შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭაობი


6-10-2019, 09:12
ნანახია 135

ოყო ერთი ძალიან თბილი ოჯახი, რომელსაც პატარა ბიჭი ჰყავდათ, სახელად - ღვთისო. ძალიან უცნაური და იშვიათი სახელია, მაგრამ საქმე ამაში არ არის.
სანამ ბიჭი დაიბადებოდა, ცოლ-ქმარი ძალიან ხშირად კამათობდა. დღე არ გავიდოდა ისე, რომ მათ არ ეჩხუბათ. მათი ჩხუბი სულ უფრო და უფრო სერიოზულდებოდა. ისინი ხშირად ლაპარაკობდნენ გაყრაზე, მაგრამ შვილის გამო ისინი მაინც ერთად ცხოვრებას აგრძელებდნენ. მათ შორის ჩხუბი არ სრულდებოდა.
ხუთი წლის შემდეგ, ცოლ-ქმარს ერთმანეთის დანახვაც არ უნდოდათ. როცა მათი შვილი დასაძინებლად მიდიოდა, მაშინვე ჩხუბს იწყებდნენ. ერთ ღამესაც მამაკაცმა თავი ვეღარ გააკონტროლა და ცოლი მოკლა, მაგრამ როდესაც გონს მოვიდა და გააანალიზა თუ რა გააკეთა, მაშინვე გვამის დამალვა დაოწყო. გვამი ჯერ ავტოფარეხში ჩაიტანა, მანქანის საბარგულში ჩადო და მთებისკენ წავიდა.
გვიანი ღამე იყო, როდესაც მანქანიდან გადმოვოდა. გვამი ჯერ ზურგზე მოიკიდა და ჭაობისკენ წავიდა. მამაკაცმა მისი ცოლის გვამი ჭაობში ჩააგდო და უყურებდა როგორ იძირებოდა.
გამთენიისას სახლში დაბრუნდა და შხაპის მიღება დაიწყო, მაგრამ რამდენადაც არ უნდა ეცადა ჭაობის საშინელ სუნს მაინც ვერ იშორებდა. შემდეგ რამდენიმე საათი გამოიძინა და გაღვიძებულმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რას ეტყოდა შვილს, როდესაც დედას მოიკითხავდა. მა გადაწყვიტა ბავშვისთვის ეთქვა, რომ დედამისი დროებით თავის დასთან წავიდა. როდესაც ბავშვმა გაიღიძა მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს დედამისზე, უბრალოდ ძალიან უცნაურად უყურებდა მამამისს და ხმას არ იღებდა. მამაკაცმა იფიქრა - ,,შეიძლება ბავშვი ჭაობის სუნს გრძნობს". ამის შემდეგ აიღო ჰაერის გამწმენდი და ირგვლივ მიმოფრქვევა დაიწყო, მაგრამ ამით ეს საშინელი სუნი არ გამქრალა, პირიქით - უფრო ცუდი სუნი დადგა. ნელ-ნელა მამაკაცო უფრო დუდად ხდებოდა.
რამდენიმე საათის შემდეგ ბავშვი ტელევიზორის საყურებლად დაჯდა, მამამისი კი ძალიან ნერვიულობდა, რადგან რამდენჯერაც მისაღებ ოთახში შედიოდა, ყოველ ჯერზე ბავშვი ძალიან უცნაურად უყურებდა. ამაზე მამამისი გაგიჟდა, ეგონა რომ პარანოია დაეწყო, შემდეგ კი იფიქრა - ,,შესაძლებელია ბავშვმა ყველაფერი გაიგო" და ახლა ფიქრობს, რომ თუ რაიმეს ამაზე იტყვის მამამისი მასაც მოკლავს. საბოლოოდ მამა შევიდა ოთახში, სადაც ბავშვი ტელევიზორს უყურებდა და ჰკითხა:
- შვილო, რაიმე კითხვა ხომ არ გაქვს?
- კი, მაქვს.
- ეს კითხვა დედას ეხება?
- კი.
- ვფიქრობ გაინტერესებს ახლა სად არის?
- არა, მე უბრალოდ მაინტერესებს რატომ აქვს დედას ასეთი თეთრი სახე და მთელი დღე ზურგზე მოკიდებული რატომ გყავს?скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent