შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილუზია (სრულად)


22-03-2019, 17:23
ნანახია 532

ილუზია (სრულად)

ნისლი, სიცივე, წვიმა, ქარი, ფოთლების ავისმომასწავლებელი შრიალი, აფართხალებული გული, ვენებში დიდი სისწრაფით მოძრავი სისხლი და აჩქარებული გულის ცემა. ნაცრისფერი ფონი, რომელზედაც ბუნდოვნად რაღაც არსება ჩანს. თვალებს სწრაფად ვახამხამებ და ჩემს წინ არსებული ბურუსიც ნაწილობრივ იწმინდება. ახლა მკვეთრად ვხედავ 13 წლის გოგონას. ტანზე თეთრი საღამური აცვია, ფეხშიშველია, მის ტერფებს ვუყურებ, რომლებიც დაკაწრული და სისხლიანი აქვს. თლილი, სიცივისგან გალურჯებული თითები მხრებზე აქვს შემოხვეული და აკანკალებული სხეულის გათბობას ცდილობს. გალურჯებულ ტუჩებს კი გამალებით აკაწკაწებს. მის თვალებს ვუყურებ და მათში ვიძირები. ლურჯი, ზღვასავით უსასრულო ირისები გაოცებით მიცქერენ, თითქოს აქამდე ადამიანის მსგავსი არაფერი ენახათ. სველი, შავი თმა მოშიშვლებულ მხრებზე არეულად ყრია, რაც გოგონას სხეულს მეტად ამცივნებს.
პატარა არსების ასეთ მდგომარეობაში დანახვა გულს მიჩუყებს. მგონია, რომ ის ჩემი მონათესავე სულია. აჩქარებული ნაბიჯებით მივიწევ მისკენ და მალევე ვუახლოვდები. პირს ვაღებ და მინდა ვუთხრა როგორ არის, ან რა ქვია, თუმცა ბგერები ჰაერში იკარგება და მას ვერაფერს ვაწვდენ. გოგონა კვლავ გაკვირვებული მიცქერს.
მოცეკვავე წვიმის წვეთებს ქარი აშრიალებს და სხეულში ატანს, აშკარად პრემიერა აქვს. მთელი გრძნობით ახეთქებს არემარეს ახალ, გრძნობა აშლილ მელოდიას. ხეები ბანს აძლევენ და რაც უფრო მეტად შედის ქარი აზარტში, სამყაროც მეტად იხრის ქედს მის წინაშე. ჰაერში თითქოს შიშის სუნი ბატონობს. უკვე ცხვირის ნესტოები მეწვის, თვალებიც მეცრემლება, ჩემში საღაციდან ყრუ კივილი მესმის. სმენას ვძაბავ, ხელის გულები მეოფლება, პირი მიშრება. ის ისევ კივის... თავს გოგონასკენ ვატრიალებ და ვხვდები, რომ ამ ხმის ავტორი ისაა. ყურები მეგუბება და მინდა ვუთხრა, რომ გაჩუმდეს, თუმცა ბგერებს ქარი იტაცებს და სადღაც შორს მიყავს. აქ მხოლოდ გოგონას სულის ამაფორიაქებელი ხმა ისმის, თითქოს შველას ითხოვს, თითქოს მეუბნება, რომ მივიდე, ქარს მისი სხეული გამოვტაცო და ჩემთან წავიყვანო. მისი კივილი არავის ესმის ჩემს გარდა. ის ილუზიაში ჩაკარგული სულია... უსხეულო, უხმო, უემოციო, ილუზიით გაჟღენთილი სული და სხვა არაფერი.
გამოსახულება წამებში იმსხვრევა. თვალებს ვახელ და ჩემი ოთახის იისფერებში გადაწყვეტილ კედლების უსაშველო აკუსტიკას ვხედავ. გულის რითმი მიასმაგდებდა, კვლავ გოგონას უსასრულო თვალებს ვხედავ. შეშინებული მარჯვენა ხელს გულზე ვიდებ და ღრმად ვსუნთქავ. სისხლი მიდუღს და გონებაში მხოლოდ ერთადერთი სიტყვა ჩამესმის.
ილუზია...
-ელისაბედ, გეყოფა.- ჩემს თავს ვეუბნები, თვალებს სწრაფად ვახამხამებ, ფეხზე ვდგები და წყლის დასალევად მივდივარ. ყოველთვის ასე ხდება, როდესაც ძილის წინ იმაზე ვფიქრობ, რაზეც არ უნდა ვფიქრობდე. იყო იქ სადაც ხარ და ამავე დროს არ იყო - ეს ძალიან რთულია. დრო მტაცებელია და ის ჩვენზე ნადირობს. ყოველთვის უნდა გავუსწოროთ ცხოვრებას თვალი და ისეთი დავინახოთ როგორიც არის...
ილუზია არაფერია თუ არა წარმოსახვა ყოველივე იმისა, რაც შენშია.

ეს ჩანახატი უნდა დაბეჭდონ სკოლის ჟურნალში და ყველას აზრი განსაკუთრებით კი გამოცდილი მკითხველების და მწერლების მაინტერესებს. ივარგებს დასაბეჭდათ? თუ რამე შეცდომა მაქვს გთხოვთ მითხარით <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent