შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრები


22-06-2019, 13:29
ავტორი მიშო
ნანახია 1 721

ვერ ვიძინებ, ამერია ფიქრები.
მომავალიც წარსულსა ჰგავს ფერებით.
იქაც ვიცი ისევ მარტო ვიქნები
მომავალშიც არვინ მომეფერებით!


ამერია დრო ხიდად ვერ გავიდე;
ღვინის ბოთლით კვლავ შევავსე ფიალა!
ეჰ ვიცოდე ნეტავ საით წავიდე...
ამოვკემსო გულზე მინდა იარა.

წლებმა ფერთა გაახუნა გამები;
მე ტკივილმა მაინც არ გამიარა!
ოცნებები ყრია როგორც გვამები..
თითქოს გულზე ტალღამ გადამიარა.

იმედებიც როგორც ცვარი მზის სხივით,
აორთქლებულ წვეთებივით ქრებიან!
მიქრის წლები სიმარტოვის ფიქრივით
მკვდარ ოცნებებს ჩუმად ეფერებიან!

ქარბუქს მკერდით შევეგებე ურია!
სულს მიფლეთს და სასიკვდილოდ მიმეტებს!
მე ქარებთან ისევ ბრძოლა მწყურია..
მაგრამ გზები ისევ გადმიკეტეს.

დილით ღამის დამათენდა სიჩუმე...
ნერვებს მიშლის სიმარტოვე წყეული!
მე გულისთქმა ისევ ვერ გავიჩუმე
დასარულთან მიდი თავაწეული!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent