შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კვალმში დაკარგული მელანქოლია.


3-10-2018, 03:16
ავტორი lukakhati
ნანახია 361

კვალმში დაკარგული მელანქოლია.

მარტო ცხოვრებამ ბევრი გრძნობის სახელი მასწავლა, მაგრამ არასდროს მიგრძვნია თავი ასე ცუდად. ისიც არ ვიცი, თუ რაზე ვფიქრობ ან რა მაწუხებს. გრძელი სამუშაო დღის შემდეგ დაბრუნებული, ჩემს თავთან გაშიშვლებული ლოგინიდან ვერ ვდგები. სინამდვილეში, ეს სიშიშვლე მხოლოდ ფიზიკური მოვლენაა. ვერ ვუტყდები სარკეში დანახულ ანარეკლს სიმართლეში.
არ ვუსმენ, გავურბივარ, თვალებში ვერ ვუყურებ, ვერ ვეუბნები რა მინდა და სწორედ, ამიტომ დავკარგე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი ასე უაზროდ. ადრე მარტივი მეჩვენებოდა ცხოვრება. ყოველთვის სხვის გადაწყვეტილებებს მივყვებოდი, მაგრამ ახლა მოვედი აქ და დღეს ჩემი ცხოვრება არ მომწონს.
სოლომონი მიყურებს. მას ჩემი ესმის. ვერ მოდის ჩემთან. არ იცის რა უნდა მითხრას. ის კატაა. ჩემი სახლის ნაწილი, ჩემი ცხოვრების ერთადერთი მეგზური.
სოლომონი წლების წინ მოვიყვანე. ქუჩაში ვიპოვე. არ მიყვარდა ცხოველები. ამ სახლში მარტო ვცხოვრობდი და არ წარმომედგინა, თუ რამდენად ვცდებოდი, როდესაც აქაურობას საგანძურად ვთვლიდი, რომელსაც არავის გავუზიარებდი.
ახლა საწოლის ქვეშ იმალება. ვიცი - თამაში უნდა, მაგრამ არ შემიძლია.
ოთახში ჩავალ. ვერ ვიძინებ. მოწევა მინდა. ხშირად არ ვეწევი. სიგარეტს სამზარეულოს კარადაში ვინახავ. ყოველი ჩემს მიერ მოწეული ღერის ისტორია შემიძლია მოვყვე. ხანდახან სიხარულისაგან აღტაცებული, აფორიაქებული ვეწევი. ამ დროს კვამლი ნაზად ეშვება ჩემს ფილტვებში - ყველაზე ნაზი, ფაფუკი ნაჭრის მსგავსად. იავნანდ მევლინება. ვგრძნობ, როგორ მიიწევს ქვევით. ცეკვით ეშვება, უკანაც მშვიდი ბრუნდება. როდესაც სევდით დამძიმებული ვეწევი, კვამლის ხმაური მესმის. შეჯახების. ღრმად ვისუნთქავ. ვცდილობ დავეხმარო. ამოსუნთქვისას ოდნავ გასარჩევად ვხედავ. სადღაც ჩემს სხეულში რჩება. რომელიღაც დაცარიელებულ ნაკუჭში სახლდება.
ჩემი საძინებლიდან, სამზარეულოში მიმავალი კიბე არ მიყვარს, არც ჩემი სახლი მომწონს. ბევრს შურს. უყურებს სურათებით სავსე კედლებს და ხედავს ჩემს წარსულს. მე აქ ასახული წამებიდან ვერც ერთს ვიხსენებ. თითქოს სხვა მიყურებს. ის, ვინც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვარ. ამ სურათებმა არაფერი იციან, მხოლოდ კედლებს აქვთ ნანახი ჭეშმარიტება. ისინი მოყვებიან ჩემს ამბავს. წლების შემდეგ ამ სახლს ეყოლება ახალი პატრონი, ეს სურათებიც ახლებით ჩანაცლდებიან და მხოლოდ ამ თეთრ, კედლებს ეცოდინებათ, რომ ოდესღაც აქ ვცხოვრობდი. მხოლოდ ისინი მოყვებიან ჩემს ამბავს.
სამი ღერი დამრჩენია. ხო, ერთადერთი, რაც ამ სახლში მიყვარს ეს დიდი, თითქმის კარის ხელა ფანჯარაა. სიგარეტს ვუკიდებდი, როდესაც ღია ფანჯარაში ჩემი ანარეკლი დავინახე.
გავშრი. ასეთი საკუთარი თავი არასდროს მინახავს. დრო მიდიოდა, უკან ბრუნდებოდა. მეც მივყვებოდი წრიულად და შორიდან ვაკვირდებოდი ყოველ დღეს, როდესაც ბედნიერი სარკეში აღტაცებული ვიყურებოდი. ერთი კარგი ჩვევა მაქვს - ჩემს თავს განადგურებულს არასდროს ვუყურებ. თითქოს არ არ ვაძლევ უფლებას დაიმსხვრეს.
აი მე - პირველად ამ სახლში გადმოსული, მე- პირველად შეყვარებული, მე - პირველად სამსახურისაკენ მიმავალი. შორს წაგვიყვანს იმ ყველაფრის ჩამოთვლა, რაც მე დავინახე. უბალოდ - ეს მე ვარ, ბედნიერი. რა შეიცვალა? არ ვიცი, მაგრამ ნათლად ვხედავ მე ბედნიერი ვიყავი.
მხოლოდ სარკე მახსენებს ვინ მინდოდა ვყოფილიყავი. მინდოდა მხოლოდ მე და არავის სხვას. როდესაც საკუთარ თავს ვუბრუნდები სიგარეტს ვუკიდებ. ველოდებოდი, რომ ქვევით ხმაურით დაეშვებოდა, მაგრამ არა.
ადრე მწამდა, რომ რამდენი სეზონიც არ უნდა გასულიყო. ზამთრის შემდეგ, გაშიშვლებულ ტოტზე, ყოველთვის აყვავდებოდა ნუშის კვირტი. ეს ამოუცნობი გრძნობა კი მაშინ დამეუფლა, როდესაც მივხვდი, რომ ბუნების წრე-ბრუნვა მარადიული იყო, მე კი- მოკვდავი ვიყავი.
უმიზეზოდ ვიღიმი. კვამლი უკან ბრუნდება. არა დამძიმებული, არამედ საოცრად მსუბუქი. ფანჯრიდან გადის და ღამის სიცარიელეში იკარგება.
...
ხო, მოწევის შემდეგ გამახსენდა. ადრე, დრამატურგობა მინდოდა. მსახიობობაც. ჩემი პიესის პირველი რეპლიკაც კი მქონდა მოფიქრებული:
-იყო და არა იყო რა... ხო, მგონი ასე - იყო და არა იყო რა, ადამიანებს შორის ცხოვრობდა ერთი გრძნობა, რომელსაც ერქვა მელანქოლია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ვაჰ, პირველი ვყოფილვარ. ლუკა, კარგად მესმის შენი, ვერც კი წარმოიდგენ, ისე ღრმად და შრეობრივად... უფ, ზოგჯერ ვფიქრობ, რაღაც მომენტში ასე არ ვგრძნობდე, განვიცდიდე და ვფიქრობდე. ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, მაგრამ მაშინ ის აღარ ვიქნებოდი, ვინც ვარ და საკუთარი თავის დაკარგვაც არაფრით ვარგა. შეეგუე და გაუმკლავდი...მეტს ვერაფერს გირჩევ...
კარგი იყო, მომეწონა და დამაფიქრა. მე კი მიყვარს ფიქრი... ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

დასასრული იყო სრულყოფილება

 


№3  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ქეთი იმერლიშვილი
ვაჰ, პირველი ვყოფილვარ. ლუკა, კარგად მესმის შენი, ვერც კი წარმოიდგენ, ისე ღრმად და შრეობრივად... უფ, ზოგჯერ ვფიქრობ, რაღაც მომენტში ასე არ ვგრძნობდე, განვიცდიდე და ვფიქრობდე. ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, მაგრამ მაშინ ის აღარ ვიქნებოდი, ვინც ვარ და საკუთარი თავის დაკარგვაც არაფრით ვარგა. შეეგუე და გაუმკლავდი...მეტს ვერაფერს გირჩევ...
კარგი იყო, მომეწონა და დამაფიქრა. მე კი მიყვარს ფიქრი... ❤️❤️❤️

კი, მაგის თქმა მინდოდა ზუსტად, რომ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მელანქოლია კვამლივით დაიკრგება ^^ მადლობა ქეთი ❤️

სტუმარი მარიკო
დასასრული იყო სრულყოფილება

დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი ემმა

ყველაზეკარგიხარ ^^

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ჩემი საუკეთესო მწერალი ხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent