შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უტოპიური ქაოსი


27-09-2018, 23:21
ავტორი მემე O.H
ნანახია 417

უტოპიური ქაოსი

ჩემი სამყარო არაფრით არ ჰგავს შენსას. ჩემთან ყველაფერი სხვანაირია, შენთან - ჩვეულებრივი.
ჩემი დილა არაფრით არ ჰგავს შენს დილას. ჩემთან ყველაფერი გაცრეცილია, ბუნტი, უფორმო, შენთან - ზუსტი.
შენ მიერ გავლილი ქუჩები სევდას მგვრიან, ქაოსს ატრიალებენ თავში და სიცარიელეს ტოვებენ თვალებში.
არ შემიძლია შენი უარყოფა.
არ შემიძლია, ასე უბრალოდ ავდგე და მოგიშორო, მოგიკვეთო.
თავს ვერ მოგაჩვენებ, თითქოს სულ ერთი ხარ.
თავს ვერ მოგაჩვენებ, თითქოს არ არსებობ.
ხანდახან მინდა ავდგე და გავგიჟდე, ჭკუიდან გადავიდე... მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოკიდებული სარეცხივით გამოვამზეურო ყველა გრძნობა და თვალწინ გიფრიალო ურცხვად.
ჩემი შენსადმი გრძნობა დიდ ცარიელ ოთახს ჰგავს, რომელსაც კარები გაფრიალებული აქვს და სადღაც, ოთახის ბოლოდან ყრუ ჩურჩული მოისმის, მაგრამ გარეთ მდგომებამდე ვერ აღწევს.
მე ვწერ, და ყველა კითხულობს შენ გარდა.
ვწერ.. ფურცლებს ვუზიარებ ერთად ყველაფერს,
მინდა გითხრა, როგორ არ მიყვარხარ, მაგრამ ამ სიტყვებში იმდენი მარაზმატიკაა, ვიდრე ამ გრძნობაში ერთიანად.
მინდა ქუჩაში ჩავლისას თვალი აგარიდო, გულგრილად ჩაგიარო გვერდზე და მუხლი არ მომეკვეთოს.
დაგინახო და არ მეტკინოს უშენობა.
დავიღალე.
ავდექი და გრძნობებდ დავიღვარე,
სიტყვებად დავიშალე და გრძნობებად გავიფანტე გარშემო.
დავპატარავდი,
მოვიკეცე, საკუთარ გრძნობებში ჩავეშვი და ჩემი ყველაზე თბილი მარტოობა დავიხურე ზემოდან.
ჰაერში ვირუსივით ბევრი ბაქტერია ტრიალებს; ტკივილის, სიყვარულის, უსიყვარულობის, მატოობის... ხანდახან მგონია, ერთი, ღრმად ჩსუნთქვისას ყველა ერთიანად მე ჩავყლაპე და დაინფიცირებული ვარ უნკურნებელი ვირუსებით.
მერე საკუთარი თავი ამყავს ხელში, და ვეჩიჩინები, რომ არ უნდა მეშინოდეს ამის.
მერე წერას ვიწყებ...
ყველაფრისგან დაცლილი, უმუზოდ, უსიტყვოდ.
ყველა ფიქრი, აზრი, გრძნობა, თითებში მაქვს გაფანტული. ვჯდები სიბნელეში და ვიწყებ წერს უმუზოდ..

უმუზუბა, ანუ წერა მუზის გარეშე, ეს იგივეა - სვამდე წყალს, მაგრამ არ გწყუროდეს, ჭამდე და არ გშიოდეს, ან კიდევ ერთად იყოთ და არ გიყვარდეს.
თავს აჯერებდე არარსებულში,
ყელში მომადგა უთქმელი სიტყვები და დუმილის გადაყლაპვა მიჭირს.
თავში ქაოსია, რაღაც შემოდგომის ქარივით დაძრწის ტვინში, და გამხმარი ფოთლებივით მაცლის აზრებს.
ვერ ვსუნთქავ.
გაქცევა მინდა, გაქცევა საკუთარი თავისგან. ფილმებში ხომ გინახავთ, ადამიანისგან თეთრი მატერია რომ გამოდის, დგას, უყურებს საკუთარ სხეულს და მწარედ დასცინის.. ხო, გამოვიდოდი საკუთარი სხეულიდან, წინ დავუჯდებოდი, პირსისპირ. თვალებში ჩავხედავდი, და მწარედ დავცინებდი.
წერაც ხომ მხოლოდ იმიტომ ავკივიატე, რომ დავმჯდარიყავი და ჩემთავთან მელაპარაკა სხვისი ენით და საკუთარი ხელებით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი keynso

ძალიან მაგარია,გრძნობების ზღვაა,მომეწონა საოცრად ❤❤❤წარმატებები ❤

 


№2  offline წევრი მემე O.H

keynso
ძალიან მაგარია,გრძნობების ზღვაა,მომეწონა საოცრად ❤❤❤წარმატებები ❤

უღრმესი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent