შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმა შენში

29-06-2019, 10:18
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 417

28.June.2019

გვიან მომიწია სახლში დაბრუნება, დიდხანს ვიდექი მეტროს შესასვლელთან იმ იმედით რომ წვიმა გადაიღებდა თუმცა განრისხებული ბუნება ქუჩაში დარჩენილი ადამიანების დანდობას აშკარად არ ჩქარობდა, პირიქით შესუსტების ნაცვლად უფრო და უფრო უმატებდა სიძლიერეს. სულ მალე მეტროს დერეფანში შეკრებილი ადამიანების სიმრავლემ იმდენს მიაღწია სუნთქვა გაჭირდა. გარეთ ჩამობნელდა, ღიმილით ავხედე ჩამოქუფრულ ცას. ტელეფონს ყურსასმენი მოვარგე, " woodkid - i love you" ჩავრთე. ტელეფონი ჩანთის უკანა ჯიბეში ჩავაგდე და წვიმაში გავედი. წამით შევჩერდი, სახეში შემოსხმულ წვიმის წვეთებს ღიმილით შევხვდი, შემაჟრჟოლა, ნელი სვლით დავიწყე გუბეებად მდგარი წ....ბის გარღვევა. ხალხი გარბოდა, სწრაფად, უკან მოუხედავად, მე კი ისე მივსეირნობდი თითქოს წვიმის წვეთები სულაც არ მიწვავდა მონატრებით დამძიმებულ მხრებს, სვლა აჩქარების ნაცვლად საერთოდ შევანელე, შენზე ვფიქრობდი, წვიმა წურწურით ჩამომდიოდა სახეზე, მხედველობა მიჭირდა თუმცა ფეხის აჩქარებას მაინც არ ვჩქარობდი.
- გიჟია. - სირბილით ჩამირბინა ორმა ახლაგაზრდა ბიჭმა.
- ჰო გიჟი ვარ. - ღიმილით მივაძახე თუმცა ისე სწრაფად გარბოდა ჩემი ხმა არ ესმოდა. აღარც მე მესმოდა არაფერი. მხოლოდ მუსიკა და წვიმის ხმა ერთმანეთს ცვლიდა ჩემს გონებაში. სულ მალე ქუჩაში არავინ აღარ იყო, მხოლოდ მე ვიყავი, ნიაღვრებად ქცეული მიწა, უსაშველოდ ძლიერი წვიმა და მე. შუა ქუჩაში გავედი, ფეხის ტერფებზე გველივით დასრიალებდა დაღმართიდან მოვარდნილი ნიაღვრები, ხელები განზე გავშალე, სახე ზეცას მივუშვირე და სიცილით დავტრიალდი. შენზე ვფიქრობდი. ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი იმ მომენტში. თავისუფალი, ლაღი, სიყვარულით აფეთქებული, გონებაში ანთებული წითელი ღილაკი ავისმომასწავებლად აწრიპინდა, შენი უბნისკენ გავაპარე თვალი, შენ ხომ ძალიან ახლოს ხარ, ახლოს და ამავე დროს ყველაზე შორს.
- სად ხარ? - გავიფიქრე და დაგინახე, ჩემს წინ იდექი... წვიმისგან თავიდან ფეხებამდე გალუმპული, სახე გაბადრული შუა ქუჩაში იდექი, იღიმოდი, განზე გქონდა ხელები გაშლილი და ტრიალებდი. ბედბიერი იყავი, ლაღი, თავისუფალი და სიყვარულით აფექთებული...
მუხლებზე დავეშვი, ხელები ისევ განზე მქონდა გაშლილი, ზეცას ვუყურებდი და წვიმის წვეთებს ბედნიერებისგან გამოწვეულ ცრემლებს მეგზურად ვაყოლებდი... შენ იქ იყავი, იღიმოდი და ხელებგაშლილი წვიმასთან ერთად ცეკვავდი, მე დაგინახე, შენ იქ იყავი...скачать dle 11.3

№1  offline წევრი სიბილა

მე დაგინახე
ან ვერ დაგინახე და გიგრძენი
და წვიმდა
))))))
და წვიმაც გრძნობდა
აუ ენ.....

№2  offline ადმინი ენ ბლექი

სიბილა
მე დაგინახე
ან ვერ დაგინახე და გიგრძენი
და წვიმდა
))))))
და წვიმაც გრძნობდა
აუ ენ.....

ეს ის არის რაც ასე მენატრება ❤
მიყვარს წვიმა, რადგან წვიმაშია ის ვინც ენს ამ ყვეკაფერს აგრძნობინებს და აწერინებს. ❤

მეც მიყვარეს წვიმა

№4  offline წევრი SillyGirl

Epic!
რანაირი ხარ რა...
ცოტა ძალიან გიჟი <3
ხშირად უნდა იწვიმოს რომ გვანებივრო აშკარად <3

№5 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

გროსმაისტერი
მეც მიყვარეს წვიმა

SillyGirl
Epic!
რანაირი ხარ რა...
ცოტა ძალიან გიჟი <3
ხშირად უნდა იწვიმოს რომ გვანებივრო აშკარად <3

ცოტა ძალიან გიჟი ❤
მადლობა ❤

№6  offline ადმინი ელპინი

წვიმას გილოცავ, ბლექ.
ლამაზია.

№7 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ელპინი
წვიმას გილოცავ, ბლექ.
ლამაზია.

მადლობა ელპინ

წვიმაში მეც მივსეირნობ და ხალხი ისე იყურება რომ ვხვდები ხოლმე რასაც ფიქრობენ მაგრამ მასზე რომ მეფიქრება ესეც საკმარისია რომ დავიკიდო ხალხის აზრი grimacing disappointed თვალებით კი ვეძებ მაგრამ არ ჩანს,ერთხელ დავინახე,სხვასთან ერთად მიდიოდა და ნეტავ სულ არ დამენახა sob ისევ მიყვარს წვიმა და ისევ ვეძებ მაგრამ არ აქვს აზრი იმიტომ რომ აღარ ვაინტერესებ expressionless

№9 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ჩაფიქრებული გოგონა♥

მთავარი არ არის მას მართლაც ხედავდე, მთავარია წვიმაში მხოლოდ ის დაინახო რაც თავად გსურს, არც მე დამინახავს რეალურად მაგრამ ისეთი რეალური იყო რომ პრინციპში რეალური იყო ❤

სტუმარი ენ ბლექი

ხო მაგრამ ოდესღაც როცა ერთად იყავით და ეხლა აღარაფერიტეხავს ცოტა

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent