის ვინც მიყვარდა, გთხოვ, მათ არ ატკინო!

ცრემლიან თვალებს ერთმანეთს მაგრად ვუჭერ, ხელებს მოაჯირებზე ვაწყობ და უკანასკნელ სიტყვებს ვამბობ...

- მე ბრმა ვარ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი LaLiDze

მომეწონა, მაგრამ არ შემიძლია არ გავაკრიტიკო ეს გოგო (პერსონაჟი). მერე რა რომ ბრმაა, მერე რა რომ ვერ ხედავს, მთავარია სუნთქავს და არსებობს. ჩემი აზრით, სუიციდი ადამიანის ყველაზე დიდი სისუსტის ნიშანია და როდესაც თავს იკლავ ერთი საცოდავი ადამიანი გამოდიხარ, რომელმაც სიცოცხლე არ დააფასა.
კარგი ნაწერი იყო, მაგრამ ეს რომ არ მეთქვა არ შემეძლო <3

 



№2 წევრი i want

LaLiDze
მომეწონა, მაგრამ არ შემიძლია არ გავაკრიტიკო ეს გოგო (პერსონაჟი). მერე რა რომ ბრმაა, მერე რა რომ ვერ ხედავს, მთავარია სუნთქავს და არსებობს. ჩემი აზრით, სუიციდი ადამიანის ყველაზე დიდი სისუსტის ნიშანია და როდესაც თავს იკლავ ერთი საცოდავი ადამიანი გამოდიხარ, რომელმაც სიცოცხლე არ დააფასა.
კარგი ნაწერი იყო, მაგრამ ეს რომ არ მეთქვა არ შემეძლო <3

ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის და კრიტიკისთვისაც <3 <3 პირველი ისტორიაა ჩემი და ძალიან მიხარია თუ მოგეწონა <3 <3

 



№3 სტუმარი ჟოლო

კარგიაა მომეწონა ძაან <3 <3 გააგრძელე წერა

 



№4 წევრი i want

ჟოლო
კარგიაა მომეწონა ძაან <3 <3 გააგრძელე წერა

უდიდესი მადლობა <3 <3

 



№5 სტუმარი სტუმარი ნინია

სისუსტე? რა სისულელეა, ადამიანს ყველაზე მეტად ცხოვრება უყვარს. “სოცოცხლე” და არვიცი რამდენად ძლიერი უნდა იყო, რომ იმაზე თქვა უარი, რაც ყველას და ყველაფერს გირჩევნია.უბრალოდ აიღო და დაამთავრო, არაფრის მოლოდინში. უძლიერესი პერსონაჟია, უდიდესი ტკივილით. მე ვხატავ, მაგრამ არვიცი სიცოცხლეს თუ გავწირავდი მის გამო, ალბათ იმდენად არმიყვარს, რადგან არსებობს რაღაც რისთვისაც შემიძლია სიცოცხლეზე უარის თქმაც.
ეს ისე, უბრალოდ .
ავტორს, რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები ჩემგან, დამაფიქრე და რაღაც ახალი დამანახე ფასეულობებში. მადლობა ამისთვის შენ!!!

 



№6 წევრი i want

სტუმარი ნინია
სისუსტე? რა სისულელეა, ადამიანს ყველაზე მეტად ცხოვრება უყვარს. “სოცოცხლე” და არვიცი რამდენად ძლიერი უნდა იყო, რომ იმაზე თქვა უარი, რაც ყველას და ყველაფერს გირჩევნია.უბრალოდ აიღო და დაამთავრო, არაფრის მოლოდინში. უძლიერესი პერსონაჟია, უდიდესი ტკივილით. მე ვხატავ, მაგრამ არვიცი სიცოცხლეს თუ გავწირავდი მის გამო, ალბათ იმდენად არმიყვარს, რადგან არსებობს რაღაც რისთვისაც შემიძლია სიცოცხლეზე უარის თქმაც.
ეს ისე, უბრალოდ .
ავტორს, რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები ჩემგან, დამაფიქრე და რაღაც ახალი დამანახე ფასეულობებში. მადლობა ამისთვის შენ!!!

პირიქით მადლობა თქვენ <3 <3 <3 <3 <3
აი ვერც წარმოიდგენთ როგორ გამაბედნიერეთ .
პირველი ისტორიაა და ასეთ შეფასებებს ნამდვილად არ ველოდი <3 <3 <3 <3 <3
მადლობა მადლობა და კიდევ ათასი მადლობა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent