შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ დაბრუნების ეიფორია


30-04-2019, 23:32
ავტორი krimcova19
ნანახია 178

ვერ დაბრუნების ეიფორია

წლების შემდეგ მე შენთან დავბრუნდი... ვერც კი წარმოიდგენ რამდენჯერ დამიმტვრევია თითები სანამ მოგწერდი. მილიონჯერ დამიხურავს ლეპტოპი, გადამისროლია ტელეფონი სხვა მხარეს. შენი მონატრება რომ დამივლიდა ხოლმე ტანში, ვდგებოდი და გარეთ უსახლ-კაროსავით დავეხეტებოდი ხოლმე. პირში გაჩრილი ღერი სიგარეტით გადავივლიდი აღმართებიან გზებს და არც ვაქცევდი ყურადღებას ხალხის მზერას, ისინი ალბათ მეძავათაც მიმიჩნევდნენ (მენტალიტეტის ბრალია რა ვუყოთ)
ჩავხუტებივარ ბალიშს და ასე მეგონა შენ მყავდი შემოხვეული და არ მიშვებდი ჩემს ნებაზე. სიგიჟემდე მიყვარდი. მილიონჯერ ვცადე შენი თავი სხვაში მეპოვნა,მაგრამ ვერა და ვერ შევძელი ეს. ყველა შენი გაფუჭებული ვერსია იყო. დილით მზის პირველ სხივთან ერთად შენს კოცნას წარმოვიდგენდი ხოლმე და წამიერად მეოცნებედ ჩემს თავს ბედნიერებას ვჩუქნიდი ხოლმე
.
მერე რა თქმა უნდა ცხოვრებისეულ რუტინას ვუბრუნდებოდი და ყველაფრის ატანას ვცდილობდი.
შემდეგ საოცრება მოხდა... თითქოს ყველაფერი თავიდან დაიწყო და ხეებმა სხვაგვარად დაიწყეს ყვავილობა. ისეთი გრძნობა იყო თავბრუდამხვევი...გრძნობა ეიფორია შენი დაბრუნების, გაშეშებული მზერა წერილისა "მომენატრე". 
თუმცაღა მაინც არ ვიცი ბოლომდე, რა ვიგრძენი იმ წამს ალბათ არც არაფერი. მხოლოდ აზრი
დაიგვიანა....
აღარ იყო ის სიყვარული თითქოს სამყაროში მოლეკულებად მიმომეფანტა და ახლა აღდგენა მესაჭირეობოდა.
იქნებ ვნახო...იქნებ ვნახო...
ძალიან მინდოდა მისი ნახვა,არა მონატრების არამედ გრძნობების გადასამოწმებლად
იმ დღეს ჩემს მეგობარს გავყევი საქმეზე და ცხოვრებაში პირველად მოვატყუე მას რაღაც... მთელი 15 წლის მანძილზე მას სრულ სიმართლეს ვეუბნებოდი ხოლმე და იმ დღეს,რატომღაც იმ დღეს 1000 სისულელე მოვებოდიალე და მისკენ გავემართე მინდოდა მალე ჩამოვშორებოდი მას და ჩემი ძველი და მუდმივი სიყვარული მენახა.რაღა თქმა უნდა ჩემი მეგობარი ამას ვერ მიხვდა,თავის ფიქრებში იყო გადაშვებული და დარდის გაქარვებას ჩემთან საუბრით ცდილობდა მე კი მას ცალი ყურითაც არ ვუსმენდი და ამას ვერც კი ხვდებოდა..მე კი მწყინდა ამას რომ ვერ ხვდებოდა თითქოს ჩვენს ულევ მეგობრობას ვცდიდით და ის კი გამოცდას ვერ გადიოდა
-მარშუტკით უნდა გავიდე
მივახალე ცივად და მის გაკვირვებულ და ინტერესით აღსავსე თვალებს შევეჩეხე
-სად მიდიხარ?
-სახლში
ვუპასუხე სწარაფად და ცივი ტონით
-გემუდარები მეტროთი წამოდი
-სხვადასხვა მატარებლებს მივყვებით არ გვაქვს ერთი გზა.
მერე რა მოხდა გთხოვ
ბოლოს, როგორც იქნა დავთანხმდი და წავედი მასთან ერთად. გზაში ხმა არ გამიცია. მხოლოდ დამშვიდობებისას გადავკოცნე და წამოსვლა, რომ დავაპირე მკლავში დამწვა
-რამეს ხო არ მატყუებ?
-რას უნდა გატყუებდე ხო იცი როგორ მიყვარხარ.
არაფერი უთქვამს მხოლოდ თავისი დიდრონი თვალები მომაპყრო ყოვლისმომცვლელად, მის მზერას ვეღარ გავუძელი და სასწრაფოდ გავშორდი.
ზუსტად ერთ გაჩერებაში ჩამოვედი და ეს ორი წუთი საუკუნედ გაიწელა ჩემს ცხოვრებაში.
ექსკალატორზე ყოფნისას გაქცევის და უკან დაბრუნების აზრმა მომიცვა.მეშინოდა მისი ნახვა,ის ხომ წარსულის აჩრდილი იყო...ფიქრებში გავრბოდი და ვეცემოდი,მაგრამ რეალურად მოძრავ კიბეზე ვიდექი და თითებს ნერვიულად ვაკაკუნებდი თითქოს რაღაც სიმღერის რიტმს ვყვებოდი. სიმღერას,რომელსაც წარსული ცხოვრება ერქვა.
მეტროს თავზე მელოდებოდა ჩემდა გასაკვირვად არც ფეხები ამბლანდია, არც მისკენ გაქცევა და ჩახუტება მომდომებია. ვუყურებდი მას და ვერ ვიჯერებდი რომ ისევ მე მელოდებოდა.
-გამარჯობა
მითხრა და გადამკოცნა
მეტს ველოდი გავიფიქრე ჩემთვის.
-როგორ ხარ აბა?
კარგი ძმაკაცივით დამიწყო საუბარი და თან ცდილობდა ჩემი გაკვირვებული და შუბლისგამხვრეტავი მზერა მოეშორებინა. მე კი უბრალოდ თვალს ვერ ვაშორებდი საბაბს ან მიზეზს ვეძებდი,რომ ისევ ჩემად მიმეღო.უცბად წამოემართა და ძლიერად ჩამეხუტა. თავიდან სრულმა კანკალმა ამიტანა და მინდოდა მეტირა,შემდეგ წამიერად შემომხედა და მაკოცა.ვერაფერი ვერ ვიგრძენი....სრულიად სიცარიელე ისეთი მომენტი იყო,როგორც მულტფილმ "რატატუიშია"
"პატარა მზარეული" თავის ძმა ემილის გემოთა სამყაროში, რომ მიუძღვება და ის მაინც ვერაფერს გრძნობს, მხოლოდ შიმშილის გრძნობას იკლავს. მე კი ვერაფერს ვიკლავდი ვერც ვნებას, ვერც ფიქრებს,ვერც მოგონებებს, საერთოდ ვერაფერს.რადგან იმ მომენტში გავაცნობიერე რომ საერთოდ არაფერი გამაჩნდა
ჩემი სახე ხელებქვეშ მოიქცია და დაჟინებით დამიწყო მზერა.
-აღარ გიყვავარ? აღარ გიყვარვარ?
პასუხს ვეღარ ვცემდი და მხოლოდ ერთ რამეს ვამჩნევდი...ვამჩნევდი და მზარავდა ეს ყოველივე
მისი თვალები აღარ ჰყვაოდნენ ისე როგორც მე მიყვარდა, ჩამქარალ და შემდგომ გამქრალ ვარსკვლავებს ჰგავდნენ.გული დამწყდა აი ეს გრძნობა შემრჩა მისგან ვინც მთელს მსოფლიოს მერჩივნა...გულისწყვეტისა და იმედგაცეუების.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.