შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორდოსი


6-05-2019, 17:20
ავტორი May
ნანახია 239

ორდოსი

შუა ღამის ნისლმა დედამიწა ჩაყლაპა...
საათის წიკწიკი ყველაზე ხმაურიანი მელოდიაა, რომლის თითოეულმა ნოტმა შენი სხეულის თითოეული წერტილი შთანთქა...
წევხარ გაუნძრევლად, ან უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს.
ვერ გაინძრევი.
შიშის კრისტალები შენი სხეულის დათვალიერებას ფეხის თითებიდან იწყებენ და ლავასავით იღვრებიან.
ადგილსამყოფელს ათვალიერებენ და თითქოს მოსწონთ. უფრო ღრმად იჭრებიან შენში და თავს ცენტრში იყრიან, თითქოს ეს არის შენი დასასრული, მაგრამ ახლა არ მთავრდება ყველაფერი.
ახლა იწყება!
მთლიანი გულ-მკერდის ფართო ნაწილზე სიმძიმეს გრძნობ. თითქოს მისი ერთი დიდი სივრცე ღვთაებრივ არსებას დაემონებინოს და კანკალს ვერ წყვეტ. ეს არის ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგიძლია და ამის შეჩერებასაც ფიქრობ. გძულს ღამე რადგან ყოველ წამს ამ გრძნობით იფატრები და არ იცი როდის დასრულდება.
შვებასაც ვერ გრძნობ.
ხვდები როგორ ამოდის შენს ყელში მსხვილი ბურთი და ჟანგბადის მიწოდების ყველა გზას უკეტავს ალვეოლებს.
მატრასში ღრმად ეფლობი და შენი უსუსურობის დასამტკიცებლად ბაგეებს ხსნი, რადგან ხავილით მაინც მიაწვდინო ხმა სხვებს.
თითქოს ღამის ეს გარდამავალი წამი გაიძულებს დემონებთან ფიზიკურ კონტაქტს...

წამით თვალებს ხუჭავ.
ღრმად სუნთქავ თითქოს მარაგს იტოვებ, რათა იცი მალე ესეც არ შეგეძლება.
ყელზე გაყინული საცეცების შემოჭდობას გრძნობ და მთელი სხეულით აუტანელ ტკივილამდე იჭიმები. ხმა პირიდან არ ამოგდის და გირჩევნია მოკვდე!
ტვინის ხვეულები დახეთქვამდე მიგყავს. შუბლზე მსხვილი ცისფერი ძარღვი მოსჩანს, რომელიც მოუსვენრად მოძრაობს წითელ ფონზე.
ყელზე დატოტვილი კაპილარები დაწყვეტამდეა მისული და იხრჩობი.
გკლავს...
გაწამებს...
მდგომარების პიკს თავში ატეხილი ხმაურით აღწევ.
ქვითინი, ღრიალი, კივილი, ხრიალი... ერთიანად გესმის და იმის რესურსიც არ გაქვს, რო ეს შეაჩერო.
თითქოს გული გიჩერდება და მისი გამაწვრილებელი წუილი, რომელიც ყურებში ჩაგესმის შეჩერებას არ აპირებს.
წამით ყველაფერი წყდება და ეს გრძნობა იმდენად ნაზია, როგორც დემონის ფრთების შეხება, თითქოს ჩვეულებრივია.
როდესაც დედამიწას ყინულის ქერქი სამუდამოდ მოშორდება მიწა ამოისუნთქებს და მასში დაგროვილ შხამს ოფლივით გამოჟონავს ზედაპირზე.
მუტანტები ვეება ბრჭყალებით ჩაებაუჭებიან სიცოცხლეს, ვინც ვერ გაიქცევა დაიღუპება, ამის გამომვლელმა გირჩევნია ვერ გაიქცე!
და როდესაც ეს მოხდება.
მიხვდებ, რომ ეს არ იყო დამთხვევა.
ეს ორდოსია...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.