შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰარმონიულად ქაოსური


14-09-2018, 18:16
ავტორი buterfly
ნანახია 119

ჰარმონიულად ქაოსური

თითქოს ყველაფერი ცხადია, ყველაფერს ოდესღაც ეხდება ფარდა და მზის სინათლე სიმართლეს ამჟღავნებს,მაგრამ მაინც რამდენი რამ არის დამალული. რამდენ რამეს ვერ ხედავს ადამიანი ,ზოგს უბრალოდ დანახვისთვის საჭირო ძალა არ აქვს, მაგრამ ყველაზე უბედური ის არის ვისაც დანახვა არ სურს. ოცნებასა და საკუთარი თავის დაბრმავებას შორის დიდი სხვაობაა. თვალებზე ბინდგადაკრული ცხოვრებას ვერ შეძლებ, უბრალოდ არ დაგინდობს არავინ. ოცნება კი სულ სხვა რამ არის. მეც დიდი მეოცნებე ვარ, უფროსწორად გამოუსწორებელი მეოცნებე და ზოგჯერ რეალურ ცხოვრებაშიც კი მერევა გამოგონილი. ჩემს გონებაში არსებული სამყაროს ხორცშესხმა რომ შეიძებოდეს ,არც ვიცი შესაძლოა ვიღაცისთვის ახლა არსებულზე უარესი ყოფილიყო. იმიტომ არა რომ როგორც უმრავლესობა მე იდეალური სამყაროზე არ ვოცნებობ. პირიქით შესაძლოა ჩემი სამყარო ზედმეტად იდეალურიც იყოს, ოღონდ იმ განსხვავებით რომ სიკეთე და ბოროტება(სამყაროს დასაბამიდან არსებული ცნებები) გამიჯნული მაქვს. ადამიანები გულწრფელები არიან ,კეთილებიც და ბოროტებიც არაფერს მალავენ ,ესაა განსხვავება. ჩემს სამყაროში ყველაფერი ცხადია. აქ კი იმდენი რამ იმალება ფარდებს მიღმა. იმდენ ტკივილს იტევს ადამიანი. რამდენი ტკივილის დატევა შეუძლია ღიმილის უკან. სევდანარევი ღიმილი კი ზოგჯერ სიხარულით გამოწვეულზე უფრო ნამდვილია. ყველა ვერ მიხვდება რამხელა ძალა სჭირდება ღიმილს და უბრალოდ რამდენიმე მიმიკის ამოძრავებას ,როდესაც შენს სულს ეტირება. ზედმეტად სასტიკია ცხოვრება ზოგჯერ. მარწუხებს ისე ჩაგავლებს და სიხარულის მცირე მარცვალს ამოგგლეჯს ,რომ არც შეგეკითხება და დაგამადლის კიდეც. უბრალოდ სულს დაგიკაწრავს ,დაგამახინჯებს ,წარუშლელ კვალს დაგიტოვებს და ისე ჩაიხითხითებს თითქოს არაფერი მომხდარა. რატომ უნდა გაგიკვირდეს ის ხომ მუდამ ასე იქცევა. მუდამ ვიღაცას ამწარებს, მუდამ ტკივილს თესს. თუმცა არა ,უსამართლო ვიქნები ამ წუთისოფელს მხოლოდ ტკივილის თესვას თუ დავაბრალებ. ზოგჯერ სიხარულიც ემეტება ადამიანებისთვის, მცირე დოზით ,მაგრამ მაინც ემეტება. ეს პატარა სიხარული კი დიდ გასაჭირზე უფრო ძვირი ღირს. ზოგჯერ უბრალოდ ძალიან ბევრს ითხოვს ცხოვრება ადამიანისგან. უნდა ბევრი ტანჯვის შემდეგ მცირე სიხარულით დააკმაყოფილოს, მითუმეტეს მაშინ თუ ყელში გაქვს ამოსული ამდენი ტკივილი. გჩუქნის მოულოდნელ ბედნიერებას და ამით თითქოს გვეუბნება, რომ ტკივილის გარდა სიხარულიც არსებობს ,ამით ისევ თამაშს აგრძელებს. ისევ თავის მარიონეტებად გვაქცევს, ვინ იცის იქნებ დაგვცინის კიდეც.
წარმოვიდგენ ხოლმე ორ მომღიმარ მოხუცს, რომლებიც ბანქოს თამაშობენ და ადამიანების ბედს ისე წყვეტენ, თუ გაგიმართლა და ხელი კეთილმა მოხუცმა მოიგო ,გილოცავ ,გაგიმართლა. ძირითადად კი რატომღაც სულ მეორე იგებს. მეორე ,რომელიც არ იშურებს ძალასა და ღონეს რომ თავისი შესაძლებლობები დაგვანახოს. სიმწრისგან მეცინება, როდესაც ვფიქრობ ჯერ კიდევ რამდენი რამ მაქვს ცხოვრებაში სანახავი და გასაგები. იმიტომ კი არა რომ ბედნიერებას ველი ან იღბლის იმედი მაქვს, პირიქით ზედმეტად კარგადაც მესმის, რომ ეს ცხოვრება ღიმილს დიდხანს არ გაპატიებს, ორმაგს მოგიზღვავს ,რის გამო არავინ იცის, მაგრამ თითოეულ ღიმილს ყელში ამოგადენს, გაგამწარებს და გეტყვის დაიმსახურეო. რა დაიმსახურე? ღიმილი დანაშაულია? ნუთუ შეიძლება ბედნიერება დანაშაული იყოს? არ ვიცი ალბათ დანაშაულია თუ ასეთ სასჯელს გვიგზავნიან მის გამო. ყველაფრის მიუხედავად დანებებას აზრი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ბოროტს გაახარებ და კიდევ ერთ მიზეზს მისცემ რომ ირონიულად გითხრას“გავიმარჯვეო“. უბრალოდ დადექი სარკის წინ , ყოველ დილას გაუღიმე საკუთარ თავს. უთხარი, რომ ეს ცხროვრება, მიუხედავად ყველაფრისა, მშვენიერია. გაუღიმე პრობლემებს, ტკივილს ,ნაკლოვანებებს. დამალე ბედნიერება ,რომელსაც ჩასაფრებული ელიან, რომ გაანადგურონ . დამალე და ჩვილი ბავშვივით მოუარე. თუ საჭირო გახდება სხვისი ბედნიერების გულისთვის საკუთარი გაწირე და დამიჯერე ცხოვრებამ თამაში რამდენი ქიში და შამათითაც არ უნდა დაასრულოს გამარჯვებულები ყოველთვის ჩვენ ვიქნებით. ღიმილი და სხვების მიმართ გაცემული სიყვარული დიდი გულმოდგინებით აშენებულ კედლებს დაანგრევს და სილამაზესა და სიკეთეს კვლავ დიდ ჰორიზონტზე მისცემს გასაქანს, სწორედ მაშინ ჩაიქნევს ხელს „ისიც“ და დანაღვლიანებული გაგვეცლება ,ჩვენ კი ღიმილით გავაცილებთ და ახალ შესაძლებლობებს შევხვდებით.


"კალმის" ხელში აღების შემდეგ გავთავისუფლდი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent