შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათელი ფერები


6-05-2019, 20:30
ავტორი ლეა
ნანახია 167

ნათელი ფერები

ჩემს წარმოსახვაში ყველა ადამიანს საკუთარი ფერი აქვს. ზოგი ცივ, ზოგი კი თბილ ტონებს მიეკუთვნება. ქუჩაში არსებულ მრავალ ფერთაგან ცოტანი თუ ბრწყინავენ. დღეს ფირუზისფერი ვნახე ლურჯის ეფექტით. გაოცებული, თვალებდაუხამხამებლად ვუცქერდი, მანამ სანამ ჩემმა მოურიდებელმა ინტერესმა მისი ყურადღება არ მიიქცია. როცა მისი მზერა დავიჭირე, მომენტალურად შევკრთი, რაზეც მას გაეღიმა. თავი დამიქნია, რაც მე შემდეგნაირად გავიგე: "ფიქრებს მიგიხვდი" ამაზე მეც გამეღიმა. მის ყოველ მოქმედებას თვალ-ყურს გაფაციცებით ვადევნებდი. დავინახე, როგორ მოიძია ფურცლის ნაგლეჯი, ფანქარი და რაღაც წააწერა. შემდეგ შემომხედა, გამიღიმა, ფურცლიანი ხელი ზევით აღმართა მერე მიწაზე დაუშვა და იქაურობას გაეცალა. სწრაფად გავემართე ფურცლისაკენ და სუნთქვაარეულმა ძლივს გავშალე, წაკითხულით კი ყველა'ფერი ერთად ვიგრძენი.
"მზისფერი ხარ სიყვარულისფერი ფიქრებით...
P.S ოდესმე ალბათ შევხვდებით."скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი izabella

ძალიან კარგი იყო blush

 


№2  offline წევრი ლეა

izabella
ძალიან კარგი იყო blush

ცოტა მეუხერხულება, აქ ისეთ კარგ რაღაცებს დებენ ეს იმათთან არაფერია, მაგრამ შევიფერებ:-) ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის.

 


№3  offline წევრი Timi.TR

ძაან თბილი ჩანახატია ^^

 


№4  offline წევრი ლეა

Timi.TR
ძაან თბილი ჩანახატია ^^

უღრმესი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი აზრი და ასე თბილად შეაფასეთ:-) ძალიან გამახარეთ.

 


№5  offline წევრი Aelin

საყვარლობაა <3

 


№6  offline წევრი ლეა

Aelin
საყვარლობაა <3

ძალიან მახარებს თქვენი დადებითი ემოციები, უღრმესი მადლობა ამისთვის:-)

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.