შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ლაქები


22-11-2018, 21:47
ავტორი პენელოპე
ნანახია 203

შავი ლაქები

ნამსხვრევების შეგროვებას უმოწყალოდ ვცდილობ.
ჩემი შეცდომებით გამოწვეულ დარდებსა და ტკივილებს ვერ ვუმკლავდი.
ამდენის ატანა არ შემიძლია. იმდენად დაღლილი ვარ, რომ უკვე სულერთია.
მენანება ყველა ის წამი, რომელიც ტყუილუბრალოდ გავფლანგე იმ ადამიანისათვის,რომელმაც საბოლოოდ გადამისვა ხაზი.
რომელსაც ფეხებზე ვეკიდე და მე ბრმად მჯეროდა მისი.
ჭკუიდან გადავყავარ იმას, რომ მისგან ბევრი რაღაც ვისწავლე.
მან მასწავლა, რომ ცხოვრებას უნდა ვაცალო.
ვაცალო და ის თვითონ დამანახებს ყველაფერ იმას, რასაც წინასწარ ვეპოტინებოდი.
მან მასწავლა, რომ არასწორია ადამიანის მონსტრად შერაცხვა წინასწარ..რომ მის დარდებსაც უნდა ვუთანაგრძნოთ და გავუგოთ.
რა რთულია,არა?
მან მე ვერ გამიგო.
სამწუხაროდ.
ჩემთვის არ ემეტებოდა ის, რასაც მასწავლიდა.
მაგრამ, რად მინდა?!
ამდენი რამ გამაგებინა და მე ისევ მას ვებღაუჭები.
ვცდილობ, მის არ გამოშვერილ ხელებს ჩავეჭიდო და სწორედ მაშინ ვმარცხდები.
ტყუილუბრალოდ ვიმცირებ თავს.
ადამიანების დაფასებაც, რომ არ ვიცი.
იმას მივსდევ, ვისაც ფეხებზე კიდია მოვყვები თუ არა ზურგს უკან.
ვერ ვაფასებ მას, ვინც ნამდვილად ზრუნავს ჩემზე.
ვახასიათებ ადამიანს მაშინ, როდესაც მე არც კი ვიცი, თუ როგორია ის სინამდვილეში.
ვლაპარაკობ იმდენს, რამდენსაც არ მოითხოვს საჭიროება და..შემდეგ სწორედ ამ არასაჭირო რაღაცებისთვის ვისჯები.
უამრავჯერ დაშვებულ ერთიდაიმავე შეცდომებზე ვერა და ვერ ვსწავლობ.
და რატომ მჭირს ასე?!
რატომ მივზდევ მას, ვისაც არ ვუნდივარ..
რატომ ვარ ასეთი, ჰა..
ღმერთო..
როდის უნდა ვისწავლო ჭკუა?!
როდის უნდა მივხვდე, რომ ხანდახან ენას კბილი დავაჭირო.
რომ უნდა გავჩუმდე და ყველაფერი, რაც პირზე მომადგება ეგრევე არ წამოვაყრანტალო.
ჩემი სიტყვების გამო რამდენჯერ უნდა ვაწყენინო ადამიანი ან..
რამდენჯერ უნდა მაწყენინონ მე.
ყველაფერი, რაც მემართება ჩემი ბრალია, ღმერთო.
როგორადაც ვექცევი სხვას, მსგავსად მექცევიან მეც ისინი, ვინც მიყვარს.
რატომ არ მიყვარს საკუთარი თავი, ღმერთო?!
ოდნავადაც არ ვცემ პატივს.
არ ვენდობი ჩემს თავს.
არ მიყვარს საკუთარი ბინძური სული და სხვა როგორ შეიყვარებს.
ან, ვინ უდნა შეიყვაროს.
ტალახიანი, შავი ლაქებით სავსე სული..
რომლისთვისაც ერთი ადამიანიც კი საკმარისია, რომ გაასუფთავოს.
ფერები შესძინოს.
რატომ მაქვს ბრალი იქ, სადაც არაფერი დამიშავებია?!
ყველგან ასეა, ალბათ.
მეგობრების ჭუჭყიანი რეპუტაციის გამო, ზოგჯერ თვითონ ვზარალდებით და ვერც კი ვამჩნევთ, თუ როგორ ვიძირებით იმ ტალახში, რომელიც თავიდანვე ჩვენთვის იყო განკუთვნილი.
ძნელია ამოსვლა.
ყოველი მცდელობისას სხვის დანაშაულს შენ შემოგაჩეჩებენ ხელში.
შენ კიდევ დგახარ მილიონჯერ გასულელებული და ფიქრობ, თუ რატომ, რისთვის, ვის ან რის გამო, მაგრამ მე გეტყვი..
ეს შენს გამოა, ჩემო კარგო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ნია

მართლი ხარ..

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.