შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზმანება


9-06-2019, 20:56
ავტორი Frigga
ნანახია 1 407

გარშემო უამრავი ადამიანი მოძრაობს, თითქოს თითოეულ მათგანს რაღაც ზემოქმედების შედეგად ჩემ გონებაში შემოღწევა შეუძლია, გათიშულს მეხვევიან გარსს და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ, ლამაზი მაკიაჟით და ბრენდული ტანსაცმლით აღჭურვილ ზომბებს ჰგავან, უნაკლო თოჯინებს, რომლებსაც გრძნობები, მიმიკები, ემოციები ამოაცალეს და იარლიყით, საკუთარ ადგილას, ერთ დიდ თაროზე შემოდეს, ისინი ყოველ წუთს იყიდებიან, იყიდებიან მაგრამ მაინც ადგილზე დევს მათი სხეულები, ჰყიდიან მეგობრობას, სიყვარულს, ერთგულებას, პატიოსნებას, ცუდ თვისებებს ცოტა უფრო დაბალ ფასებში თუ წაგლეჯენ ხოლმე, თუმცა მაინც ყიდიან.
დაკარგულ გრძნობებს ალბათ ჩემს ეძებენ, გათიშულს თითქოს უღონოდ მიგდებულს ვხედავ საკუთარ თავს, ისინი კი არ წყვეტენ ჩემ გარშემო ტრიალს, პირიქით ნაბიჯებს უფრო და უფრო უსწრაფებენ, მეც ვიცლები, ვიცლები პოზიტივოსგან, ნეგატივისგანაც კი, ჩემი სხეული, ჯერ კიდევ უგონოდ გდია და ფასს უკარგავს, მათი ტალახიანი თითები ეხება ჩემს ჩითის უბრალო კაბას, სვრის, სვრის და ტეხავს ღილს, სვრის ჩემს გრძნობებსა, ემოციებს ჩარჩოში აქცევს, არ გაიცინო ხმამაღლაო თითქოს ჰიპნოზშიც კი მაგდებს, დააკარგინეს ყველაფერს ფასი, სიყვარულს რწმენა, მეგობარს არსი, დააკარგინეს ცხოვრებას გემო, პატარა ბავშვივით აღარავის უხარია უბრალო ყვავილის დანახვა, აღარავის უხარია მეგობართან ერთად სირბილი, არ უხარია მოგონებების ერთად გადაშლა... ადამიანმა თვითონ მოუწყო საკუთარ თავს ლაბირინთები, ლაბირინთები საიდანაც ცხოვრების ბოლომდე ვერ გამოაღწევენ.
სადღაც სიცარიელეში ვეძებდი სიმშვიდეს, მტვრიანი ფანჯრის რაფის გარდა ვერაფერი ვიპოვე, სიბნელის გასაფანტად საკუFა
რ მოგონებებს ვიყენებ, ალბათ ისინი არ გაცივდებიან, ყოველშემთხვევაში ჯერ არა. ფასდაკარგულ სიმართლეს და სიყვარულს მთელი ძალით გავურბივარ, თითქოს ცდილობს დამიჭიროს და სიცრულის კლანჭებში მომაქციოს, ვერ ვიტყვი, რომ არ გამოსდის, აშკარად პროფესიონალია, რამდენჯერმე ძლივს გამოვექეცი, რუტინა და წესია ადამიანისთვის საკუთარი "მე" არასდროს დაკარგოს.
ტკივილი იმდენად დიდი და ძლიერია, რომ შეიძლება ადამიანს ყველაფერი წაართვა, ან თავად ადამიანმა გაყიდოს, მაგრამ ტკივილს ვერ გააქრობს და ვერც გაჰყოდის, ეს ერთადერთია რასაც ამ თოჯინებში ვხედავდი, ისინი ტრიალებდნენ ჩემი სხეულის გარშემო, მაცლიდნენ შინაგან სამყაროს, მე კი უბრალოდ ვქრებოდი საკუთარი სხეულიდან.
რთულია იყო ის, ვინც არ ხარ და ამაზე რთულია იყო ის, ვინც ხარ... სადღაც შორს დედამიწის იქით და არც შორს დედამიწაზე დააბიჯებ, უცნაურობის შიშით თითქოს ყველა გაგირბის, არც არავინ გიცნობს დედამიწაზე, ან სხვა როგორ უნდა გიცნობდეს, შენ ხომ საკუთარ თავსაც არ იცნობ!? ხანდახან გინდა დაყარო ყველაფერი და ჩიტივით გაფრინდე, ის ყველაფერი რაც რეალურად არაფერია, ის, რისი დატოვებაც არ გინდა და მხრებს გიმძიმებს, რეალურად ნივთები კი არა, შენი ფიქრებია, ტკივილი, რომელსაც სადღაც მაინც მალავ, სადღაც გულის იმ ნაწილში, რომელსაც ღამით დაწოლის დროსაც არ ეხები, გეშინია, გეშინია, რომ შეხებას ვერ გაუძლებ, თითქოს მარტივად შენახულ მოგონებას ოდნავადაც ვერ ეხები, გინდა, რომ ყველაფერი შიგ ჩამალო, თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა... რაც უნდა კარგად ცხოვრობდე და არაფერი გაკლდეს, მაინც მოდიხარ კალამთან და წერ... წერ იმ ადამიანზე რომელიც არც კი გინახავს, წერ, წერ საკუთარ სისხლზე, რომელიც არ ჩაგხუტებია, ხედავ პატარა დას დიდი ძმის მკლავებში და რთულია...ძლიერება, მაგრამ ის უფრო გადაჭარბებითაა შენში, ვიდრე სხვაში, შენ მხდალი კი არ ხარ, არამედ გეშინია დაკარგვის, შენ მშიშარა კი არ ხარ, არამედ უფრთხილდები რაღაცას, რაც შენთვის ძვირფასია, ხშირად კი ამ პატარა ყუთს სხვისი ხელი ხვდება, ჭუჭყიანი, ამორალური, სული გეყინება,მაგრამ უძლებ..
ცივი და აუტანელი ხდები, ბევრს არ წერ, ეს ტკივილი იმაზე დიდია შენში ვიდრე ნებისმიერი გრძნობა, გეღიმება, როცა ვინმე სიყვარულის გამო ტირის და ფიქრობ რომ სულელია.. შენს დამტვერილ ყუთში ამ გრძნობას არც კი გაუვლია..



№1  offline მოდერი Mary Drey

................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent