შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოხეთქვა (სრულად)

30-08-2018, 20:51
ნანახია 901

ამოხეთქვა (სრულად)

სურვილი... შინაგანი სიჩუმე... ბობოქარი სული... ძლიერი მე და სუსტი მეობა...
პატივმოყვარე, ამბიციური ლიდერი...

როცა დავიბადე უკვე "დიდი" ვიყავი. პატარა-დიდი. ასე შემრაცხეს, მაიძულეს ვყოფილიყავი ძლიერი, მუდამ მესმოდა.
- შენ შეგიძლია. ბოლოს დავიჯერი, რომ ჰო... მე შემიძლია და შემიძლია? რა თქმა უნდა შემიძლია. ჩაკლული მეობის და ფარად აღმართული სიძლიერის ფონზე ჰო შემიძლია. ცრემლი? და ეგ რა არის? საცრემლე ჯირკვლები დიდი ხანია წყობიდან მაქვს გამოსული...

ორ სამყაროს შორის გახლეჩილი საკუთარ თავს და სურვილებს ამაოდ ვებრძვი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც კი ვიცი რას ვებრძვი, თვალით არ მინახავს ჩემი მეობა. მე ასეთი ვარ, ძლიერი ქალი, მე ყველაფერი შემიძლია...

გუშინ წვიმდა არა ვცდები, სულაც არ წვიმდა მე მეგონა რომ წვიმდა რადგან ჩემში წვიმდა. მეობაზე გაბრაზებული წვიმდა...რა სუსტია, რა უთავმოყვარე, რა სულელი. მეცინება ახლაც ძლიერი ვარ.

მაგიდა ექვს კაცზეა გაშლილი, სახლში მარტო ვარ, მიირთვი ვამბობ ცარიელი თეფშების მისამართით, ვიღიმი, წვნიანს თავად ვასხამ ხუთ თეფშე. მერე საკუთარ ცარიელ თეფშს დავცქერი. საიდანღაც ბავშის ხმა მესმის, იცინის. თეფშს იატაკზე ვანარცხებ. ბოდიშს ვიხდი აღელვებისთვის. წვიმს, არა და არ წვიმს, მე მგონია რომ წვიმს.

ნირვანა. ნოტიო ღრუბლებზე ფეხშიშველი დავდივარ, დედამიწას ზემოდან დავცქერი, ჭიანჭველებად ქცეული ადამიანები სასაცილო სანახავები არიან. ხელს ღრუბლებში ვაცურებ. ერთ-ერთ ჭიანჭველას თითით ვსრეს და ვხარხარებ, მერე მეორეს, მესამეს, პანიკა.

ისევ ცარიელი ოთახი, ცარიელი სკამები და თეფშები. სადილი მიცვალებულებთან. უცებ ჩემი მეგობარი გამახსენდა. თავზეხელარებული გოგო, რომელიც ამაოდ ეცადა ჩემში სინათლის სხივი ეპობნა. ნეტავ ახლა სად არის? ალბათ რომელიმე საყვარლის თბილ საწოლში... მეღიმება. თაროდან ღვინის ბოთლს ვიღებ, მის სახელს ვამბობ და ვსვამ. საზე ისე მემანჭება . როგორც ბაბაიაგებს საშიშ ფილმებში. დალევაც კი არ შემიძლია, სამაგიეროდ ძლიერი ვარ. მერე რა თუ საკუთარი მეობა თვალით არასოდეს მინახავს, ალბათ ისიც ისეთივე ნაბი*ვარია, როგორც შენ, ხო აი შენ მიცვალებულებთან სადილს რომ მაიძულებ პატარავ.

იმ მდინარეს რა ერქვა? აი იმას მეობა რომ დავმარხე და მერე შენ იპოვე? რიონი ხომ? ის ქვის ლოდიც ხომ ნახე და გადააგორე სადაც სიძლიერე ღრმად ჩავფლე მიწაში, ეგეც ხომ მიითვისე? ჩემი დატოვებული სიგარეტის კოლოფიც იპოვე? ალბათ არ მოწიე ისე შინახე, შენ ხომ არ ეწევი, თმას რა უყავი? სურვილი შემისრულე და ქერათ შეიღებე? ასე რატომ მოიქეცი? მასიამოვნე? - არ მესიამოვნა. ორნი ვიყავით გახსოვს? არა ვცრუობ ერთნი ვიყავით მხოლოდ ორ სხეულში განაწილებულნი. სხვა და სხვა ქალაქში დავიდეთ ბინა და გარემოს ასე უფრო ვაბინძურებდით საკუთარი სიძლერით. გახსოვს ჩვენი თამაში ბოლოს ეგეც რომ მოგვწყინდა რადგან ყოველი რაუნდი ფრედ მთვარდებოდა. ის თუ გახსოვს არავინ რომ არ გვიყვარდა საკუთარი ზნედაცემული, ნაგავზე მოსროლილი მეობის გარდა? არაფერიც არ გახსოვს. გაშოტილხარ აქ უძრავად და არც კი მაღირსე თვალებში ჩამეხედა. ეგოისტო ნაბი*ვარო როგორ შეძელი ასე მომქცეოდი? მეც კი გამწირე არა? გდიხარ თვალებდახუჭული სამოსახლოზე, კმაყოფილებით გათხლეშილი და ახლაც ისევე გ*იდია სამყარო, როგორც ყოველთვის. სამყარო? სამყარო ხომ თვითონ შენ ხარ ნა* გავო. გენიოსო როგორ მეზიზღები ხომ გითხარი რომ ჯერ მე უნდა მოვმკვდარიყავი? ხომ გითხარი თუ ჩემზე ადრე გადაწყვეტ სიკვდილს გამაფრთხილე მაინც-მეთქი. ძაღლად არ ჩამაგდე? ხოდა ძაღლივით მიგაყრი უკანასკნელ მიწას და ცრემლს არ გაღირსებ, ვდუღდები გესმის? ვინგრევი, ვიშლები, ვფეთქდები. პატარა "მე" როგორ ამართვი ხელიდან? ის თუ გახსოვს ყოველგვარი მორიდების გარეშე რომ გაგანდე ადამიანის „სიმპატიურ“ სიფათს ამოფარებული სატანა ვარ-მეთქი. არც გაგიკვირდა, უბრალოდ გესიამოვნა. გახსოვს რა მითხარი? ვგრძნობდი და გელოდიო. ქუთაის შენი სახით ანდერძი დავუტოვე-მეთქი და რომ გაგეხარდა. არაფერიც არ გახსოვს. ხედავ ამ ხალხს აქ რომ სხედან და შენი დამპალი სულისთვის ლოცულობენ? შენ დას ხედავ? მიუხედავად იმის რომ ცხოვრება მოუშხამე უკანსკნელად რომ ეფერება შენ დამპალ სიფათს? საკუთარ თავს ვეკითხები. - აქ რას ვაკეთებ? და ყურში შენი ხმა მესმის. -მოხვედი ენ? - ჰო მოვედი, არ მინდოდა მაგრამ მაინც მოვედი.
ორ სამყაროს შორის გახლეჩილი საკუთარ თავს და სურვილებს ამაოდ ებრძოდი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც კი იცოდი რას ებრძოდი თვალით არ გინახავს შენი მეობა. შენ ასეთი ხარ, ძლიერი ქალი, შენ ყველაფერი შეგიძლია...

წვიმს, არა არ წვიმს, ეს შენ "წვიმხარ" შენი დამპალი სული ალპობს ისედაც დამპალ დედამიწას. ჩემები ნახე? მოკითხვა გადეცი მაგ ძაღლიშვილებს. მოიცა რა? ბედავ და ჩემთან კონტაქტს ცდილობ? რა გინდა? ელინს მივხედო? რა ჭირს ჩემი მისახედი აქეთ მოგვხედავდა ორივეს დრომ რომ მიგეცა მისთვის. ანგელოზია, ჭკვიანი ანგელოზი, შენისთანა სატანას როგორ იტანდა ნეტა. მასზე მაინც გეფიქრა. ემოციებაფეთქებული შენ ფერმკრთალ სახეზე დამხობილი ცრემლებში რომ გბანს. იმედი მასაც ისევე გაუცრუე როგორც მე, მაგრამ ის გაპატიებს, უკვე გაპატია რადგან ტკივა და შეუძლია ეს ტკივილი სახეში შეგანთხიოს, მიწაში გაგატანს ყველა ემოციას და ყოველ დაბადების დღეზე ახალ ისტორიას წაიკითხავს შენ საფლავზე. მერე იტრიალე მიწაში და იგლოვე რომ მისი შეხება აღარ შეგეძლება. ელინი თავს მიხედავს გაიგე? არც კი გაბედო მისი ცხოვრების მოჩვენებად იქცე, რეალობაშიც ეყო რომ გონება მოუწამლე.
ისევ ცარიელი ოთახი, სკამები და თეფშები.
- მიირთვით. კედლებს აზანზარებს ჩემი ღრიალი, მერე ვიღიმი. ბოდიშს ვიხდი და ოთახიდან გავდივარ.
- მოკეტე. ვიცი რომ ორი აგვისტოა. მოვალ...
ელინი იატორიას კითხულობს მე სიგარეტს ვეწევი შენ... როცა დაიბადე უკვე "დიდი" იყავი. პატარა - დიდი, გენიოსი შეშლილთა საუფლოში. თავად იყავი საუფლო და ვერ იტევდი, ვერ დაზავდი ბრბოში. მეამბოხედ დაიბადე და მეამბოხედ მოკვდი. არავინ გიყვარდა და ცოტას თუ აღირსე შენი მეობა, ცოტა ეზიარა შენ სამყაროს, დიდს, უკიდეგანოს, საინტერესოს, ამოუცნობს და ამოუწურავს, სამყარო იყავი, ვცრუობ ღერძი იყავი შეშლილთა საუფლოში და ხარხარით ადევნებდი თვალს შენს ირგვლივ უთაბოლოდ მოტრიალე სამყაროს. შეცდომით ჩასახლდი უცოდველი ბავშვის სხეულში და სული მოუწამლე...
ელინიც მოწამლე...
მეც მომწამლე...
ყველანი მოვიწამლეთ...
მაინც ვერ გაპატიე რომ ისე მოკვდი არ შემითანხმე. მიცვალებულებთან სადილს დამაჩვიე, სივრცეში ჩაკარგვა მაიძულე, სივრცეში სადაც მხოლოდ შენ ხარ და მე ეს სივრცე მიყვარს, არ მიყვარს აღიარება მაგრამ მიყვარს.
რომ დავიბადე მითხრეს "დიდი" ხარო. პატარა-დიდი. მეც დავიჯერე. მითხრეს ყველაფერი შეგიძლიაო, მეც დავიჯერე. მითხრეს ძლიერი ხარო. ესეც დავიჯერე. შენ მითხარი მიყვარხარო-ესეც დავიჯერე.
ელინი თხრობას ასრულებს, მე სიგარეტს საფლავის ქვაზე ვაქრობ.
- ენ.
- ხო ელინ.
- ა*ვარი იყო არა?
- ჰო.
- შეშლილი.
- ჰო.
- იდიოტი.
- ჰო.
- ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ენ?
- ვიღაცამ ხომ უნდა შეახსენოს რომ ა*ვარი იყო? - ელინი იღიმის. მეც ვიღიმი... შენც იღიმი ნაბი*ჭვარო.

---------------------------------

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 მოდერი სალანდერი

ჯანდაბა, მაგის დედაც.
გამწურე.
დამანგრიე.
დამმარხე.
დამაბრუნე.
ვიგრძენი.
მადლობა. ❤

სალანდერი
ჯანდაბა, მაგის დედაც.
გამწურე.
დამანგრიე.
დამმარხე.
დამაბრუნე.
ვიგრძენი.
მადლობა. ❤

ვიცი ❤

№3  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ჯანდაბა, ენ.
გამოვიფიტე, უნამუსო ვიყო.
აი, გავტყდი.
ცრემლები მომადგა. არა, ავტირდი და ამ ბავშვურობის დედაც, ენ.

და მაინც,
რატომ,
რისთვის,
როგორ?!

ენ, არ ვარ კარგად.

მადლობა, აი, ძალიან დიდი მადლობა.

და მე ძალიან მიყვარხართ თქვენ!

ელპინი

არ ვიცი ელ, უბრალოდ მართლა ამოვდუღდი და მადლობა თქვენ ❤

№5 სტუმარი ნია

აუ... ძალიან რაღაცნაირი იყო. მართლა ამოხეთქვა იყო. ცრემლი ვერ შევიკავე❤

ნია
აუ... ძალიან რაღაცნაირი იყო. მართლა ამოხეთქვა იყო. ცრემლი ვერ შევიკავე❤

მადლობა ნია ❤

№7  offline წევრი სნობი

ყოველ ჯერზე ვფიქრიბ რომ ამოწურე, რომ სხვას უკეთეს ვეღარ დაწერ.
ანი რა ვთქვა. სიტყვები არ მაქვს. ასე მეგონა მთელი ძალით ვყვიროდი შენ მიერ დაწერილ თითოეულ სიტყვას. გულის ყველა კედელს ეხეთქებოდა და გარეთ გამოსვლას ცდილობდა. არ ვიცი რამ გაიძულა ამის დაწერა მაგრამ მადლობ ამ გრძნობას რომ ამოხეთქა და ჩვენამდე მოიტანე.

№8 სტუმარი სტუმარი დეფნე

მომეწონა და მერე როგორ... ერთი წაკითხვით რომ ვერ კმაყოფილდები.

სტუმარი დეფნე
მომეწონა და მერე როგორ... ერთი წაკითხვით რომ ვერ კმაყოფილდები.

მიხარია, მართლა ძალიან მიხარია ❤

№10 სტუმარი სტუმარი დეფნე

მომწონხარ და კიდევ ველი ახალს

№11  offline წევრი ჰალუცინოგერი

სნობი
ყოველ ჯერზე ვფიქრიბ რომ ამოწურე, რომ სხვას უკეთეს ვეღარ დაწერ.
ანი რა ვთქვა. სიტყვები არ მაქვს. ასე მეგონა მთელი ძალით ვყვიროდი შენ მიერ დაწერილ თითოეულ სიტყვას. გულის ყველა კედელს ეხეთქებოდა და გარეთ გამოსვლას ცდილობდა. არ ვიცი რამ გაიძულა ამის დაწერა მაგრამ მადლობ ამ გრძნობას რომ ამოხეთქა და ჩვენამდე მოიტანე.

სნობი მადლობა. როგორც ყიველთვის ახლაც არ მაკლებ ემოციურ კომენტარებს. მადლობა რომ მკითხულობ ❤

სტუმარი დეფნე
მომწონხარ და კიდევ ველი ახალს

❤❤❤
რა თქმა უნდა

№12 სტუმარი სტუმარი xxx

კარგი იყო...

№13  offline წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი xxx
კარგი იყო...

მადლობა ❤

№14  offline წევრი Lineta

ანი
იცი როგორი ახლო იყო?
აი ძალიან ახლო.
ჩემი სუუულ ცოტა ნაწილი და "ერთის" თითქმის მთლიანი "მე".
შენ მიხვდები ვისაც ვგულისხმობ.
ცუდად ვარ ანი.
უსაზღვრო ხარ ❤️
აი უბრალოდ უკიდეგანოა შენი სამყარო და რა ბედნიერებაა რომ ხანდახან ცალი თვალით მაინც შეგვაჭყიტებ ხოლმე მაგ სამყაროში ❤️
მომწონხარ მე შენ არადედამიწელო ❤️

№15  offline წევრი ჰალუცინოგერი

Lineta
ანი
იცი როგორი ახლო იყო?
აი ძალიან ახლო.
ჩემი სუუულ ცოტა ნაწილი და "ერთის" თითქმის მთლიანი "მე".
შენ მიხვდები ვისაც ვგულისხმობ.
ცუდად ვარ ანი.
უსაზღვრო ხარ ❤️
აი უბრალოდ უკიდეგანოა შენი სამყარო და რა ბედნიერებაა რომ ხანდახან ცალი თვალით მაინც შეგვაჭყიტებ ხოლმე მაგ სამყაროში ❤️
მომწონხარ მე შენ არადედამიწელო ❤️

ლილე უსაყვარლესი ხარ, მართლა ❤

№16  offline წევრი სიბილა

ჩათვალე, შეხსენება ადრესატამდე მივიდა)))არც ამდენად თავზარდამცემად რეალურად იყო საჭირო)))დაგვინდეხოლმე ცოტა, ვაჰ.და..ჯანდაბა...)))

№17  offline წევრი ჰალუცინოგერი

სიბილა
ჩათვალე, შეხსენება ადრესატამდე მივიდა)))არც ამდენად თავზარდამცემად რეალურად იყო საჭირო)))დაგვინდეხოლმე ცოტა, ვაჰ.და..ჯანდაბა...)))

ჟარგონულად უნდა გითხრა რა....
მევასები რა...

№18  offline წევრი სიბილა

ჰალუცინოგერი
სიბილა
ჩათვალე, შეხსენება ადრესატამდე მივიდა)))არც ამდენად თავზარდამცემად რეალურად იყო საჭირო)))დაგვინდეხოლმე ცოტა, ვაჰ.და..ჯანდაბა...)))

ჟარგონულად უნდა გითხრა რა....
მევასები რა...

ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოოს

wink wink

№19  offline მოდერი tasusuna

ბინაში ვარ მარტო და,
სინათლეც გამორთული მაქ..
ისეთი შემაწუხებელი მყუდროებაა,
სული მეხუთება.
ფანჯრები მიხურული მაქ და,
კვამლისგან ღრუბლებს ვხედავ,თითქმის.
კითხვისას ისე ჩამეწვა ხელებში ერთი ღერი,
ნაპასიც ვერ დავარტყი და,
რომ დავასრულე,
მაშინ ვიგრძენი,
ფერფლი ხელებზე რომ
მეყარა და,
გახურებული ფილტრი მაწუხებდა..
ახლა უნდა ავდგე,
ბინიდან უნდა წავიდე,
მაგრამ,
ისე გამოვიფიტე,
მეორე ღერსაც ვერ ვუკიდებ,არადა,
ისე მინდა,როგორც არასდროს.
ჩემი შენიღბული პიროვნება ისე გააშიშვლე,
უსასრულიდ მცივა ახლა და,
იქნევ ვკანკალობ კიდეც,
ფაქტია რო,
უკვე ძალიან დიდი ხანია ამას ვწეერ..
ჰ ა ლ უ ც ი ნ ო გ ე რ!
ბრავო!
ვერც ერთ სიტყვას ვერ ვამატებ,იმედია,
უთქმელსაც გაიგებ!

№20  offline წევრი ჰალუცინოგერი

tasusuna

აუ კარგი რა ანასტასია, რამდენი ხანია ჩემზე არავის კომენტარს ასე არ უმოქმედია.
ამ საიტზე დარეგისტრირების პირველი დღიდან ერთ-ერთი ავტორი ხარ რომლის ისტორიებსაც მუდამ ვეცნობი. საიდუმლოსაც გეტყვი შენი "სხეულის ენა" ყველაზე საყვარელი ისტორიაა ჩემთვის მთელ საიტზე...
არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველვის ველოდი რომ ერთხელაც წამიკითხავდი, დამინახავდი და მიგრძნობდი.

ძალიან დიდი მადლობა ამ ემიციისთვის რასაც ახლა ვგრძნობ შენ

№21  offline მოდერი bla.ell

ყელში მომიჭირა რაღაცამ ეს ცრემლები არიყო...თითქოს შენი ხელები მიიჭერდნენ ისე დაძაბულად როგორც წერდი...არვიცი მეორედ გადავიკითხე რომ იქნებ ეს ყელში მოწოლილი რაღაც ცრემლი იყოს და ვიტირო რომ გაქრეს ტკივილი მაგრამ მემგონი მართლა ეგ დაძაბული ხელები იყო...ამ სასტიკად დაძარღვულ შუბლს რომ მაგონებს,ჩაწითლებულ თვალებს და არვიციცი რაგითხრა...ვერ ვხვდები...უბრალოდ პირველ წაკითხვაზე წარმოგიდგინე შენ და ეს ყველაფერი შენს ირგვლივ...გული მეტკინა თანაც როგორ თითქოს სხეულიდან სულს ამოსვლა მოუნდაო...მერე მეორე წაკითხვაზე უკვე საკუთარი თავი რომ ვიცანი და ის სიძულვილი რასაც მე ვიგრძნობდი იმ დროს...ის სიამაყე და ის წყენა სიბრაზე და ყველა ემოციის ნაზავი რომ წავიკითხე მივხვდი რომ ჩანახატიც დასრულდა და ჟრუანტელი ჯერ კიდევ არიყო გამქრალი კანზე...არვიცი მართლა არვიცი როგორ შეძელი ამ ემოციის მოტანა მაგრამ საოცრად შემბოჭე გახსნილი ფანჯრები დამახურინე...მაგრამ ოთახში მაინც ცივა თითქოს...ჟრუანტელი არ ქრება...ბრავო
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

№22  offline წევრი ჰალუცინოგერი

bla.ell

არც კი მჯერა რომ შენ გხედავ... როგორ გამახარე და გამათბე. როგორი გემრიელი და თბილი იყო შენი ყოველი სიტყვა. მიხარია თუ მიგეწონე და მადლობ რომ აზრი ასე ამოხეთქილად გამიზიარე ❤❤❤

№23  offline მოდერი bla.ell

რა არის იმაში დაუჯერებელი ერთი უბრალო პოეზელი რომ ასეთ კარგ დაწერილ და გრძნობებით სავსე ჩანახატს აფასებსheart_eyes❤❤❤ელი მუნდამ იქ არის სადაც კითხვა მყუდროდ ეჩვენება...ჰოდა დღეს შენთან მოვხვდი შენი ჩანახატის ფანჯრებთან blush და ძალიან კარგი სახლი გქონია მომეწონა სახლის გული მთავარი ოთახი ბევრი ლამაზი ნივთითაა მორთული და ბევრი საინტერესო რამე დევს იქ... შენი შინაგანი სამყარო ძალიან საინტერესო ფრაზებს იტევს...რომლებიც ჩემამდე მოგაქვს...❤

რა არის იმაში დაუჯერებელი ერთი უბრალო პოეზელი რომ ასეთ კარგ დაწერილ და გრძნობებით სავსე ჩანახატს აფასებსheart_eyes❤❤❤ელი მუნდამ იქ არის სადაც კითხვა მყუდროდ ეჩვენება...ჰოდა დღეს შენთან მოვხვდი შენი ჩანახატის ფანჯრებთან blush და ძალიან კარგი სახლი გქონია მომეწონა სახლის გული მთავარი ოთახი ბევრი ლამაზი ნივთითაა მორთული და ბევრი საინტერესო რამე დევს იქ... შენი შინაგანი სამყარო ძალიან საინტერესო ფრაზებს იტევს...რომლებიც ჩემამდე მოგაქვს...❤
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

№24  offline წევრი ჰალუცინოგერი

bla.ell
რა არის იმაში დაუჯერებელი ერთი უბრალო პოეზელი რომ ასეთ კარგ დაწერილ და გრძნობებით სავსე ჩანახატს აფასებსheart_eyes❤❤❤ელი მუნდამ იქ არის სადაც კითხვა მყუდროდ ეჩვენება...ჰოდა დღეს შენთან მოვხვდი შენი ჩანახატის ფანჯრებთან blush და ძალიან კარგი სახლი გქონია მომეწონა სახლის გული მთავარი ოთახი ბევრი ლამაზი ნივთითაა მორთული და ბევრი საინტერესო რამე დევს იქ... შენი შინაგანი სამყარო ძალიან საინტერესო ფრაზებს იტევს...რომლებიც ჩემამდე მოგაქვს...❤

რა არის იმაში დაუჯერებელი ერთი უბრალო პოეზელი რომ ასეთ კარგ დაწერილ და გრძნობებით სავსე ჩანახატს აფასებსheart_eyes❤❤❤ელი მუნდამ იქ არის სადაც კითხვა მყუდროდ ეჩვენება...ჰოდა დღეს შენთან მოვხვდი შენი ჩანახატის ფანჯრებთან blush და ძალიან კარგი სახლი გქონია მომეწონა სახლის გული მთავარი ოთახი ბევრი ლამაზი ნივთითაა მორთული და ბევრი საინტერესო რამე დევს იქ... შენი შინაგანი სამყარო ძალიან საინტერესო ფრაზებს იტევს...რომლებიც ჩემამდე მოგაქვს...❤

აუ კარგი რა, რას მერჩი ამ შუაღამისას ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent