შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამის ასული და გოა


6-10-2018, 21:28
ავტორი loveyou
ნანახია 326

იცოდი,გუშინ დილით გამთენიას იმდენი ვისერინე,რომ ფეხის გულები მტკივა.არადა,რა სასაცილოა არა,იმხელა ზამთრის ფეხსაცმელები მეცვა,რომ ძლივს ვწევდი ფეხებს.მე კი,ისევ მინდა გამოუსწორებელი მოხეტიალე რომანტიკოსივით ფეხები მტკიოდეს სიარულისგან და ასეც არის!ჩემს თავს შთავაგონე და ახლა ვწევარ,მაისურის ამარა ამ თებერვლის მიწურულს და გვერდზე თითქმის გაციებული მაღაზიის იაფასიანი კაკაო სულს ღაფავს,ორთქლის ბოლო წრეებს ხატავს.
საკუთარი თავისთვის აღსარება წაგიკითხავს,ნიკუშა?იცი რას ჰგავს ეს პროცესი?საკუთარ თავს,უკვე მიცვალებულს,წესი რომ აუგო და მოინანიო ყველაფერი,რაც აქამდე ჩაგიდენია,მაგრამ მე ხომ გამოუსწორებელი აგნოსტიკოსი ვარ,რომელმაც ღმერთი იწამა და მერე კარგად დავიწყებული ძველი ჩვევასავით მიივიწყა,ამიტომ არ ვიცი რას გავაკეთებ,როცა მეც ჩემს უზადო სხეულს აქ დავტოვებ.ნეტა მართლა,რას აკეთებენ აგნოსტიკოსები სიკვდილის წინ?ვისაც კიბო აქვს ითვლის მეცნიერულად გამრავლებულ მეტასტაზებს,თუ მართლა აინშტაინის მითივით ღმერთს ელაპარაკება მიძინების წინ.ვინ იცის ნიკა,ვინ,მე კი,ამ ბინძური უბნის კომუნისტების კორპუსში ვწევარ,ვუყურებ უკვე გაციებულ კაკაოს და გიწერ წერილს,რომელშიც მინდა საკუთარ თავს აღსარება დავუწერო.
__
ეს წერილი არ გეკუთვნის შენ,უბრალოდ ადამიანის პრიმიტიული ფსიქოლოგიიდან გამომდინარე მინდა წარმოგიდგინო,წინ დაგიყენო,რომ სულ არ შევიშალო და ვილოცო,ვილოცო,როგორც ლოცულობენ ცხელ,ქვიშიან უდაბნოებში.ვილოცო ისე,როგორც ბედუინები აკეთებენ ამას,ეფლოებიან სილაში და სადღაც,ცის იქით იყურებიან.მე კი მინდა დაგიყენო,ჩემი წარმოსახვითი ღმერთკაცი და გეტიტინო ბევრი,მერე კი დაცლილი ბალიშებს მივაწვე და ის სასიამოვნო,დაცლილი გრძნობა დამეუფლოს,სექსის მერე რომ მოდის,ან ბევრი დაგროვილი ჭურჭლის გარეცხვის ,ან სულაც მწყურვალზე რომ წყალს ჩაცლი.
ხოდა,ეს წერილი შენი არაა,მე მივისაკუთრე და მაჩუქე ეს წამები,რომ ავიგო წესი და დაგიტოვო ჩემი უზადო სხეული შენ.
მძულს,როცა წინადადებებს გახსოვსო-ასე იწყებენ.ვიცი,რომ გახსოვს,აბა მაგას რა მარჩიელობა უნდა, ჩემო თავო,როცა პირველად იგრძენი როგორ ამოგაცოცდა ადამის ცოდვა და ცდუნებებს ვერ გაუძელი.იდექი 15 წლის,ჯერ კიდევ უმანკო,ხელშეუხებელი და კაბის ბოლოს იწვალებდი.აბა,წარმოიდგინე,რა რთულია იყო პატარა გოგონა და იდგე დიდი უფსკრულის წინ,სადაც როცა წახვალ,ვეღარ ამოხვალ.ხოდა,შენც ადამის სურვილ შეპყრობილმა გაუშვი კაბის ქვედაბოლოს ხელი და ასე დააგვირგვინე უბიწო 15 წელი.მაშინ არც გიხაროდა და არც გწყინდა,უფრო შიშის და დანაშაულის დიდი კოქტეილი გქონდა მირთმეული,რომელიც ოჯახის წევრებთან შეხვედრისას გაგისამდა,ყვრიმალები აგიწითლდა და მაინც ვერ ამოხსენი რა დააშავე.იცი ნიკა,შენ ვერ გამიგებ,რადგან ამ აყროლებულ საზოგადოებაში მოვხვდით,სადაც მე შორეული ყაზბეგის მთებში დავიბადე და შენ ბარში,მდორე ჰაერს სუნთქავდი.მე მაშინ ისე შევცოდე ჩემი ღმერთების წინ,როგორც ვიღაც გოგონამ პალესტინაში,ირანში,რომლებსაც იმავე სინანული ჰქონდათ მხრებზე.სექსის სასწაულების იმის მერე აღარ მჯეროდა და კიდევ არც ვიფიქრებდი,რომ ამ დროს შენი სული ცოტა ხნით მესამე შრეებს არღვევს,რომ არა შენ..აი,ისევ გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ.რა ტკბილია არა,იწვე საყვარელი კაცის მხრების ქვეშ და იცოდე,რომ სიყვარული არ შეგიძლია,მაგრამ მხრებით დიდ ეგზოტიკას,მანგოს სუნს და გემოს,სითბოს და ზრუნვას ატარებ.
იბადებიან ასეთებიც.იბადებიან ისინიც,ვისაც სიყვარულით გული გაუვსიათ.მე კი ვერავინ შევიყვარე და საკუთარი თავის სიმსუბუქე ამ წამებშიც მომწონს.იცი,რას ჰგავს ეს გრძნობა?დიდ უდაბნოში,სილაში რომ დადიხარ და არაფერი გაწუხებს გარდა მწველი მზის,რომელიც გავალდებულებს რომ დალიო წყალი და ეგ შენი გამომშრალი ორგანიზმი ცოტა შეავსო.მე კი ჩემი ვადლებულებების მწველმა მზემ ვერ მიშველა.არ ვაღიარებ,რომ სიყვარულმა გადაფარა ის ეგზოტიკა ,რაც ჩემს მკერდზე,მუცელზე და მთლიანი კანის ბოჭკოებზე მიტარებია შენ მიმართ.მე ამას არ ვიტყვი და დაე,შენთვითონ მიხვდე,როგორია იჯდე დიდი ზღვის წინ,აკანკალებული ეხუტებოდე შენი ორკაციანი ხროვის ადამიანს და ჰაერშიც კი იგრძნობოდეს ის სუნი,რასაც დიდი ემოციები ასხივებენ მხოლოდ..
ადამის ცოდვაზე შევჩერდით,ხოდა მეც გამომაგდეს ჩემი სამოთხიდან.განა რამე,თხუთმეტი წუთია და შენი შეცვლილი სხეული,მაგრამ მაშინ გადავტყდი,როცა სექსი ჩემს ვალდებულებად ავიღე თავზე.მას მერე დავდივარ და ჯერ კიდევ ვერ მიპოვია თავი.მას მერე მაქვს ის ზიზღი და ამ დიდ სიძულვილს თავისი სუნიც მოყვება..როგორია,აბა მითხარი შენ,რომ ვერ გაგირკვევია უბრალოდ პრიმიტულ მოთხოვნილელებს იკმაყოფილებ,თუ შეგიძლია უფრო მეტიც?მეც ჩავიკეტე,წრე შევკარი და საკუთარი თავისგან იმაზე ნაკლები გამოვზარდე,ვიდრე შემეძლო.სექსი,წყნარი მუსიკა,კარგი სამსახური,თბილი მანქანა ყინვაში,მუდამ სავსე მაცივარი და რა?..ამ ჩაკეტილ წრეზე საკუთარი თავის ლპობას წლები ვგრძნობდი.შენ თუ გაგიცდია ეს?მიდიოდე იაპონიაში,ჩინეთში,ყოველ მონოკულტურულ ეგზოტიკურ ქვეყანაში,ხედავდეს შენი თვალები სიმინდის თასებიან ქალებს,წყლის სურებიან გოგონებს და პატარა,შავ,დიდთვალა ბავშვებს..შორდებოდე წამებით ბიუროკრატიას,ათასობით დაბეჭდილ ქაღალს და გამოგონილ ბოჰემას,კლასიკურ მუსიკას და ჭიქა შავ ღვინოს..
ავიბურდე და ავიხლართე.ეს იყო პირველი ეტაპი,როცა ვიგრძენი დიდი სიცივის შემოჭრა ჩემში და შენც კი ვეღარ გამათბე.ამ ეგზოტიკური ემოციების სხეულში ეგზოტიკურმა ხილმა ჭკნობა დაიწყო.ამ პატარა ბინაში დაბრუნებულს,რომელიც შარშან წინ სულ ცისფრად გადავღებე,დივნის იქით გასაქანი აღარ მქონდა.ვიჯექი და თითქმის ჩათვლემილს,შენზე მოფიქრალს,ბანანის ბაღებში მოსეირნეს,თავს დამატყდებოდა არეული სიტვები.რაღაც აბდაუბდას გიყვები ახლაც,მაგრამ გეფიცები,ასე იყო..მერე თავის შექცევა დავიწყე რაღარ სისულელეებით.შაბათ-კვირას ჩემი კაკტუსების ქოთნებს ვღებავდი,კვირის დღეებში კი კედლის მოხატვა დავიწყე.დიდი საკურას ხე,ხომ ნახე,ვერ დავამთავრე..ერთი ტოტი დამრჩა,ბოლოში,რტო და იქამდე ვერ ავედი..
ახლართვის მერე საკუთარ თავს გამოვუტყდი,რომ მე დიდი ხნის წინ გავიყიდე..
კარიერია,ფული და ეს მთლი ბიორუკრატია,რომელმა საუკუნემ მოიტანა ნიკა?ხედავ ამ უხილავ წრეს?შენ გგონია ადამის შვილებს მხოლოდ ეხლაღა გვკეტავს ის,რასაც დეკადების წინაც განიცდინენ?ასე გავჩნდით,ასე დავიბადეთ ,რომ შენი არსებობა მგლის ხროვაში ცხოვრებას ჰგავს.უნდა გადარჩე,უნდა წახვიდე წინ და უნდა იარსებო..მერე იცი,დრო აღარ გრჩება დიდი ტრანსისთვის,მხოლოდ კვირაში ერთხელ თუ გაქვს კარგი სექსი და ოდნავ ცდები შენი კომფორტის ზონის უმაღლეს წერტილებს..არადა,იცი ნიკა,ახლა მანდ რომ ზიხარ და კითხულობ,შენს პატარა ბინაში ჩემს გამოგზავნილ წერილს,კომფორტულად ხარ მიყუდებული,თუმცა შიში და ფორიაქი ზურგიდან გიძვრება,შეგიძლია ჩინეთში უყურო როგორ იღებენ ბრინჯის მოსავალს.თუმცა ამისთვის სად გცალია,ჩვენ ხომ ჩავიიკეტეთ.
ბოლო სტადიაზე ვაღიარე,რომ დავპატარავდი და დავიჩუტე.დიდი არც არასდროს ვყოფილვარ,მაგრამ იმის გაცნობიერებამ გული მომიკლა,რომ თხუტმეთი წლის უფრო მეტი ვიყავი ვიდრე ახლა,ოცდაექვსის,როცა ბავშვობის დრონიდელი ოქროსფერი კულულები ისევ მაყრია მკერდზე და კანი ოდნავ გამიუხეშდა.გარდავიცვალე,როცა გავაანალიზე,რომ მეც ამ ხროვის უკანასკნელი მგელი ვარ,რომელიც საკუთარი პასუხისმგებლობების გუდას თან დაათრევს.არადა,სხვანაირად არ შეიძლება..ვის ვემსახურებით?ბოლოს რა?ისეთი პესიმისტი და სკეპტიკოსი ვარ ახლა,არადა წერილი როგორ დავიწყე,როგორც გამოუსწორებელმა რომანტიკოსმა..
ჰოდა,აი ,პირველ ეტაპზე რომ ვიყავი და რომ შეგხვდი,ამ ჩემი არეულობის თანმდევი პარტნიორი გახდი.როგორია,იყო შენს ადამიანთან საათობით და ცდებოდე იმ არსებულ ზონებს,სადაც მთელი ცხოვრება გიტარებია,ქმნიდე ყველაზე ღირებულს,ყველაზე ნამდვილს და ერთადერთ საჭმელს,რაც ამ ხროვის მგელს მწყუროდა..პარადოქსად მექეცი,ნიკა.ვერ ვხვდებოდი,როგორია გონება გქონდეს სხვაგან,თან კითხულობდე ჯეინ იარს,მერე მარტინ იდენს და ცდილობდე იხსენებდე ბავშვობას.როგორია,რომ იმხელა სინანული გქონდეს და ისე ცხადად გინდოდეს წლების დაბრუნება,რომ ათასჯერ ნაფურცლ წიგნებში ძვრებოდე.როგორია,ადამის შვილი გაურბოდეს ცოდვებს,საკუთარ თავს და ამ წრეზე,სადღაც, ნარინჯისფერი მთების იქით,ყველაზე უძირო თვალები გიყურებდეს.პარადოქსია თუ რა ხდებათქო,რომ როცა ერთდად ვიყავით,ხროვის მგელი კი არა,ყველაზე ბედნიერი,სავსე,ოქროსფერთმიანი ქალი ვიყავი..დავიბენი.
ისეთი კარგია იგრძნო,მიიღო,შეივსო და აივსო.
ყველაფერს გასდის ვადა,იმ ანგელოზებზე მოყოლილ ზღაპრებსაც,რომელსაც ბებია მიკითხვდა.ყველაფერი უფასურდება ბოლოს.
არც სკეპტიკოსი ვარ,არც პესიმისტი.
გასწორი და ნუ გცივა ნერვიულობისგან,მე თავს არ ვიკლავ..

შენ თუ გეყოფა გამბედაობა,რომ მიატოვო ეგ ბიუროკრატია,აყარო ათასობით ბინძური ამოპრინტერებული ქაღალდი და გოასკენ გამომყვე,მე გზად ყვავილის ფუცლებს დაგიტოვებ..

ისეთი ამაღლებული და თან მხდალი გრძნობაა ტოვებდე ყველას და ყველაფერს.

__
ღამემშვიდობისა,ნიკოლოზ.
სადაც არ წავალ ადამის შვილად ვრჩები,მეტს ვეღარ გავიქცევი.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent