შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ჩავიძირე შენში


1-11-2018, 01:43
ავტორი Nino Zhorzholiani
ნანახია 230

მე ჩავიძირე შენში

ოთახში მკრთალი შუქი ციმციმებს.სენტიმენტალური მელოდია იპყრობს სულს და სევდას აღძრავს ჩემში..გარეთ კი თავგამეტებით დაჰქრის ქარი და უსაშველოდ წვიმს.მინებზე წვიმის წვეთების წკარუნი ოთახში მოფარფატე მელოდიას უერთდება და ცრემლებად მეღვრება სახეზე..ტუჩები მიკანკალებს,გული საშინლად მიცემს...
მეშინია..უშენობის მეშინია...
ყველაფერი აირია..აი უკვე მერამდენე დღეა,სიჩუმე მეფობს..თითქოს მზე დაბნელდა..სიცოცხლე გაჩერდა.დრო უსშველოდ გაიწელა და გაქვავდა..ადგილზე გაშეშდა.
ვზივარ სიბნელეში თვალებჩაწითლებული,ხელში დიდი ჭიქა მიჭირავს და შენი სიყვარულით გაბრუებული კედლებს მივშტერებივარ..ლიმონიანი ჩაიც დიდი ხნის წინ გაციებულა..
სულიც ფორიაქობს..არ მინდა შენი დაკარგვა!
მეფიქრები...უსასრულოდ,უკიდეგანოდ.თითქოს ვიღაცამ ხელი მკრა და ფიქრის მორევში გადამაგდო.თითქოს შუა ზღვაში ვარ მარტო და გზას ვიკვლევ მოლურჯო,გამჭირვალე წყალში.
შენ სამყაროს ფერებით გამაფერადე.ვგრძნობ როგორ შემოიჭერი ჩემში და მოსვენება დამაკარგვინე.ყოველ წუთს მენატრები.მახსენდება,ჩვენი შემყურე,ადამიანების ღიმილიანი სახეები...
ოოო,ისე ჩაგიკრავდი გულში ჟრუანტელი დაგივლიდა ტანში.მეერთადერთები!შენს თვალებში დანახულ საკუთარ თავს ვუყურებ.მეტკბილები!გულის მიღმა სულში გგრძნობ.
მე ვერ შევეგუები უშენობას!
მე ჩავიძირე შენში!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent