the shining » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

the shining


26-07-2018, 01:05
ავტორი nightnotes
ნანახია 307

the shining

ბევრჯერ შეიძლება დადგეს ჩემი სიკვდილი,ოღონდ არა როგორც შედეგი.ბედნიერებით ვივსები,როცა ვიაზრებ,რომ გასულ საუკუნეებში მცხოვრები უცნობის რეინკარნაცია ვარ.დიდი ხანია,რაც ამ სამყაროში საკუთარ ადგილს ვერ ვპოულობ,ამიტომ მარტოობის საშინელ შეგრძნებას წერით ვაყოლებ გულს.ვცდილობ ნაწერებში დავატიო სატკივარი,თუმცა უნდა ითქვას რომ მეტად აბსურდული მცდელობაა.უნდა გტკიოდეს,რომ რამე დაწერო.ფურცლები თამამად იტევენ ჩემს სუიციდურ ფიქრებს,ულევ ზიზღს და ყველაფერ იმას,რასად ადამიანებს ვერასოდეს გავანდობ.აზრებს დიდი ხანია აღარ ვახმოვანებ.მაინც,ვინმეს გიჟი რომ არ ვეგონო.ზოგჯერ წარმოვიდგენ,რომ ვიქტორიანული ეპოქის რიგითი სახლი ვარ.მშვენიერი,მაგრამ სხვებისგან არაფრით გამორჩეული.სახლი რომელიც უამრავ საინტერესო ისტორიას ინახავს.ერთი შეხედვით ლამაზი და უბრალო,მის მიღმა კი სხვა,რაღაც განსხვავებული სამყაროა.თითოეულ ადამიანს ფართოდ უღებს კარს და თავგადასავალს სთავაზობს საოცრებათა სამყაროში.ალბათ ამით აიხსნება ჩემი ცხოველური ინტერესი გამუდმებით ვიყურო სხვის სახლებში.ფეხის წვერებზე აწეულმა გაფაციცებით ვადევნო თვალი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას და მათში საინტერესო დეტალები "დავიჭირო". ერთი შეხედვით უბრალო,ერთმანეთისგან თხელი კედლებით გამოყიფილი სახლები ადამიანების ცხოცრებას,მათ საიდუმლოებებსა და ოცნებებს იტევს.შენ უბრალოდ უნდა მოუსმინო.ყური მიადო და დიდხანს უსმინო.მახსოვს ბავშვობაში ჩემი საყვარელი გასართობი იყო მეზობლების მოსმენა ბროლის ჭიქით.ჭიქის ერთ ბოლოს კედელს მივადებდი,მეორე ნაწილს კი ყურს და შემეძლო საათობით მესმინე ჩვეულებრივზე მეტად ალბათ უფრო მოსაწყენი,ყოველდღიური დიალოგები.მაგ დროს გული სხვანაირად იწყებდა ცემას.თითქოს მათი ცხოვრების ნაწილი ვხდებოდი და მათი საიდუმლოებები ოდნავ ჩემიც ხდებოდა.თავი დიდი მესაიდუმლე მეგონა და ჩემთვის პირობას ვდებდი,რომ მათ არავის გავანდობდი.სინამდვილეში გასანდობი არც არაფერი იყო.მსგავსი თამაშებით თავს ვაჯერებდი,რომ დიდი მესაიდუმლე ვიყავი,რომ თავი საჭიროდ მეგრძნო.სიცარიელის შევსების ერთ-ერთი ხერხი იყო.ყველა ასაკში ახალ-ახალ ხერხებს ვიგონებდი.იდეები არასდროს მელეოდა.ცხოვრება ამ მხრივ დღესაც მაჯილდოვებს,თუმცა არასდროს მქონია საშუალება ეს სიცარიელე რეალური რამით შემევსო,რამე ისეთით,რაც დროებითი არ იქნებოდა.როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს სიტუაცია,შემიძლია შევეჩვიო და მასთან ერთად ცხოვრება ვისწავლო,ან რაიმეს შეცვლა ვცადო,მაგრამ არასდროს შევეგუები მას.საბოლოოდ მთელს ჩემს პიროვნებას თავი ერთ პატარა,თუმცა მტკიცე ნაჭუჭში მოვუყარე თავი.ეს ჩემი სამყაროა,სადაც ვერასდროს ვერავინ შემოაღწევს.სანამ ის იარსებებს,ადამიანებთან გულწრფელი ვერ ვიქნები.თუმცა ასე მირჩევნია.ყველაზე რეალური სამყარო ისაა,რომელსაც შენ გამოიგონებ.დახუჭული თვალებით გაცილებით მეტის დანახვაა შესაძლებელი.დღემდე ჩემს სამყაროში ვცხოვრობ.რატომ უნდა დავანებო თავი იმას,რაც ასე ძალიან მიყვარს,თუნდაც არარეალური იყოს.როცა ხედავ,რომ არ შეგიძლია შეიცვალო და შენი იდეალისმაგვარი მაინც გახდე,დროთა განმავლობაში იძულებული ხდები შეიყვარო საკუთარი თავი და ისეთი მიიღო,როგორიც არის.ადამიანებში დიდი ანტიპათიით ვსარგებლობ.ეს დიდად არ მაღელვებს,უბრალოდ ხანდახან მაწუხებს მარტოობა.ვოცნებობ საინტერესო ადამიანს შევხვდე...რაც უფრო ჩუმი და საკუთარ თავში ჩაკეტილია ადამიანი,მით უფრო მაინტერესებს რაზე ფიქრობს ძილის წინ,დროის იმ მცირე მონაკვეთში,როცა საწოლში წევს და ძილს ელოდება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი ჰაიკო

რა კარგი რამეა.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№2  offline მოდერი Frigga

ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent