შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახიფათო სუნთქვა


19-08-2018, 23:03
ავტორი სალანდერი
ნანახია 403

სახიფათო სუნთქვა

იმ წელს წვიმიანი ივნისი იყო.
ივნისის შუა რიცხვებიდან რომ დაიწყო, თითქმის ყოველ ღამე წვიმდა.
პირველი ივლისის ღამესაც წვიმდა, ორი თენდებოდა, მე კი სასაფლაოზე ვიჯექი.
მაჯაზე გაკეთებული საათის წიკწიკი მირღვევდა მყუდროებას.
ნელა დავხედე, ოთხს ოცი წუთი უკლდა. ფაქიზად მოვიხსენი და მაქსიმალურად შორს მოვისროლე.
წიკწიკი აღარ ისმოდა.
ახლა შემეძლო მშვიდად ვმჯდარიყავი აქ, ჩემს ბედნიერებასთან და უბედურებასთან ერთად.
საფლავის ქვაზე დახატულ ჩემს ღიმილმზიანს ვუყურებდი.
მაბედნიერებდა, მაუბედურებდა, მსიამოვნებდა, მტკიოდა, მიყვარდა, მძულდა, მენატრებოდა და ვეჩხუბებოდი.
ვეჩხუბებოდი დუმილით.
ყოველთვის ასე ვჩხუბობდით.
არასოდეს გვიყვირია ერთმანეთისთვის. უხმო საყვედური იყო, მთელი ჩვენი სკანდალები და საშინლად მწარე იყო მისი მდუმარებით ნათქვამი საყვედური ყოველთვის.
"კენტის" კიდევ ერთი ღერი ჩავიყვანე ბოლომდე და უკანასკნელი ნაფაზის დარტყმისთანავე შორს მოვისროლე ნამწვი.
ახალი ღერი ამოვიღე, ნერვიულად გავუკიდე და ფეხზე წამოვდექი.
რამდენიმე წუთს კიდევ ვეჩხუბე დუმილით.
ბოლოს მოვლბი.
ახლოს მივიწიე და გვერდით ჩამოვუჯექი.
- შეგირიგდი. - ვთქვი და ქვაზე დახატულ, გაღიმებულ სახეს ჩამოვუსევი ხელი.
დუმდა.
- ახლა თვითონ მეჩხუბება. - გამიელვა თავში და საუბარი განვაგრძე.
- გაბრაზებული ხარ არა? მთელი წელია არ მოვსულვარ. მეც მომენატრე იცი? მეც მტკივა ხოლმე რომ ვერ გნახულობ, მაგრამ რა ჩემი ბრალია ამ გაყინულ ბაგეებზე შეხება რომ არ მსიამოვნებს, ან ის რა ჩემი ბრალია, შენს გაქვავებულ თაფლისფერ ირისებში რომ ვეღარაფერს ვკითხულობ?
სულ შენი ბრალია რა, ყველაფერი შენი ბრალია, შენ წახვედი, შენ მიმატოვე და ახლა კიდევ აქეთ გებოდიშები.
ბრაზობ არა? როგორ უნდა მივხვდე რომ ბრაზობ? ადრე თვალებში ვკითხულობდი, ან შენი დუმილი მახვედრებდა.
ახლა აღარაფერი ჩანს შენს თვალებში, გაყინული და უემოციოა, დუმილიც ჩვევად გექცა. როგორ უნდა მივხვდე როდის ბრაზობ? - გავჩუმდი, პასუხს ველოდი, მაგრამ ამაოდ.
დუმდა.
ალბათ ბრაზობდა.
- იცი როგორია, როცა მტვრიან იატაკზე გდიხარ, ძველი ხალიჩასავით და ათას "არაფერზე" ფიქრობ?
იცი როგორია, დახურული ფანჯრიდან რომ იხედები, რადგან სიცოცხლის ყურება მოგწონს, თუმცა შეგრძნება არა?
იცი როგორია, როცა ცაში ახედვა ისე გაშინებს, როგორც საკუთარი სულის ნაგლეჯებში ფოთიალი?
იცი რა შეგრძნებაა, როცა საკუთარი ნერვები ისე გეზიზღება, როგორც უცნობის ბინძური თეთრეული? - სევდანარევი ღიმილი ავიფარე სახეზე და ხმა გამიწყდა.
ისევ დუმდა.
ნუთუ კვლავ ბრაზობდა?
რამდენიმე ღერი სიგარეტი ჩავწვი, მაგრამ ჯიუტად არ იღებდა ხმას.
ალბათ ჩემგან ელოდა.
იცოდა რომ ისევ დავიწყებდი საუბარს და მეც დიდხანს არ დავაყოვნე.
- გახსოვს, რომ მეუბნებოდი, შენს თვალებს სიყვარულის ფერი აქვსო? თურმე იმიტომ ჰქონდა, რომ შენ გიყურებდა. ახლა ზიზღისფერი აქვს ჩემს თვალებს. ტუჩებს? ახლა სისხლის გემო აქვს ჩემს ტუჩებს იცი? სისხლის გემო ყველაზე მეტად გავს დასასრულისას, რადგან როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მთავრდება, სინანულისგან ტუჩებს იჭამ პირველ რიგში. ვერ მიხვდები შენ, არ გტკენია დასასრული და იმიტომ.
შენ არ იცი, როგორია როცა ზამთრის სუსხის მაგივრად, შენი სიცივის მეშინია და არც ის იცი, რა მწარეა, როცა სამყაროს შესუნთქვა შეგიძლია, მაგრამ საყვარელი სურნელი ამ სამყაროში აღარ მოიპოვება. - თავს ვხრი და ვჩუმდები.
ისიც დუმს.
მგონი ვეჩვევი რომ ხმას არ ამოიღებს, თუმცა წარსულის იმედი მაინც მაქვს.
მინდა აღვიდგინო, შევახსენო და შემოვირიგო.
- გახსოვს ოცდასამი დეკემბერი? მაგრად წვიმდა, ორი შეტყობინება გამომიგზავნე და განგებ არ გიპასუხე. ვიცოდი ინერვიულებდი და მოხვიდოდი.
შენი ნახვა მინდოდა და იმიტომ არ გიპასუხე. არც შენ დააგვიანე დიდხანს. თხუთმეტი წუთი არ იყო გასული კარზე ბრახუნი რომ ატეხე.
არ მოვედი კართან, მე ხომ უკვე ღია მქონდა კარი. შეტყობინება რომ გამომიგზავნე, მაშინ გავაღე.
გახსოვს როგორ ბურდღუნით შემოხვედი ოთახში?
ანა, კიდე ფანჯარაზე ზიხარ ტო? ერთ დღესაც შეალპები ამ წვიმებში, მაგ ფანჯარას_ო მისაყვედურე.
შევალპი იცი? რაც შენ არ ხარ, აღარავის ჩამოვყავარ და შევალპი.
მაინც როგორ წვიმდა იმ საღამოს, სულ გაწუწული ვიჯექი. თხოვნით რომ ვერ ჩამომიყვანე, ჩხუბზე გადახვედი ბოლოს.
მაინც არ ჩამოვედი გახსოვს?
- არ მცივა და შემეშვი_მეთქი გიმეორებდი.
- სანამ არ დაიღლები უნდა გიყურო_ო და ზურგს უკან ამომიდექი გახსოვს?
ისე ჩამეძინა იმ საღამოს და მართლა შევალპი ლამის ფანჯარას.
საათზე მეტხანს მეძინა და შენც, ჩემს უკან მყარად იდექი, რომ საყრდენი არ გამომცლოდა.
- ამდენ ხანს რამ დაგაყენა ასე_მეთქი გისაყვედურე გახსოვს?
- შენ რომ დასველება არ გაწუხებს ვიცი და მკერდზე ისე იყავი მოყრდნობილი როგორ გამოგეცლებოდიო მიპასუხე.
ახლა როგორ გამომეცალე დანი?
გახსოვს რამდენი გეკამათე იმ საღამოს? - შენ კი მხოლოდ იმას მიმეორებდი, შარვალი გამოიცვალე გაცივდები_ო.
გახსოვს? გისაყვედურე. - როდის მერეა, ასე რომ გეშინია წვიმების_მეთქი. საშინლად დასერიოზულდი იმავე წამს. - თუ ჩამოხვალ აგიხსნი_ო. - მითხარი და ისეთი ცივი მეჩვენა შენი ტონი მაშინვე ჩამოვხტი ფანჯრიდან.
შენი სახე რომ ხელებში მოვიქციე, მეტისმეტად ყვითელი მეჩვენა. იმდენად ყვითელი წამით ისიც ვიფიქრე, ლამპიონების შუქი ეცემა ცუდად_მეთქი და რამდენჯერმე დაგატრიალე გახსოვს?
არაფერი იცვლებოდა დანი, საშინელი ყვითელი ფერი ედო შენს კანს. მას მერე მძულს ყვითელი დანი. საშინლად თეთრი გქონდა ტუჩებიც. ჩემი საყვარელი, ძლიერი მკლავები რომ დასუსტებულიყვნენ, ისიც იმ ღამით შევამჩნიე.
როგორი მშვიდი იყავი გახსოვს დანი? სახეს მარიდებდი. პირისპირ რომ ვიდექი, თავი დახარე, გახსოვს?
- რა გემართება_მეთქი. - შეშინებულმა გკითხე და - ჩემი ყველა ამოსუნთქვა, შენს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის -ო. - მიპასუხე.
ხელები რომ გამომგლიჯე და ფანჯრისკენ მიბრუნდი ისიც მძაფრად მახსოვს.
- უნდა წავიდე_ო. ხმადაბლა ჩაიბურტყუნე.
ვერ ვხვდებოდი რაზე მელაპარაკებოდი დანი. მხოლოდ ის მტკიოდა რომ თავს მარიდებდი. სახეს და სუნთქვას მარიდებდი.
- ტუბერკულიოზი მაქვს და ძალიან ცოტა დამრჩაო_ო. რომ თქვი მანდ შევწყვიტე სუნთქვა.
რამდენნაირი გეგმა დავსახეთ იმ ღამით შენი განკურნების გახსოვს?
შენ ზუსტად იცოდი რომ არ გიშველიდა არაფერი, ცალი ფილტვი უკვე აღარც გქონდა, მაგრამ ჩემს აციმციმებულ თვალებს წინააღმდეგობას ვერ უწევდი და მეთანხმებოდი. მეთანხმებოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა დანი.
არაფერი არ არის კარგად იცი?
იმ საღამოს რომ ფანჯრიდან თავი ვერ შემოგაწევინე გახსოვს?
- სისხლს ვაფურთხებ უკვე და შესაძლოა ოთახში ჩხირები დავტოვო_ო. - ჯიუტად იმეორებდი. მაშინაც მეტკინა. მერე რომ მითხარი - თუ გინდა შიგნით შემოვიდე, სამედიცინო პირბადე მომეცი_ო. ეგეც მეტკინა, მაგრამ მაინც შეგისრულე თხოვნა.
რა უცნაური იყავი იმ ნიღაბში დანი, არა და იმ ღამის მერე, უნიღბოდ არც მინახავხარ.
გახსოვს რა მითხარი მაშინ?
- წლეულს, თოვლს თუ მოვესწარი, სიკვდილზე არ ვიწუწუნებ_ო.
კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ იმ საღამოს. ბოლოს დამშვიდობებისას რომ მითხარი - სანამ თვითონ არ მომინდება არ მნახო_ო. - მაშინაც მეტკინა, მაგრამ პირნათლად გისრულებდი თხოვნას
ოცდარვა დეკემბრამდე დანი. ოცდარვაში მოთოვა.
შენი ფანჯრის წინ რომ ვიდექი და მთელი ხმით გეძახდი გახსოვს?
- დანიელ ჩამოდი, ჩვენთვის მოთოვა ბოლოჯერ_მეთქი. - რამხელა ხმაზე ვყვიროდი.
ძალა არ გეყო ჩამოსასვლელად გახსოვს? მე თვითონ ამოვედი ზემოთ.
ისეთი დასუსტებული იყავი, საკუთარი კისრის დაჭერა გიჭირდა.
ჩემი ხელით ჩაგაცვი და ლიფტით ჩავედით ქვემოთ, რადგან მეშვიდედან ფეხით ჩასვლის ძალა არ გქონდა.
იმ ღამით კლაუსტროფობია დავძლიე დანი, პირველად ვიყავი ლიფტში მაშინ.
მიუხედავად შენი სისუსტისა, მაინც მიჭირდა შენს სხეულს, მყარ საყრდენად შევდგომოდი დანი. სუნთქვა როგორ გიჭირდა გახსოვს? ძალით მოგხსენი ის საშინელი ნიღაბი. - თოვლია და არაფერი მოხდება_მეთქი. - დაგარწმუნე.
იქ ჩვენს სკვერში რომ შუა ქვაფენილზე დავჯექით, ყველაზე ბედნიერი ვიყავი იმ ღამით.
რამხელა თოვლი იდო და ისე ვიჯექით ზედ, თითქოს ბუხრის პირას ვწრუპავდით შავ ღვინოს.
არ შემცივებია.
შენი თავი მედო მუხლებზე და ორივეს გვყოფნიდა შენი სითბო.
მხოლოდ მაშინ შემცივდა რაღაც სისულელე რომ გკითხე და აღარ მიპასუხე.
იცი რამდენჯერ შეგანჯღრიე? იცი როგორ გეხვეწებოდი მიპასუხე_მეთქი?
თხოვნა რომ არ შეისმინე ჩხუბზე გადავედი დანი.
იმ ღამით პირველად გეჩხუბე ხმით. შენ კი დუმდი, ისე დუმდი როგორც ახლა.
ცრემლებმა შემაწყვეტინა საუბარი.
გავჩუმდი და კიდევ ერთ ღერს მოვუკიდე.
უკვე ვიცოდი, რომ აღარ მიპასუხებდა. რამდენიმე წამი უჩუმრად ვიარე საფლავზე.
ირიჟრაჟა.
ტელეფონის საათს დავხედე და ექვსს ერთი წუთი აკლდა.
საფლავის ქვაზე დახატულ, ჩემს ღიმილმზიანს, მზერა გავუსწორე.
- დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო მარადისობავ, შენ ხომ ზუსტად ექვსზე დაიბადე. - ვთქვი და ბაგეებით მოვიარე, მისი სახის ყველა ნაწილი.
მერე რა რომ ნახატი იყო, მერე რა რომ ქვა იყო, მერე რა რომ არ სუნთქავდა.
მთავარია სახეს არ მარიდებდა ღიმილმზიანი და მისი დუმილიც გაბრაზებას არ ნიშნავდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 ახალბედა მწერალი ელპინი

ჩვენთვის მოთოვა ბოლოჯერ.

ნეტავ ოდესმე ისე მოთოვოს, გაზაფხული არასდროს რომ არ დადგეს.
ეს დუმილი ისეთი საზიზღარი და საშინელია, შიგნიდან გიჭამს ყველა უჯრედს და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.
ხმას, რომ არ გცემენ და იძულებული ხარ ამ დუმილს დღე და ღამ უსმინო, უყურო, იგრძნო, დაიტანჯო.

ანა მაგრად გამისწორდა.

უღმერთო სიყვარულზე დაწერე, ჰო?
ჰო, რა.
ძალიან მაგარი, რომ ხარ იცი.

და მე ძალიან მიყვარხარ!

წერე შენ, წერე რა.
სულ იწვიმებს, ცოტაც მოიცადე.

 



№2  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
ჩვენთვის მოთოვა ბოლოჯერ.

ნეტავ ოდესმე ისე მოთოვოს, გაზაფხული არასდროს რომ არ დადგეს.
ეს დუმილი ისეთი საზიზღარი და საშინელია, შიგნიდან გიჭამს ყველა უჯრედს და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.
ხმას, რომ არ გცემენ და იძულებული ხარ ამ დუმილს დღე და ღამ უსმინო, უყურო, იგრძნო, დაიტანჯო.

ანა მაგრად გამისწორდა.

უღმერთო სიყვარულზე დაწერე, ჰო?
ჰო, რა.
ძალიან მაგარი, რომ ხარ იცი.

და მე ძალიან მიყვარხარ!

წერე შენ, წერე რა.
სულ იწვიმებს, ცოტაც მოიცადე.

ნეტა მოთოვოს ეგრე ანნა-ელ.
ბოლოჯერ და სამუდამოდ.
ურმერთო სიყვარულზე? იქნებ ღმერთის სიყვარულზე, ან გაღმერთებაზე.
არ ვიცი ელ, შენ ხომ იცი რომ "სიყვარულებში" ვერ ვერკვევი. . .
მიყვარხარ მე შენ . . .

 



№3  offline წევრი Onlyyou

ეს რა მიქენი?
რა წავიკითხე ეს!!
საოცრება იყო
არ ვიცი რა გითხრა უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ♡♡♡ თავსაც ვერ ვუყრი სათქმელს.
ცრელმელბსაც ვერ ვიკავებ ♡
ეს ის წყვილი იყო სიყვარულში რომ არ გაუმართლათ :(
იმ სიყვარულზე იყო ბედნიერი დასასრული რომ არ ჰქონდა...
და ჰოო ჩემთვის სიკვდილი ყველაზე მტკივნეული თემაა რა მნიშვნელობა აქვს "როგორი სიყვარული" გექნება ადამიანის მიმართ მაინც რთულია სიკვდილი
ნუ თემას კი გადავუხვიე ცოტა მაგრამ...
პ.ს. მიყვარხარ მე შენ ♡

 



№4  offline მოდერი სალანდერი

Onlyyou
ეს რა მიქენი?
რა წავიკითხე ეს!!
საოცრება იყო
არ ვიცი რა გითხრა უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ♡♡♡ თავსაც ვერ ვუყრი სათქმელს.
ცრელმელბსაც ვერ ვიკავებ ♡
ეს ის წყვილი იყო სიყვარულში რომ არ გაუმართლათ :(
იმ სიყვარულზე იყო ბედნიერი დასასრული რომ არ ჰქონდა...
და ჰოო ჩემთვის სიკვდილი ყველაზე მტკივნეული თემაა რა მნიშვნელობა აქვს "როგორი სიყვარული" გექნება ადამიანის მიმართ მაინც რთულია სიკვდილი
ნუ თემას კი გადავუხვიე ცოტა მაგრამ...
პ.ს. მიყვარხარ მე შენ ♡

ჩემო გოგოოო, ძალიან დიდი მადლობ და მეც ძალიან ძალიან მიყვარხარ შენ

 



№5 წევრი უცნაური მე

სალანდერ, რას მიკეთებ?:(
რამდენს იტევ ადამიანო? ❤️
ბევრი რამ მინდა გითხრა, მაგრამ სიტყვები ყელში მაქვს გაჩხერილი..
უბრალოდ იცოდე..
მე შენზე ვგიჟდები!!

 



№6  offline მოდერი სალანდერი

უცნაური მე
სალანდერ, რას მიკეთებ?:(
რამდენს იტევ ადამიანო? ❤️
ბევრი რამ მინდა გითხრა, მაგრამ სიტყვები ყელში მაქვს გაჩხერილი..
უბრალოდ იცოდე..
მე შენზე ვგიჟდები!!

უცნაურო, უღრმესი მადლობა შენ ❤
მეც ვგიჟდები შენზე და ყველა შენს გამოჩენაზე ❤

 



№7  offline წევრი სიბილა

ღმერთო, ჩემო.ჯერ ერთი და რაღაცნაირად მოულოდნელი იყო შენგან, მერე კიდევ ტკივილი იყო დიდი, მაგრამ იმხელა სიყვარულის ზეიმი იყო, "ვერ მოვიცალე" ცრემლებისთვის.ხო, მთავარია იყოს ასეთი სიყვარული.ასეთი მირჩევნია მე, ზოგიერთის ცოცხლად ყოფნას.შენ კი გისურვებ დედამიწაზე ასეთ ზეიმს.

 



№8  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
ღმერთო, ჩემო.ჯერ ერთი და რაღაცნაირად მოულოდნელი იყო შენგან, მერე კიდევ ტკივილი იყო დიდი, მაგრამ იმხელა სიყვარულის ზეიმი იყო, "ვერ მოვიცალე" ცრემლებისთვის.ხო, მთავარია იყოს ასეთი სიყვარული.ასეთი მირჩევნია მე, ზოგიერთის ცოცხლად ყოფნას.შენ კი გისურვებ დედამიწაზე ასეთ ზეიმს.

რუსა, უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ❤

 



№9  offline ადმინი ჰალუცინოგერი

გრძნობები ხომ ამიშალე.
საგულდაგულოდ დავარცხნილი ნერვები ხომ ამიწეწე.
გულზე ხომ ხელი მომიჭირე და გამოწურე, ბოლო წვეთამდე გამოწურე...

მიყვარხარ მე შენ და გელოდები

 



№10  offline მოდერი სალანდერი

ჰალუცინოგერი
გრძნობები ხომ ამიშალე.
საგულდაგულოდ დავარცხნილი ნერვები ხომ ამიწეწე.
გულზე ხომ ხელი მომიჭირე და გამოწურე, ბოლო წვეთამდე გამოწურე...

მიყვარხარ მე შენ და გელოდები

მეც მიყვარხარ შენ . . .

 



№11 სტუმარი სტუმარი ნანა

გეყოფააა... კარგი რაა გეყოფა უკვე... ფიქრო ... ამბობენ ვინც კვდება იმან იკითხოსო, თორემ აქთ დარჩენილს რა უჭირსო... ყოველთვის ვფიქრობდი და ვერასდროს ვერ ვპოულობდი ამაზე ზუსტ პასუხს... მართალია არ გამომიცდია ასე მძაფრად, ასე აუტანლად და ღმერთმა გვაშოროს ყველას, მაგრამ როგორ შეიძლება აქ დარჩენილი ცოცხალი მკვდარი, წასულზე უკეთ იყოს? როგორ შეიძლება ფიქრი, გონება გული და ძარღვებში მოსიარულე სისხლი, ყოველ წამს რომ გახსენებს არსებობის უაზრობას, უკეთესად იყოს?.. არ ვიცი, არ მინდა, არ შემიძლია... ღმერთო მაპატიე... შენ კი გეყოფა! გეყოფა თორემ გავბრაზდები... ❤️❤️❤️

შენ დამპირდი... ხშირად წვიმს და არ დივიწყო რას დამპირდი... მიყვარხარ ❤️

 



№12  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი ნანა
გეყოფააა... კარგი რაა გეყოფა უკვე... ფიქრო ... ამბობენ ვინც კვდება იმან იკითხოსო, თორემ აქთ დარჩენილს რა უჭირსო... ყოველთვის ვფიქრობდი და ვერასდროს ვერ ვპოულობდი ამაზე ზუსტ პასუხს... მართალია არ გამომიცდია ასე მძაფრად, ასე აუტანლად და ღმერთმა გვაშოროს ყველას, მაგრამ როგორ შეიძლება აქ დარჩენილი ცოცხალი მკვდარი, წასულზე უკეთ იყოს? როგორ შეიძლება ფიქრი, გონება გული და ძარღვებში მოსიარულე სისხლი, ყოველ წამს რომ გახსენებს არსებობის უაზრობას, უკეთესად იყოს?.. არ ვიცი, არ მინდა, არ შემიძლია... ღმერთო მაპატიე... შენ კი გეყოფა! გეყოფა თორემ გავბრაზდები... ❤️❤️❤️

შენ დამპირდი... ხშირად წვიმს და არ დივიწყო რას დამპირდი... მიყვარხარ ❤️

მეყოფა, ჰო მეყოფა. ვიცი ვიცი, მართლა და დასრულდება ჰო. იმედია დასრულდება.
და დარჩენილი არ არის უკეთ ჰო, მგონი არ არის. არ ვიცი.
და მახსოვს პირობა, ამინდები არ მყოფნის ჯერ, მაგრამ მახსოვს და შევასრულებ ხომ იცი . . .

 



№13 სტუმარი დაგმარ

პირველად წავიკითხე არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ უმსგრესი იყო ბრავო

 



№14  offline მოდერი სალანდერი

დაგმარ
პირველად წავიკითხე არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ უმსგრესი იყო ბრავო

უღრმესი მადლობა ❤

 



№15 წევრი MariamChiokadze

Yvelaze gamorcheuli da emociuri chanaxatia rac ki wamikitxavs ❤️❤️ Gasaocari xar❤️❤️

 



№16  offline მოდერი სალანდერი

MariamChiokadze
Yvelaze gamorcheuli da emociuri chanaxatia rac ki wamikitxavs ❤️❤️ Gasaocari xar❤️❤️

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent