შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსკოვივით ცივი


21-11-2018, 21:46
ავტორი პენელოპე
ნანახია 117

მოსკოვივით ცივი

მოსკოვივით ცივი ნოემბერი დაგვიდგა.
გაყინულ ხელებს ვეღარავინ გაათბობს და აცრემლებულ თვალებს ვეღარავინ შეიფარებს.
იმდენად ცივა, რომ ადამიანები თავს ნიღბებში ფარავენ, შემთხვევით ნამდვილი სახე რომ არ გამოუჩნდეთ.
მტკივა ასეთი სიცივე.
ეს თვე ბევრს მასწავლის ხოლმე.
წასვლისას რაღაც არაამქვეყნიურს მიტოვებს.
დასაფიქრებელს..
მაიძულებს უარი ვთქვა ადამიანებზე, რომლებსაც არ ადარდებთ ჩემი დარდები.
საჭიროდ არ მიაჩნიათ ჩემი ტკივილის გაზიარება.
იმ ადამიანებს ამხელს, რომლებიც თვალებში შემოხედვისას ვერ ამოიკითხავს სააშკარაოზე გამოტანილ სევდას.
რად მინდა ასეთი მეგობრები?
ისეთები, დარწმუნებული რომ ხარ, პრობლემების დროს პირველი მასთან მიირბენ ატირებული, ის კი ხელს გკრავს, თან იმდენად, რომ შეიძლება სასიკვდილოც აღმოჩნდეს.
მძულს ისეთი მეგობარი, რომელიც ორი დღის გაცნობილში გაგცვლის და გონებიდან სამუდამოდ ამოშლის ერთად გატარებულ ბედნიერ წუთებს.
თითქოს ისინი საერთოდ არ არსებობდა.
ძნელია ერთად გატარებული ბედნიერი არა წამების, წუთების ან დღეების, არამედ წლების შემდეგ, ასე რადიკალურად რომ შეიცვლებიან და გახდებიან იმდენად შორს, რამდენადაც მოსკოვია, ისეთივე ცივები, როგორიც ისაა და ისეთივე საძულველი, როგორიც ჩვენი მტრის დედაქალაქია..
რა ადამიანი უნდა იყო, რომ კლავდე და თან არ იცოდე, რომ ამას აკეთებ.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვერ ელევი.
ფაქტობრივად, ცოცხლად დამმარხეს და მე მაინც ჩემკენ ვქაჩავ მათ.
არ მინდა დავიჯერო, რომ მართლა ისეთები არიან, როგორების დანახვაც არასოდეს მდომებია.
და მაინც, როგორი ცივია ეს ნოემბერი..
ეს გაფრთხილებაა, რომ მორიგი ქარიშხალი ახლოვდება...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ნია

მომწონს შენი ჩანაწერები

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.