შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნებისას?!


11-06-2019, 23:01
ავტორი loveyou
ნანახია 573

ღმერთო ჩემო,ისეთი ცარიელი ვარ უკვე სამმი წელია,რომ ჩემი არსებობა,როგორც ოცი წლის ცოლ-ქმრის მხოლოდ ფურცელზე გაფორმებული ურთიერთობა,ისეა.აღარც ვწერ,აღარც ვუსმენ და აღარც ვუყურებ.იმ დღეს ჩავუფიქრდი,13 წლის უფრო პროდუქტიული იყავი,ვიდრე დღეს,ოცი წლის რომ გქვია და პროფესიაც გაქვსთქო.
წინ მაქვს გადაშლილი ბიჰევიორიზმი,ფსიქოლოგიის ბინძური ისტორია და ვერც ვხვდები თავი სად გავყავი.აი,მესამე წელია თავს ვპირდები რამე ღირებულს ისევ დავწერ,ისევ ისე ჩავისუნთქავ,რომ ეს ჩემი დამპალი სული მარტოობისგან აღარ მტკიოდესთქო.
ამ წერილს ადრესატი არ ჰყავს.ისე ჩქარა და არაკომფორტულად ვკრეფ,ისე მომაწვა უცებ და ვცდილობ არ გამექცეს,წამი დავიჭირო.ხოდა,ნებისმიერი მკითხველი იყოს ადრესატი იმ ადამიანის,რომელმაც საკუთარი თავიდან პატარა სკვინჩაც ვერ გამოზარდა.
ოცი წელია ვარ და რამდენი ნაბიჯი გამივლია ნეტა..და აქედან რამდენი იყო იქით გადადგმული,სადაც დღეს უნდა ვმდგარიყავი?სტამბოლის ცხელ სანაპიროზე,ეგვიპტის ზეთების მაღაზიაში,ბარსელონას სუფთა ქუჩებში,თბილისის ძველ უბნებში,მაგრამ არა აქ და ახლა..
ეს ჩემი გარდაცვალებაა..მაგრამ იქნებ ასეთი ტკივილების მერე ისევ ვიღვიძებთ და ისევ ვსუნთქავთ.მახსოვს,წლების წინ როგორ ვდებდი აქ ჩემს ნაწერებს და სულმოუთქმელად ველოდებოდი ცოცხალ ნაკადს კომენტარების.ახლა ყველაფერი შEიცვალა,ის თაობა წავიდა და ჩვენც ჩავიარეთ.დღეს აქ აღარავის ვახსოვარ და მიხარია კიდეც,რომ ამ ჩემი წერილის იქით ვერაფერ პერსონალურს გაიხსენებენ.
ახლა რომ ისევ 2011 იყოს,ამ გათელილ გზებს აქეთ,სიცოცხლისკენ შემოვაბრუნებდი..
სადამდე მივუშვი თავი?! და თავმაც რომ უფლება მომცა..
ალბათ,ისევ და როდესმე.
პატივისცემით, ცოტათი ძველი მე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent