შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოება


13-11-2018, 02:01
ავტორი Mariam Akhalkatsishvili
ნანახია 200

უბრალოება

ხო... ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე, ცხოვრება წინ ისეთ მოულოდნელ საფრთხეს დაგვახვედრებს... ჩვენ კი მზად უნდა ვიყოთ, არ უნდა დავეცეთ და ეს ყველაფერი გადავიტანოთ... რთულია, ნამდვილად რთულია. იცი როდესაც ჩემს თავთან მარტოდ-მარტო ვრჩები ყოველთვის მიჩნდება კითხვა '' რატომ მაინც და მაინც მე? რატომ მიწევს ყველაფრის ატანა მე'' შემდეგ ვფიქრდები, ვაცნობიერებ იმასაც რომ ზუსტად ახლა, აი ამ წამს, სადღაც ვიღაცას რაღაც ჩემზე მეტად უჭირს... როდესაც ჩემს ცხოვრებაში დადგა ისეთი პერიოდი, ისეთი საშინელი პერიოდი რომ ნამდვილად მიწევდა ტანჯვის ატანა, ნამდვილად ვებრძოდი შინაგანად ჩემს თავს, მივხვდი_ოდნავ მშველის იმ სიტყვების გადატანა ქაღალდზე რომლებიც რეალურ ტკივილთან ახლოსაც კი ვერ მოვა. ხშირად უთქვამთ_ უდარდელი ცხოვრება გაქვს, ყველაფერი გისრულდება, ბედნიერი ხარ... არა და ამ დროს ვინ რა იცის რა ხდება ჩემში, როგორ ებრძვის დემონი შიგნით ჩემს სულს, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ჩემს თვალებში თავისუფლად ამოიკითხება. ამასაც ვეღარ ხედავს ხალხი, სწორედ ის ხალხი, ვინც თავს უახლოეს ადამიანებად გვისაღებენ,გვეფიცებიან "გასაჭირში არასოდეს დაგტოვებ"_ რეალურად კითხვაც კი ეზარებათ, გაიგონ როგორ ვარ ახლა მე. ყველა მხიარულ ადამიანში, რომელთა თვალებშიც სიკეთისა და ბედნიერების ამოკითხვა შეგვიძლია, თუ მათ მეტად კარგად დავაკვირდებით იმასაც შევძლებთ დავინახოთ_ როგორ სტკიოდათ ერთ დროს, როგორ განიცდიდნენ და ებრძვოდნენ უსამართლობას. ასეთ ადამიანებში იმედი არასოდეს ქრება, არ იკარგება, რადგან მათ კიდევ სწამთ ბედნიერების.
-------------------------------------------------------------------
რატომ, რისთვის ან რა დავწერე ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ დავწერე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.