შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

SOULMATE


29-01-2019, 09:29
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 774

SOULMATE

- ახლა სად არის შენი მეგობარი?
- ის მოკლეს.
- როგორ თუ მოკლეს?
- იმას ვგულისხმობ, რომ ცოცხალია მაგრამ პიროვნება მოუკლეს, შეუცვალეს.
- ეს როგორ?
- სხვა გზა არ დაუტოვეს, დააჯერეს რომ ავადმყოფია, რომ შემარცხვენელია, რომ სარეველაა და ყველაფერს მუსრი გაავლო რასაც კი შეეხო.
- ეს სიმართლეა?
- არა, რა თქმა უნდა.
- რატომ არ ცდილობ მისთვის თვალების ახელას?
- მან თავადაც კარგად იცის რომ ასეა, უბრალოდ მას სხვა არჩევანი არ გააჩნია.
- სუსტია?
- სუსტი არ არის, თუმცა დაასუსტეს.
- გენანება?
- ის გამორჩეული იყო, რა თქმა უნდა მენანება.
- როგორ ფიქრობ დაბრუნდება?
- ძალიან მინდა, მაგრამ ალბათ არა.
- ეს გადარდებს?
- თავისთავად მაგრამ მის არჩევანს პატივს ვცემ.
- რატომ?
- ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი როგორც ჩვენ გვსურს.
- ის შეეგუება ახალ პიროვნებას?
- ეცდება მაინც.
- იმედგაცრუებული ხარ?
- არა. ეს მისი არჩევანია.
- მაგრამ ის ხომ შენთვის სულერთი არ იყო.
- სულერთი რომ არ იყო ამიტომაც ვეგუები მის არჩევანს.
- ახლა რას გრძნობ მის მიმართ?
- არ ვიცი.
- შეიცვალა რამე?
- ორივე შევიცვალეთ.
- ახლა რომ გისმენდეს რას ეტყოდით მას?
- რომ მიყვარს.
- ის რას გიპასუხებდა?
- ალბათ იგივეს.
- ალბათ?
- დარწმუნებული ვარ იგივეს.

მაინც ვინ ვარ მე? ეს კითხვა მეც ისევე მაწუხებს როგორც ყველას ჩემ გარშემო. სანამდე აქვს გასაქანი ჩემში არსებულ მრავალსახიანობას? არ ვიცი მე ხომ მრავალი ვარ. დღეს ერთი ვარ, ხვალ მეორე, შემდეგ მესამე და ასე დაუსრულებლად. ჩემი "სინადვილე" ჩემთვისაც ისევე შეფუთული და მიუწვდომელია როგორც ყველასთვის. ბევრჯერ ვეცადე საკუთარი თავი სარკეში მაინც გამომეჭირა ნიღბების გარეშე, მაგრამ როგორც კი გავიფიქრებდი "აჰა ხომ დაგიჭირე" მაშინვე ხელიდან მისხლტება. ისევ დაუსრულებელი ქაოსი და ფიქრი, ისევ დაუსრულებელი ძებნა და წუხილი, წამიერი აღმაფრენა და ისევ დაცემა, აღზევება და განადგურება... და მაინც ვინ ვარ მე? ეს კითხვა სრულიად კაცობრიობას ისევე აწუხებს როგორც მე რომელმაც არც კი ვიცი "ვინ ვარ მე". ჩემი ისტორია დიდი ხანია ისტორიაც აღარ არის. ცოცხლად დარჩენილი "ადამიანის" დასჯას უფრო ჰგავს ვიდრე სიცოცხლის წყურვილით გულანთებული ადამიანის ყოფას. რა მოხდა "მაშინ" ამ კითხვით გადის ჩემი უაზრო ყოფიერების ყოველი წამი. სად გაქრა სინათლის სხივი რომელიც სხეულსა და სულს ერთიანად მითბობდა. სად გავქრი თავად მე?! ის მე - რეალური. მოკლეს! დასაჯეს! შეცვალეს! დათრგუნეს! გააქრეს! და ვინ ვარ ახლა მე? მე "ის" ვარ და "ის" ვინ არის? "ისიც - ის" არის. დამაბნეველია არა? რა თქმა უნდა. სხვაგვარად როგორ შეიძლება. ეს ხომ სრული ქაოსია და სხვა არაფერი.
დილის შვიდი საათია. უძილობით სახეახეული ახლაც ისევე ვუცქერ სარკიდან მომღიმარ ჩასისხლულ თვალებს, როგორც ყოველ ჯერზე, ახლაც ორივე ხელით ცივ მინას მიყრდნობილი ამაოდ ვეძებ ცრემლიან თვალებში ჩაბუდებული ტკივილის გარეთ გამოტანის საშუალებას.
- რა გინდა? - ვეკითხები ჩემს წინ მდგომ ორეულს, მაგრამ მას ახლაც ისევ არ აქვს პასუხი როგორც ყოველთვის, მხოლოდ ჩემს მიმიკებს იმეორებს და თუთიყუშის როლს უნდა ვთქვა შესანისმავად ირგებს. მეცინება, თვალის გუგებს მოწყვეტილი ცრემლი, სახის გავლით, ნიკაპ ქვეშ ჯაშვს კრავს. ტირილი რომ შემეძლოს ტვირთს ხომ მაინც მოვიხსნიდი, ტკივილს ხომ საკუთარ ცრემლებში ჩავახრჩობდი, მაგრამ რა ვუყოთ იმ ამტანობას, რაც განგებამ მარგუნა. გადმოგორდება ერთი ორი ცრემლი და ახლაც ისევე გაჩერდა როგორც ყოველ ჯერზე... ვერ ვიტან საკუთარ უემოციო-ემოციურობას!
- თქვი რა გინდა! - შევუბღვირე ორეულს და სარკის მინას მთელი ძალით შევუერთე სიფრიფანა ძვლები, მეტკინა, გაწითლებულ მტევანს დავხედე, ისეთი გამჭვირვალე კანი მაქვს ანატომიურ ჩონჩხს უფრო ვგავარ ვიდრე სისხლის მდინარეებით მჩქეფარე ადამიანს. მზერა ისევ სარკის ზედაპირზე გადავიტანე.
- გაუშვი! - ექოსავით გაჟღერდა საპირპარეშოს კედლებს შორის ჩემგან ამოსული ხმა.
- ნუთუ? - უფრო ცხელი ცრემლი ვიგრძენი სახეზე ვიდრე აქამდე.
- კი გაუშვი! - გამნეორდა ხმა.
- მიყვარს! - ნიჟარას ორივე ხელით დავეყრდენი და თავი ოდნავ ჩავხარე.
- ვიცი რომ გიყვარს.
- იცი ეს როგორი გრძნობაა?
- როგორი?
- ყოველი მისი გახსენება გულს მიჩერებს, ყოველი ამოსუნთქვა უკანასკნელი მგონია, მისი ღიმილი და ოდნავ მიჭყეტილი ლოყა სულში ხელებს ისე მიფათურებს მგონია გულს სისხლისგან წურავს. მისი ხელები, ჩემი დანახვით გაყინული თითები, ახლაც ვგრძნობ მათ შეხებას, ახლაც ისეთივე რეალურია, როგორც მაშინ, თვალები? ღრმა, სევდიანი და ძლიერი, მორცხვად რომ მარიდებდენენ მზერას. როგორ მიყვარდა როდესაც უტეხად გამისწორებდა მზერას, ბოლოს ისევ თვითონ მნებდებოდა და თვალებს მარიდებდა. ღიმილი? ბავშური, გულწრფელი და მორიდებული. სხეული? ტუჩები? ვერ დავივიწყე მისი ტუჩების გემო. ტკივილით გავდივარ იმ გზებს სადაც მასთან ერთად თუნდაც ერთხელ ჩამივლია, მისი გახსენებისას გული ჩვეულებრივზე სამჯერ მეტად ფეთქვს, როგორც არ უნდა შევეცადო მის დამშვიდებას ვერაფრით ვახერხებ. მოგონებებს ღრმად ვლუქავ და ვინახავ, მეშინია არავინ წაშალოს და მათ გარეშე არ დამტოვოს. გგონია თვად არ ვიცი რომ უნდა გავუშვა? ვიცი! ეს შესანიშნავად ვიცი!
- თუ იცი რატომ არ უშვებ?
- ცხოვრება მის გარეშე? მეშინია!
- რისი?
- დაივიწყე! - თავი ჩავხარე და ახლაღა ვიგრძენი როგორ ამეწვა სახე მლაშე, უწყვეტი ცრემლისგან, როგორც იქნა ჩემი საცრემლე ჯირკვლებიც აფუნქციონირდნენ, ონკანი მოვუშვი, პირი დავიბანე და სარკეში კიდევ ერთხელ შევავლე საკუთარ ამღვრეულ თვალებს მზერა. - იქ შიგნით ისე ძალიან მტკივა რომ ვეღარც ვეწინააღმდეგები. როდესაც ვუყურებ საკუთარ თავს, ვერაფერს ვხედავ გარდა ფერწასული მოჩვენებისა, მოჩვენებისა რომელიც თავადაც ისე მაშინებს როგორც ყველას ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალებს. ცდილობს. ძალიან უნდა ჩემი ესმოდეს მაგრამ ამას ვერ ახერხებს ან როგორ შეძლებს ესმოდეს მას როცა თავადაც არ მესმის საკუთარი თავის. მას ახლა ტვირთად უფრო ვაწევარ. არ ამბობს მაგრამ მის თვალებში დაღლას ვამჩნევ, ჩემი ყოფით დაღლას, გაურკვევლობით ტანჯვას და დასრულების გაუსაძლის სურვილს. ვიცი რომ მალე გათავისუფლდება ჩემგან, ამას ვგრძნობ, ადამიანი ყოველთვის გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს. მეც ვგრძნობ ჩასაფრებულ სიკვდილს რომელიც ელოდება წამს, ჩემთვის ესოდენ სანატრელ წამს, რომ თავისი ცივი ხელები მომხვიოს და გულში ძლიერად ჩამიკრას მან ხომ არც კი იცის რომ წამებში დავნებდები მის მკლავებს. ნეტავ იცოდეს, მაშინ ხომ დააჩქარებდა ჩემი უსუსური სხეულის ჩახუტებას. შეყვარებულია, განა ეს შესანიშნავი არ არის? მაგრამ რატომ მაქვს განცდა რომ ცრუობს, რომ თავის თავს ატყუებს, რომ სულაც არ არის შეყვარებული და უბრალოდ ირგებს ამ ახალ იმიჯს. იქნებ ყველაფრის დავიწყებაში ეს მდგომარეობა მისთვის ხელსაყრელია და ამიტომ იქცევა ასე, რაც არ უნდა იყოს ფაქტი ერთია. ის მე დროთაგანმავლობაში საბოლოოდ ჩამომშორდება, გულში გაჩენილი უთქმელი ბზარი ბოლოს აუცილებლად გაიმარჯვებს და ის სრულიად გათავისუფლდება ჩემგან. მაშინ რა მოხდება? არ ვიცი ალბათ თავისუფლად სუნთქვას შეძლებს. აღარ იქნება მოჩვენებითი სიმშვიდე მასზე გაბატონებული და ცხოვრების შავ-თეთრ სათვალესაც გაცილებით მშვენიერი ვარდისფერი სათვალით ჩაანაცვლებს. მე ისევ შორიდან გავაგრძელებ მის ცქერას და ისევ თავს დავისჯი მასში შეტანილი ქაოსის გამო.
როგორ მძულს საკუთარი თავი ამ ყველაფრის გამო. სამყაროს სუნთქვა არ შეუწყვეტია იმის გამო, რომ მე მის ნაწილად აღარ ვითვლები, ჩემი სხეული სადღაც ლპება, სული კი მის ხელშია გამომწყვდეული. შეყვარებულია და ცრუობს? რა სისულელეა სულაც არ ცრუობს, მართლაც შეყვარებულია, მისი თვალები ახლა ისეთია როგორიც ყოველთვის მინდოდა ყოფილიყო, მათში აკიაფებული ვარსკვლავები უფლებას არ მაძლევს სიბნელე ისევ გავუღვივო. ისევ ისეთი ღრმა და სერიოზულია მისი მზერა მაგრამ შეცვლილი და მე ამაში წვლილი არ შემიტანია. ის შეყვარებულია, განა ეს შესანიშნავი არ არის? - გავიღიმე და ორეულმაც გაიღიმა. - რაღაც საფარველი გაქრა, რაღაც საბურველი, რომელიც მიცავდა, ბოლომდე ვერ ვხვდები ეს საფარველი მარტო მე მქონდა შემოხვეული თუ ყველაფრს ჩემ გარშემო, აღარც აქვს მნიშვნელობა, ის აღარ არსებობს ისევე როგორც მე. მაგრამ მე ჩვეულებრივად არ ვგიჟდები, არც საოცრებათა ქვეყნისკენ მივექანები, ალბათ ჩემი უბედურება, ან ვინ იცის, იქნებ ხსნაც იყოს, რომ სავსებით ნათლად ვაცნობიერებ როგორ გამირბის რეალობა ხელიდან და მე მის შესაჩერებლად არაფერს აღარ ვაკეთებ. - ამოვისუნთქე და სახეალეწილ ორეულს გავუღიმე.
- გაუშვი!
- გავუშვებ!
- როდის?
- ახლავე!
- დარწმუნებული ხარ?
- არა! - გაღიმება მინდოდა თუმცა ისევ ამეტირა. - არასდროს მჯეროდა სიყვარულის, არც ახლა მჯერა. მე კავშირის მჯერა, იმ კავშირის რაც ორ ადამიანს შორის ჩნდება, იმ ემოციის, ინტერესისა და სურვილის მიზიდულობის რაც ორ ინდივიდს შორის იღებს დასაბამს. მთელი სოციუმი ამტკიცებს რომ სიყვარული არსებობს და როდესაც მე ვამბობ რომ შემიყვარდა, რომ ჰო მეც დავიჯერე ამ გრძნობის არსებობა, სწორედ ეს სოციუმი მიმტკიცებს რომ ის რასაც მე ვგრძნობ სიყვარული არ არის?! აბა თქვენი აზრით რა უნდა იყოს ის მის გაფიქრებაზე სული რომ გეხუთება, ცრემლები დაუკითხავად გწყდება და სუნთქვა გიჩერდება. მისი ნახვის მარტო იმიტომ გეშინია რომ არ იცი ავადმყოფი გული გაუძლებს თუ არა მონატრებული სახის ცქერას, გეშინია მისი საუბრის რადგან იცი მისი ბაგეები, რომლებიც ასე ძალიან გენატრება, კიდევ ერთხელ მიგიზიდავენ და ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი, გეშინია ნახო რადგან იცი საბოლოოდ შეიშლები. იქნებ სჯობდეს კიდეც შეიშალო ჰა? - გამეღიმა. - მის გამო შეშლაც ღირს, მისი ერთი ღიმილისთვის ღირს დათმო ცხოვრება რომელიც შენი სულაც არ არის. როცა დავიჯერე რომ მართლა არსებობდა სიყვარული მაშინ იწყო მიწამ რყევა. სწორედ მაშინ დასრულდა ყველაფერი. იპოვო სულიერი თანამგზავრი? რთული ყოფილა, ზედმეტად რთული და მტკივნეული.
- გაუშვი! - სივრცე გაარღვია ჩემმა შინაგანმა ხმამ.
- გავუშვებ!
- როდის?
- ახლა!
- დარწმუნებული ხარ?
- არა!
- რას ელოდები?
- არ ვიცი. - არ მინდა მაგრამ ისევ მეტირება. - ის შეყვარებულია. - მახსენდება უეცრად და ცრემლებიც თავისით უჩინარდებიან. - ის შეყვარებულია...შე ყვა რე ბუ ლი ა... განა ეს შესანისნავი არ არის? - ღიმილით ვუცქერ სარკიდან მომღიმარ ორეულს. პასუხად ისევ ჩემს ქმედებას იმეორებს და ისიც მიღიმის!
- გაუშვი.
- ჰო, ადრე თუ გვიან გავუშვებ მაგრამ ახლა არა!


скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ფრიდა

ენ ბლექ, ეს რაღაც სრულიად განსხვავებული იყო ყველა შენი ნაწერისგან, რაღაც ისეთი რაც ზედემეტად კარგია, განსხვავებული, ბოლომდე არ იხსნები და ეს ინტერეს ბადებს.
რა ვქნა ამოუწურავი ხარ როგორც ავტორი. მე ძალიან მომეწონა. ❤
წარმატებები

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

ფრიდა
ენ ბლექ, ეს რაღაც სრულიად განსხვავებული იყო ყველა შენი ნაწერისგან, რაღაც ისეთი რაც ზედემეტად კარგია, განსხვავებული, ბოლომდე არ იხსნები და ეს ინტერეს ბადებს.
რა ვქნა ამოუწურავი ხარ როგორც ავტორი. მე ძალიან მომეწონა. ❤
წარმატებები



ძალიად დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent