შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


16-07-2018, 02:01
ავტორი ♛QâmêLêøñi♛
ნანახია 498

ჩემი ცხოვრება არც თუ ისე საინტერესოა. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო ბავშვობა მქონდა, მაგრამ ასე თუ ისე იყო რაღაც. ყოველ შემთხვევაში სულ არაფერს ჯობდა. რა სულელი ვიყავი ღმერთო... ახლა რომ მახსენდება მეცინება. იყო ბავშვური ვითომ სიყვარული. სინამდვილეში ერთმანეთის გარდა სხვას ვერ ვხედავდით და ყველაფერი ჩვენი გვეგონა. შემდეგ ისე აღმოჩნდა, რომ თურმე მყვარებია. არვიცი რა მოხდა.. არ მხასოვს.. როგორ რა შეიცვალა.თითქოს სიზმარი იყო და უცებ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. თითქოს არც არაფერი ყოფილა. ჩემს ტვინს არ ახსოვს. თითქოს ჩემი ტვინი გაჩერდა იქ სადაც ჩვენ ასეთ ზღაპარში ვიყავით, შემდეგ კი მუშაობა განაგრძო იქ სადაც უბრალოდ ჩვენ აღარ ვიყავით ჩვენ. ჩვენ უბრალოდ ბავშვები ვიყავით, რომლებიც სხვა ბავშვებთან ერთად უბანში თამაშობდნენ და ერთობოდნენ. თავიდან კარგი იყო ყველაფერი.. ბევრნი ვიყავით. წრეში ბურთი, მგელობანა, დახუჭობანა, ბრისლი მიაუ, გაფუჭებული ტელეფონი, ამის პატრონმა რა ქნას. მართლა კარგი იყო. შემდეგ მოხდა ყველაზე საშინელი რამ. ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი ბავშვობის სიყვარული ერთად. მითუმეტეს მაშინ, როცა საუკეთესო მეგობარმა იცოდა, რომ ის ისევ მიყვარდა. არვიცი რატომ ვიყავი ისევ მათთან ერთად. მე უბრალოდ ყოველთვის სულელი ბავშვი ვიყავი. ოღონდ სხვას არ წყენოდა... ოღონდ სხვას არ ტკენოდა და მე ვიტანდი... ვუძლებდი. ყოველთვის ასე სულელად დავრჩები. ნებისმიერი ჩემს ადგილას მას საუკეთესო მეგობრად აღარ ჩათვლიდა. ის კიარა ზედაც არ შეხედავდა. ამჟამინდელი მეც, ასე მოიქცეოდა, მაგრამ სად მქონდა მაშინ ტვინი. ბავშვი ვიყავი.. სულელი ბავშვი, რომელიც მუდამ სხვაზე ფიქრობს. 7 წელი ცოტა ხომ არაა. მიყვარდა აუტანელი სიყვარულით.. ბავშვური სიყვარულით. მტანჯველი სიყვარულით. ყველას გაეცინება და იტყვის პატარა ბავშვს როგორ უნდა ყვარებოდაო, მაგრამ თავს დავდებ მართლა მიყვარდა.. ძალიან მიყვარდა. ისე მიყვარდა, რომ ყოველ ღამით ვიხსენებდი განვლილ დღეს თუ როგორ იყო მასთან ერთად და ყველაფერი ერთად მაწვებოდა. თავს ძლივს ვიკავებდი ცრემლების შესაჩერებლად. რომ დავფიქრდე ალბათ ისე არ მყვარებია როგორც საჭირო იყო რადგან ახლაც მეყვარებოდა. ვერ დავივიწყებდი. თითქმის ყოველდღე ვხვდები და უბრალოდ არაფერი... წამში მახსენდება ყველაფერი, მაგრამ არაფერს ვგრძნობ. ისე აღვიქვამ როგორც ჩვეულებრივ გამვლელს. და ეს კარგია. მიხარია რომ არ ვიტანჯები, რადგან სიყვარული ყველაზე საშინელი რამაა. თუ შემოგეპარა თავს ვერ დააღწევ, დაიტანჯები. უფსკრულში ჩაგითრევს ბოლომდე და ვერ გადარჩები... გავიზარდეთ. ჩამოვშორდით ყველა ერთმანეთს. იქ შეწყდა ჩემი საუკეთესო ბავშვობაც. რას ვფიქრობ სიყვარულზე? სიყვარულზე ორი აზრი მაქვს.. სიყვარული საოცრებაა. ოცნებაა. ზღაპარია. სიყვარული სიზმარია რომელიც ხან გრძელვადიანია ხან კი მოკლევადიანი. სიყვარული სიგიჟეა. როდესაც გიყვარდება რადიკალურად იცვლები. არანორმალური ხდები. სიყვარული ადრენალინია რომელსაც ვერასდროს ელევი. ის ყველაზე ლამაზი რამ არის რაც კი არსებულა ცხოვრებაში. მაგრამ როდესაც სიზმრიდან გამოიღვიძებ ყველაფერი თავზე გემსხვრევა. ყველაფერი ქრება,კვდება, ფერფლად იქცევა. ვთქვი რომ როდესაც გიყვარდება რადიკალურად იცვლები. ეს მართალია. იცვლები ან უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. მართალია სიყვარულის გარეშე შეიძლება უფრო დაზღვეული იყო ტანჯვისგან, მაგრამ არ ღირს ისე სიკვდილი, რომ ვერ გამოსცადო სიყვარული თუნდაც დაიტანჯო. ახლა 16 წლისვარ და ვთვლი რომ ჯერ არ მყვარებია. არ ვყოფილვარ იმ უცნაურ სიზმარში. არ მიგრძვნია ის ადრენალინი, რომელსაც სიყვარული ჰქვია...????????




№1  offline წევრი nathali lifhonava

ძალიან მომეწონა,წარმატებები <3
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№2  offline წევრი ♛QâmêLêøñi♛

nathali lifhonava
ძალიან მომეწონა,წარმატებები <3

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent