შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი და უცნაური სიყვარული (სრულად)


23-10-2018, 20:16
ავტორი Mathew
ნანახია 1 654

უცნობი და უცნაური სიყვარული (სრულად)

ოქტომბრის პირველი,წვიმიანი საღამო იყო.
ცა ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარა,წვიმა კი მთელი ძალით ეხეთქებოდა ნაცრისფერ ასფალტს.
მისი დაცემის ხმა კი ზოგს დამაყრუებლად ეჩვენებოდა.ზოგს ნელ,ტკბილ მელოდიად ჩაესმოდა.
წვიმის “მელოდიასთან“ ერთად,ხალხის ნაბიჯების,სირბილის და მანქანის საბურავების თუ სიგნალის ხმა გამაფებულიყო ქუჩაში.
ოქტომბრის ნაცრისფერ საღამოს,წვიმაში ხალხი მირბოდა და თავს დასველებისგან იხსნიდა.
მორბენალ ხალხში,თუ კარგად დააკვირდებოდით,მუქ ლურჯ კაბაში გამოწყობილ გოგონას შეამჩნევდით.
რომელსაც ტანზე შავი ჟაკეტი მიტმასნოდა და კაპიშონი თავზე ჩამოეფხატა.
არ მირბოდა,ნელი ნაბიჯებით მიდიოდა და თითქოს ნაცნობ ქუჩას აყოლებდა თვალს.
ადვილი მისახვედრი იყო,რომ რაღაცაზე ფიქრობდა.
სევდიანი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
დრო და დრო ხელებს თუ გაუხახუნებდა ერთმანეთს.
ბოლოს,მსუბუქად გააქნია თავი.
ირგვლივ მიმოიხედა,ისევ ნელა განაგრძო სიარული და რამდენიმე წუთში ერთ-ერთ ბნელ სადარბაზოში შევიდა.სიბნელეში გაუჩინარდა.
***
პატარა,მყუდრო და ფარდებისგან ჩაბნელებულ ოთახის ცენტრში მდგრ საწოლზე იჯდა.
თავზე ისევ კაპიშონი ჩამოეფარებინა.
იქვე,ტუმბოზე დადებული ტელეფონიდან მუსიკის ნელი და გამაბურებელი ჰანგები ისმოდა.
გარეთ ისევ წვიმდა.
წვიმის წვეთები ფანჯრის რაფას ეხეთქებოდა და სიმღერის ჰანგებს ჰარმონიულად უერთდებოდა.
საწოლის წინ,პატარა საწერი მაგიდა იდგა.
მაგიდაზე ფურცლები ეყარა,კედელზე კი კალენდარი ეკიდა.
ოქტომბრის თვის,ყველა სამშაბათი დღე კალმით იყო გახაზული.
კალენდარი რომ გადაგეშალათ,სხვა თვის სამშაბათ დღეებსაც ასე,მსგავსად გახაზულს ნახავდით.
მაგრამ,დეკემბრის 15 ვარსკვლავში იყო ჩასმული.
ხუთშაბათი უწევდა,რომ გენახათ.

-მახსოვს,15 დეკემბერს გნახე.
სამშაბათი იყო,ვიცი.
მაშინაც ასე წვიმდა.-სიმღერას გოგონას ოდნავ ბოხი ხმა შეერია,რომელიც საწოლზე გაწოლილიყო.
-სულ რაღაც რამდენიმე წუთით მოგკარი თვალი,მაგრამ დღემდე მახსოვხარ,ვერ ამოგიგდე თავიდან!დღემდე ვხედავ შენ თაფლისფერ თვალებს,ღიმილით გაპობილ თხელ,ღია ბაგეებს.ოდნავ აჩეჩილ,სველ თმას.ახლაც კარგად მახსოვს შენი სიარულის მანერა.სულ ცოტაც და ერთი წელი გავა.
იმედი არ მაქვს,რომ გნახავ.
დღემდე არ ვიცი შენი სახელი,მაგრამ მაინც ჩუმად,ჩემთვის გეტრფი უცხო ადამიანს.
ეჰ,ვიცი რომ არ არის ეს ნორმალური,მაგრამ რა გავაკეთო?
ვერაფერს ვუხერხებ ჩემ თავს.
ყოველ სამშაბათს დავსეირნობ იმ ქუჩაზე,პირველად და უკანასკნელად რომ შევხვდით.
იმედია კიდევ შევხვდებით სადმე უცნობო,იმედია კიდევ.-ზემოთ იყურებოდა,თითქოს ვიღაცას ესაუბრებოდა.
ან,თავის თავს.
***
ყველა ახალი სამშაბათი იმის იმედია რომ გნახავ.
ახალი იმედია,რომ ისევ შეგხვდები.
ალბათ ისევ უცნობო,იმედია კიდევ.
და ალბათ,შემდეგ შეხვედრაზე შენ სახელს გავიგებ.
წარმოვიდგენ ხოლმე,ერთად რომ ვიქნებით.წარმოვიდგენ,რომ აღარ დამჭირდება სამშაბათობით გარეთ სიარული და შენი ძებნა.
და მაინც,შენი სახელი რა არის?
ალბათ რამე უცნაური.
რა მნიშვნელობა აქვს სახელს.მთავარია,რომ მიყვარხარ!
მაგრამ,შეიძლება ამას სიყუვარული დავარქვა?!
ერთ დღეს სხვა რომ გამოჩნდეს,
მერე რა ვქნა უცნობო?!
და რა,რომ თითქმის ერთი წელია შენ გამოჩემას ველი?!
ხო,ახლაც ველოდები.მაგრამ,შენ ძებნაში სხვა რომ ვიპოვო?
შეიძლება,ახლა შენ გყავს ოჯახი.
მე არც კი მიცნობ,ვიცი.
მაგრამ,მე შორიდან გეტრფი.
უცნაური სიყვარულიათ.
თუ შეიძლება ამას სიყვარული ვუწოდო.
***
მომდევნო სამშაბათს აღარ წვიმდა.
მაგრამ,ნელა მოსიარულე ხალხს შორის ისევ ნახავდით იმავე სილუეტს.
ისიც ჩვეულებრივი ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩას და თვალებს იქეთ-აქეთ დააცეცებდა.
მაინც ვერ ნახა,ბოლოს სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და ისევ სადარბაზოს წყვდიადში გაუჩინარდა.
***
შემდეგ სამშაბათსაც ზუსტად ისე იყო ყველაფერი.
დადიოდა და ეძებდა.
უკვე,წესად ექცა,მაგრამ ამასაც არ დარდობდა.
სხვა გზა ვერც ნახა,რომ მოეძებნა.
ან რა უნდა ექნა?
ასე იბრძოდა.
ასე ეძებდა.
ასე იკლავდა ტკივილს,მაგრამ მაინც ბოლომდე ვერა.
ზოგჯერ,დაწვებოდა და დაფიქრდებოდა.
“ახლა რომ მას სხვა ყავდეს?
სხვა რომ იყოს განაბული მის მკლავებში?
სხვას რომ უღიმოდეს?
მის თაფლისფერ სფეროებში სხვისი სიყვარული რომ იკითხებოდეს?
მაშინ რა აზრი აქვს?!”
მაგრამ,მაიმც აგრძელებდა.
***
დეკემბრის პირველი სამშაბათი 6 დეკემბერს უწევდა.
არ წვიმდა,მაგრამ საშინლად ციოდა.
დამხმარი ფოთლები ეყარა ნაცრისფერ,გამუქებულ ასლფატზე.
ცა ისევ შეემოსა ნაცრისფერ ღრუბლებს,მაგრამ გაწვიმებას არ აპირებდა.
თითქოს,ხალხს აშინენდა და ატყუებდა.
ის კი,ისევ ნელი ნაბიჯებით იმავე ქუჩაზე მიდოდა.
ალბათ,რამდენიმეჯერ შეამჩნევდნენ სხვები და რას არ გაიფიქრებდნენ მასზე,მაგრამ ის მხოლოდ უცნობზე ფიქრობდა.
ვერ ნახა.ვერც დეკემბრის პირველ სამშაბათს ნახა.
ცოტაც და საბოლოოდ შეწყვეტდა ძებნას.
***
13 დეკემბერსაც დატოვა თბილი ბინა და ქუჩაში დაიწყო ბოდიალი,მაგრამ კვლავ უშედეგოდ.
მხოლოდ თავს იყინავდა და გულს იტეხდა.
***
ბნელ ოთახში,საწერმაგიდასთან იჯდა.
პატარა ლამპიდან წამოსული სინათლე კი ნახევარ ოთახს ედებოდა და სულ ოდნავ ანათებდა.
თუმცა,მისი სახე კრგად ჩანდა.
თავი ხელებზე ჩამოედო,იდაყვები კი მაგიდაზე.
ფიქრობდა,შემდეგ კი ოდნავ,ხმადაბლა დაიჩურჩულა.
-15 დეკემბერი,ერთადერთი არა-სამშაბათი იქნება და ბოლო დღე,როცა შენ მოსაძებნად გამოვალ.
შემდეგ შენ დავიწყებას შევეცდები,იქნებ გამომივიდეს.-მხრები აიჩეჩა,სანათი ჩააქრო და საწოლზე გაწვა.
***
15 დეკემბერი ხუთშაბათი იყო.
საშინლად წვიმდა.
თითქოს რაღაც ნიშანი იყო.
თავქუდმოგლეჯილი გავარდა სახლიდან.
იქეთკენ გაიქცა სადაც მას ერთი წლის წინ შეხვდა.
არ იყო.
არსად ჩანდა.
ქუჩაში მხოლოდ ჭრელ ქოლგებს და მათში დამალულ ადამიანებს თუ დაინახავდით.
იქვე გაჩერება იყო და მას მიუახლოვდა.
გადახურულში შევიდა და დაჯდა.
ცოტაც და ალბათ იტირებდა.
მაგრამ,თავს გატეხვის უფლება არ მისცა.
რამდენიმე წუთი იჯდა წყნარად,გაუნძრევლად.
შემდეგ კი მის გვერდით ვიღაცამ თავისუფალი ადგილი დაიკავა.
ნელა მიაბრუნა თავი და წამით სუნთქვა გაუწყდა.
თვალებს ვერ უჯერებდა.
მის გვერდით იჯდა.
ამდენი ხმის შემდეგ,შეუცვლელი უცნობი მის გვერდით იჯდა და სივრცეს გაჰყურებდა.
-გიპოვე,-დაიჩურჩულა-მე შენ გიპოვე.-გაიცინა და თავი გააქნია.უცნობმა კი ოდნავ მოაბრუნა თავი,გაუღიმა და ხრიწიანი ხმით უთხრა...
-კი მიპოვე,მაგრამ ძებნის სხვა ხერხიც გეპოვნა თანო.მგონი,ამან ძალიან დიდი დრო წაგართვა.-თვალი ჩაუკრა და შუბლზე მიაწება გავარვარებული ტუჩები.


ხო,ვიცი
ზედმეტად ბანალური დასასრულია.
მაგრამ,ასეთ ხასიათზე ვიყავი.
იმედია მოგეწონებათ.
ისე,რომ იცოდეთ,რეალური ისტორიიდან შევქმენი.
და ხო,ეს ჩემი პირველი ჩანახატია ახალი ნიკით.(საერთოდ პირველი ჩანახატია).
მიყვარხართ.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი მელანია

რომ არ ვიცოდე რომ ეს ისტორია რეალურია, ბანალური მომეჩვენებოდა.
რომ არ ვიცოდე რომ ეს ისტორია ნაწილობრივ მეხება მეც, ბანალური მომეჩვნებოდა.
რომ არ ვიცოდე როგორ შეიძლება გიყვერდეს(თუ ამას შეიძლება სიყვარული ვუწოდოთ)უცნობი ადამიანი,ბანალური მომეჩვნებოდა.
რომ არ ვიცოდე რომ მერე შეიძლება მართლა შეხვდე იმ ადამიანს,ბანალური მომეჩვენებოდა.

მაგრამ ვიცი და სულაც არ მებანალურა.ან შეიძლება არის კიდევაც,მაგრამ რა აზრი აქ?მე და შენ ხომ ვიცით,რომ ცოტაოდენი ბანალურობა ალამაზებს ცხოვრებას kissing_heart kissing_heart

 


№2  offline მოდერი Mathew

მელანია
რომ არ ვიცოდე რომ ეს ისტორია რეალურია, ბანალური მომეჩვენებოდა.
რომ არ ვიცოდე რომ ეს ისტორია ნაწილობრივ მეხება მეც, ბანალური მომეჩვნებოდა.
რომ არ ვიცოდე როგორ შეიძლება გიყვერდეს(თუ ამას შეიძლება სიყვარული ვუწოდოთ)უცნობი ადამიანი,ბანალური მომეჩვნებოდა.
რომ არ ვიცოდე რომ მერე შეიძლება მართლა შეხვდე იმ ადამიანს,ბანალური მომეჩვენებოდა.

მაგრამ ვიცი და სულაც არ მებანალურა.ან შეიძლება არის კიდევაც,მაგრამ რა აზრი აქ?მე და შენ ხომ ვიცით,რომ ცოტაოდენი ბანალურობა ალამაზებს ცხოვრებას kissing_heart kissing_heart

შენ მე მილამაზებ!
ძალიან დიდი მადლობა.
და ხო,ეს ბანალურობა რომ არა მაიმც რა გვეშველება?!
მიხარია,რომ ამ ისტორიის ნაწილი ხარ და იცი თუ როგორი მწარეა ხოლმე,მაგრამ მაინც რა ტკბილი.
მიყვარხარ.

 


№3  offline წევრი eremar

ერთ ვინმეს მაგონებს საშინლად. თუმცა იმ სხვაობით, უზომო ტანჯვისა და წვალების მიუხედავად რომ მაინც ვერ მიაგნორო და ახლა არ იცის როგორ განაგრძოს ცხოვრება

 


№4  offline წევრი იზუკა

ძალიან განსხვავებული და რაღაცნაირი მაინც თბილი იყო.არ მებანალურა მე პირადად

 


№5  offline მოდერი Mathew

eremar
ერთ ვინმეს მაგონებს საშინლად. თუმცა იმ სხვაობით, უზომო ტანჯვისა და წვალების მიუხედავად რომ მაინც ვერ მიაგნორო და ახლა არ იცის როგორ განაგრძოს ცხოვრება

ამ ისტორიის დასასრული უფრო ჩახლართულია,მაგრამ თითქმის მსგავსი.უბრალოდ აქ შევალამაზე,ასე ვთქვათ. მადლობა,რომ წაიკითხე.

იზუკა
ძალიან განსხვავებული და რაღაცნაირი მაინც თბილი იყო.არ მებანალურა მე პირადად

ძალია დიდი მადლობა,მიხარია თუ არ გებანალურა და განსხვავებულად გეჩვენა.

 


№6  offline წევრი meocnebe avadmyopi

აუ ბოდიში რა შენ ხომ იცი არა ჩემი გრაფიკი
ძალიან კარგი იყო სერიოზულად გეუბნები
სულ არ მებანალურებოდა
როცა ვიცი რომ ნადმვილია
ნეტა ასეთი დასასრული ქონდეს ამასაც
ის ბიჭი იმ ერთმა წინადადებამაც შემაყვარა
გოგოში ვაფშე ვიღაცა წარმოვიდგინე
ხო იცი შენ ვინც
მოკლედ ძალიან კარგი იყო გოგონავ heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent