შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ჩემთვის, შენ — შენთვის.


8-10-2019, 18:57
ავტორი სელენე
ნანახია 146

„უზომოდ პატარა ადამიანებს, უზომოდ დიდი სიამაყე აქვთ.“

„რა ძნელია ჩაეხუტო სხვას.
სხვას რომელიც არაფრით ჰგავს მას.“

უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნასავით იყო შენი ჩემს ცხოვრებაში გამოჩენა. კითხვაზე, თუ რა ვიყავი შენამდე და რა ვარ ახლა პასუხი უმარტივესია. შენამდე მე მხიარული, სიცოცხლით სავსე და კეთილი ვიყავი, შენს შემდეგ — უგულო, ცივი და ჩაკეტილი. არ ვაღიარებ, მაგრამ ალბათ მენატრები. არ გეგონოს, რომ შეგიძულე. გახსოვს? თვითონ მითხარი, რომ მე სიძულვილი არ შემიძლია. თუმცა, რომც შემძლებოდა ვერ შეგიძულებდი. შენს თვალებს, მზერას, ღიმილს ვერ შევიძულებდი.

ჩვენ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. ერთი ცის ქვეშ ვსუნთქვთ ერთ ჰაერს. ჩემი მეგობრები შენი მეგობრებიც არიან, მაგრამ ამ პატარა ქალაქში მე ჩემთვის ვარ, შენ — შენთვის.

შენი ბრალია ის რომ მე და შენ ერთმანეთი დავკარგეთ. შენ არ გამიფრთხილდი! შენ არაფერი გააკეთე ჩემს შესანარჩუნებლად. ისე მარტივად თქვი ჩემზე უარი, როგორც ბალახისმჭამელი ცხოველი ამბობს უარს ხორზე. ზუსტად მაშინ გადამიარე, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი, როცა ძალიან სუსტი ვიყავი. მაშინ მიმატოვე როცა ძალა არ მქონდა ფეხზე დგომის!..

ეს არ არის სიყვარული!

ასე არ ექცევიან საყვარელ ადამიანს!

თუ გიყვარს პრინციპი და სიამაყე მეორეხარისხოვანია, მაგრამ როცა არ უყვართ შენსავით იქცევიან, ან უბრალოდ, ჩემნაირი გოგონები არ უყვარდებათ...

ჩვენ შეგვეძლო, რომ მე შენთვის ვყოფილიყავი, შენ — ჩემთვის.

შენ ყველაზე ტკბილად და ყველაზე მწარედ დარჩი ჩემში. თუმცა მაინც, მე ჩემთვის ვარ, შენ — შენთვის!

მე ჩემთვის, შენ — შენთვის...

*****
იმდენი ხანია არაფერი ამიტვირთავს დავიწყდა როგორია ნეგატიური თუ თბილი კომენტარის კითხვა ((( ასე რომ ძვირფასო მკითხველო, აბა შენ იცი! <3 სიყვარულით სელენე <3скачать dle 11.3



№1  offline წევრი dakargulia

ირი <3
ძალიან მომეწონა,როგორც ყოველთვის სტილი შენებური შენარჩუნებულია... უბრალოდ გული მეტკინა რომ გავიფიქრე ვიზე იქნება ეს ჩანახატი :((
შენ არასოდეს არ უნდა იყო მოწყენილი,იმიტო რომ მზე ხარ , ჩემი მზე ❤❤ და ერთხელაც ვიცი რომ აბრდღვიალდები და ირგვლივ ყველას გაგვათბობ ❤❤ პ.ს. მე ისედაც მათბობ და მაბედნიერებ ❤❤
მიყვარხარ ❤

 


№2  offline წევრი სელენე

dakargulia
ირი <3
ძალიან მომეწონა,როგორც ყოველთვის სტილი შენებური შენარჩუნებულია... უბრალოდ გული მეტკინა რომ გავიფიქრე ვიზე იქნება ეს ჩანახატი :((
შენ არასოდეს არ უნდა იყო მოწყენილი,იმიტო რომ მზე ხარ , ჩემი მზე ❤❤ და ერთხელაც ვიცი რომ აბრდღვიალდები და ირგვლივ ყველას გაგვათბობ ❤❤ პ.ს. მე ისედაც მათბობ და მაბედნიერებ ❤❤
მიყვარხარ ❤



შენ ისე მოგწონს 'ის' ჩემს გვერდით მაგას როგორ გავბედავდი ???? ძალიან მათბობს შენი თითოეული სიტყვა და სტიმულს მაძლევს რომ წერა გავაგრძელო <3 ძალიან მიყვარხარ ჩემო ერთადერთო ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent