შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"არ წასაკითხი"

12-11-2018, 23:00
ავტორი სალანდერი
ნანახია 390

სოფელში გადავდივარ საცხოვრებლად.
იქ ტელეფონი არ იჭერს, არც ინტერნეტი იქნება და ბარემ გიამბობთ. . .
ჩემი სახლი, ტყის სიღრმეში დგას, ქვის უბრალო შენობაა, თუმცა რაღა უბრალო, უკვე ქვის, კარგად დაძველებული, ნახევრად დანგრეული შენობაა.
ძველისძველი ფანჯრები აქვს, საღებავი ოდესღაც რომ ესვა, იმის კვალიც კი არსად ჩანს, უძველესი ხის კარიც დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია, სახლში ასასვლელ კიბის სამივე საფეხურს, იმდენი ბზარი აქვს, სადაცაა შუაზე გაიხლიჩებიან. სახლში იატაკი აყრილია, მხოლოდ ქვაფენილია დარჩენილი და მათაც უმოწყალოდ ამოსჩრიათ ბზარები, როგორც ავადმყოფობისგან დასუსტებულ ადამიანს, ლავიწები.
კედლებზე შპალერი თითქმის აღარ არის, სინათლე და ბუნებრივი აირი არც არასდროს შემოუყვანიათ. ჭერი ცოტა დაზიანებულია, მასაც იატაკივით, რამდენიმე ბზარი აქვს და წვიმის წყალი სახლშიც ჩამოდის ზოგჯერ. სახლში ბევრი არაფერი დამხვდება, ერთი სკამია, პატარა მაგიდა, ერთი ძველისძველი რკინის საწოლი და ერთიც ჩემი უსაყვარლესი ნივთი, პიანინო, რომელიც წლებია აღარ უკრავს. უკრავს კი არა და სადაცაა ხავსი მოედება.
ჩემი სახლის ირგვლივ უამრავი ხეა, მათ შორის უმეტესობა ნაძვი და ფიჭვია, მომწონს ეს მარადმწვანე მცენარეები, არასდროს იცვლებიან და რასაც ხედავ, ის არიან მუდამ.
ჰოდა მივდივარ, იქ სადაც ჩემი ადგილია, იქ სადაც მზის სხივები იშვიათად აღწევენ, იქ სადაც სულ წვიმებია, სადაც ნანგრევებია და სადაც ადამიანები არ არიან. ბარგი უკვე ჩავალაგე, ძალიან ბევრია. ყველაფერი რასაც ოცი წელი ვაგროვებდი, სხეულითა და სულით მიმაქვს, აი ნივთების რა მოგახსენოთ, მე ისინი არასოდეს მიგროვებია და შესაბამისად ბევრიც არ არის.
საღებავები და ფუნჯები მიმაქვს, კედლები უნდა მოვხატო, უკვე ისიც ვიცი სად რას დავხატავ, ჭერს ლურჯად გავაფერადებ, და ვარსკვლავებსაც გამოვკიდებ მათში, სადმე გინახავთ დღის ცაზე ვარსკვლავები? რა თქმა უნდა არა და ვერც ნახავთ, თუმცა ჰო, არც გჭირდებათ. იატაკს შავად გავაფერადებ, ადგილ ადგილ ყვავილებს და გუბეებს გამოვყოფ მხოლოდ. კედლის ერთ კუთხეში ზღვას დავხატავ, ფიქრი რომ მომინდება იქ დავჯდები და ვიფიქრებ. მეორე კუთხეში ჭაობს დავხატავ, რაღაც ჩემზე ბინძურიც უნდა იყოს ჩემს სახლში. მესამე კუთხეში თვალებს დავხატავ, იმ თვალებს ქალაქიდან რომ დამაკლდებიან, იმ თვალებს რომელსაც ვეღარასოდეს ვიხილავ და იმ თვალებს რომლის ყურებაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. კედლებზე წვიმებს დავხატავ. დიახ, ყველა კედელზე წვიმებს დავხატავ და აღარასდროს შეწყდება წვიმა. ყველგან, სადაც ბზარებია გულებს დავხატავ, გული გაბზარულიც ლამაზია და ჩემი სახლის კედლებსა და კიბეებსაც გაალამაზებს.
წიგნებიც მიმაქვს, სულ რამდენიმე და არასაინტერესო, სანამ ბუხრის დანთებას ვისწავლი გამომადგება. ჰო, აღარ მინდა წიგნების კითხვა, თავად მსურს ვწერო.
თბილი ტანსაცმელიც მიმაქვს, რომ დაზამთრდება ნაძვებს მოვაცმევ.
ჰო, კალამი მიმაქვს, და უამრავი ფურცელი, ზოგზე დავწერ, ზოგით ნავებსა და თვითმფრინავებს გავაკეთებ.
იცით რაზე მინდა წერა? - მარტოობაზე, აქ კი საშუალებას არ მაძლევენ, ჰო არ მაცლიან. დავაკვირდევი მარტოობას, იმ ადამიანივით, გველმა რომ უკბინა და შხამის მოქმედებას აკვირდება, რადგან იცის მის საშველად არავინ მივა.
დავაკვირდები ყოველ ახალ დღეს და დავაკვირდები საკუთარ თავს, როგორც საცდელ ობიექტს.
პოლაროიდიც მიმაქვს, მდინარეში რომ ვიბანავებ, სველ ტანზე ქაღალდის ნავებს დავისვამ და ფოტოებს გადავუღებ. ან ჩემს ვენებსა და კესანეებს გადავუღებ, მერე კი მათ სილურჯეს შევადარებ. მგონი სულ ეს არის, სხვა არაფერი მიმაქვს საინტერესო.
ვფიქრობ მომეწონება ჩემს სახლში ცხოვრება.
ჭერს შევაკეთებ, ფანჯრებზე ფარდებს არ ჩამოვკიდებ, ყვავილებს მივაკრავ, გარეთაც სარეცხის თოკზე, ყვავილებს გავფენ, აივანზე ყულფს ჩამოვკიდებ და სახლის ირგვლივ ბალახს არ გავთიბავ.
დილით კედლის წვიმებში გავიღვიძებ, ჩემივე დახატულ გუბეებში გავტოპავ და ფანჯრის მინაში ურცხვად შევათვალიერებ შიშველ ორეულს. მთელი დღე ათას სისულელეს ჩავიდენ, ჩემივე შიშველ სხეულზე, ნოტებს დავიხატავ, გულში დავუკრავ, ან ხმამაღლა ვიმღერებ, ან საქანელებს გავაკეთებ, რომლებზეც არასოდეს ვიკატავებ, ანდაც საერთოდ ხეებზე ამოვტვიფრავ, ჩემივე ფრაზებს, როგორც ვიღაც დიდი ბრძენისას. მერე კი პირდაპირ ტალახში ნაბოდიალები ფეხებით შევბაკუნდები სახლში. საღამოობით საკუთარ თავს წერილებს მივწერ და კართან დავუტოვებ, ან სულაც ფანჯარასთან ან იქნებ საწოლთან, მაგას მერე გადავწყვეტ. ძილის წინ ჩემივე ჩრდილს ვაკოცებ შუბლზე და აუტანლად მომენატრება ის, ვისაც ჩრდილის მაგივრად უნდა ვკოცნიდე.
და ჰო, რაც მთავარია, წეღან რომ ცარიელი დავტოვე, იმ მეოთხე კუთხეში, ჩემს პორტრეტს დავხატავ და როცა მივხვდები რომ სიკვდილი მოდის, იმ კუთხეში მივწვები, გულზე ხელებს დავიკრეფ და ბედნიერი დავხუჭავ თვალებს.
ჩემს სხეულს ხომ ჩემი სახლი, სამუდამო სამყოფელად დამრჩება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline ადმინი ელპინი

ეს აქ!
მიყვარხარ!

№2 მოდერი სალანდერი

ელპინი
ეს აქ!
მიყვარხარ!

ჩემი ❤

№3  offline ადმინი ელპინი

პიანინო ნივთი არ არის, რა.
არა, რა.
კედლების ხატვა.
რა ლამაზია, იცი?!
ლურჯია, ჰო.
და მაინც, მიყვარს.
თვალები. . .
თვალები, რომელიც იყო შენი, არის შენი და იქნება შენი!
იქნება ასე, ვიდრე უკანასკნელი წამწამები ჩამოვარდება და მოცარტის მოტივით დაიკვრება ჟანგბადის მოლეკულებს შორის.

"თბილი ტანსაცმელიც მიმაქვს, რომ დაზამთრდება ნაძვებს მოვაცმევ."
ნაძვებსაც სცივათ.
იმ ნაძვებს, რომლებიც ზამთარში არასდროს თეთრდებიან და სულ მწვანე არიან.
ჰო, იმ ნაძვებს, რომლებსაც სცივათ არა იმიტომ რომ ზამთარია, იმიტომ რომ შენს მისვლამდე, არავინაა, ვინც თბილ ტანსაცმელს ჩააცმევს მათ.
და იმედი.
ნაძვებს უცოცხლდებათ იმედი, იცი?!

"ძილის წინ ჩემივე ჩრდილს ვაკოცებ შუბლზე და აუტანლად მომენატრება ის, ვისაც ჩრდილის მაგივრად უნდა ვკოცნიდე."
მოდი, რა!
მოდი!

ყველაზე არანორმალურო და ჩემო,
მიყვარხარ სიგიჟემდე და აქედანაც ძალიან შორს, ჰო?!
შენ ხარ ჩემი საოცრება!
წერე, გთხოვ.
მენატრებოდი,
მენატრები
და
მომენატრები,
ჩემო!
მიყვარხარ ძალიან, ძალიან!

№4 მოდერი სალანდერი

პიანინო რომელიც არ უკრავს ელ. . .
შენ ყველაფერს მიხვდი და ყველაფერი გაიგე,ან სხვანაირად როგორ შეიძლებოდა. . .
როგორც ყოველთვის გამომიჭირე და რომ შემეძლოს იქნებ მეც მეტირა. . .
ერთ დღესაც ტირილსაც დავხატავ, არა ჩემსას, მაგრამ ისეთს რომ მეყოს. . .
მეც მიყვარხარ შენ. . .
საოცარი ხარ. . .
და კიდევ მიყვარხარ. . .
და კიდევ. . . ❤

№5 სტუმარი სტუმარი ნანა

უცნაურობა ხარ მთელი შენი არსებით... არ ვიცი... კიდევ მინდა გითხრა რომ ეს არწასაკითხი უცნაურობა მომწონს... ლამაზია, მოფიქრებული, გადაწყვეტილი და სევდიანი... მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია... მე ვერ ჩავალ სიღრმეში, არც ვეცდები. ვგრძნობ რაღაც მატკენს... მომენატრე ფიქრო, მიყვარს შენი ნაწერები... ❤️

№6 მოდერი სალანდერი

სტუმარი ნანა

მეც მომენატრე, თან როგორ მომენატრე❤
ნუ ჩახვალ, არ გინდა, არ მოგეწონება❤
დავბრუნდები, ისე ჩვენ რომ გვინდა და მაშინ❤

№7 სტუმარი სტუმარი ნანა

ხომ იცი რიმ გელოდები, სულ დაგელოდები... ❤️

№8 მოდერი სალანდერი

სტუმარი ნანა
ხომ იცი რიმ გელოდები, სულ დაგელოდები... ❤️

ვიცი❤
მადლობა❤
მართლა❤

№9  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ისედაც მიყვარდა მარტოობა
ყოველთვის მერჩივნა ხალხმრავლობას
ახლა განსაკუთრებით,
რაღაც განსხვავებული დამანახე მარტოობაში...
მართალია მარტოობას თუ გადავწყვეტ ამ ადამიანივით ნიჭიერი არ ვარ და ამდენს ვერ მოვახერხებ თუმცა...
მაგრამ ახლა ვხვდები,თურმე რა კარგია მარტოობა
არადა ზოგიერთი ადამიანს,რომელსაც მარტოობა უყვარს
ჩაკეტილ ადამიანად რაცხავს
თუმცა ისინი ყველაზე კარგს ირჩევენ რომ "სამყაროსგან" განცალკევდნენ
რომ წარმოვიდგენ იმ მოხატულ სახლს ოდნავ მეღიმება
ყველა კედელზე წვიმა...
ჭაობი...
ზღვა...
ვარსკვლავები...თანაც წარუშლელი "ცაზე" იქნებიან დილითაც და ღამითაც
გუბეები...
ასე მოხატულ ოთახს ყველა ისეურვებდა ალბათ
"უი" სლანდერ მარტო მე კი არა დარწმუნებული ვარ
იმდენს მიახვედრე მარტოობის ფასი რომ...
იმ ოდნავ წვიმიან ამინდს ველოდები მე,
რომ ახალი ისტორია ვიხილო შენი...
ძალიან მომეწონა ეს ჩანახატი
აი მართლა გეუბნები რა
მიდი და მითხარით რომ მარტოობა ცუდიაო
ხო გავცემ ყველას საკადრის პასუხს შენი დახმარებით
მიხარიხარ მე შენ ... innocent heart_eyes

კარგი რაა... რა იყო ახლა ეს სევდები და მარტოობა, აჰ? არ მიყვარს მარტოობა, საძაგელი რამ არის. სულს ხავსივით ედება და რაც დრო გადის, კიდევ უფრო დიდდება და მრავლდება. ცხოვრებაზე გაბრაზებულ ადამიანის დაწერილს ჰგავდა ეს ყველაფერი. ვიცი ჰო, ვიცი, რომ ზოგჯერ ძალიან უსამართლოდ გვექცევა იგი. არ ვიმსახურებთ ამდენ ტკივილს, but god is great and he always knows why we sometimes experience difficult times in our life. By the way, what doesn’t kill you, makes you stronger, dear. მაპატიე ორენოვანი კომენტარისთვის.

№11 მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi

აუუუ როგორ მომენატრა მე შენი კომენტარები, რაღაც შენებურს რომ ხედავ და მერე რომ ფიქრობ რაღაცებს მიგახვედრე ❤
მიხარიხარ ხომ იცი, მაგარი გოგო ხარ შენ და ძალიან ძალიან მაგარი ტიპი ვარ, თუ შენთვის რაღაცების "სწავლება" შემიძლია❤

ქეთი იმერლიშვილი
კარგი რაა... რა იყო ახლა ეს სევდები და მარტოობა, აჰ? არ მიყვარს მარტოობა, საძაგელი რამ არის. სულს ხავსივით ედება და რაც დრო გადის, კიდევ უფრო დიდდება და მრავლდება. ცხოვრებაზე გაბრაზებულ ადამიანის დაწერილს ჰგავდა ეს ყველაფერი. ვიცი ჰო, ვიცი, რომ ზოგჯერ ძალიან უსამართლოდ გვექცევა იგი. არ ვიმსახურებთ ამდენ ტკივილს, but god is great and he always knows why we sometimes experience difficult times in our life. By the way, what doesn’t kill you, makes you stronger, dear. მაპატიე ორენოვანი კომენტარისთვის.

აუჰ როგორ მიყვარს მე შენი კომენტარები❤
გაბრაზებული არ ვიცი ჰო, ალბათ დამეტყო გაბრაზებულობაც. . .
ღმერთი დიდია. . . ალბათ!
და ეს ჩემი საყვარელი გამოთქმაა, გაგვაძლიერა და კიდევ უფრო გაგვაძლიერებს ის რაც არ მოგკვლავს და არც ბევრს დაგვაკლებს მაქამდე. . .
მადლობა ❤

№12 სტუმარი ფროიდი

"ძილის წინ ჩემივე ჩრდილს ვაკოცებ შუბლზე და აუტანლად მომენატრება ის, ვისაც ჩრდილის მაგივრად უნდა ვკოცნიდე".

მარტოობა არ არის მარტივი, მარტოობა რჩეულებს შეუძლია, ადამიანებს ვისთვისაც ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანია რომ საბოლოოდ უმნიშვნელო ხდება...

და კიდევ საკუთარი თავისთვის წერილის მიწერა შესანიშნავი იდეა იყო.

№13 მოდერი სალანდერი

ფროიდი

ოხ. . . . . . .
საკუთარი თავისთვის წერა, კარგია ჰო.
და მხოლოდ ადამიანებს არ მოსდით ეგეთი მგონი, როცა ყველაფრის გაუმნიშვნელოვანება ხდება. . . მგონი ეს სიტყვა არ არსებობს, მაგრამ ვის ადარდებს. . .

№14  offline წევრი -ლილუ

გ მ ა ბ ე დ ნ ი ე რ ე ...
როგორ გამიხარდი, იცი ხო...
მარტოობა რაღაცნაირად ძლიერთა ხვედრია ჩემთვის...
დამტოვე ამ უცხო, ბოდვიან ქალაქში...
შენზე მოჯაჭვული გრძნობების ხუნდებით...
ბევრჯერ გარეცხილ ფერად ნაჭერივით...
ვგრძნობ, რომ ვიცრიცები, საოცრად ვხუნდები...
სიშორე... პანელზე გამოსულ ანარეკლს...
გულში ჩაგიხუტებ...
ნაბიჯებს აგირევ...
მე ისევ შორსა ვარ...
დამშრალი ტუჩებით...
თუ არ დამეწაფე ჩემს თავს სხვა დაგილევს...
ზეცას შეაწმინდა უცნობმა მხატვარმა...
ვარდისფერ გუაშში დასვრილი თითები...
ჩემი მარტოობის გრძელ წინადადებას...
როგორც ლოგიკური წერტილი, სჭირდები....
მარტოობა კარგია მანამ სანამ სული არ მარტო'სულობს...
ყველას აქვს თავისი წილი მარტოობა(დაძინებამდე 5 წუთით ადრე)...
და ბოლოს...
ჩემთან მარტოობა ,,ლიმიტირებულად"მოდის...
იშვიათად მაგრამ მჭირდება...
მარტოობის ფასი უნდა იცოდე....
და შენ რა უნდა გითხრა?!
რაც აქამდე არ მითქვამს...
იცი შენ რას ნიშნავ ჩემთვის....

№15 მოდერი სალანდერი

-ლილუ

ლილუ, შენ მგონი ჩემი ბედნიერების რეცეპტი გაქვს❤
მგონი რა შუაშია მანდ, გაქვს ჰო.
ძალიან მახარებ შენ მე,რა უნდა გითხრა ისეთი რაც აქამდე არ მითქვამს?
ვერაფერს გეტყვი ახალს და საინტერესოს, უბრალოდ "საშინლად" მაგარი ტიპი ხარ და საშინლად დიდი მადლობა❤

№16  offline მოდერი Mathew

წამით,შენი ოცნების სახლი დავინახე ამ ყველაფერში და მგონი,მართლაც.
უბრალოდ,იმდენად სხვაა,რაღაც გაუგებარი,შენი გრძნობის და ქვეცნობიერის გამოძახილი.
და დღე,როცა შენით და ჩემი ლურჯით დაიწყება,მაშინ ყველაფერი კარგადაა.
ლურჯმა ზღვა გამაცნო,მაგრძნობინა და შემასწავლა.
შენ...
არ ვიცი სალანდერ.
მგონი,მთელი ბუნება შემასწავლე და ახლა,ჩემი გახუნებული სახლის კედლები კიდევ უფრო მომაბეზრებლად მეჩვენება.

იცი,იმასაც ვფიქრობ რომ აი,ამ ჩანახატის საშუალებით უფრო გაგიცანი,მაგრამ მეშინია ამის თქმა.
არ მინდა არასწორი აღმოვჩნდე.
***
მაშინ,როცა სხვები მყუდრო ბინაზე ოცნებობენ.
შენ,პატარა სახლში დილის ცაზე ვარსკვლავები გექნება.
იქვე კუთხეში ზღვაც იქნება საოცნებოდ და თვალებიო,ხო.
დიდი თვალებიც იქნება.
არც ჭაობი მავიწყდება და არც ხავსმოდებული პიანინო.
ყვავილები და გუბეები.
დაბზარული გული და ჩათბილული მარადმწვანეები.
ამას,მხოლოდ შენ თუ მანახებდი.
მადლობა.
და კიდევ ერთხელ გეტყვი-საოცრება ხარ.

№17 მოდერი სალანდერი

Mathew

ანი, შენ თვითონ ხარ საოცარი გოგო, მიხარია რომ დაინახე, იგრძენი და მოგეწონა ჩემი სახლი. . .
სასწაული ვინმე ხარ შენ ❤

№18  offline მოდერი ჰაიკო

სალანდერ რომ გითხრა მაგარი იყოთქო ალბათ ეს სიახლე არ იქნება შენთვის. ყოჩაღ, უფრო და უფრო იზრდები!
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№19 მოდერი სალანდერი

ჰაიკო
სალანდერ რომ გითხრა მაგარი იყოთქო ალბათ ეს სიახლე არ იქნება შენთვის. ყოჩაღ, უფრო და უფრო იზრდები!

ჰაიკო, ძალიან დიდი მადლობა შენ. ყოველთვის სასიამოვნოა შენი გამოჩენა და კომპლიმენტი ხომ საერთოდ!...

№20  offline მოდერი ჰაიკო

სალანდერი
ჰაიკო
სალანდერ რომ გითხრა მაგარი იყოთქო ალბათ ეს სიახლე არ იქნება შენთვის. ყოჩაღ, უფრო და უფრო იზრდები!

ჰაიკო, ძალიან დიდი მადლობა შენ. ყოველთვის სასიამოვნოა შენი გამოჩენა და კომპლიმენტი ხომ საერთოდ!...

ეს კომპლიმენტი არ ყოფილა, უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ:)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

№21  offline წევრი სიბილა

აბსოლიტურად სხვა განზომილებაში გადამიყვანე, პორტალი როგორ იპოვე?ჰო, და თანაც გადავრჩი, კინაღამ გამომრჩა,ახლაღა წავიკითხე.არ წასაკითხია, კი, შესასრუტია-მაგრამ იქ გადაბიჯება, უკან გადმოსვლას ძალიან გამირთულებს, უბრალოდ-აღარ გადმოვალ.კიდევ ერთხელ-საოცრად წერია, კი ბატონო, სულ სხვააა, მაგრამ რატომ ახლა, ძალიან მერე უნდა დაგეწერა, სადამდე მივა ნეტა დახვეწის საზომი, პორტრეტთან საუკუნოდ ჩაძინებულის სიზმრებსაც მოგვიყვები, ვხვდები და რატომღაც მგონია გამოღვიძებასაც მე თუ არა, ბევრი მოესწრება.

№22 მოდერი სალანდერი

სიბილა

რუსა❤
ვგიჟდები მე შენზე და შენს კომენტარებზე❤ აი ასე მოკლედ და აი ასე მარტივად

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.