შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არარა


21-10-2019, 13:16
ავტორი loveyou
ნანახია 345

კალამს მონატრებული,საკუთარ თავს გაუცხოებული ვწერ აღსარებას,რომელიც დიდი ხნის წინ უნდა შემექნა.იცით რატომ?!რადგან საკუთარ არსებას დიდი ხნის წინ გამოვუტანე განაჩენი.მე გადავეშვი ყოველდღიური მდაღე ფერების,ბლანტე და გაურღვეველი რეალობის წიაღში,რომლის შრეებიც იმდენად სქელია,რომ ვერა და ვერ გამოვედი.დღეები წლებად შეიკრა და ახლაღა ვიგრძენი,რომ არარა გავხდი.განა რაიმე უცხოს ვამბობ?აბა,ჩახედეთ საკუთარ თავებს და სცადეთ ამოიკითხოთ საკუთარი არსებობის ყველა ფერი,ეცადეთ მიაკუთვნოთ რაიმე ღირებულს.
ღირებულებებიც სუბიექტურიაო..მე კიდე ახლაღა ვიგრძენი,ამდენი დღისგან შეკრული კონების მერე,რომ ის ბანალური და საყოველთაო რაღაცეები შემომრჩა,რაც უბრალოდ სიკეთის და სიბოროტის დონეზე დადის.არადა,რამდენად დიდი შეგვეძლო ვყოფილიყავით?!ჩვენივე თავის ეგოცენტრული მოქანდაკეები ვართ,რომლმებიც ბოლოს მაინც დესქტრუქციისკენ მივდივართ.
ეჰე,ტკბილო თანატოს!რამდენი რამ შეგძლებია?!საკუთარი თავის ნგრევა ყოფილა ეს ჩემი არსების წლები.რამდენად ძლიერი ყოფილხარ,რომ ჩემ მიერ აგებული საკუთარი თავი გავანადგურე,ჯერ ნაწილებად დავშალე და მერე იმ ქვაბში მოვხარშე,სადაც მთელი პოპულაციაა.
კოლექტიური ცნობიერის მეტი აღარაფერი შემრჩენია.ახლა რომ მკითხონ სადმე,თქვენს თავზე რამე მოგვიყევითო,არაფერი გადმომივა პირიდან,გეფიცებით.გინახავთ გაუფასურებული ადამიანი,რომელიც სოციუმში მაინც მაღალი ჩანს და რეალურად საკუთAრი თავი ჩალად უღირს.აი,შემთხვევით ჩემი არსებაც დავახასიათე.
დრო ჩვენი გამოგონილია,სრული ფუჭი აბსტრაქცია,თუმცა მაინც ასე მისერავს სულის ყოველ წერტილს.დავიბზარე,ჩამოეყარა ბათქაში ჩემს არსებას,რომელსაც საძირკველი კედლები დიდი ხანია გამოეცალა.
რა მინდა?!ის მინდა,რომ ამ ფუჭად შექმნილი აბსტრაქციის ილუზიას გავექცე,მოვხსნა ჩარჩოები ჩემს ცხოვრებას და იქ გავიჭრა,სადაც არანაირი ზეგავლენა არ იქნება არც ახალი მანქანების,არც ამ აყროლებული კაპიტალიზმის,არც ცხრიდან ექვსამდე მუშაობის,არც იქ მეტყვიან,რომ უკანონოდ გაჩენილი შვილი ა.
მარშრუტი არ ვიცი.ალიასკაც მინდა,ცივი ნორვეგიაც,ხადნახან მინდება ესპანეთის თბილ ნაპირებზე მომთაბარესავით ცხოვრება.არადა,ხომ შემეძლო ჩემი თავი ამ გარემო ფაქტოებისგან აქაც გამომენთავისუბლებინა და გამომეთალა ის ადამიანი,ვინც დიდი ხნის წინ ჩავიფიქრე.მე კი რა გავიზარდე?ერთი მშიშარა,მხდალი,კონფორმული არსება,რომელიც ამ ფუჭ აბსტრაქციაში ხეტიალის მეტს არაფერს აკეთებს,გაყავს საათები უაზროდ და არსების საზრდო დიდი ხანია აღარ გააჩნია.
იცით,წლების წინ როგორი იყო ჩემი თავი?სავსე,მდუღარე და აზრების მორევში მოცურავე.წერდა,ბევრს ფიქრობდა და ისეთ გემოვნებიან მუსიკას უსმენდა,ახლაც რომ არ სჯერა.იცით,მთავარი რა არის? შემოქმედი იყო.ქმინდა,უყურებდა და ტკბებოდა.საკუთარ არსებას თავისივე ხელებით წყალს უსხამდა,საზრდოობდა და ტკბებოდა თვითკმარი ცხოვრებით.წლების მერე კი,ისე შემოიჭრა მატერიალური ქარბორბალა მის არსებაში,რომ ახლა შემოქმედებითობის ყველა კარი დარაზა..
მაპატიეთ,თუ უდროოდ წავალ,ავდგები,ჩავალაგებ ორ ხელ ტანსაცმელს და გადავიხვეწები.მაპატიეთ,თუ ჩემი როლი გამოაკლდება თქვენს ცხოვრებას,მაგრამ ამაზე მეტად შენ მომიტევე,თავო ჩემო,თუ ისე დაგტოვებ,როგორც ახლა ვარ..
ღმერტო,როგორ მტკივა!
რა ძლიერი ყოფილხარ,თანატოს!



№1  offline ადმინი შამანი

რატომ გაქვთ არასწორად გამოქვეყნებული? მოდერის სტატუსი თუ გაქვთ,სიახლეს სწორად უნდა ტვირთავდეთ. wink
მოკლე აღწერაში არაფერი გაქვთ ჩაწერილი, უნდა გქონდეთ 3/4 ხაზი ამოკოპირებული სრული ტექსტიდან. blush


--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent