შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდარი ზღვა.


13-11-2018, 11:34
ავტორი ელპინი
ნანახია 1 155

ღამის სიჩუმეს ტალღების თქარუნი ახმაურებს. გამეტებით აწყდება ნაპირებს ზღვა. მოცარტის ნოტებივით იკვრება იგი და სასიამოვნო ჟღერადობა ისმის, მიუხედავად წუხილისა.
დო.
რე.
მი.
ფა.
სო.
ლა.
სი
და ისევ,
დო.
ზღვა უკრავს. ტალღები შავი და თეთრი კლავიშებია. ნაპირებზე ქვები ცეკვავს, თითქოს. ჰყვებიან ზღვის მუსიკას. მას ისეთი რაღაც უამბეს, რაც არ ასვენებს, მის სულს ამღვრევს და უნდა გააღწიოს ამ ნაპირებიდან, მივა მასთან, ვინც ელაპარაკა და დაამშვიდებს. ზღვამ იცოდა, რომ ახლა ტიროდა იგი.
და უცებ ზღვას მოაკითხეს.
და არა იმან, ვისაც ელოდა.
ზღვა დაატყვევეს წიგნში.
ზღვას ჯებირები გაუკეთეს, ვეღარც ნაპირებს აწყდება და ვეღარც ქვები ცეკვავს.
ზღვა მოაქციეს წიგნის კედლებში.
მერე, დაკეცეს წიგნი.
დახურეს ფურცლები.
მკითხველმა გვერდი ჩანიშნა.
ოთხმოცდამეათე გვერდი იყო.
ტკბება იგი ამით, ხანდახან გადაშლის წიგნს, შეხედავს და აკმაყოფილებს მას.
თავიდან არასდროს იწყებს. იმ ფურცლიდან, სადაც სანიშნე ჩადო ბოლოს.
და რა იცის მან, იქნებ, ზღვა დასაწყისში გამოიცვალა?!
ჰო, წიგნშიც იცვლებიან ფურცლები.
იქნებ, რამე ახალი მოხდა?!
ჰო, ყველაფერს ინახავს ფურცლები.
იქნებ, წიგნში დატყვევებულმა ზღვამ რაღაც ახალი იგრძნო.
ან, სტკივა...
ზღვა კი - უცდის.
უცდის, რომ ვინმემ უამბოს, როგორ და რატომ დაატყვევეს იგი. რატომ არ აცადეს დაკვრა და მისვლა იქ, სადაც სული მიუწევდა. მას უნდა უამბონ, როგორ ტკბებიან მისი წიგნში ყურებით. როგორ მიდიან შემოვლითი გზით, რომ ახლოს არ გაიარონ მასთან და სწორედ ამიტომ დაატყვევეს იგი.
ლამაზია ზღვა.
მკითხველს უცებ სტუმარი მოდის, ტოვებს გადაშლილს წიგნს და ზღვა უსმენს იმას, რაც არ სჭირდება. რაც სჭირდებოდა, დაუმალეს. რისთვისაც უნდა ეცოცხლა, წაართვეს. ვისაც უნდა ეამბო ყველაფერი, გადაასახლეს შორს, სადღაც კუნძულზე. ვისთანაც უნდა მისულიყო, მოუკლეს.
მოკლეს თევზებიც.
ფარფლები აღარ აქვთ თევზებს. ლაყუჩები აღარ აქვთ თევზებს.
ქვიან სანაპიროზე ფორთხიალობს თევზი და უკანასკნელ ამოსუნთქვას აჭიანურებს იმის იმედით, რომ ვინმე წიგნიდან გამოუშვებს დატყვევებულ ზღვას.
ქვები მშრალია. ფერი გაუვიდათ, სიცოცხლის შეგრძნება, რომელიც ზღვას მოჰქონდა, წაართვეს მათაც. მოცარტის ნოტები აღარ ჟღერს და დადუმდა ქალაქი, სადაც მხოლოდ ზღვა ხმაურობდა.
და მე ვხედავ, კვდებიან თევზები.
ქვებმა ჩაყლაპა ყველა.
მე ვხედავ და არ ვიცნობ მკითხველს, რომელმაც დაატყვევა ზღვა და ვერ ვთხოვ, რომ გაათავისუფლოს, მაგრამ მე ვგრძნობ,
რომ ვეღარ სუნთქავს ზღვა.
ვინმემ დამეხმარეთ - ყვირის ზღვა.
დაყრუვდა ადამიანი.
ვინმემ მიშველეთ - გაჰკივის ზღვა.
ყურებში ბამბები აქვს ადამიანს.
ვინმემ შემიგრძენით - დაუსუსტდა ხმა ზღვას.
არადა, მე ვგრძნობ და ახლა მე ვყვირი.
- ვინმემ გამაცანით მკითხველი.
- ვინმემ გამოაფხიზლეთ მკითხველი.
- ვინმემ ამოაცალეთ ბამბები მკითხველს.
- ვინმემ შეიგრძენით ზღვა.
და ვტირი ბოლოს. არსად ჩანს ვინმე.
მკითხველის სტუმარი წიგნს ჰკიდებს ხელს და მისი ბინძური თითებით ზღვას ეხება.
ზღვა აირია.
აწყდება წიგნის ჯებირებს.
და სტუმარი ამბობს:
- რა სისულელე წერია აქ. ვინ თქვა, რომ ზღვა დიდია, ზღვა სუნთქავს, ზღვა გრძნობს, ან ვინ თქვა, ამ წიგნში დატყვევებულია ზღვა ქალთევზებთან ერთად.
ასეა, იცით?!
ზღვა მართლა დიდია.
ზღვა მართლა სუნთქავს.
ზღვა მართლა გრძნობს.
ზღვა მართლა დაატყვევეს.
ქალთევზები აღარ ცურავენ ისე ლამაზად.
ყველას უნდა, რომ მოკვდეს ზღვა.
მკითხველი პასუხობს:
- გააღე ფანჯარა, ქალაქი ჩუმია, მე დავატყვევე ზღვა, მაწუხებდა ხმაური - მისი.
იგრძნობოდა ისეთი ზიზღი, რომ წიგნშიც შეწყვიტა ხმაური ზღვამ. წიგნშიც წაართვეს სიცოცხლის სურვილი. სული მოუკლეს, თითქოს.
- მომკალით მეც იმასთან ერთად, ვინც უნდა გადამერჩინა.
ტკივილიანი ხმით ამბობს ზღვა, რომელსაც სული და გული ამოგლიჯეს. წიგნის ფურცლები შრიალებს, მაგრამ არც მკითხველს და არც სტუმარს ესმის ამ შრიალში ზღვის მუდარა და ტკივილიანი ხმა.
მოკლეს ზღვა.
მომკლეს მე, მაყურებელი, რომელსაც არაფრის ძალა ჰქონდა.
მოკლეს ზღვის გადამრჩენელი.
მოკლეს ქალაქი.
და ნოტები აღარ ჟღერს.
მხოლოდ - დო.
და თან ისე მძიმედ, რომ მკითხველს და სტუმარს ერთდროულად, წამიერად ეკვრებათ სუნთქვა, მაგრამ მაინც,
არ ესმის მკითხველს, არ ესმის სტუმარს.
წიგნს ხურავს მკითხველი და ამბობს:
- მე მოვკალი ზღვა.
თითქოს, ამაყობს იგი ამით.
და მაინც,
მკვდარი ზღვა
ბოლოჯერ უკრავს მოცარტის ნოტებს.
დო.
რე.
მი.
ფა.
სო.
ლა.
სი
და ისევ,
დო.



№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები ❤❤❤❤

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები ❤❤❤❤

მიყვარხარ, ჩემო!

 


№3  offline მოდერი სალანდერი

გიჟი ხარ. . .
ზღვას ვერ მოკლავენ, სანამ შენნაირი "უცნობები" არსებობენ. . .
ჰო მე არ მიყვარს ზღვა, მაგრამ მიყვარს "ზღვა ადამიანები" "ოკეანეები" და მე მაქვს რაც მომწონს. . . შესაძლოა წიგნშიც მომექცია რომ შემეძლოს, არც სანიშნი ჩამედო და მხოლოდ ჩემთვის გადამეშალა ზოგჯერ. . . ეგოიზმია, მაგრამ გამართლებული. . .
მე მომწონს ზღვის ხმაური და მას არ მოვაქცევდი წიგნში, მაგრამ თუ გულით გინდა წიგნშიც აცოცხლებ. . .
წერე შენ. . .
ჩემთვის, შენთვის და დანარჩენებისთვისაც. . .
მომენატრე მე. . .
მიყვარხარ❤

 


№4  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
გიჟი ხარ. . .
ზღვას ვერ მოკლავენ, სანამ შენნაირი "უცნობები" არსებობენ. . .
ჰო მე არ მიყვარს ზღვა, მაგრამ მიყვარს "ზღვა ადამიანები" "ოკეანეები" და მე მაქვს რაც მომწონს. . . შესაძლოა წიგნშიც მომექცია რომ შემეძლოს, არც სანიშნი ჩამედო და მხოლოდ ჩემთვის გადამეშალა ზოგჯერ. . . ეგოიზმია, მაგრამ გამართლებული. . .
მე მომწონს ზღვის ხმაური და მას არ მოვაქცევდი წიგნში, მაგრამ თუ გულით გინდა წიგნშიც აცოცხლებ. . .
წერე შენ. . .
ჩემთვის, შენთვის და დანარჩენებისთვისაც. . .
მომენატრე მე. . .
მიყვარხარ❤

აუ, როგორ მინდა ახლა აქ იყო, ჩემთან და ჩაგეხუტო.
მომენატრე, იცი?!
საშინლად მომენატრე, ჰო!
ზღვამ უნდა იცოცხლოს, მაგრამ წიგნში ვერა.
ზღვა თავისუფლებაა და ფრთებია.
წიგნში ვერც ერთი ექნება, ხომ იცი.
ვიცი, რომ იცი.
ძალიან, ძალიან მიყვარხარ, ჩემო!

 


№5  offline წევრი -ლილუ

ა ფ რ ე ნ გეფიცები!...
ზღვას მოკამკამე ლურჯი ფერი აქვს...(თავისუფლების ფერი)
ზღვას საუბარი შეუძლია...(იცი ხო)
ხანდახან ის მარტოსულია...(ესეც იცი ხო)
ზღვასაც ტკივა...(იცი)
ტკივილს მისი ,,სიბობოქრით" გამოხატავს...
ზღვა ადამიანს ყველაზე მეტად გავს იცი...
ხასიათით...
ადამიანს ისევე როგორც ზღვას კალაპოტიდან გადმოსვლა უნდა...
არ უნდა ერთ ადგილას ყოფნა...
თავგადასავალი სურს...
როცა მიზანს ვერ აღწევს ბრაზობს...
ბობოქრობს...
ისევე როგორც ზღვა...
ზღვა ყოველთვის გამოხატავს გრძნობებს...
ამტვრევს ჯებირებს...
და ყველთვის უ'საზღვროა....
და რომ მკითხო როგორია ჩემთვის ზღვა?!
გიპასუხებ რომ...
ისეთივეა როგორიც მე.....
თავისუფალი...(ზღვისებრ თავისუფლებას გისურვებ მუდამ...არ გაკლია მაგრამ მაინც)
ზღვა უკვდავია...
და შენ მე ისევ...
მედრამადედოფლები...
ყველაზე გასულო...

 


№6  offline ადმინი ელპინი

-ლილუ
ა ფ რ ე ნ გეფიცები!...
ზღვას მოკამკამე ლურჯი ფერი აქვს...(თავისუფლების ფერი)
ზღვას საუბარი შეუძლია...(იცი ხო)
ხანდახან ის მარტოსულია...(ესეც იცი ხო)
ზღვასაც ტკივა...(იცი)
ტკივილს მისი ,,სიბობოქრით" გამოხატავს...
ზღვა ადამიანს ყველაზე მეტად გავს იცი...
ხასიათით...
ადამიანს ისევე როგორც ზღვას კალაპოტიდან გადმოსვლა უნდა...
არ უნდა ერთ ადგილას ყოფნა...
თავგადასავალი სურს...
როცა მიზანს ვერ აღწევს ბრაზობს...
ბობოქრობს...
ისევე როგორც ზღვა...
ზღვა ყოველთვის გამოხატავს გრძნობებს...
ამტვრევს ჯებირებს...
და ყველთვის უ'საზღვროა....
და რომ მკითხო როგორია ჩემთვის ზღვა?!
გიპასუხებ რომ...
ისეთივეა როგორიც მე.....
თავისუფალი...(ზღვისებრ თავისუფლებას გისურვებ მუდამ...არ გაკლია მაგრამ მაინც)
ზღვა უკვდავია...
და შენ მე ისევ...
მედრამადედოფლები...
ყველაზე გასულო...

ლილუ, შენ ყოველთვის როგორ მათბობს?!
რატომ ან როგორ შეგიძლია ასეთი იყო?!
ანუ, ჰო, თბილი, საოცარი, მგრძნობიარე, ყველაფერი რა, ხომ იცი შენ...
ათასჯერ მითქვამს, რომ ზღვა ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს, იცი?!
მადლობა, საოცარო!

ჰაიკო
ელპინ, შენ უბრალოდ გენია ხარ!

აუ, ძალიან მადლობა რა.
მართლა გულით მიხარია!

meocnebe avadmyopi
აქ ვარ ცოტა დამაგვიანდა,მაგრამ მაპატიეთ
მკვდარი ნოემბერი ხო შემაყვარე
ახლა მკვდარი ზღვის დრო დადგა...
გიჟი ხარ ადამიანო??
თუ ჩვენი გაგიჟება გინდა
იცი როგორ მომეწონა??
ეს პატარა ჩანახატი მისი სევდიანი "განწყობით" ???მხოლოდ ამ ისტორიის შემთხვევაში მიყვარს მკვდარი ზღვა
შემძულდა ის ადამიანი,რომელიც სიამაყით ამბობდა,რომ მან "მოკლა ზღვა" ...
ზღვას სიცოცხლე მიანიჭე
ვინ მოფოქრებდა ამას შენ გარდა...
ზღვა აამღერე...
ზღვა წიგნშიც ასახე...
თუმცა მისი ბოლო ნოტებიც შენვე დაუკარი
ამ სევდიანი (ჩემთვის) ისტორიის დასასრულსაც მეღიმება იცი??
ისე უბრალოდ აღტაცების გამო
უბრალო(ჩემთვის) ზღვა რომ ამდენად აქციე ეს მაღიმებს
მეც,რომ შემაცვლევინე აზრი ალბათ ეგ მაღიმებს
და მგონი ყოველთვის ეს მაღიმებს შენი ისტორიების შემდეგ
ამ შემთხვევაში ჩანახატის...
ხომ იცი რომ შენი ყველა ისტორია მომწონს
უმეტესობა სევდიანია,მაგრამ მე კი მახარებს
უფრო ხშირად მინდა მსგავსის წაკითხვა,
მსგავსის რა შენი ისტორიების...
ძველების კითხვაც მომბეზრდა უკვე ახალი მაინც სხვა არის...
ელპინ ესეც რომ შემაყვარე მიხვდი ალბათ,
ცოტათი უფრო გავაძლიერე სიყვარული ზღვის მიმართ
ახლა რომ ძალიანაა აღელვებული
შენთან კი მკვდარი
ძალიან კარგი იყო მართლა
საოცრება ხარ ნუ innocent heart_eyes

მე რომ შენი სახელი ძალიან მომწონს, სულ უნდა გავიმეორო და არასდროს არ მეყოფა სიტყვები რომ გადმოგცე, რამდენად მათბობ ამ თბილი და ტკბილი სიტყვებით!
ეს პატარა გოგო, რომ სულ ასეთ რაღაცებზე ჩაფიქრდები, ძალიან მაგარია, იცი?!
მადლობა!
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent