შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" ტკივილი "


10-05-2019, 00:49
ავტორი Tiiikii
ნანახია 183

„ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში შემოდიან, წარუშლელ კვალს ტოვებენ, შემდეგ კი, ისე მიდიან თითქოს არც არასდროს არსებულან...
მათი გამოჩენა ჩვენს ცხოვრებას ერთი მხრივ ბედნიერებითა და სიხარულით ავსებს, მეორეს მხრივ კი უბედურებითა და გულის ტკენით.... როდესაც ეს მოხდება, შენი ცხოვრების თითოეული დეტალი იცვლება - შენი ცხოვრების წესი, ღირებულელებები, ყველაფერი სხვა ფერის ხდება, სხვა აზრს იძენს.
ხანდახან სარკეში ჩახედვისას შენს თვავს ვეღარ ცნობ, დგახარ და სარკის მიღმა მდგარ ადამიანს უყურებ, მისი თვალები, გამოხედვა, მზერა, თითქოს ყველაფერი შეცვლილია შემდეგ კი, იმ „უცნობ“ ადამიანს ეკითხები: „ ვინ ხარ? რატომ მიყურებ, ისე თითქოს დამნაშავე ვიყო, თითქოს რაც ხდება, ჩემი ბრალია, თითქოს მე გამოვიწვიე აურზაური, რომელიც ახლა ჩემს ძვირფას ადამიანებს ტკივილს აყენებს და მათთან ერთად მეც... ისეთი ტკივილია, რომელსაც არაფერი აყუჩებს, არავითარი წამალი, არავითარი სასმელი... როდის გახდი, ასეთი ცივი, ასეთი სასტიკი, როდის მოასწარი შეცვლა?“ თუმცა ის დუმს, არაფერს ამბობს, უბრალოდ გიყურებს და რაღაც მომენტში, შენ ხვდები, რომ ის მდუმარე, ცივი და სასტიკი ადამიანი, შენ თვითონ ხარ... შენ თვითონ ანადგურებ იმ ყველაფერს რაც შენთვის მნიშვნელოვანია... ადამიანს კარგავ, რომელიც გეგონა, რომ შენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩებოდა, რომ ის გახდებოდა შენი, ტკივილის გამყუჩებელი, თუმცა მალევე ყველაფერი იცვლება, ის მიდის და შენ, მხოლოდ ტკივილი და სევდა გრჩება... ამ მომენტში კი ხვდები, რომ მარტო ხარ, შენს ირგვლის ბევრი ადამიანია, რომელთაც შენი კარგად ყოფნა უნდა თუმცა, რამდენი ადამიანიც არუნდა იყოს შენთან, მაინც მარტო ხარ, ტკივილი მხოლოდ შენი სატარებელია, მხოლოდ შენი გასაძლებია....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.