ადამიანების უპირატესობანი » 4Love.Ge - სასიყვარულო საიტი, ისტორია, წიგნი, ჩანახატი, ტესტი

შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანების უპირატესობანი


29-07-2018, 14:24
ავტორი nightnotes
ნანახია 189

ადამიანების უპირატესობანი

ახლაც ნათლად მახსოვს იმ დღის თითოეული დეტალი,როცა პირველად შეგხვდი.ნაცრისფერი დღე იყო.საავდრო ღრუბლები შემაძრწუნებლად გამოიყურებოდნენ.ცაზე აქა-იქ ელავდა.ხალხმა ქუჩაში სწრაფად დაიწყო მიმოსვლა.მე სვლა შევანელე.როგორც ყოველთვის ხდება.ცივი ქარი სახეში მცემდა და კანს მიწვავდა.უცბად ჩამობნელდა.ჰაერი წვიმის სუნმა გაავსო.იმ დროს გავიფიქრე-ნეტავ შეიძლებოდეს სულ ასეთი ამინდი იყოს.მარტო ამისთვის ღირს ცხოვრება.კარგად მახსოვს ის ჩიხი,სადაც მივდიოდი ამ ფიქრებით გართული.შემდეგ შენ გამოჩნდი.
იმ დღის შემდეგ დაიწყო ცხოვრება.ყველაფერი,რაც მანამდე იყო,ბურუსმა მოიცვა.თოთქოს არც არასდროს ყოფილა.ხო,მე შენამდე არ მიცხოვრია.ყველას აქვს ცხოვრებაში გარდამტეხი წამი,როცა ზუსტად იცის,რომ ცხოვრება ან ახლა შეიცვლება ან არასდროს,თუმცა ბოლომდე მაინც ვერ იაზრებ და მომენტებში ინსტინქტებით მოქმედებ.მახსოვს ჩვენი სახლი.ალვის ხეებით გარშემორტყმული.სიმწვანეში ჩაფლული.განსაკუთრებით ლამაზი იყო გაზაფხულზე.ნათლად ვხედავ ჩემს თავს.ფანჯარასთან ვდგავარ და გელოდები.დაახლოებით ვიცი როდის მოხვალ,მაგრამ მაინც ნაადრევად ვდგები ჩვეულ ადგილას და გელოდები.შემდეგ ვიწყებ სახლთან გავლილი მანქანების თვლას.ასე დრო მალე გადის.ლოდინში რატომღაც ის დღე გამახსენდა აქ რომ დავიწყეთ შეხვედრა.მაშინ ეს სახლი ისეთი უცხო იყო ჩემთვის.ის ნელ-ნელა გაივსო ჩვენით.ბედნიერებამ სათითაოდ გაავსო თითოეული კუთხე,სადაც ხშირად ისმოდა ხმამაღალი,ბედნიერი სიცილი.მე და შენ არასდროს ვკამათობდით.ცხოვრების ბოლო დღემდე მემახსოვრება ის განცდილი ბედნიერება,როცა მოსახვევში გამოჩნდებოდი.გული სხვანაირად იწყებდა ცემას.ვერცერთი სამედიცინო ტერმინი რომ ვერ ახსნის ისე.კარების ხმაზე ბედნიერი გამოვრბოდი და სახლში შემოსვლასაც კი არ გაცდიდი.კარებშივე მოგეკრობოდი და ასე ჩახუტებულები შევდიოდით სახლში.მაგ დროს ყოველთვის ბედნიერებისგან ჩუმად ვტიროდი.მიხარია,რომ ეს არასდროს შეგიმჩნევია.ვერასდროს ვიკავებდი ღიმილს შენი დანახვისას.სიგარეტის კოლოფებით გავსებული მაგიდა და ჩვენი საუბრები.მე სიგარეტს გვერდულად ვაბოლებდი და გეგმებს ვაწყობდი.შენ თავი ოდნავ გვერდზე გქონდა გადაწეული და კმაყოფილი სახით მიყურებდი,ყოველთვის მოგწონდა ჩემი მავნე ჩვევები.ღმერთო როგორ მიყვარდი.საოცარი იყო ეს სიახლოვე.თითქოს დიდი ხნის წინ დაკარგული შენი მნიშვნელოვანი ნაწილი იპოვე.ინი და იანი.მახსოვს როგორ გვინდოდა გაქცევა აქედან ძალიან შორს.იქ სადაც დედამიწა მთავრდება და ცა ყველაზე ახლოსაა.ზღაპრული ალიასკა.ჩვენი საოცნებო სახლი სხვა სახლებს შორის.აქ ცაც კი სხვანაირია.ჩვენ სხვა ესკიმოსებთან ერთად ვცხოვრობთ და ბევრი შვილი გვყავს.შენც ხომ სულ ეს გინდოდა.მაგრამ მე ქმარი მყავდა და შენ ცოლი,ამიტომ ეს ყველაფერ ოცნებად დარჩა.თან შენ მერე წახვედი...მახსოვს როცა ავად იყავი როგორ გეშინოდა ჩემი მარტო დატოვევის.მე სულ გიბრაზდებოდი ასე უიმედო განწყობისთვის.რა უცნაურია როცა ადამიანი ისე გიყვარს,რომ ვერასდროს წარმოიდგენ მის სიკვდილს.მაგრამ ეს ხანმოკლე ბედნიერება მთელ ცხოვრებად ღირდა.მინდა იცოდე,რომ არაფერს ვნანობ.არის ხოლმე მომენტები,რომლებიც სამუდამოდ იბეჭდება გონებაში და მერე დროდადრო ფილმის კადრებივით გიტივტივდება.ეს მოგონებები თვითგანადგურების მექანიზმია,რომელსაც ვერაფრით აჩერებ და ისღა დაგრჩენია შენი განადგურების ნებაზე ბოლომდე მიუშვა.ასე ხშირად მახსენებს გონება ბოლო კადრებს.მე შენი ხელები მიჭირავს.ტირილისგან ისეთი დასუსტებული ვარ ხმასაც ვერ ვიღებ.ცრემლი მთლიანად გამიშრა.შენს სუსტ სუნთქვას ვუგდებ ყურს.თავში ათასი საშინელი სურათი მეხატება.ერთიანად დავიცალე.სულ დავცარიელდი.მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ-არ გაბედო ჩემი მიტოვება.შენ აღარ გაქვს ამის უფლება.მე აღარ ვარ მარტო.ახლა უკვე ორი ვარ.ვიცი,რომ ჩემი ხმის გაგონებაზე თვალებს თუ ვეღარ ახელს და უპასუხოდ მტოვებს,ეს ნამდვილად დასასრულია.
მრავალი წელი,თვე,დღე და საათი გავიდა მას შემდეგ.სასაცილოა,რომ პირველ წელს ამ ყველაფერს ვითვლიდი და ფურცლებზე ვინიშნავდი:6480 წუთია ,რაც აღარ ხარ ანუ 6485 წუთის წინ ჯერ კიდევ ერთად ვიყავით.ჯერ კიდევ ცემდა შენი გული.სასაცილოა,რომ შენი წასვლის გამო რაღაც დროის განმავლობაში ბრაზი მომდიოდა.ესე როგორ დაგვტოვე.შენი შვილი,როგორ ოცნებობდი...თვალები ცრემლებით მევსება.რა უცნაურია,ნეტავ რისი იმედი მაქვს,როცა ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც ჩვეულ დროს ფანჯარასთან ვდგები და გული ისე გამალებით მიცემს,თითქოს ესესაა მოსახვევში შემოუხვევ.არის რაღაც,რასაც ვერასდროს შეეგუები და რაღაც,რასაც ვერასდროს გადაეჩვევი.ერთადერთი გზა,რომ რეალობას მოვწყდე-ძილია.სხეულს ძლივს მივათრევ საძინებლამდე,ლოგინზე მოწყვეტით ვეშვები და გარესამყაროს სულ ცოტა ხნით მაინც ვეთიშები.მოსაძებნი მაქვს ერთი წვეთი რწმენა,რომელიც დაძინებამდე მიმიყვანს.ეს ერთიღა დამრჩა ცხოვრებაში.მაგრამ არის კიდევ ერთი რაღაც.ამის გაფიქრება ადრე მზარავდა,ახლა არც ეს მაღელვებს.მოულოდნელად უცნაური,ჩემთვის უცნობი გრძნობით ვივსები.ნათლად ვხედავ ჩემს უპირატესობას.ღმერთებს არ შეუძლიათ ჩვენსავით მოიკლან თავი.ვახერხებ და გონებას როგორღაც ვთიშავ.მწუხარება შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent