შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა საქართველოს დიდი თბილისი თავი4


16-07-2019, 15:39
ავტორი kim-analisa
ნანახია 911

თბილისი მშვენიერი ქალაქია, თუმცა არა მუდმივად ბედნიერი. ამ ქალაქს მშვენიერება უფალმა მიანიჭა. ბედნიერებას და უბედურებას კი ხალხი აძლევს. უფრო სწორად მმართველები.. თორელები და გაზდელიანები

***

" სახლში იყო.. უბრალოდ იყო, რადგან ამის დრო იყო.. უეცრად ხმაური გაიგონა. ჯერ ოთახიდან გავიდა. მიხვდა რატომღაც ის არ იყო, სახლი დატოვა.. გაიგონა რომ მის ქვეყანას გადაუარეს. თითქოს მისმამა ძმებმა შენი დროშა ძირს დააფინეს და ტალახიანი ფეხები ზედ გაიწმინდეს. თითქოს?.. გაბრაზდა. სისხლი ტვინში მიაწვა, ღრიალს აპირებდა როდესაც დაიანხა ხალხი რომელიც მის გვერდით შეიკრიბა.. ხელ აწეულები იდგნენ და ელოდნენ რომ ის ვინც ვალდებული იყო რამეს მოიმოქმედებდა.. მოლოდინისას გული სიამაყით შეევსო. მათი სწორი საქციელი ეამაყებოდა. ალბათ ისიც აქვე იყო და ასე იქცეოდა.. ასე გრძელდებოდა რამდენიმე საათი. წინ და უკან დადიოდა და ეძებდა, როდესაც გაიგონა რომ გაიცა საშინელი ბრძანება რომლის შესრულებაზეც პოლიციამ უარი თქვა. შვებით ამოისუნთქა და უფრო მეტად შეავსო მისი სხეული სიამაყემ. ეგ ხალხი და მათი გადაწყვეტილება იმდენად ეამაყებოდა თითქოს ამ გრძნობას ვეღარ დაიტევდა.. შემდეგ აირია, ყველაფერი აირია. ფერადი კვამლი შენიშნა. ხალხი რომელიც გარბოდა, რომელიც ჰაერს ეძებდა. ვერ ასწრებდნენ და გული მისდიოდათ. ერთი მეორეს მიყოლებით ეცემოდნენ. თვალები ეწვოდა, მაგრამ მშვენივრად ხედავდა ფორმიანებს რომელიც ზემოდან სიამაყით უცქერენ დაცემულებს. იცოდა ზუსტად იცოდა ისინიც იქ იყვნენ, იმ შენობაში ვირთხებივით რომელიღაც ოთახის კუთხეში შეყუჟულები და თავიანთი დასვრილის აწმენდას სხვას ავალებენ.. დაცარიელდა. დანებდნენ? არა! ბრუნდებოდნენ.. ისვროდნენ. ახლა ისვროდნენ. სისხლი. ბევრი სისხლი დაიღვარა, მათ შორის მისიც. ცდილობდნენ რაც ხელში მოხვდებოდათ ის აეფარათ. დაცემულებს აყენებდნენ. შეწყვეტას ითხოვდნენ.. თვალები ცრემლით აევსო, არ იცის სიამაყე ტკივიმა და დარდმა როდის ჩაანაცვლა. ცოტაც და გასკდებოდა, ხედავდა ესროდნენ მათ, ესროდნენ მას. ტკივილის იკეცება. აღარ ინდობდნენ, აღარ არჩევდნენ დიდს და პატარას.. შეწტვეტას სთხოვდნენ. ახსენებდნენ რომ ძმები არიან, მაგრამ არ წყვეტდნენ და უფრო მეტს ისვროდნენ.. ასეთი იყო ბრძანება.. ტირილი უნდოდა, მაგრამ არ ტიროდა რადგან ისინი არ ეცემოდნენ და სჯეროდა სადღაც ამ ხალხში ისიც მყარად იდგა ფეხზე. საშინად ხდებოდა როდესაც დასახიჩრებულ ხალხს ხედავდა.. ეძებდა, მათ შორის ეძებდა ყავისფერ თმებს და მწვანე თვალებს..." - საწოლიდან შეშინებული წამოფრინდა. სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.. მთელი სხეული დაცვარული ფქონდა.. ოთახს თვალი მოავლო და როდესაც დარწმუნდა რომ მარტო იყო ძლივს დამშვიდდა. თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და სწრაფად წავიდა სააბაზანოსკენ.. სველი ხელები სახეზე ჩამოსვა, სახეზე მიკრული თმები გადაიწია და სარკეში კარგად დააკვირდა საკუთარ თავს. ზიზღისგან სახე დაეჭიმა, გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა. გრძნობდა ყელში გაჩხერილ ბურთს რომელსაც ვერ იშორებდა. თვალები საშინლად ეწვოდა, საკუთარ ჩაწითლებულ თვალებს უყურებდა. თვალს ვერ აშორებდა ანარეკლს რომელიც ნელ- ნელა ითხაპნებოდა. საშინლად უნდოდა ბოლო ხმაზე ეღრიალა, ცრემლები გადმოეყარა. როგორც მაშინ.. მაშინ ხომ არ დაფიქრებულა, ხალხის არ მორიდებია, ვერ შეიკავა და იტირა და ახლა? ახლა ვისი სცხვენია? ნუთუ საკუთარი თავის? იმდენად ამაზრზენი და საცოდავია რომ საკუთარ თავსაც კი ემალება.. ღმერთო რა დღეშია... უეცრად მოკრა თვალი, დაინახა და თვალები ისევ აემღვრა. შრამი, მუცელს მთელ სიგრძეზე მიუყვებოდა. უნდოდა ხელით შეხებოდა თუმცა ესეც ვერ გაბედა. ესეც ვერ გაბედა, როგორც მაშინ ვერ გაბედა მის ყავისფერ თმებს შეხებოდა და მწვანე ამღვრეული თვალები დაეკოცნა. ეთქვა რომ ცოცხალი იყო თავადაც და მათი მწვანე თვალებაც.. - ხარ თორელოოო! - ბოლო ხმაზე აღრიალდა და სააბაზანოს იატაკზე დაეცა - საძაგლობა ხარ იოანე თორელოო! ამაზრზენი ხარ! არა კაცი ხარ! საშინელი.. არა ადამიანი.. - ნელ- ნელა ხმას უწევდა და კედელთან ემბრიონის პოზაში იკეცებოდა... ალბათ მთელი ცხოვრება ასე დარჩებოდა, რომ არა კარებზე ატეხილი ბრახუნი. ძლივს წამოდგა, კინაღამ დაეცა. საერთოდ არ ადარდებდა მის სახეს თუ დაინახავდნენ ახლა...- შე ყ*ეო! - კარები გააღო თუ არა ყბაში ძლიერი მუშტიც მოხვდა - რა?! - მამაკაცი წამში მოვიდა გონს და გაცეცხლებული თვალები შეანათა მოღრიალე ბიჭს - ტელეფონს რატო არ პასუხობ ჰაა?!
- რა გინდა შე ს*რო ლაწირაკო! - უმცროს თორელს საყელოში ჩააფრინდა და კედელს ააკრო - რა რა მინდა ბიჭო?!- ბიჭს სიტყვა შუაზე გაუწყდა როდესაც უფროს ძმას სახეზე დააკვირდა - რა გჭირს შე ჩემა?!
- რა გინდოდა? - დამფრთხალი მოშორდა ძმას და სასწრაფოდ ზურგი აქცია - რა მინდოდა კი არა რა გჭირს
- ამოღერღე და დაახვიე თორელო!
- ვასილი გახდა ცუდად - ამ სიტყვებების გაგონებისას წამით შეაბარბაცა, თუმცა მხოლოდ წამით და კიდევ უფრო მეტად შეზიზღდა საკუთარი თავიც და მთელი თორელების მოდგმაც. ვერასოდეს აპატიებს.. - რომელ საავადმყოფოშია?
- არაა საავადმყოფოში. პროსტა დედამ დაუძახეო.
- წავიდეთ.- მაისური გადაიცვა და კარებისკენ დაიძრა როცა ბიჭმა სიტყვებიც დააწია
- ვასილამ არ მოიყვანო, დაისვენოსო
- აბა რატო მ*ტყანი ტვინი შე ღლაპო!
- არ ჩანდი და.. რა გჭირს არ მეტყვი ხო?.. არასდროს არ მეუბნები. სულ ამ დღეს ხდები ხოლმე ცუდად- ბიჭის ბავშვურ დუდღუნზე ღიმილი ვერ შეიკავა - აი თურმე რატომ მობრძანდი ალექსანდრე!
- აუ რა ალექსანდრე რამდენი წლის ვარ? დღეს დავრჩები რა? - უცებ წამოიძახა ლექსომ და ძმას მთელი მონდონებით ჩააშტერდა თვალებში - რა? შენ შ*გ ხო არ გაქ? რა გიყო ამხელა კაცს გვერდით მოგიწვინო და ნანა გიმღერო თუ ზღაპარი წაგიკითხო?
- ფუ რა დამპალი ხარ! ხო შენ მარტო ქერა ნაშებთან დაიძინე და ვიკასთან.. და საერთოდ ვინ თქვა რომ შენ უნდა მოგიწვე აქ დავიძინებ - ბიჭმა თავით დივნისკენ ანიშნა და ძმისგან ჩუმი თანხმობა მიიღო. თუმცა უფროსი თორელი ნამდვილად არ ფიქრობდა ამაზე.. აწყლიანებული მწვანე თვალები, სველი ყავისფერი თმა...

****

- ვიკაა! - მანქანიდან გადმოვიდა და წამში გაიგო ზურგს უკან თავისი სახელი - ვაიჰ რიტა როდის დაბრუნდი? - მართლა მთელი გულით გაუღიმა ამ საშინლად წიკვინა ხმის პატროს ქალმა და ძლიერად გადაეხვია - ორი დღის წინ. როგორ გამიხარდა შენი ნახვა. მომენატრა ეს ლამაზი მწვანეები - ქალმა საყვარლად მომზირალის მწვანე თვალების გარშემო წრეები შემოხაზა - და.. მოიცა ეს რა არის? თმა წითელი რატომ გაქვს? მაპატიე მაგრამ ყავისფერი უფრო გიხდებოდა - რიტამ აშკარა უკმაყოფილება არანაირად არ დამალა და სახეც სასაცილოდ დამანჭა - ვიცი, მაგრამ ასე მინდა. კარგი რა დროს ესაა. წამოდი სადმე ჩამოვსხდეთ
- კარგი - მხიარულად შემოკრა ხელები და მისთვის არც თუ ისე მომხიბვლელ აწ უკვე წითელ თმას და მის მშვენიერ პატრონს გაჰყვა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent