შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სად არის ბლექი?

30-10-2019, 00:06
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 9 073

წვიმის ხმაურიან მელოდიას ფეხშიშველი მიაპობდა, წყვდიადში გუმანით იკვლევდა გზას და დასისხლული ფეხის გულების მიუხედავად წამით არ წყვეტდა სირბილს, სადღაც შორს ხედავდა სუსტად მოკიაფე თეთრ ნათურას, ნათურას არა უფრო ჩირაღდანს, ზუსტად არ იცოდა რა იყო მაგრამ იცოდა იქ უნდა მისულიყო საიდანაც ეს ნათება სუსტად მაგრამ მაინც კიაფობდა, ამიტომაც მირბოდა თმაგაწეწილი ტანსაცმელ შემოხეული, სუსტი, დაუძლურებული, მირბოდა ნათებისკენ და იცოდა რომ ადრე თუ გვიან იქ მაინც მიაღწევდა.

ძალა გამოცლის სუნთქვა უჭირდა მაგრამ მაინც გარბოდა.

- სად არის? - ღრიალით შეხსნა დანგრეული ქოხის ხის კარი და მუხლებზე მოწყვეტით დაეშვა.
- ვინ? - წყვდიადინად გამოპასუხებულმა შემზარავმა ხმამ სუნთქვა შეუკრა.
- ბლექი სად არის? - სახე ხელებში ჩარგო გოგონამ და მწარედ ატირდა.
- ის არც არასდროს ყოფილა.
- ის იყო, ახლაც აქ არის, მაგრამ სად არის? სად მალაც? - ფეხზე წამოხტა და ისედაც დანგრეული ქოხი მიწასთან გაასწორა.
- რად გინდა მისი ნახვა?
- მისი თვალების სიღრმეში სუსტად მაგრამ მაინც ვხედავ მისი სულის ანარეკლს, რომელსაც კარგად უნდა ჰქონდეს შეცნობილი ირგვლივ არსებული წყვდიადი და ასევე უნდა იცოდეს თუ რა არის სინდისის ქენჯნა.
- შენც მოგნუსხმა?
- მეც? რატომ მეც? კიდევ ვინ?
- ყველა ვინც მას ერთხელ მაინც გაეკარა.
- მე ყველა არ ვარ, ისევე როგორც ის. სად არის? სად გაქრა, მისი ნახვა მინდა. - არ ცხრებოდა გოგონა.
- ღამე ისეთი ბნელი არ არის როგორც ადამიანი.
- სად არის?
- მასთან რა საქმე გაქვს?
- მას შეუძლია ზნეობრივად გარეული ნადირის დონემდე დაეცეს და შეუძლია აგრეთვე ჩეულებრივ ადამიანზე უფრო ამაღლდეს. ამგვარი სულიერი ქაოსი მხოლოდ მას შეუძლია. ვერ ამოვიცანი, ვერ ამოვხსენი მისი იდუმალება. მისი ნახვა მინდა.
- მონოლოგი კვალია იმ სულიერი ცეცხლისა რომელიც ჩვენს შიგნით აღიგზნება, შენ ის გიყვარს.
- არა მე ის მძულს.
- მაშ რატომ ეძებ?
- იმისთვის რომ ჩემი სიძულვილის შესახებ პირადად ვუთხრა.
- ამით ხომ გულს ატკენ?
- და მას ააქვს გული?
- ყველას აქვს გული.
- ის ყველა არ არის! სად არის ბლექი?
- გარდაისახა! - ექოსავით მოედო დანგრეულ შენობას წყვდიადიდან მომავალი უსახო ქმნილების ხმა.
- რად? - აღგზნება სადღაც გაუჩინარდა და გოგონას ხმას მერყევი ტონები შეერია.
- მასზე ახლოს ცოტას თუ ექნება ცხოველი ნანახი, ცხოველი საკუთარ თავში...ცინიზმი საუკეთესო საშუალებაა ადამიანს კედელი აუშენო და საკუთარ თავს ზღვარი დაუწესო, ჩარჩოში მოაქციო ურთიერთობა, რადგან დაცული იყო განმეორებითი ტკივილისაგან. იმდენად დეტალურად გრძნობს ადამიანების ემოციებს რომ ხშირად საკუთარში ეკარგება, მითუმეტეს თუ ამ ადამიანზე ემოციურად მიბმულია. ტვინს კომუნიკაცია ესაჭიროება, შესაბამისად ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილება აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა. ემოციური ფონი რაც ურთიერთობის თანმდევი მოვლენაა ხშირ შემთხვევაში ტკივილის აღქმის უნარს აფართოვებს, გინდა თუ არ გინდა შენ არ შეგწევს უნარი წინააღმდეგობა გაუწიო ურთიერთობით გამოწვეულ ტკივილს, ურთიერთობა პირდაპირი მნიშვნელობით უკვე ტკივილია. შესაბამისად ტკივილის მთელი სიმძაფრე იმაზეა დამოკიდებული რამდენად ემოციურ კავშირში ხარ კონკრეტულ ადამიანთან. რიგ გრძნობებს შორის რისი ჩამოთვლაც მხოლოდ დაღლას გამოიწვევს და სხვას არაფერს, ემოცია ის ერთადერთი განცდაა რაც თითოეული გრძნობის დასაბამია, შესაბამისად ჯერ ჩნდება ემოცია და მის სიმძაფრეზეა დამოკიდებული ურთიერთობის განვითარების მხარეც და სიღრმეც. კომუნიკაციის შიმშილი, სასიამოვნო განცდით ავსებს მთელ სხეულს, ისევე როგორც ტვინს. ოთახებად დაყოფილი ტვინი კომუნიკაციისა და ინტერესის გარეშე უბრალოდ უსუსურდება, ფერმკრთალდება და კვდება. ადამიანები თავიანთი ინივიდუალურობით ქმნიან ჯაჭვურ რეაქციებს. სწორედ მათი ინდივიზმი იწვევს კონფლიქტს ან ზავს ორ სუბიექტს შორის და ამ ორი მოვლენის სიმძაფრეც ორ ადამიანს შორის არსებულ ემოციურ სიძლიერეზეა დამოკიდებული. მაგრამ იმდენად უნდა გიყვარდეს შენი მოტივაცია და განწყობა, რომ გავლენის მოხდენის უფლება არავის და არაფერს მისცე. საკუთარი განწყობის დაცვა ნიშნავს კონფლიქტს. მაგრამ დემონების გარეშე რა არის ცხოვრება, ეს აუცილებელი ბოროტებაც კი არის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბლექა უნდა ისეთი მიიღონ როგორიც არის, მაგრამ ამავდროულად ამტკიცებს რომ ეს შეუძლებელია. ადამინური ყოფა ბოდვას გავს. ამ ბოდვაში ან გაწაფული ხარ ან არა.
- სად არის ბლექი?! - სასოწარკვეთილმა ამოიტირა გოგონამ.
- ის ცდილობს იპოვოს საკუთარი თავი რომ შემდეგ იპოვოს სხვები
...

№1 ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

საინტერესო იყო.
ლამაზად ნათქვამი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ტექსტი მოგვიტანე და მომეწონა.
ქულებსაც დავწერდი სიამოვნებით :)))
--------------------
When nothing goes right, go left!

№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

იმდენად დეტალურად გრძნობს ადამიანების ემოციებს,რომ ხშირად საკუთარში ეკარგება.

მიუხედავად იმისა,რომ ხშირად გეკითხები:
სად ხარ,ბლექ? სად დაიკარგე? არ ვგრძნობ დანაკლისს. არა იმიტომ,რომ მავიწყდები.
ბლექი,ისევე,როგორც უანდერი ჩემთვის სხვა სამყაროს ხალხია, რომლებიც სადღაც როგორღაც მუდმივად საუბრობენ.
არ მახსოვს საუბრის შინაარსი,არც ის, როგორია ბლექი ან როგორი ვარ მე,მხოლოდ ის ვიცი,რომ რაოდენ მძიმე თემაც არ უნდა გვქონდეს სასაუბროდ,მაინც ვიცინით.
ამიტომაა,იმ იშვიათ შემთხვევებში,როდესაც ამ სამყაროში ვკონტაქტობთ, საერთოდ არ მაქვს ის შეგრძნება,რასაც სიშორე ჰქვია.
ან დავიწყება,
როგორც გინდა,ისე დავარქვათ.
რაც შეეხება ბლექს, ის და უანდერი ტყუილად არ გადაეყარნენ ერთმანეთს. ორივე პრეტენზიული არსებაა,ბლექი კი იმდენად “ბლექია”, რომ უანდერი ხანდახან ხვდება, მიღება ჯობია გაგებას.
იმდენ რამეს დავწერდი ბლექ.
მაგრამ ჩემი დრო სულ უფრო მცირდება ამ სამყაროში,მე კი ძალა მალე მელევა საბრძოლველად.
თუმცა,იქნებ იმ სამყაროში რამე მოიფიქრონ ბლექმა და უანდერმა,ყველამ მოიწყინა მათ გარეშე.
არ ამბობენ,მაგრამ ჯადოქარს სიტყვები არ სჭირდება.
ვუალია.
მომავალ დაბრუნებამდე♥️

№3 სტუმარი სტუმარი ლიკა

მალე დაბრუნდი,რა ბლექ. აქ ბევრი კარგი ავტორია მაგრამ შენ განსაკუთრებული ხარ.

№4 სტუმარი სტუმარი სიბილა

ჰო.ვიცი.სადღაც აქ ხარ.მე სულ გრგრძნობ(ვაიმე რანაირი სიტყვაა),გამოყევი არიადნეს ძაფს და მოდი

№5 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

არ მიყვარს უაზრო დაპირებები ❤
არ, ვერ მეწერება.❤
მადლობა რომ ისევ ვარ თქვენში და მელით... ალბათ ადრე თუ გვიან მოვალ მაგრა. ახლა არა ❤
მიყვარხართ...

უანდერ მადლობა კიდევ ერთხელ ❤

№6 ადმინი ელპინი

"- ბლექი სად არის?
- ის არც არასდროს ყოფილა."

"- მისი თვალების სიღრმეში სუსტად, მაგრამ მაინც ვხედავ მისი სულის ანარეკლს, რომელსაც კარგად უნდა ჰქონდეს შეცნობილი ირგვლივ არსებული წყვდიადი და ასევე უნდა იცოდეს, თუ რა არის სინდისის ქენჯნა."

"ის ცდილობს იპოვოს საკუთარი თავი, რომ შემდეგ იპოვოს სხვები..."

ახლა - შენ შეგიძლია, ჩემზე უფრო ცოტათი გაიღიმო.
სამყარო ძალიან იდუმალია.

დილამშვიდობის, ბლექ.
:)

№7 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ელპინი

კი გამეღიმა, ცოტათი.
მადლობა. :)

№8 სტუმარი You are here.

ენ...
მომენატრე....
ძალიან ენ...
მაგრამ მაინც დაუღალავად გიცდი.
არ დავიღლები.
არასდროს.

***
30 ოქტომბერი...
ერთი წლის იუბილეს გილოცავ ენ.
მეათე დღეა რაც ეს თარიღი შევნიშნე და პატარა იმედიც ჩავისახე , რომ ამ დღეს გამოჩნდებოდი.
მარტო საიტზე კი არა არსად გამოჩენილხარ და ეს კიდევ უფრო მამძიმებდა.
იცი შენს ბოლო ისტორიაზე, როგორ გამიჭირდა კომენტარის დაწერა?
იმიტომ , რომ თითქოს სხვისთვის ვწერდი , იმდენად ვერ გიპოვე.
ბოლო ჩემი კომენტარი იყო , რომლის დაწერასაც თითქმის ერთი თვე მოვანდომე.
იცი როგორ მენატრები ენ?
როცა შენს ბოლო ისტორიაზე ზუსტად ოც ოქტომბერ კომენტარი დავწერე , ყველაზე მეტად მაშინ გავიგე , როგორ გჭირდებოდა ის შენი აღმოჩენილი შესვენება.
ყოველთვის გულწრფელი ვიყავი შენთან და ეს არც შეცვლილა.
რაც აღარ იყავი , საიტზე თითქმის არ შემოვდიოდი.
ისევ და ისევ შენი ისტორიების გადაღეჭვა იყო გამონაკლისი.

**
იმ მოკლე დროში , რომელიც "შენთან" ერთად გავატარე , ზედმეტად ღრმად გაიდგი ფესვები , ჩემს გულში.
შენი გამოჩენით მოსული ემოციები არასდროს დამავიწყდება , და ამ ერთთვიან შუალედში ეს ძალიან კარგად ჩავიბეჭდე გონებაში.
ათასჯერ გადავიკითხე ჩემი კომენტარები და შენი პასუხები .
და მე უკვე ცხადად ვხედავდი , რომ იმ ემოციებს ვერავინ გამოიწვევდა შენს გარდა.

***
ბლექი...
სად არის ის ენ?
ამ კითხვაზე იმდენად ნათლად გაგვეცი პასუხი ვეღარაფერს ვანატებ.
დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა ჩემთვის ის , თუ რატომ გიწოდებ საუკეთესოს.

***
ტირილი და ღიმილი ერთდროულად თუ შემიძლია , ყველაზე ბევრჯერ ეს შენ მოახერხე.
ეს ხდება მაშინ , როდესაც ემოციებისგან გამოწვეულ განცდებს ვერ ვაკონტროლებ.
ეს დიდი იშვიათობაა ენ.
ეს ყველას არ შეუძლია.
თუმცა შენ ყველა არ ხარ.

****
"- ყველა ვინც მას ერთხელ მაინც გაეკარა." - აი მე კი ამ შემთხვევაში სრულიად ვგავარ ყველას.

"ამგვარი სულიერი ქაოსი მხოლოდ მას შეუძლია." -მხოლოდ მას და არავის სხვას.
ეს გარდაუვალია ენ.

***
"ცინიზმი საუკეთესო საშუალებაა ადამიანს კედელი აუშენო და საკუთარ თავს ზღვარი დაუწესო, ჩარჩოში მოაქციო ურთიერთობა, რადგან დაცული იყო განმეორებითი ტკივილისაგან. "

უბრალოდ შეიძლება არც იმდენად გასამახვილებელი მომენტია , რომ არა ის მსგავსება , რომელიც გამიმხილე.

ეს შენი ერთი პერსონაჟის სიტყვებია ენ.
შენი დიდი მსგავსება აღმომაჩენინე მასთან.
და ამის მერე უფრო კარგად და მყარად ვსაუბრობ შენზე.
უფრო მეტი რაღაცის თქმა შემიძლია.

***
და საერთოდ იცით რა?
ბლექი არც არსად წასულა.
დაიმალა.
დაიღალა.

ყველანი ვიღლებით.
ყველანი ვიფიტებით.

ენი ძლიერია.
ეს შთაბეჭდილება თვითონვე შექნა ჩემში და არ მივცემ უფლებას დაანგრიოს.

ის დაბრუნდება.
აუცილებლად.
თუნდ ხუთი და ათი წლის შემდეგ დაბრუნდეს.

მე მხოლოდ ლოდინი შემიძლია.
და ეს იქნება ის რისგანაც დაღლას ვერ ვიგრძნობ.
ბლექი იყო ადამიანი , რომელიც ყოველ დილით ახალ თავთან ერთად ენერგიით მავსებდა.
მხოლოდ ბლექის ან ისტორიის სახელის ხსენებაა საჭირო , რომ ის ენერგია ხელახლა მომეცეს.

***
სად არის ბლექი?
აი მაგალითად ბლექი დღეს მთელი დღე არ მომშორებია.
იმიტომ , რომ მთელი დღე მხოლოდ ამ კომენტარის წყობაზე ვფიქრობდი.
კომენტარის წერასაც კი გადამაჩვიე , მას შემდეგ რაც შვებულებაში გახვედი...

***
დაბრუნებამდე ენ.
მიყვარხარ.
ძალიან ენ.
და მენატრები.
საუკეთესო ხარ.

№9  offline წევრი Rania

Bevri niki gamoicvale am saitze. Me gcnobdi. Sami tu otxi? Arvici. Magram bleqi yvelaze metad gixdeba. Marto dejavu geyofoda imdenad magariaa. Ai axla ki es chanaxatia tu filosofiaa. Carmatebebi da mixaria sheni dabrunebaaa
--------------------
Q.qimucadze

№10 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

You are here.

შენ სხვანაირად ხედავ, სხვაგვარად გესმის, გრძნობ და გამოგაქ დასკვნები... არაფერი შემიძლია ვთქვა გარდა იმისა რომ შენ მე მიცნობ და ეს ყველაზე მნიევნელოვანია ჩემთვის

Rania
Bevri niki gamoicvale am saitze. Me gcnobdi. Sami tu otxi? Arvici. Magram bleqi yvelaze metad gixdeba. Marto dejavu geyofoda imdenad magariaa. Ai axla ki es chanaxatia tu filosofiaa. Carmatebebi da mixaria sheni dabrunebaaa

უცებ მეც გადავთვალე რამდენი იყო და მართალი ხარ 4-ია ❤ ერთზე გული მწყდება მაგრამ ბლექი მეც ყველაზე მეტად მომწონს.
შენ კი მადლობა რომ პირველივე დღიდან ჩემთან ხარ ❤

№11 სტუმარი ნათია41

სად არის ბლექი? მომენატრა❤❤❤

№12 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ნათია41
სად არის ბლექი? მომენატრა❤❤❤

ბლექი ეძებს საკუთარ თავს რათა შემდეგ იპოვოს სხვები ❤
ნათი ძაან გამიხარდი უცებ

ქეთი იმერლიშვილი
საინტერესო იყო.
ლამაზად ნათქვამი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ტექსტი მოგვიტანე და მომეწონა.
ქულებსაც დავწერდი სიამოვნებით :)))

მადლობა ქეთი :)

№13 სტუმარი სტუმარი Lala

¿Dónde está Elisa?????

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent