შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერი შემოდგომა


17-09-2018, 22:02
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 391

ბედნიერი შემოდგომა

- შეგიძლია მომიყვე ყველაფერი?
-ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო. ჩვენი დრო გაწერილია, არა მგონია მეყოს დრო ყველაფრის მოსაყოლად.
-კარგი მაშ კითხვებზე მიპასუხე, მაგრამ უნდა შემპირდე. ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გამცე, დებ პირობას?
- რა თქმა უნდა. პირობებს ყოველთვის ვასრულებ.
-რა არის ოჯახი?
-ოჯახი. _იცინის. - უბრალოდ ოჯახი?
-შენთვის რა არის ოჯახი?
-არ ვიცი. კარგი, რადგანაც ეს ჩემი აღიარებაა სიმართლეს ვიტყი. _თავს ხრის. -ჩემი ოჯახი ძალიან განსხვავებულია, ჩვენთან ერთმანეთი როგორც უყვართ, ისევე სძულთ.
-ეგ როგორ?
-ხომ ვთქვი განსხვავებულები ვართ თქო? მამას სამივენი ერთნაირად ვუყვარს, მაგრამ ასევე ერთნაირად სძულს. დედას, დედა განსხვავებულია. ის ამბობს რომ სამივე უყვარს, თუმცა სინამდვილეში არცერთი უყვარს. როგორ შეიძლება დედა განასხვავებდეს შვილებს? ის განასხვავებს, ის სამის სითფოს ერთზე ანაწილებს. მაგრამ არც ის უყვარს. მე ვერ მიტანს. _იღიმის.
- მე სიმართლე მიყვარს, ყველას იმას ვეუბნები რასაც ვფიქრობ. არ მიყვარს დამალვა, ზოგჯერ ვმალავ. გულში ვინახავ, მაგრამ. მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერს ვამბობ, ერთიანად იღებ სათქმელს.
-განსხვავებული ხარ.
- შესაძლოა.
-იცი როგორი ხარ? _ უარის ნიშნად თავს აქნევს. - გულწრფელი, იღიმი ყველაფრის მიუხედავად, შენი თვალები ტკივილით არის სავსე, მაგრამ შენ მაინც იღიმი. არ იმჩნევ იმ ტკივილს, იმედგაცრუებას რაც გამოიარე. პირდაპირი ხარ, თიტქოს თბილი, მაგრამ ამავდროულად ცივი. შენს თვალებში ვხედავ თუ როგორ ''გკიდია,, უკვე ცხოვრება.
-მე ასეთი ვარ. ან ასეთი უნდა მიმიღონ, ან გამიშვან. წლები დავდიოდი სხვის ჭკუაზე, მაგრამ ახლა აღარავის გამო ვაპირებ შეცვლას. როდესაც შენს სიყვარულს, სითბოს, გადაშლილ გულს არ დაინახავენ, გიწევს შეიცვალო. უგულო, დაუნდობელი გახდე.
- არსებობს ადამიანი ვინც გიყვარს, ის ვის გამოცშეიცვლები?
-რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ არც მის გამო შევიცვლები. რადგან მის გვერდით მე ისეთივე ვარ, როგორც ადრე. მის მიმართ არ შევცვლილვარ.
-მეტყვი ვინ არის ის?
-არა, ის ჩემთვის იმდენად ძვირფასია, რომ მგონია მისი სახელის ხსენებით, რამეს დავუშავებ მას.
-როგორც სჩანს მართლაც, ძალიან ძვირფასია შენთვის.
-დიახ.
- პირველი სიყვარული?
- სიყვარული? _იღიმის. -ოო რთული თემაა... იცი რაა? მყვარებია როგორ არა, ვის არ ჰყვარებია? მე რომ არ მყვარებოდა, ნუ ისე არ მყვარებია როგორც, შოთას თამარი, ან რომეოს ჯულიეტა, მაგრამ არა ნაკლებ მიყვარდა. ძალიან დიდი ხანი მეგონა რომ დავივიწყე, მეგონა საერთოდ გავაქრე, მაგრამ არა. მიყვარს, ადრეც მიყვარდა, მერეც, ახლაც და ბოლო ამოსუნთქვამდეც. მეყვარება, მაგრამ ჩემთვის გულში. ის ვერასოდეს გაიგებს, რას ვგრძნობ წლების შემდეგ მის მიმართ. იცი... ერთხელ მოვიდა, მიუხედავად იმისა რომ გული მატკინა ის დაბრუნდა. ამდენი წლის შემდეგ დაბრუნდა. ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა, ველოდი, ვგრძნობდი, მაგრამ ჩემი სიყვარული იმდენად დიდი იყო რომ არ ვაპატიე. ის ყველაფერს გააქრობდა, პატიება, შერიგება ერთად თანაცხოვრება, ჩემს სიყვარულს ნაცრად აქცევდა. მე კი იმდენად მიყვარს, ჩემი სიყვარული რომ ვარჩიე მის გარეშე განმეგრძო ცხოვრება. მე ჩემი სიყვარულის ერთგული დავრჩი.
- არსებობდა ადამიანი შენს ცხოვრებაში, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებ?
- რა თქმა უნდა. თუმცა მათზე ვერ ვისაუბრებ, ეს ჩემთის ძალზედ მტკივნეული თემაა. თუ მათზე საუბარს დავიწყებ მთელი წელი, შემიძლია ვისაუბრო და ჩვენ ამდენი დრო არ გვაქვს.
-გასაგებია. გიგრძვნია ოდესმე მარტოობა?
- მე ყოველთვის მარტო ვარ. ჩემს გარშემო უამრავი მეგობარი, ახლობელი და ''კეთილისმსურველია,, მაგრამ მე შინაგანად, ყოველთვის მარტო ვარ. საშინელება შინაგანი სიცარიელე, ამაზე დიდი საშინელება არ არსებობს. როდესაც გრძნობ რომ ხალხს მხოლოდ რაღაცისთის უნდიხარ. ყველას არა მაგრამ უმეტესიბას.
- ადამიანი ვისთვისაც ყველაფრის თქმა შეგიძლია?
- ასეთი ორია, ორი ყველაზე კარგები. ორივე მათგანი ძალიან მიყვარს, სწორედ მათი წყალობით გავხდი მებრძოლი
- გიცდია თვითმკვლელობა?
- უი არა, რა სისულელეა. მინატრია ნეტა მოვკვდე, აღარ დავიტანჯებოდი მაინც თქო, მაგრამ არასდროს მიცდია.
- და ბოლოს რა არის ბედნიერება?
- ბედნიერება? აი ის რასაც ახლა ვგრძნობ. მე, შმოდგომა, წვიმა, ბუხარი. ცხელი შოკოლადი და დრო რომელსაც ამდენი ხანი ველოდი.
- შენთბის სიკვდილი არის ბედნიერება?
- ყველაზე ბედნიერი ვიყავი, როდესაც დიაგნოზი დამისვეს. ექიმს უამრავი მადლობა გადავუხადე, კაცი შოკში იყო, ვერ გაეგო რა მიხაროდა.
-შენ ხომ ძალია ახალგაზრდა ხარ? 22 წელი არ არის დიდი ასაკი, რატომ არ იბრძოლე? შენ ხომ ყოველთვის ბრძოლობდი?
-დავიღალე, ძალიან დავიღალე. ყველაფერმა დამღალა, სუნთქვამაც კი, ყალბმა ღიმილმა, ყალბმა ბედნიერებამ ყველაფერმა ძალიან დამღალა. ვგრძნობ როგორ ეცლება, ჩემს სხეული, ჩემი სული და უბედნიერესი ვარ. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული, ვერ დავინახავ ვის ეწყინება ჩემი სიკვდილი.
ამ ცხოვრებაში არაფერს ვითხოვდი, გარდა ბედნიერი, მოსიყვარულე ოჯახისა. მე მხოლოდ სითბო, სიყვარული და შემოდგომა მინდოდა, ესეც საკმარისი იყო, მაგრამ მხოლოდ შემოდგომა მქონდა. ისიც მტოვებდა ხოლმე მაგრამ მაინც მოდიოდა, ჩემთან მოდიოდა. ჩემს გაყინულ სხეულს, სქელი მატერიასავით დაეტაკებოდა და წაში მათბობდა. მხოლოდ ის მაცოცხლებდა რომ შემოდგომა არასოდეს დამტოვებდა, მაგრამ ახლა მე ვტოვებ მას. თუმცა ვიცი მაპატიებს, ისევ მოვა ჩემთან, როდესაც შემცივდება და ის ისევ გამითბობს გაყინულ სხეულს. ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს სულს შემოდგომის სითბო გააცილებს ზეცისკენ, მიმავალ გზაზე. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი ლათინო

იცი რაა? ერთი ვიღაც ვიცანი :) ძალიან მეცნო,პირველივე აბზაციდან. მიუხედავად ტექსტის შინაარსისა მაინც გაბადრული სახე მაქვს,მიხვდები ალბათ რატომაც :დდ რა დროს დაგპირდი წავიკითხავ თქო მაგრამ ჰაა აქამდე გამეწელა დრო -_- ბოლო ნაწილი ჩემი საყვარელი სიტყვებია,ისე მაინც რომ იცოდე რაა ❤ ახლა წავედი განვნათლდე -_- -_-

 


№2  offline მოდერი LurjTvala demoni

ლათინო
იცი რაა? ერთი ვიღაც ვიცანი :) ძალიან მეცნო,პირველივე აბზაციდან. მიუხედავად ტექსტის შინაარსისა მაინც გაბადრული სახე მაქვს,მიხვდები ალბათ რატომაც :დდ რა დროს დაგპირდი წავიკითხავ თქო მაგრამ ჰაა აქამდე გამეწელა დრო -_- ბოლო ნაწილი ჩემი საყვარელი სიტყვებია,ისე მაინც რომ იცოდე რაა ❤ ახლა წავედი განვნათლდე -_- -_-


არაუშავს, მთავარია წაიკითხე. მივხვდი რომ იცნობდი ჩემო მთვარევ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent