a bird may love a fish but where would they build a home together?.. » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

a bird may love a fish but where would they build a home together?..


27-07-2018, 00:32
ავტორი nightnotes
ნანახია 385

a bird may love a fish but where would they  build a home together?..

ღამის სიბნელე ადამიანის ფანტაზიებს აცოცხლებს და ნათელ სურათებს უხატავს.ის,რაც სხვა დროს ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო,ამ დროს გეხატება ცხადად ან შესაძლოა პირიქით...
თუკი უნარი გაქვს,რომ რაღაც ან ვიღაც მთელი გულით შეიყვარო,იმის პასუხისმგებლობაც უნდა აიღო,რომ შესაძლოა ამ სიყვარულის გამო კიდვაც მოკვდე,თანაც არაერთხელ.
უცნაური გრძნობაა სიყვარული.უხილავია,გამუდმებით ვეძებთ მას რეალურად კი გარშემო მის გარდა არაფერია.წინასწარ არასდროს იცი თავის მომაკვდინებელ მარწუხებს როდის ჩაგავლებს."კვდები როცა გიყვარს და მაშინაც როცა უსიყვარულოდ ცოცხლობ".მჯერა რომ სიყვარული ძლიერი ენერგეტიკაა,რომელიც არსად ქრება,უბრალოდ შესაძლოა დროის შემდეგ ახალი ადამიანის სახით სხვა ენერგიად გარდაიქმნეს.არ შემხვედრია სულიერი სიყვარულის გამო გული რომ არ ჰქონდეს ნატკენი...არცთუ ისე დიდი ხნის წინ განვიცადე და უნდა ვაღიარო,რომ ეს პროცესი მრავალჯერად გარდაცვალებას ჰგავს.რაღაც აუხსნელი ფენომენია საყვარელი ადამიანის დანახვისას განცდილი გრძნობა.თითქოს ბედნიერება და შვებაა,რომ შენს წინ დგას და კარგადაა და თან საშინელი ტკივილი გიკაწრავს გულს,გტკივა თქვენი ერთად არყოფნა.სამყარო გულს ნებისმიერ შემთხვევაში გატკენს,ეს გარდაუვალია.უბრალოდ ზოგჯერ ეს ტკივილი გიღირს.რა უცნაურია,ზოგჯერ საკუთარი თავებისთვის ჩვენვე გამოგვაქვს სასიკვდილო განაჩენი.ის კი ნამდვილად ვიცი უკვე,რომ რაც უფრო დაანახებ ადამიანს სიყვარულს და იმას,რომ მის გარეშე არ შეგიძლია,მით უფრო გაგიმეტებს,რომ გული გატკინოს.ადამიანური ეგოს ერთ-ერთი გამოვლინებაა...
არ მგონია განშორებასთან შეგუება ოდესმე შევძლო.უცნაური და თავისებურად საინტერესო პროცესია.გამოთხოვებისთანავე ჯოჯოხეთი დააღებს პირს.მღელვარება მოვარდნილი ტალღასავით გეჯახება და თან გიტაცებს.ცივ ზღვაში მოტივტივე გგონია თავი.ეიფორიის ტალღები თითქოს კლდეს გაჯახებს,მაგრამ არ გრიყავს და ამ ტანჯვას ბოლო აღარ უჩანს.გონება გებინდება და სიბნელე მომენტალურად შთანთქავს ყველაფერ იმას,რაც გიყვარდა და რითიც ოდესღაც ამაყობდი.შემდეგ უბრალოდ აღარ იქნები.უცნაურია როცა შენს ამ გარდაცვალების პროცესს ვერავინ ამჩნევს.შენთვის მომაკვდინებელი პროცესი სხვებისთვის შეუჩნეველი რჩება.განა ეს შესაძლებელია?როცა გარდავიცვალე,შემოდგომის მშვიდი და სხვათათვის არაფრით გამორჩეული დილა იდგა.ყველამ ცხოვრების ჩვეული წესებით განაგრძო ცხოვრება ისე,რომ არაფერი შეუმჩნევიათ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent