შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გასეირნება გვიან ღამით


30-09-2019, 22:17
ავტორი lukakhati
ნანახია 622

საწოლში ვწრიალებ. ვერაფრით მოვისვენე. უკვე ათია, ხვალ ადრე უნდა ავდგე. ჯანდაბა! ისევ გამოუძინებელი მომიწევს სამსახურში წასვლა. რა გაეწყობა; სიბნელეში მარჯვენა ხელით საწოლთან მიყრილ ტანსაცმელს ვეძებ. უცებ ვიცვამ, შუქს არ ვანთებ, პირდაპირ გასასვლელი კარისაკენ მივემართები.
გაბრუებული ვარ, წონასწორობის შენარჩუნება მიჭირს. ცოტა ხანს გავისეირნებ. მშობლიურ ქუჩებში დავიკარგები.
სიგრილის შეგრძნება მსიამოვნებს,თუმცა ღამე ბნელია. ჩვეულზე უფერული. არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ გარშემო სევდა სუფევს. ვარსკვლავები არ ჩანს ან რა მიკვირს? როდის იყო ტიფლისის ცა ვარკვლავებით იყო მოჭედილი?
სიგარეტი აღარ მქონია. ოპერის მოპირდაპირე მხარეს პატარა „მარკეტი“ მეგულება. წესით ამ დროს ღია უნდა იყოს.
რა საოცარია, აქ სულ რამდენიმე თვეა ქირით გადმოვედი, მაგრამ თავს სახლში ვგრძნობ. ეს უბანი ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა. ალბათ, იმიტომ, რომ აქაურობასთან არა ერთი მოგონება მაკავშირებს. მე კი ძალიან მიყვარს, როდესაც რაიმეს ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებ.
ხანდახან რა სულელი ხარ ივო!
ჰო, მოგონებები. მამაჩემი აქ მუშაობდა. თანაც ხშირად მატარებდა. აი, მაშინ საერთოდაც არ მიყვარდა ღამით სეირნობა. ბავშვებს ხომ არ უყვართ სიბნელე? მაგრამ მე სულ სხვა მიზეზი მქონდა - მზის ჩასვლა მორიგი დღის დასასრულის ტოლფასი იყო. ჰოდა, მეც არ მინდოდა სასიამოვნო წუთები მოგონებებად ქცეულიყვნენ. თანაც, მაშინ მეგონა, რომ ადამიანი ზუსტად ას წელს ცოცხლობდა და საგულდაგულოდ მქონდა გამოთვლილი რამდენი დღე მიწევდა კიდევ ცხოვრება. ვახ, ახლა მეცინება - მგონი ზედმეტად ჭკვიანი ბავშვი ვიყავი.
ქუჩის ბოლოს ვუახლოვდები. აი, მაღაზიაც. სინათლე გამოდის, თუმცა ჩემს ყურადღებას სულ სხვა რამ იპყრობს. კიბეზე ქალი ზის- წელში მოხრილი, შავით მოსილი. მის სახეს ვერ ვხედავ, თავშალი ფარავს. მზერა მეყინება მის დანაოჭებულ ხელებზე, რომლებიც ეჭიდებიან ცარიელ ქილას; ბოლო იმედივით, უკანასკნელი საწყალობელივით.
საკმაოდ გრილა, მას კი თხლად აცვია. ალბათ, ცვია. მაგრამ რას გააწყობს. მუჭს ვკრავ. მისი უსუსურობა საკუთარს მახსენებს. ნეტავ, მხოლოდ დახმარების სურვილი ხანდახან საკმარისი იყოს.
ჯიბეებს ვამოწყმებ, ხურდა არ მიგდია. „მაპატიე“- უმისამართოდ, რამდეჯერმე ოდნავ გასაგებად ვიმეორებ. ვუახლოვდები და ნელ-ნელა ვარჩევ მის ჩუმ ოხვრას და აი, ისიც, რაც ყოველთვის ბოლოს მიღებს - კანკალით ხელს წევს და სახისკენ მიაქვს. ალბათ, ცრემლს იწმენდს. გულზე სიმძიმე მაწვება. არასდროს არ შემეძლოს სხვისი ცრემლების ყურება.
თითქმის ვუახლოვდები, მაგრამ ფეხებში ძალას ვკარგავ. თითქოს, ხელს მკრავენ მარჯვნივ ვუხვევ. თვალს ვარიდებ. წყეულიმც იყავ, ივო მეტრეველო! ამრეზით მივმართავ საკუთარ თავს. მე ხომ მუდამ ასე ვიქევი - ტკივილს გვერდს ვუვლი.
თუმცა სიმძიმე არ ნელდება. კედელს ვეყურები, თვალებს ვხუჭავ და კვლავ მოხუცს წარმოვდიგენ. ღმერთო, მაპატიე, მაგრამ მისი სახის დანახვა, წამით მაინც, საბოლოოდ დამშლიდა. მე კი ვერ ვიტან როდესაც ვიშლები. აი, სიმძიმე თვალებისკენ მიდის. ვახამხამებ და სისველეს ვგრძნობ.
კედელს მძიმედ ვეყრდნობი. რამდენიმე ახალგაზრდა მიახლოვდება :
-სიგარეტი ხომ არ გაქვთ - მივმართავ ისეთი ჩაწყვეტილი, უსუსური ხმით, რომ მათ ადგილას საკუთარი თავი აუცილებლად შემეცოდებოდა. ამ გაკვირვებულ მზერასაც ვიმსახურებ. როგორია ქუჩაში გადაეყარო ოცდაათი წლის თვალებაცრემლიანებული „მუტრუკს“!
რამდენიმე ღერს მიწვდიან და მეღიმება. თითქოს მანიშნებენ ერთი არ გეყოფაო. რაღაცას მეუბნებიან. არ მესმის და პასუხად თავს ვუქნებ. რაღაც „ხომ კარგად ხარ“ მსგავსი უნდა ყოფილიყო.
თვალს ეფარებიან და მეც ვეწევი. ნანატრი ნაფაზი ღრმად იჭრება ჩემს სხეულში. კვლავ მოხუცზე ვფიქრობ. ნუთუ, არავინ არ ჰყავს? არც შვილი, არც შვილიშვილი? ჩემდა უნებურად, წარმოვიდგენ, რომ შავი თავშალის მიღმა ბებიაჩემის სახე იმალება. წამით წარმოსახვაც კი ძალას მაცლის!
სტუდენტობის დროს გაცვლითი პროგრამით გრემანიაში გამაგზავნეს. მახსოვს, ჩემი მეგობრების გაკვირვებული სახეები, როდესაც მოვლილ, მომღიმარ, უდარდელ მოხუცებს ხედავდნენ. ბევრი წელი დამჭირდა, რომ მათ აზრს მივმხდარიყავი.
ძალიან არ მინდა მეც მარტო დავრჩე. ყველასაგან მიტოვებული.
ტელეფონს ვეძებ. სახლში დამრჩენია. რა მნიშვნელობა აქვს. მაინც გვიანი იქნები. ხვალ როგორც კი გათენდება ბებოს დავურეკავ.
ნაფაზს ნაფაზზე ვურტყავ. ცრემლები არ მომდის, თუმცა სისველეს ვგრძნობ. ზევით ვიყურები. სიცარიელეში. თითქოს გვიან ღამით ზღვაში ვცურავ. არც ერთი სინათლე. ახლა უფრო ბნელია ღამე.
დარჩენილ ღერებს ჯიბეში ვათავსებ და სახლისკენ მივეშურები.
ეჰ, ძილი მე დღესაც არ მიწერია.
წყეული ჩვევაა, ღამით ქუჩებში ხეტიალი!



№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

შენნაირად არავის შეუძლია მძაფრი ემოციების გადმოცემა.
მატირე სხვათა შორის <3
ძაან მომენატრა შენი პატარა მოთხრობები, დიდი მოთხრობები და თვითონ შენ

 


№2  offline ახალბედა მწერალი lukakhati

ენ ჯეინი
შენნაირად არავის შეუძლია მძაფრი ემოციების გადმოცემა.
მატირე სხვათა შორის <3
ძაან მომენატრა შენი პატარა მოთხრობები, დიდი მოთხრობები და თვითონ შენ

როგორ მომენატრე მე შენ ხო ვერ წარმოიდგენ ❤️ მალე დაგიბრუნდები!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent