შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი თვალები


9-08-2018, 18:34
ავტორი პენელოპე
ნანახია 1 246

ვუყურებდი მის სისხლისფერ თვალებს, სადაც არაფერი ადამიანური არ იყო დარჩენილი. თავს ვიმშვიდებდი, რიგითი ჯარისკაცია, სულაც არ ეხალისება საომრად წასვლა, ხალხის დახოცვა-მეთქი, მაგრამ რად გინდა..

როგორც ხელები, ასევე თვალებიც სისხლით ჰქონდა სავსე.

არაფერი ადამიანური.

სიბოროტეს მისი სხეული მთლიანად მოეცვა.

ვუთხარი, შვილი არ გყავს, ოჯახი არ გყავს, ასე ნუ მომექცევი-მეთქი, მაგრამ ყურიც არ მათხოვა. უხეშად მომკიდა მკლავზე ხელი და მიწაზე დამაგდო.

ვფიქრობდი, ასეთ ლამაზ ბიჭს ხელში ვარდები უნდა ეჭიროს, ავტომატი რად უნდა-მეთქი.

უმოწყალოდ ჩაამსხვრია ჩემი სახლის ფანჯრები.

გთხოვ, არაფერი დამიშავო, არ გინდა-მეთქი, მაგრამ ისეთი დაუნდობელი თვალებით მიყურებდა, ვფიქრობდი, ტყვია საჭირო არ იქნება, თვალებით მომკლავს-მეთქი..

ნეტავ, ასეთი ვის ჰგავდა?! ამდენი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ნუთუ საერთოდ აღარაფერი უგრძვნია მაგ წყეულ გულში?! გული თუ ჰქონდა საერთოდ?! იქნებ გულის ადგილას დიდი შავი ქვა, ან ხის ლოდი ედო, ვფიქრობდი ჩემთვის.. მაგრამ ფიქრისაც მეშინოდა, ხმამაღლა არ წამომცდეს-მეთქი..

ერთი შემომხედა.

გარშემო ყველაფერი განადგურებული იყო და მხოლოდ მე ვიყავი დარჩენილი.

ახლა ჩემი ჯერიც იყო.

მიწაზე მუხლმოდრეკილი ვიჯექი და მოსალოდნელ განაჩენს ველოდებოდი. უკვე ყველანაირად მზად ვიყავი იქით ქვეყანაში გასამგზავრებლად, თავი რომ ავწიე და ისევ ის სისხლისფერი თვალები..

უემოციოდ მომაბჯინა იარაღი შუბლზე და ოდნავ შესამჩნევად, დამცინავად გამიღიმა..

ასეთი, ნეტავ, ვის გავხარ-მეთქი, ჩავიქირქილე და ობოლი ცრემლი ჩემს აკანკალებულ თითებს დაეცა.

ჩემი სამშობლოს ერთგული შვილი ვარო, რუსულად დაილაპარაკა და მე ამ სიტყვებზე გულიანად გამეცინა.

გაუკვირდა.

თმებში მწვდა და ზეზე წამომაყენა.

ტკივილისგან ამოვიკვნესე.

მინდოდა სიკვდილის წინ მისი თვალის ფერი კარგად დამემახსოვრებინა, რომ შემდეგ..იქით ქვეყანაში ღმერთისთვის მომეყოლა დედამიწაზე არსებული სიბოროტის შესახებ.

დედებს შენნაირი შვილები არ უჩნდებათ-მეთქი, ამოვილუღლუღე და შემიძლია დავიფიცო, რომ მის თვალებში წამიერად რაღაცამ გაილევა..

არ ვიცი, ვერ ავხსნი ეს რა იყო..

ალბათ მომეჩვენა..

და ეს იყო ბოლო სიტყვა.

შემდეგ მახსოვს იარაღის საზარელი ხმა, ჩემი თვალებიდან წამოსული ცრემლები და ბოლოს...

მისი სისხლისფერი თვალები.


08.08.08



№1 სტუმარი ევრიკა

უჰჰ...როგორი პატარაა და რამდენი რამის თქმა შეუძლია..
ყოჩაღ.. heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2  offline მოდერი პენელოპე

ევრიკა
უჰჰ...როგორი პატარაა და რამდენი რამის თქმა შეუძლია..
ყოჩაღ.. heart_eyes heart_eyes heart_eyes

მადლობა.. :-):-)

 


№3  offline წევრი Lineta

პენელოპე
მართლა საოცრება იყო.
პატარა და ძალიან ძალიან ღრმა.
შენ ხარ საოცარი და იმიტომ ❤

 


№4  offline მოდერი პენელოპე

Lineta
პენელოპე
მართლა საოცრება იყო.
პატარა და ძალიან ძალიან ღრმა.
შენ ხარ საოცარი და იმიტომ ❤

♡♡

 


№5 სტუმარი სტუმარი მალენა

უჰ..
გული დამეწვა

 


№6 სტუმარი .

ამგვერდზე რაც წაკითხულიმაქვს ამხელა შთაბეჭდილება ჩემზე ჯერ არცერთ ჩანახატს არ მოუხდენია ❤

 


№7  offline მოდერი პენელოპე

.
ამგვერდზე რაც წაკითხულიმაქვს ამხელა შთაბეჭდილება ჩემზე ჯერ არცერთ ჩანახატს არ მოუხდენია ❤

ძალიან მიხარია.♡

 


№8 სტუმარი სტუმარი ლინდა

მშვენიერია

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანიკო

ძალიან კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent