შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი ბნელში ანათებს


1-07-2019, 12:18
ავტორი izabella
ნანახია 131

ნათელი ბნელში ანათებს

ჰაერის მოზღვავებულ ნაკადს ვგრძნობ მთელ სახეზე. ისეთი სიჩქარით ვეშვები ზემოდან ქვემოთ, რომ მხედველობა მიჭირს, თვალების დახამხამებას ძლივს ვახერხებ. თუ გავახელ დახუჭვა მიჭირს, თუ დავხუჭავ პირიქით. ვგრძნობ, ჭარბი ადრენალინისგან როგორ მებერება გული და მეშინია არ გამისკდეს. სულ ცოტა დარჩა, სულ ცოტა, მაგრამ რა ხდება? ჩაბმული თოკი რგოლს წყდება და მე უმისამართოდ და ზედმეტად სწრაფად მივიწევ ქვემოთ, ხრამში. შორიდან თითქოს ვიღაც ჩემ სახელს ყვირის, ან იქნებ არც ყვირის. ქვებია, თან ძალიან ბევრი, ზედმეტად დიდები. ტკივილს ვგრძნობ თავის არეში, ბნელდება, თვალები მეხუჭება, აზროვნების უნარს ვკარგავ და სამყაროს ვეთიშები.
თვალებს ვახელ, ოთახში დივანზე ვზივარ, მაგრამ პირით კედლისკენ ვარ შებრუნებული, გვერდით ვიღაც მიზის და რაღაცას მელაპარაკება, მაგრამ მისი ნათქვამიდან არაფერი მესმის. ოთახს თვალს ვავლებ, ბნელა, სინათლე არ ანთია. არ მესმის რა ხდება ან დანარჩენი ოჯახის წევრები სად არიან? ნახევარი ტანით ვბრუნდები და მოულოდნელად ვხედავ როგორ ცილდება იატაკის დეტალები ერთმანეთს. იქ, ქვემოთ ისეთი საშინელი, შემაძრწუნებელი სიბნელე მოჩანს ოთახის სიბნელე მასთან შედარებით დღის სინათლეს უდრის. უსიამოვნოდ მივლის ჟრუანტელი ტანში და ვიბუზები. თვალის დახამხამებაში ვხედავ სიბნელიდან როგორ მოიწევს ჩემკენ რაღაც სველი, ლორწოვანი, კუპრივით შავი, გველის კუდის მსგავსი. წელზე მეხვევა, ისე მიჭერს ვეღარ ვსუნთქავ, ძალიან ცივია -ყინულივით. ჰაერში ვფრიალდები ამ რაღაცის წყალობით, რომელიც ჩემ წელს არის შემოხვეული და სიშავისკენ მივექანები. სასოწარკვეთილებაში ვვარდები ,,ეს დასასრულია" მიელვებს თავში და პირს დასაყვირებლად ვაღებ, რომ ვინმეს საშველად მოვუხმო, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომდის, ერთი პატარა ბგერაც კი. უკვე იატაკს ვუთანაბრდები, გაუაზრებლად რომ სცდება ტუჩებს ლოცვა და ნახევრის თქმასაც ვერ ვახერხებ, რომ ძლიერი სინათლე მჭრის თვალებს. ჩემი ოთახის კედლებს ვხედავ, ესე იგი ცოცხალი ვარ, გადავრჩი, მადლობა ღმერთო. ბედნიერებას მადლიერება ცვლის.
-ცოცხალი ვარ, ცოცხალი, -შეშინებული ვიწყებ ბუტბუტს და თვალებიდან ცრემლები მომდის. მეშინია თვალების დახუჭვის, მგონია თუ დავხუჭავ ისევ გაგრძელდება ის კოშმარი. ძალას ვიკრებ, თვალებს ვხუჭავ, ქუთუთოებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ და მერე შიშით ვაშორებ ერთმანეთს. დილაა, საათს გავცქერი, შვიდი საათი სულ ახლახანს დაწყებულა, ფანჯრიდან კი კარგად ჩანს როგორ იცვლება ცა. მუქ, მოშაო - მოლურჯო ფერს ნათელი ცისფერი ფონი ცვლის, რომელშიც ნარინჯისფერი ზოლები იკვლევენ გზას, მერე ყვითლდებიან, ცისფერი ფერი ერთიანად შთაინთქმება მასში და ჩნდება ამომავალი, ყვითელი მოკაშკაშე ბურთი, რომლის ბრწყინვალება და მწველი სხივები ჩემ სახეზე იდებენ ბინას და მე საოცარი სიმშვიდის, დაცულობის და უსაზღვრო ბედნიერების გრძნობა მეუფლება. ზამბარასავით დაჭიმული სხეული მიდუნდება, ბალიშს ზურგით ვეყრდნობი და მზის მწველ სხივებს უფლებას ვაძლევ ჩემ სახეზე თამამად ითარეშონ. სახეზე ხელებს ვიფარებ, სხივები კანს მიწვავენ, ისევ სახეს ვუშვერ, დადებითი ენერგიით ვივსები და მეღიმება. სიცოცხლე ბედნიერებაა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent