შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდა'ვიცვლები


11-05-2019, 21:52
ავტორი ლეა
ნანახია 136

გარდა'ვიცვლები

ღია სარკმელში თვალუწვდენელ საზღვარს გავცქერი და ფიქრებში მე და შენ შორის მანძილს ვამცირებ. უშენოდ გატარებული თითოეული დღე ჩემს ნერვებს ცრემლებად აწვიმს. გული საგულეს აღარ მაქვს, უგულობა კი შავი ძაძებით მმოსავს. გახუნებულ მოგონებებს იმედის ნაპერწკლისაგან აგიზგიზებულ კოცონზე ვწვავ და ფერფლს გაზაფხულის ნიავს ვატან. არ ვნანობ, ხვალ ახალი დღე დადგება.
საკუთარ თავთან ბრძოლა შევწყვიტე, არა იმიტომ რომ დავნებდი, არამედ იმიტომ რომ მივიღე, შევურიგდი. ახალ დღესთან ერთად ახალ ფურცელს ვშლი და ზედ სიზმრები გადამაქვს. დრო გადის და ჩემი ფიქრებიც წელიწადის დროებივით იცვლება.
სარკეს დავუმეგობრდი. საათობით შევცქერი და ვცდილობ რაიმე ახალი აღმოვაჩინო. ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს, სადაც დამალული ნივთები უნდა იპოვო. თვალებში გამომწყვდეულ ჩემ არსებას ვათავისუფლებ და სულის კარიბჭეს ვუახლოვდები. რაც უფრო მეტის გაგებას ვცდილობ, მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდება.
დრო გადის, რაც გუშინ ვიყავ, დღეს ის აღარ ვარ. ხვალ, ალბათ, მეტად გარდა' ვიცვლები...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი izabella

,, გახუნებულ მოგონებებს იმედის ნაპერწკლისაგან აგიზგიზებულ კოცონზე ვწვავ და ფერფლს გაზაფხულის ნიავს ვატან." -რა ლამაზად არის ნათქვამი და როგორ კაწრავს გულს. კიდევ ცოტაც და ვიტირებდი.

 


№2  offline წევრი ლეა

izabella
,, გახუნებულ მოგონებებს იმედის ნაპერწკლისაგან აგიზგიზებულ კოცონზე ვწვავ და ფერფლს გაზაფხულის ნიავს ვატან." -რა ლამაზად არის ნათქვამი და როგორ კაწრავს გულს. კიდევ ცოტაც და ვიტირებდი.

უღრმესი მადლობა რომ კითხულობ ჩემს ნაჯღაბნებს:-) აფასებ და შენს აზრს გამოხატავ. დიდი სტიმული და ბედნიერებაა თითოეული თქვენი სიტყვა:-*

 


№3  offline წევრი ლიზელი

აუ
რა კარგი იყოო❤
--------------------
Lisel.le

 


№4  offline წევრი ლეა

ლიზელი
აუ
რა კარგი იყოო❤

მიხარია რომ მოგეწონა და მადლობა რომ გამოხატე:-)

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.