შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება


26-09-2018, 20:00
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 630

დაბრუნება

შენზე ფიქრებს, აუხდენელი ოცნებებივით ვალაგებდი მოგონებების უჯრებში და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, მომიწევდა მათთან შეხვედრა. მშობლიური, სანუკვარი შეხებასავით ნაზად ვკეცდი შენი ფიქრიანი თვალების აჩრდილებს და ღრმად, ძალიან ღრმად ვკუჭავდი გულში რომ არასდორს, აღარავინ შეხებოდა იმას, რამაც დიდი ხნის წინ ჩაიარა.
შენ წახვედი.
გულში მტკივნეულად მირჭობდნენ მარგალიტის ქინძისთავებს შენი ამოსუნთქვები და მპირდებოდნენ, რომ აღარ მოიხედავდნენ ჩემსკენ. მომაბეზრებელი ქარივით ვზუზუნებდი. მსურდა, შენი ხმის ექო გავმხდარიყავი და ყოველთვის, როცა მშვენიერ ბაგეებს გახსნიდი, მეც იქ ვიქნებოდი. ვოცნებობდი უცხო ქვეყნის ცივ ოკეანეზე... სანაპიროს ქვიშა ოქროსფრად ამომიგანგლავდა ფეხის ტერფებს. მე ვიჯდებოდი წყნარად, აუღელვებლად და მხოლოდ ზღვას მივაპყრობდი მზერას.
ერთ მშვენიერ წამს, ამეწვებოდა ზურგი. მივხვდებოდი, რომ ნელი ნაბიჯებით მოიწევდი ჩემთან. შემიწყდებოდა სუნთქვა, ძარღვებში მორბენალ სისხლს შეუერთდებოდა გულისცემა და ორივე ერთად, შეთქმულებივით შეეცდებოდნენ ჩემს მოკვლას.
ნელ სიოს გამოყოლილი ვანილის სურნელით ამოვიცნობდი შენს მოახლოებას და როცა პირი ჩემი, გარდაცვლილივით მდუმარე და უთქმელი გახდებოდა, თვალები გეტყოდნენ, რამდენ ხანს გელოდი ქვადქცეული.
გელოდი 4 წელი, 4 საუკუნე, 4 სამყარო, 4 კოსმოსი.
ცოცხალთა ყველა ადგილი, შიშველი ფეხებით მომერბინა შენს სიყვარულში და მაინც ფუჭი იყო იგი.
გვერდზე მომიჯდებოდი. ოკეანის ქარიშხალივით ააგორებდი ტალღებს და ამ ტალღების მსგავსად, იბობოქრებდა შენი თმაც. მომიჯდებოდი და გაწელილი ბგერებით, ნაზი ხმით მკითხავდი:
- შენ ის გოგონა არ ხარ?
მე მხოლოდ თავს დაგიქნევდი.
აღარაფერს გეტყოდი, რადგან უსიტყვო გრძნობები მე მრავალი გადმომიცია შენთვის და ჩავთვლიდი, რომ ყბედობას აღარანაირი ფასი აქვს ჩემი სათქმელის დასახატად. უსიტყვოდ მოგიყვებოდი შენთვის მოძღვნილ ლექსებს, მოგიყვებოდი, რომ მთელი სამყარო მებრძოდა, თუმცა ვერაფერმა შემაჩერა და მაინც მოვაღწიე შენამდე.
მაგრამ არასოდეს მოსულხარ.
ოკეანის სასიამოვნო ჰაერს ფანტაზიებში ვთხზავდი და ვიგონებდი ათასგვარ დიალოგს, ჩვენს შორის გაბმულს. ვიგონებდი პატარა თოჯინებს, რომებიც გაჭრილი ვაშლებივით გგავდნენ და ყველა მათგანი იმდენად ძვირფასი იყო ჩემთვის, როგორც სანდო მეგობარი.
შენ არ მოსულხარ...
მე კი მთელი სამყაროს ტვირთს ვეზიდებოდი მხრებზე შემოდგმულს.
რამდენ ხანს ვინახავდი სულში შესისხლხორცებულ გრძნობებს? მიჭირს გახსენება. მთელი ცხოვრების ემოციები დავახარჯე შენს სამყაროსფერ თვალებს და მაინც ცარიელი სიგარეტის ნამწვავები შემრჩა მუჭებში.
მტკივნეული აღმოჩნდა ბრძოლა თავის გადასარჩენად.
ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველა ცრემლი მომიშუშდა და ნაიარევად დააჩნდა ფერმკრთალ სახეს, მე უცნობი ქუჩის ბილიკს დავადექი თვალდახუჭული. ვგრძნობდი სურნელს, რომელიც არც შენი თმის ვანილის არომატს ჰგავდა და არც ოკეანისფერი სიო მოჰქონდა.
ვგრძნობდი სახლში დაბრუნების სურნელს.
ლავანდის ჰაერით მოსილი თმა, თხელ ლავიწებზე თამამად ჩამოეყარა ვიღაცას და ისე უსიტყვოდ მიხმობდა თავისკენ, როგორც ხმელეთსზე დაბრუნებულ გემის კაპიტანს. სხვა სიმღერის ნოტებს შეუერთდა ჩემი უკვდავი სული. სხვის ნაბიჯებს მიყურადებული, თვალდახუჭული ვცნობდი, უცხო ქუჩაზე, ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულ ხეებს.
შენ გაქრი.
შენ აღარ არსებობდი.
შენზე ნაფიქრი ყველა სიტყვა, სხვის ალერსში გახვეულიყო, რათა სამუდამოდ მომშუშებოდა გულის სიღრმეში გაწითლებული ყველა იარა. ათასობით ფუჭად დაღვრილ სიტყვას ჩაქსოვილს ლექსებში, ღმერთმა სული შთაბერა და სხვისი სხეულის ფილტვებში იწყო ჰაერად ჩქეფა.
ვაყურადებდი ყველა ნაბიჯს, სიყვარულის ენით გადადგმულს.
ვცხოვრობდი ღიმილში, რომელიც შენ არასოდეს გაგეღო ჩემთვის მსხვერპლად და რომლითაც სხვა მაჯილდოებდა უხვად, გულღიად.
მე სხვის თვალებში დავიწყე ნაზად დინება.
სხვისი ამოსუნთქვის აჩრდილად ვიქეცი და მისი სხეულში დაიმკვიდრა ჩემმა სულმა საცხოვრებელი.
აღარსად იყავი...
აღარ დაგეძებდი...
აღარ გნატრობდი, რადგან სხვისი ნატვრა დამბედებოდა ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს.
აღარ ვფიქრობდი და სწორედ მაშინ დაბრუნდი უკან. დაბრუნდი წარსულის აჩრდილად ქცეული, რათა მწერლის მიერ მივიწყებული პერსონაჟივით მოსულიყავი, მოგეპყრო ჩემთვის ტანჯვაგამოვლილი თვალები და მთელი არსით გეცადა ზღაპრის მთავარ გმირად ქცევა...ისევ. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი i want

ძალიან მაგარია ^^ საოცრად მომეწონა ♡

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

i want
ძალიან მაგარია ^^ საოცრად მომეწონა ♡

დიდი მადლობა <3

 


№3  offline წევრი keynso

ძალიან კარგია ❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

keynso
ძალიან კარგია ❤

მიხარია რომ მოგეწონა :*

 


რა ძნელია, როცა ... ყველაფერი ცხადად ვიგრძენი...

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ქეთი იმერლიშვილი
რა ძნელია, როცა ... ყველაფერი ცხადად ვიგრძენი...

ძალიან ძნელია disappointed

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამო

გამოძახილი, მივიწყებული პერსონაჟი. დასასრულს სამი წერტილი, უიმედო იმედივით. შეწითლებული , მოშუშება დაწყებული იარების თავიდან გახსნა... დასრულდი... მიეცი იმ სხვას ძალა, რომ ვეღარ შეძლოს იარები შეჰმატოს შენს გულს და სევდამ ჩაგინაცვლოს სულიერი ღიმილი. როგორ ამტკივდი, ასე ნაგრძნობი , გამოცდილება ნაგემს... ახალ ცხოვრება დაწყებულს, ისევ ურცხვად რომ გირევს უკანასკნელი ძალებით ნაშენებს... ნაკოწიწები, ქაღალდის ნაკუწების გროვებისგან თითებ დასერილს, ისევ ძველი ზღვის ტალღებს გახეთქებს... დასრულდი ... ოდესმე დასასრულად მოვლენილს, გისურვებ აღარ გიჩნდებოდეს იარები და შენი ჭრილობებიც მხოლოდ მცირე კვალის დატოვებით შემოიფარგლოს. ისეთით , სამუდამოდ რომ დაკარგოს ძალა ახლად გახსნისა ან ატკივნების. ბედნიერების გიგზავნი სურნელს,
შენამდე მოვა... შემოიხვიე შარფად და მუდამ ატარე. იქ დაგხვდება, სადაც არ ელი... უბრალოდ მინდა რომ გწერო და ვერ ვჩერდები. ავფორიაქდი და ვაი რომ აფრენილ გრძნობებს ვეღარ ვუჩენ ადგილს. ენ ჯეინ, საოცარო ენ ჯეინ ...

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მარიამო
გამოძახილი, მივიწყებული პერსონაჟი. დასასრულს სამი წერტილი, უიმედო იმედივით. შეწითლებული , მოშუშება დაწყებული იარების თავიდან გახსნა... დასრულდი... მიეცი იმ სხვას ძალა, რომ ვეღარ შეძლოს იარები შეჰმატოს შენს გულს და სევდამ ჩაგინაცვლოს სულიერი ღიმილი. როგორ ამტკივდი, ასე ნაგრძნობი , გამოცდილება ნაგემს... ახალ ცხოვრება დაწყებულს, ისევ ურცხვად რომ გირევს უკანასკნელი ძალებით ნაშენებს... ნაკოწიწები, ქაღალდის ნაკუწების გროვებისგან თითებ დასერილს, ისევ ძველი ზღვის ტალღებს გახეთქებს... დასრულდი ... ოდესმე დასასრულად მოვლენილს, გისურვებ აღარ გიჩნდებოდეს იარები და შენი ჭრილობებიც მხოლოდ მცირე კვალის დატოვებით შემოიფარგლოს. ისეთით , სამუდამოდ რომ დაკარგოს ძალა ახლად გახსნისა ან ატკივნების. ბედნიერების გიგზავნი სურნელს,
შენამდე მოვა... შემოიხვიე შარფად და მუდამ ატარე. იქ დაგხვდება, სადაც არ ელი... უბრალოდ მინდა რომ გწერო და ვერ ვჩერდები. ავფორიაქდი და ვაი რომ აფრენილ გრძნობებს ვეღარ ვუჩენ ადგილს. ენ ჯეინ, საოცარო ენ ჯეინ ...

საოცარო მარიამო, ასე ჯერ არასდროს, არავის უსურვებია ჩემთვის ბედნიერება. ასე ლამაზად, გულიდან გამოფრენილი სიტყვებით. შენ სიტყვებს სურნელიც კი გამოჰყვა ალბათ გარგრის (ძალიან მიყვარს გარგრის სურნელი). ეგ სიტყვები, მსურს, რომ გულში ჩავიქსოვო და ასე ვატარო, შვებას მაინც მომგვრის და თილისმა მექნება <3

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

ენ... დამამუნჯეეე საოცარო... შენმა ჩანახატმა ხომ ჩამაფიქრა, სული ამიფორიაქა ტირილი მინდა ვინმეს ჩავეხუტო და მასთან ერთად ვიტირო. და ამის შემდეგ მარიამოს ამ ულამაზეს კომენტარს ვკითხულობ და მცხვენია საერთოდ რომ ვბედავ და რამეს ვწერ.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნათია
ენ... დამამუნჯეეე საოცარო... შენმა ჩანახატმა ხომ ჩამაფიქრა, სული ამიფორიაქა ტირილი მინდა ვინმეს ჩავეხუტო და მასთან ერთად ვიტირო. და ამის შემდეგ მარიამოს ამ ულამაზეს კომენტარს ვკითხულობ და მცხვენია საერთოდ რომ ვბედავ და რამეს ვწერ.

მარიამოს კომენტარზე პასუხი მეც კი შემრცხვა :დდ ძალიან დიდი მადლობა ნათია. მიხარია, რომ შევძელი და ჩემს საყვარელ მკითხველს ის გადავეცი, რასაც ვგრძნობდი. ახლოს რომ იყო, ერთად ვიტირებდით ჩახუტებულები <3

 


№11  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ჩემო ყველაზე კარგო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent