შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც ხარ!


17-02-2019, 16:58
ავტორი lullaby
ნანახია 575

მაინც ხარ!

შენ არა ხარ ბედისწერა...
არც ოცნება...
ყელში გაჩხერილ ტირილს გავხარ. მოთმინებას.
იცი, რა არის მოთმინება? - სისხლის გათეთრებამდე შეკრული თითები, შუბლზე გაჩენილილ კუშტი ხაზები, მუცელზე მიჭერილი მკლავები. და ტუჩები, კბილებისგან დაფლეთილი.

შენ არა ხარ ბედისწერა...
არც ოცნება...
ღამით შეწყვეტილ სიზმარს გავხარ. კოშმარს.
იცი, რა არის კოშმარი? - გვერდით გახედვა თვალებში ცქერის ნაცვლად. დუმილი ლაპარაკის ნაცვლად. წასვლა დარჩენის ნაცვლად. ყურებზე ხელების აფარება მოსმენის ნაცვლად. ღიმილის, ცრემლის შეკავება. ნდომის უარყოფა.

შენ არა ხარ ბედისწერა...
არც ოცნება...
მოწყვეტით დანარცხებას გავხარ. დაღლას.
იცი, რა არის დაღლა? - შეჩერებული მუსიკა. ჩამოფარებული ფარდები. უემოციო მზერა. არაფრისმთქმელი შორისდებულები. ფიქრების ძილი და გაღვიძებული მოსაწყენი მუზები.

შენ არა ხარ ბედისწერა...
არც ოცნება...
ნაკუწებად ქცეულ ფურცელს გავხარ. ყოყმანს.
იცი, რა არის ყოყმანი? - ერთი ნაბიჯი უკან. შემდეგ წინ და შემდეგ ისევ უკან. გაფანტული ღიმილი და უპასუხო შეკითხვა. დამალული სიტყვები და ბრმად ხატვა. უთქმელი სიახლოვე და თვალების ყვირილი.

შენ არა ხარ ბედისწერა...
არც ოცნება...
მკერდში ატეხილ ხმაურს გავხარ. ქაოსს.
იცი, რა არის ქაოსი? - ყელში გაჩხერილი ტირილი, ღამით შეწყვეტილი სიზმარი, მოწყვეტით დანარცხება, ნაკუწებად ქცეული ფურცელი და მკერდში ატეხილი ხმაური. გააზრება იმისა, რომ შენ არა ხარ ბედისწერა და არც ოცნება.

მაგრამ შენ ხარ... მაინც ხარ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ზღვა

ვაუ <3 ემოციების კორიანტელი დამატყდა კითხვისას თავს საოცრად ჩემეული იყო <3

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

პატარა მაგრამ ოკეანესავით ღმა, ბებრისმთქმელი, ბობოქარო და ზოგჯერ მშვიდი.

როცა ასე პატარა ჩანახატში ამდენი ემოცია და გრძნობა შეგიძლია ჩააქსოვო გამოდის საოცრად მგრძნობიარე გულის ადამიანი ხარ.

ძალიან მომეწონა.

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ზღვა
ვაუ <3 ემოციების კორიანტელი დამატყდა კითხვისას თავს საოცრად ჩემეული იყო <3

ძალიან მიხარია, რომ ასეთი ემოციური აღმოჩნდა შენთვის <3 მადლობა <3

ენ ბლექი
პატარა მაგრამ ოკეანესავით ღმა, ბებრისმთქმელი, ბობოქარო და ზოგჯერ მშვიდი.

როცა ასე პატარა ჩანახატში ამდენი ემოცია და გრძნობა შეგიძლია ჩააქსოვო გამოდის საოცრად მგრძნობიარე გულის ადამიანი ხარ.

ძალიან მომეწონა.


უღრმესი მადლობა <3 როგორც ჩანს, კარგად დაეტყო ჩემი ნეგატიური დღეები ჩანახატს... მიხარია ასე რომ მოგეწონა ^^

 


№4  offline წევრი eremar

ყველაფერი ჩაივლის! შენთან, ჩემთან, სხვასთან... ყველასთან ასეა.
და მაშინ აღარ იქნება!
--------------------
ცხოვრება უმოწყალოა, ზოგიერთი ადამიანიც. მე მივდივარ...

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

eremar
ყველაფერი ჩაივლის! შენთან, ჩემთან, სხვასთან... ყველასთან ასეა.
და მაშინ აღარ იქნება!

მაგრამ ისე ჩავლა არ მინდა, რომ აღარ იყოს.

 


№6  offline მოდერი chica sol

ეკლებში ამოსული ყაყაჩო ხარ შენ❤ მაგიჟებს და მაფორიაქებს შენი ნაწერები, მიყვარხარ მე შენ❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი lullaby

chica sol
ეკლებში ამოსული ყაყაჩო ხარ შენ❤ მაგიჟებს და მაფორიაქებს შენი ნაწერები, მიყვარხარ მე შენ❤

ჩემო ემოციურო ქალო <3

 


№8  offline წევრი sunriseN

საოცარი იყო, ისეთი პატარა და უბრალო სიტყვებით დაწერილი, მაგრამ ღრმა აზროვანი... თითიეული სიტყვა სავსე იყო ემოციებით, ნამდვილად გულშიჩამწვდომი იყო

 


№9  offline ახალბედა მწერალი lullaby

sunriseN
საოცარი იყო, ისეთი პატარა და უბრალო სიტყვებით დაწერილი, მაგრამ ღრმა აზროვანი... თითიეული სიტყვა სავსე იყო ემოციებით, ნამდვილად გულშიჩამწვდომი იყო

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო, ძალიან მიხარია ასე რომ მოგეწონა <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.