ჩვენ გამო (სრულად) » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ გამო (სრულად)


21-07-2018, 23:08
ავტორი ლიდია
ნანახია 1 370

ჩვენ გამო (სრულად)

-აჩი ეს უკვე ყოველგვარ საზღვარს სცდება! - ვყვირი ბოლო ხმაზე და მძინარეს ბალიშებს ვუშენ.
-რა.. ჯანდაბაა?! მარიამ! რას აკეთებ?! - მეკითხება და თან ცდილობს მორიგი ბალიში მოიგერიოს.
-სამი თვეა გიცნობ!
-ვაა.. ახალი ამბავი! მერე?
-ღმერთო ჩემო რა საზიზღარი ხარ! ეს იმისთვის, რომ „მესარკაზმები“! - კიდევ ერთ ბალიშს ვიღებ და პირდაპირ თავში ვახვედრებ.
ვცდილობ მისი ახლადგაღვიძებული თავი დავაიგნორო.
დავაიგნორო მისი ბოხი, ნამძინარევი ხმა.
დავაიგნორო მისი ლამაზად აწეწილი შავი თმა, რომელიც ტუჩამდე ჩამოსდის.
დავაიგნორო მისი ნახევრად შიშველი სხეული.
-ეს იმისთვის, რომ ასეთ ფორმაში ხარ! - მორიგი ბალიში.
-ნუთუ ცუდად გამოვიყურები?! რა დავაშავე ასეთი, რომ ასე გაღვიძება მერგო წილად ქალბატონო მარიამ?
-ეს კი იმისთვის, რომ მტანჯავ და მაწამებ! სამი თვეა მაწვალებ. არ ვიცი რა გინდა, არ ვიცი მოგწონვარ, გიყვარვარ თუ არაფერს გრძნობ. არ ვიცი, გესმის?! ეს მაგიჟებს. ეს ჭკუიდან მიყვანს და ცუდად მხდის. გულს მგლეჯს და მტკენს. ყველაფერს ძალიან, ძალიან მტკენ! არ გაქვს უფლება, რომ ასე მომექცე. შენ უბრალოდ შეგიძლია მითხრა, რომ გინდივარ, ან არ გინდივარ და მე როგორც მეტყვი ისე მოვიქცევი, რადგან.... - ყველაზე მოზრდილ ბალიშს ვესვრი და უკვე ატირებული ვამთავრებ წინადადებას. - რადგან ვგიჟდები შენზე! წყეულიმც იყავი აჩი, მე შენ მიყვარხარ!
ცრემლს ვიწმენს და აჩის ვავლებ თვალს.
მთელი სხეული დაჭიმული და დაძაბული აქვს. ვხედავ როგორ უცემს არტერია კისერზე, მისი გულის ფეთქვა ამ სიშორეზეც კი მესმის. ვხედავ როგორ წევს უკან თავს და ეცინება.
მე კი ვცოფდები.
-ჯანდაბამდეც გზა გქონია! - ვუყვირი და მისი ოთახიდან გამოვდივარ.
კოტეჯის პირველ სართულზე ჩავდივარ და ჩემ ბინაში ვიკეტები.
ცრემლების ამოშრობამდე ვტირივარ, გულს ვიჯერებ და შემდეგ ისევ ვტირივარ.
მგონია, რომ საუკუნე გავიდა, მაგრამ მას შემდეგ რაც აჩის ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი, მხოლოდ და მხოლოდ ხუთი წუთია გასული.
მალე კაკუნიც მესმის.
-მარიამ გამიღე ეს წყეული კარი!
-რა გინდა?
-ლაპარაკი.
-მე ჩემი სათქმელი გითხარი. შენ შენი სათქმელი კი მშვენივრად გამოხატე შენი ცინიკური სიცილით! - კარებს ვუახლოვდები და იქვე ვცუცქდები, ზურგსუკან ვგრძნობ, რომ ისიც იმავეს აკეთებს.
-შენ არ გესმის... - იწყებს ლაპარაკს და ვამჯობინებ, რომ გავჩუმდე. - ხალხი ყოველთვის იმას ხედავს შენში, რაც შენ გინდა, რომ დაინახონ. მე მინდა, რომ ყველას ასეთი ვეგონო, ცინიკური, სარკაზმული, საზიზღარი და უემოციო, უგრძნობი რობოტი. მინდა, რადგან ვიცი ხალხთან ურთიერთობა მტკივნეულია, ისინი კიდევ გერიდებიან, როდესაც ასეთს გხედავენ. და მეც მაქსიმალურად ვცდილობ განვმარტოვდე. - აჩიმ ამოიხვნეშა და ლაპარაკი უფრო მტკიცე ხმით განაგრძო. - მისმინე, არ მინდოდა შენი წყენინება, არც კი მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი საქციელით გავნებდი და გატკენდი. მე უბრალოდ... ასეთი ვარ! ვიცი, რთულია. მეც ვერ ვიტან საკუთარ თავს! მაგრამ... მაინც.. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა უგრძნობი ვარ. ვგრძნობ, თანაც კარგად. მაქვს ადამიანური განცდებიც. ვარ ადამიანი და მომბეზრდა დამალობანას თამაში. მინდა ვიყო ის, ვინც ვარ და არა ის ვისი ფარდის უკანაც ვიმალები. ვიცი, რომ მისმენ. მინდა ისიც გაიგო, რომ ის სიცილი სულ არ ყოფილა ცინიკური. ის ბედნიერი სიცილი იყო მარიამ. ბედნიერების! ეგოისტურად იმდენად მიხაროდა რომ ჩემ გამო ასე იტანჯებოდი, რომ საკუთარ თავზე გამეცინა, რადგან მძულს საკუთარი თავი, მაგრამ მიყვარხარ შენ. აი რა არის მთავარი. შეიძლება მონსტრი ვარ, მაგრამ ვერასდროს გავუძლებ შენს ცრემლებს. ვერასდროს ავიტან შენს ტკივილის. და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვცდი გამომივა, ამჯერად გამომივა! მინდა ვცადოთ, მინდა მიყვარდე და შენც გიყვარდე ისეთი, როგორიც ვარ. ცუდით და კარგით...
ავდექი და კარები გავაღე. ჩაცუცქული აჩი წამოდგა და პირისპირ დამიდგა.
-შეგვიძლია ერთად ვცადოთ. შენი შეცვლა. შენი უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენ ამას შევძლებთ აჩი! შემომხედე. - ის თავის შავებს ჩემ თაფლისფერებს აგებებს. - მითხარი, რომ მენდობი.
-გენდობი.
-მითხარი, რომ გიყვარვარ.
-მიყვარხარ.
-მითხარი, რომ მზად ხარ ჩემ გამო შეიცვალო და გახდე არა ისეთი, როგორიც სხვას უნდა, არამედ ისეთი როგორიც შენ გინდა და როგორიც ჩვენ გვინდა!
-მე.. მზად ვარ ამისთვის.
-ახლა კი ისე მაკოცე, რომ საკუთარი სახელიც დამავიწყდეს!
ვხედავ როგორ უჩნდება აჩის თვალებში ლამაზად მოკიაფე ნაპერწკლები და ვგრძნობ, როგორ მოსწონს და სიამოვნებს ჩემთან სიახლოვე.
ჩემკენ ნელა იხრება და ტუჩებს ტუჩებზე ფრთხილად მაწებებს.
გული მიჩერდება და ფეხები მიკანკალებს.
ცოტახანში ჩემ ოთახში ვწევართ და ერთმანეთის ყურებით ვტკბებით.
-ულამაზესი ხარ მარიამ! ულამაზესი!
თავი გულზე დავადე, ისიც შემომეხვია და მიმიხუტა.
-მიყვარხარ და იცოდე, რომ შენ ამას შეძლებ.
-მეც მიყვარხარ.
ეს ხომ სიყვარულია, თვით ღმერთიც კი უძლურია ამ გრძნობის წინაშე.



___________________________________________



პატარა თბილი ჩანახატი ფოტოგრაფის მეექვსე თავამდე <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი morieli

Es kargi iyo magram potograpis shinaarsi agar maxsovs???? dzalian agvianeb

 



№2  offline წევრი ლიდია

morieli
Es kargi iyo magram potograpis shinaarsi agar maxsovs???? dzalian agvianeb

gushinwin davde mexute da vcdilob yvelanairad ❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent