შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქვეცნობიერმა იცის


27-03-2019, 01:47
ავტორი nightnotes
ნანახია 129

ქვეცნობიერმა იცის

ჩემი ამჟამინდელი თითოეული ემოცია წარსულთანაა დაკავშირებული.ის ხშირად ისე გაუაზრებლად ტოვებს ჩვენზე წარუშლელ კვალს,რომ იმ წუთებში ვერც კი წარმოვიდგენთ,რომ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო მომენტი სამუდამოდ გვემახსოვრება.მართალია,რომ ყველაზე შორი ფიქრის მზერაა.ფლეშბექებშია არსობა ჩემი.მომავლის უშრეტი იმედი და წარსულიდან შემორჩენილი უვარგისი მოგონებები.ყოფა,რომელსაც არ აქვს აწმყო.ალბათ ამიტომაც მიმძიმს ხოლმე დილით ადგომა.მიჭირს მიზანი გავიაზრო.ზოგჯერ ვნანობ ხოლმე ძველი მოგონებები რომ ამოვშალე.ეს მეტად უცნაური პროცესია.გონების ცარიელ ოთახში შედიხარ და იქ ტოვებ ყველაფერს,რაც გტკენს და რისი დავიწყებაც ყველაზე მეტად გინდა.შემდეგ კეტავ იმ ოთახს და ერთადერთ გასაღებს თავიდან იშორებ.თუმცა მოგონებების ხმა ზოგჯერ მაინც მესმის ხოლმე.გააჩნია რამდენად ახლოს ჩავივლი იმ ოთახთან.ფიქრიანი ადამიანები ძნელად ცხოვრობენ.ფიქრი მათი ბედისწერა და მშვენებაა,აწამებთ,მაგრამ კიდეც ალამაზებთ და ლირიკული ისტორიის გმირებად აქცევთ.ყველა ადამიანს,და მათ შორის მეც,აქვს ცხოვრების თავისებური ისტორია.ბოლოში გასული ყოველი ჩვენგანი თავისებურად გაიხსენებს ცხოვრებას.მოულოდნელად გენიალური კარლოს სიტყვები მახსენდება:“მდიდრებს და ღარიბებს მართლა განსხვავებული ღმერთი ჰყავთ“.ჩემს ინტერპრეტაციასაც თუკი დავუმატებთ,ვიტყვი,რომ არა მარტო ღმერთი ჰყავთ განსხვავებული,ზოგადად თითოეული ადამიანი რაღაც დიდი და სხვადასხვა უნიკალურობის მცირედი ნაწილია.ყველას აქვს საკუთარი ქალაქი,ოღონდ შესაძლოა არც იცოდეს ეს.რაღაც შეცდომა მოხდა და ამ დროში არ უნდა დავბადებულიყავი.გამუდმებით მაწუხებს ეს ფიქრი-აქ არ არის ჩემი ადგილი.ცუდათ ვგრძნობ აქ თავს.ხო,ეს ჩემი ქალაქია.მე ვცხოვრობ ამ ქალაქში და აქ მაინც უცხოდ ვარ.აქ არაფერია ჩემი.ისიც უცხოა ჩემთვის.იმაზე მეტადაც კი ვიდრე ჩემს გონებაში ჯერ კიდევ არ არსებული უცხო ადგილი.ხშირად როგორ ხელის გაწვდენაზეა ხოლმე ბედნიერება და როგორ გულგრილად ჩავუვლით ხოლმე მას.და თუმცა სინანულს აღარ აქვს ხოლმე აზრი,მაინც ხშირად ვნანო ბევრ რამეს.გადავხტი,შემდეგ კი გადავიფიქრე,თუმცა ახლა აღარ აქვს აზრი.და მართლაც ხშირად ცხვირწინაა ბედნიერება და თუმცა ვხედავთ,ვერ ვპოულობთ მას.მარტოობაში გატარებული ყოველი უსასრულო ღამე რაღაც ახლის სულისჩამდგმელია.ახალი იდეის ან სულაც ახალი ადამიანის,რომელიც ბევრ სხვა დანარჩენთან ერთად შენს გონებაში დაიდებს ბინას.ღამე მარტოსულის ხანგრძლივი დღესასწაულია.ის ჩემი სულის დღესასწაულია.ყოველ ღამე,როგორც კი შუაღამეს გადასცილდება,ცნობიერისა და ქვეცნობიერის საზღვრები ირღვევა და საუცხოო მეჯლისის დედოფალი მარგარიტაც და ოთხივე სატანაც თავად ვხდები,ხოლო იქ მყოფი ულევი სტუმრების ზღვა ჩემი ყოველი არასასურველი მოგონებაა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent