შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერასდროს მიხვდები


30-10-2019, 23:04
ავტორი კატალეა
ნანახია 361

***

ფოსტის მწვანე ყუთთან ვდგავარ და უკვე მეასედ ვიშვერ ხელს რომ კანისფერ კონვერტში მოთავსებული წერილი შიგ ჩავაგდო, მაგრამ წინა ათასი მცდელობის მსგავსად უკან ვიწევი. 

"მიდი მატილდა, ხომ დაწერე? ახლა გამბედაობაც გეყოს და გაგზავნე. მხოლოდ შენს თავთან ხომ არ იქნები გულახდილი, ამის დედაც!" - გაიფიქრა მატილდამ.

"მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავთან ვსაუბრობ ისე რომ განსჯას არ ველი. არ შემიძლია." - კვლავ გაიფიქრა ღვთაებრივი სილამაზის მქონე, სიყვარულის ქალღმერთთან გატოლებულმა 22 წლის ლამაზმანმა და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. 

-არაფერია, მომავალ წელს გავგზავნი. - ჩაილაპარაკა თავისთვის და წინა ორ წელს მომხდარი გაიხსენა უცბად. 

უკვე მესამე წელი ილეოდა მომხდარიდან მას კი არც ერთი  წამით არ დაუვიწყებია ის ძლიერი გრძნობათა მორევი რაც მაშინ დაეუფლა. 

არ იყო ისეთი ტიპის ადამიანი ვინც მარტივად ახერხებდა ხალხის შეყვარებას და მარტივადვე, ერთი ხელის მოსმით შლიდა მათ საკუთარი ცხოვრებიდან. თუ  მატილდა ლანისტერი შეგიყვარებდათ, ესეიგი საოცრად იღბლიანი ყოფილხართ. 

იმის მიუხედავად რომ ბავშვობიდანვე უამრავი თაყვანისმცემელი ყავდა, მას არასდროს შეჰყვარებია ვინმე. 

იქამდე სანამ მას არ შეხვდა. 

მატილდას და მისი ოჯახი ახლო მეგობრები იყვნენ, ამის გამო 18 წლის მატილდას ხშირად უწევდა თვალისმომჭრელ გრეისთან შეხვედრა. 

გრეი საოცარი გარეგნობის მქონე, მატილდას ასაკის ბიჭი იყო. 

ძალიან ლამაზი გარეგნობა ჰქონდ.ა გამოყვანილი თვალ წარბი, გამოკვეთილი ყბის ზოლი და სწორი ნიკაპის ხაზი, გრძელი ყელი და შემდეგ ზომიერად დაკუნთული მხარ-ბეჭი. თმის სტილს ორნაირად იცვლიდა ხოლმე, ხან კისრამდე სიგრძის ჰქონდა, ხანაც გადაპარსული, ახალამოწვერილი. მის ლამაზ თმას კი ბენდენები ამშვენებდა ზოგჯერ. სტილიც კარგი ჰქონდა, არაფერი განსაკუთრებული მაგრამ მის მაღალ ფიგურას ეს უბრალო სტილი ისე უხდებოდა ბერძენ მითოლოგიურ ღმერთს გავდა.  მისი ღიმილის ყურება ხომ ერთი სიამოვნებით აგავსებდათ, აღარ ვსაუბრობ ისცილზე რომელიც შეუდარებელ ხმას წააგავდა. ლაპარაკის მანერა მის დამჯდარ ხმის ტემბრს ისე შეეფერებოდა იფიქრებდით ნამდვილი ადამიანი კი არა, ხელოვნურად შექმნილი იდეალურობის ნიმუშიოა. სუნამოების გამოყენებაც უყვარდა, თან საკმაოდ დახვეწილი გემოვნება ჰქონდა ამ საკითხში. მის მამაკაცურ სურნელს დამატებული ის საოცარი სუნამო... ალბად მატილდამ რომ ჭკუა დაკარგა მისდამიმ გრძნობებით არც არის გასაკვირი. 

თუმცა მისი გარეგნობის მიუხედავად უცნაური ხასიათი ჰქონდა. თითქოს ცა და დედამიწა იყო მისი გარეგნობა და ხასიათი. ზოგჯერ უხეში იყო, ზოგჯერ კი სასიამოვნო მოსაუბრე. ხანაც თბილი და მეგობრული, მეორე წამს კი ისე იუკადრისებდა თქვენს არსებობას რომ სიუხეშის უკიდურესი ფორმა მონაგონი იქნებოდა მის ამ საქციელთან შედარებით. 

თუმცა მისი ყველა ნაწილი შეუყვარდა მატილდას. 

მატილდას გარეგნობა და მისი ხასიათი ცალკე ფენომენი იყო. 

სწორი, ღია ყავისფერი ტონალობის თმა რომელიც სულ ისეთ შეგრძნებას დაგიტოვებდათ რომ შეხებისას აბრეშუმი შეიძლებოდა ყოფილიყო. ნუშისებრი მოყვანილობის თვალის ჭირი, მუქი ყავისფერი თვაელბი და გრძელი წამწამები რომლებიც საოცრად ეხამობოდა მის წარბებს. ბუნებრივი მოყვანილობის სწორი ცხვირი რომელც მის ყვრიმალებს კიდევ უფრო გამოყოფდა, ყვრიმალებს რომლებიც მუდამჟამს ღია წითლად იყო შეფაკლული. სავსე, ღია ატმისფერი ტუჩები რომლებიც ლაპარაკის დროს მათ გარშემო საოცრად ლამაზ მიმიკურ ნაოჭებს ქმნიდა.  მაღალი და გამხდარი სხეული. გრძელი ფეხები, რომლებიც თუ მოკლე კაბა, ან შორტი ეცვა სააშკარაოზე გამოდიოდა და თვალს ვერ მოსწყვეტდით. თუმცა მისი გამხდარი ბარძაყების კანის შეფერილობა მოგანდომებდათ შეხებოდით. 

ძალიან თბილი და მიმტევებელი ხასიათით, ხშირად უჩუყდებოდა გული რომანების კითხვის და ფილმების ყრების დროს, ასევე ცხოველებისადმი სიყვარული და საოცრად მეგობრული ხასიათი გამოარჩეოდა. 

ერთხელ გრეიმ მის გამო იჩხუბა. რომ დაგანახათ მატილდას როგორ მოსწონდა ეს ჟესტი, თუმცა თან აბნევდა. 

გრეის პატარ-პატარა საქციელებსაც კი აკვირდებოდა და მის ყველა საქციელს ბოლოდმე შიფრავდა. 

ბოლოს კი იმედები საშინლად გაუცრუვდა. 

ამ იმედგაცრუების შემდეგ მესამე წელი იწურებოდა ის კი კვლავ ვერ ახერხებდა ამ მნიშვენოლავი ნაბიჯის გადაგდმას. 

დიდი ისტორია არ იყო "იმედგაცრუების" შესახებ, მაგრამ გულს კი სტკენდა სათნო მატილდას. 

ამ ამბების შემდეგ დიდი ხანი სტკიოდა გული, თუმცა რაღაც დროის შემდეგ დაძლია ეს ტკივილი და ცხოვრება გააგრძელა. ერთი წლის თავზე წერილი დაწერა, უბრალოდ რაც განიცადა იმ წლის განმავლობაში ის დაწერა, რაც სურდა და გული მოუწოდებდა ფურცელზე გადაიტანა, შემდეგ ფოსტის ყუთის წინ ფიქრში დაყო რამდენიმე წუთი. შემდეგ ხელი ჩაიქნია და იქვე ნაგვის ყუთში ჩააგდო. რამდენიმე ცრემლმაც სძლია მაგრამ სწრაფად მოიშორა ისინიბ და სახლში დაბრუნა. 

შემდეგ წელს უკვე მარტო გადავიდა საცხოვრებლად რადგან მეორე კურსის სტუდენტი იყო, ბრაუნის უნივერსიტეტში და თავისუფალ გარემოსთან ერთად წინ სვლაც სჭირდებოდა. ხოდა მისი პატარა მაგრამ საყვარელი აპარტამენტის წინ მდგარ ფსტის მწვანე ყუთს კვლავ შარშანდელის მსგავსად მოშორდა. ვერც წელს გაბედა წერილის მისთვის გაგზავნა. 

და წელსაც ფიქრობდა ღირდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა.

გაიფიქრა ერთხელღა გადავიკითხავ სახლში და მერე გადავწყვეტ გავუგზავნო თუ არაო, ასეც მოიქცა.

სახლში შებრუნდა და უკვე დახურული, მისამართ მიწერილი კონვერტი გახსნა და მისივე დაწერილი წერილის კითვა დაიწყო.   

2


ვირჯინიის შტატი, ქალაქი რიჩმონდი, ი-ფრენკლინის ქუჩა, ნომერი 22/5

წერილი გრეი მონთქომერისთვის.

ადრესატი: მატილდა ლანისტერი

იცი რას ნიშნავს როდესაც შენს სიყვარულს შენი უახლოესი მეგობრისადმი აქვს გრძნობები? ხვდები რას ნიშნავს როდესაც ყველა იმედი იმსხვრევა შენში, იმედი რომლებსაც ყოველ დღე ებღაუჭებოდი აღარასდროს ახდება? მე ვიცი.

ვიხსენებ შენს ყოველ გამოხედვას, ყოველ გაღიმებას და სიტყვას. ვიხსენებ და ვხვდები რომ ჩემთვის არცერთი ყოფილა.
თუმცა მაინც სითბოთი ვივსები გახსენებაზე. ძალა არ შემწევს რომ შენს შავ თვალებს გავექცე, გავექცე მოგონებების მორევს.

ადრე რომ გეთქვა სისულელე იყო ბიჭის და მით უმეტეს სიყვარულის გამო ცრემლების დაღვრა, მაგრამ ორი წლის წინ საპირისპირო დამიმტკიცე. დამანახე რომ მეც შემიძლია ამ ცრემლებით ტირილი. შენ არაფერი გაგიკეთებიათ, მაგრამ ასეთი ვარ მე!

მეგობრები ხშირად მამახნევებდნენ, შენს უბრალო საქციელს უამრავ კუდს აბამდნენ და მაიმედებდნენ, მაგრამ მე ხომ. ვიცი, ეს უბრალო სიტყვები იყო, უბრალო საქციელების მიღმა.
მსურდა ეს ფიქრი ისე ღრმად ჩამეფლა გულში რომ გარეთ ვერასდროს გამოეღწია და სამუდამოდ იქ დარჩენილიყო, მაგრამ საბოლოოდ დადგა ის დღე როდესაც დიდი მცდელოების მიუხედავად გარეთ გამოაღწია. მთელ ჩემს სხეულს მოედო, ყველა უჯრედამდე მიაღწია და ღრმად გაიდგა ფესვები ჩემში. ესაა მიზეზი რის გამოც ბოლომდე ვერ ვიღიმოდი.

ძალიან ვცდილობდი არ შემემჩნია ის თბილი მზერა რომელიც ჩემი მეგობრისადმი იყო მიმართული, ალბად იმ მომენტში თვალწინ ნანატრი სცენა წარმოგიდგებოდა: როგორ უახლოვდებოდი, ეუბმებოდი "მიყვარხარ", შემდეგ ხელჩაკიდებული წახვიდოდით, როგორ დასეირნობდით ლამაზ, ღამის სინათლით განათებულ ქუჩებში შდეგ დამშვიდობებისას როგორი თბილი ჩახუტებით იკრავდი გულში ჩემს საუკეთესო მეგობარს, შეიძლება გამოსამშვიდობებელი კოცნაც გეჩუქებინა მისთვის.

ამ ფიქრებზე ჭკუიდან ვიშლებოდი! მსურდა რაღაც დამემტვრია მაგრამ სრულიად საპირისპიროს ვაკეთებდი: მთელი დღის გულისტკივილს და დარდს გულში ვიკლავდი და ღამე ტირილში ვანთავისუფლებდი მათ, მაგრამ ისე რომ ჩემს ოჯახის წევრებს არ გაეგონათ. არ მსურდა სხვას სცოდნოდა რა ხდებოდა ჩემში.

იმდენად სერიოზული გრძნობა მაკავშირებდა შენდამი რომ ზოგჯერ გაშტერდებოდი, ამას ამჩნევდნენ და მეკითხებოდნენ კიდეც თუ მქონდა შენდამი გრძნობები, მაგრამ მე რა თქმა უნდა ვუარყოფდი. თუმცა მეშინოდა ჩემს აწითლებულ ლოყებს და გაფართოებულ თვალებში არ გავეცი. ან გულმა რომელიც ისე სწრაფად მიცემდა, მეგონა კანს გაგლეჯდა და ამოხტებოდა.

დარწმუნებული ვარ შენს თვალებში ერთი საწყალი გოგო ვიყავი რომელმაც უამრავჯერ მოგაბეზრა თავი. ალბად ზოგჯერ ისიც გაგიხსენებია შუა ზაფხულში რომ დაგირეკე, მთვრალმა და მოგვიანებით მოგიბიდიშე შემთხვევით დამემართა მთვრალზე-თქო. რა თქმა უნდა ეს შემთხვევითობა არ ყოფილა.

აი მე როდესაც გიყურებდი ყურადღებით ვაკვირდებოდი შენს შეუვალ სახეს - შინაგანად ვიცოდი, განგებ ვარიდებდი თვალს. როდესაც იღიმოდი მუცელში სიამოვნების ტალღას, გულში კი ბედნიერებას ვგრძნობდი. მინდებოდოდა მივსულიყავი და ძლიერად ჩაგხუტებოდი, შენც იგივეთი გეპასიხა და ჩემს თმაში სახეჩარგულს გეჩურჩულა როგორ მოგენატრე. მაგრამ ამის ნაცვლად, შენ ყოველთვის გვერდს მივლიდი, მეც ასე ვიქცეოდი და სხვა რაღაცაზე გადამქონდა მზერა.


სერიოზული გამომეტყველება რომ გქონდა სახეზე სულ ის მახსენდებოდა ჩვენთან რომ იყავი ოჯახთან ერთად სტუმრად და შემთხვევით რომ შეესწარი როგორ ვუკრავდი პიანინოზე. თუმცა ამას "შესწრებასაც" ვერ დავარქმევთ. შენ დეიდაჩემს ესაუბრებოდი, იქვე კარებიდან ორ ნაბიჯში თან მისმენდი როგორ ვუკრავდი, ხან შემომხედავდი და მიყურებდი, თითებზეც კი მაჩერდებოდი.

დღემდე ვერ ვხსნი იმ ფაქტს როგორ ვიდექი ფეხზე მყარად. მთელი დღე არეული დავდიოდი და მთელი დარჩენილი დღე ოცნების კოშკებს ვაგებდი.

რამდენიმე დღის უნახავზე, ყველა შავთმიანი ბიჭი შენ მეგონე. წამიერად მიჩქარდებოდა გული მაგრამ მსგავსად სწრაფად მიპყრობდა იმედგაცრუება.

ვერასდროს გაიგებ რას ნიშნავს გრძნობდე ამ ყველაფერს იმ ადამიანის მიმართ ვინც სერიოზულად არც კი აღიქვამს.

ვერასდროს გაიგებ რა მემართებოდა მაშინ როდესაც გახარებულს გიყურებდი.

და ვერასოდეს გაიგებ როგორ მტკიოდა გული მაშინ როდესაც ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი ცხოვრებაში.

თუმცა მინდა იცოდე რომ ახლა შენდამი აღაფერს ვგრძნობ. ის ასაკი გამოვიარე როცა მხოლოდ გარეგნობის გამო გიყვარდება და მხოლოდ უაზრო დეტალებს ეჭიდები დასაიმედებლად.

იმედია შენს ბედნიერებას იპოვნი.

- მატილდა ლანისტერი.

3


***
სადარბაზოს კარები დახურა და ხელში რომ წერილი ეჭირა თვალს არ აცილებდა.
ღრმად ჩაისუნთქა, წაკითხვის შემდეგ ძალები აღიდგინა და მაშინვე უკან დაბრუნება გადაწყვიტა, ფოსტის მწვანე  ყუთთან.

რამდნიმე ნაბიჯი გადადგა, კვლავ ფიქრებში იყო წასული და ვერ შენიშნა ბიჭი რომელიც ნელა მიაბიჯებდა თავისთვის, წიგნის კითხვაში რომ იყო გართული.

ერთმანეთის გზა გადაკვეთეს და შეეჯახნენ კიდევაც. ბიჭის წიგნი იქვე დაგუბებულ წყალში ჩავარდა და ყდასთან ერთად ნახევარიც დასველდა.

თავად მატილდა კი აუცილებლად წაიქცეოდა რომ არა სათვალეებიანი ბიჭია ძლიერი ხელები მისი წელის გარშემო. სამაგიეროდ სათვალეებიც კი დაუვარდა მშვენიერს.

-მაპატიეთ, გთხოვთ. წინ არ ვიყურებოდი და ძალით არ მინდოდა... ღმერთო თქვენი წიგნი! - მიაყარა უცნობის მკლავებში მოქცეულმა მატილდამ. ბიჭმა მომხიბვლელი ღიმილით გაიღიმა და მატილდას პირდაპირ თვალებში ჩახედა.

იმის მიუხედავად რომ მატილდა დაბალი არ იყო, ბიჭი მასზე კარგად ერთი თავით მაღალი იქნებოდა.

-ჰო, ჩემი წიგნი შეეწირა შენს მოუხერხებლობას. - კვლავ ის გულის წამსვლელი ღიმილი.

მატილდამ თვალები დაახამხამა და დენდარტყმულივით მოშორდა ბიჭის ათლეტური სხეულს. წამით მისი გარეგნობა შეათვალიერა და რომ არ გაღიმებოდა ქვედა ტუჩზე იკბინა.
ბიჭს კი ეს კბენა არ გამოპარვია, მისი კოცნის მომთხოვნი ტუჩები წამში გულში ჩაუვარდა.

-რას კითხულობ? სახლში პატარა ბიბლიოთეკა მაქვს, შეიძლება მქონდეს.

- საოცრებას კი ვკითხულობდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხელს ვეღარ ვახლებ. - ტალახში ამოსვრილ წიგნს შეხედა და წარბები შეჭმუხნა. მატილდამ კი იმ წამს სინანული იგრძნო.

-მართლა ვწუხვარ წიგნის გამო, აი შენი სათვალე მაინც გადავარჩინე. - გაუღიმა და ბიჭს სათვალე გაუწოდა. მანაც გამოართვა და გაიკეთა.

-წერილის გაგზავნას აპირებდი?

მატილდამ წერილს დახედა, შემდეგ ჩაფიქრდა და მზერა კვლავ სათვალეებიან მშვენიერ უცნობს გაუსწორა.

-ჰო ვაპირებდი, მაგრამ მივხვდი რომ არ ღირს.

-სასიყვარილო წერილია?

-არა, ძველი გრძნობების და წარსული განცდების გამხელა უფრო.  - მატილდამ მხრები აიჩეჩა, იმ წამს ისეთი მომნუსხველი იყო, დენიელს სურვილი დაეუფლა მის აწითლებულ ლოყას შეხებოდა.

-ჰო მართლა, მე დენიელი მქვია. - ხელი გაუწოდა.

-მე მატილდა ვარ. - ხელი ჩამოართვა.

-ანუ აღარ გზავნი წერილს?

-არა, ამ წამს მივხვდი რომ საკუთარ თავს წარსულში ვტოვებ, იმის მიუხედავად რომ დიდი ხანია წარსულს და მას თავი დავაღწიე.

-როგორი სულელი უნდა იყოს ადამიანი რომ შენ ვერ დაგაფასოს. - დაუფიქრებლად უპასუხა დენიელმა.

მატილდამ გაიღიმა -არც კი მიცნობ, იქნებ სულაც არ ვარ ის ვინც გგონია?

-პაემანზე წამომყევი და ვნახოთ ხარ ის თუ არა ვინც მგონია.

მატილდამ მუცლის არეში, წვა იგრძნო. სასიამოვნოდ გააჟრიალა, ისე ლამის ფეხებიდან მყარად დგომის ძალა რომ გამოეცალა.

-მაშინ შენ წიგნის მაღაზიაში გამომყევი, მე ხომ შენი წიგნი გავაფუჭე. - მატილდამ რამდიმე ნაბიჯი გადადგა, თან კონვერტი დაკუჭა და ნაგვის ურნაში ჩააგდო.

-თანახმა ვარ წიგნის მაღაზიაში წამოყოლაზე.

-თანახმა ვარ პაემანზე.

***
მატილდამ კიდევ ერთხელ ჩაისუნთქა და საფოსტო ყუთიდან წერილი გამოიღო.

როგორც ელოდა დედამისისგან იყო. და როგორც ელოდა მის სიტყვებზე ასეთი პასუხი მიიღო:
"რა თქმა უნდა უთხარი! ის საოცრებაა და შენ არც კი უნდა მეკითხებოდე ამას! და კიდევ ეს ფოსტით კონტაქტი ოცდამეერთე საუკუნეში ვისღა გუგუა მატილდა, ჯარში ხარ? დამირეკე როცა წერილს მიიღებ."

მატილდამ მაშინვე გადაურეკა დედამისს და რამდნიმე წუთი ესაუბრა.

დენიელი სახლში როგორც წესი გვიან დაბრუნდა, მაგრამ თავისი გოგოსთვის რა თქმა უდნა არც კომპლიმენტები და არც ტკბილი კოცნები დაუშურებია.

უკვე წელიწადი იქნება რაც ერთად ცხოვრობენ დენიელის დაპროექტებულ და აშენებ სახლში.

ერთმანეთი ნამდვილი სიყვარულით უყვარდათ, ერთმანეთი მთელი ცხოვრებით სურდათ.

დენიელი დივანზე იწვა, მის გულმკერდზე კი კომფორტულად მოწყობილიყო მატილდა. დენიელი გოგონას თმებზე ეფერებოდა, შიგადაშიგ შუბლზე კოცნიდა და ტკბილი სიტყვებით ამკობდა.

ფილმი რომ დასასრულს მიუახლოვდა მატილდა წამოიწია და დენიელის კალთაში მოკალათდა.

-პატარავ? - დაიბნა დენიელი.

-მიყვარხარ! - მატილდამ მას ყბის ხაზზე აკოცა. მან  სახე სწრაფად დაუჭირა და საყვარელ ქალს ტუჩებზე ვნებიანად წაეტანა.

კოცნა რომ დაასრულეს მატილდა კვლავ მის კომფორტულ პოზას დაუბრუნდა.

-რაღაცის თქმა მინდა.

-გისმენ. - სიყვარულით სავსე გამოხედვით უყურებდა და თან მოშიშვლებულ ბარძაყზე ეფერებოდა.

-ძალიან მნიშვნელოვანია.

-ძლივს, გადაწყვიტე რომ სტაჟირება კოლონების კომპანიაში გააგრძელო? - ბიჭმა ფართოდ გაიღიმა.

-არა არა სულ სხვა რაღაც მაქვს სათქმელი.  - დენიელს წამში შეეცვალა გამომეტყველება. უკვე ნერვიულობამ შეიპყრო.

-პაყარავ, რამე სერიოზულია? - დენიელი წამოჯდა და მატილდა მუხებზე დაისვა.

-უკვე ორი კვირაა მინდა გითხრა მაგრამ არ ვიცოდი როგორ მეთქვა. - მატილდა წამოწითლდა, დენიელს რა თქმა უნდა არ გამოპარვია.

-მატილდა უკვე მანერვიულებ.

-გახსოვს როგორ გვინდოდა რომ ჩვენი სიყვარული სამუდამო ყოფილიყო, როგორ გვინდოდა რომ ამ სიყვარულის სიმბოლო გვქონოდა? ჰოდა რვა თვეში ჩვენი სიყვარულის ნაყოფი გაჩნდება.

დენიელს ეგონა გონება გაუთიშეს. გული ისე სწრაფად უცემდა მატილდა გრძნობდა. რამდნიმე წამი გაშეშებული მისჩერებოდა მის ცხოვრების სიყვარულს და ბოლოს მისი გამხდარი სხეული ისე ძლიერად ჩაიკრა გულში, ვერავინ ვერ შეძლებდა მათ დაშორებას.

-შვილი გვეყოლება. - დაიჩურჩულა გოგონას თმაში სახე ჩამალულმა ბიჭმა და ყელზე ნაზად აკოცა მის ქალს.

-ჰო გვეყოლება.

-და დავქორწინდებით.

-ხანდახან მავიწყდება დანიშნულები რომ ვართ და შენი საცოლე რომ ვარ.  - ახლა მატილდამ ჩაიჩურჩულა.

-პატარავ, ჩემთვის ყველაფერი ხარ.

მატილდამ თავი მხარზე ჩამოაგდო და უფრო მეტად მოეხვია დენიელს.

-იცი როგორი ლამაზი ხარ? იცი რა საოცარი ხარ? ზოგადად ქალები საოცარი ქმნილებები ხართ რადგან ახალ სიცოცხლეს წარმოშობთ, მაგრამ შენ - გონებაარეულ მატილდას მკერდის დასაწყისთან აკოცა -ჩემს გულს და სიყვარულს რომ ფლობ და ეს რომ გაბედნიერებს - ახლა ლავიწის ძვალზე დაუტოვა ტკბილი კოცნა -ის უფრო გამშვენებს. ამიერიდან კი დედაც იქნები. ღმერთი, რით დავიმსახურე შენი თავი? - ვეღარ მოითმინა და ტუჩებზე დააცხრა მატილდას.

მატილდამ იცოდა რომ მისი ბედნიერება რეალური იყო.

აღარ დარდობდა წინანდელის მსგავსად ცალმხრივი გრძნობების სირთულეზე. ახლა ის ადარდებდა პატარა როდის დაიწყებდა მუცელში მოძრაობას.

აღარ ფიქრობდა წარსულზე, არასდროს გახსენებია მისი ბავშვობის სიყვარული. რადგან ნამდვილი სიყვარულის და ნამდვილი სურვილის განცდის შემდეგ მისი ადრინდელი გამოცდილება არაფერი იყო.

კი, ადრე გრეის დანახვაზე ჟრუანტელი უვლიდა თუმცა დენიელის დანახვაზე განცდილ ბედნიერების მთელ ტალღას არც კი შეედრებოდა.

იცოდა რომ იმ კაცის გვერდით იქნებოდა ვინც მისი ფასი იცოდა და ვინც მის ყველა გამოხედვის უკან დამალულ გრძნობებს სიტყვის უთქმელად გაშიფრავდა.

ვერასდროს მიხვდება მატილდა რა არის გულის ტკივილი, რა არის ნამდვილი წყენა რადგან დენიელი არასდროს დაუშვებს შეცდომას.

არასდროს გატეხავს მის გულს რადგან ასე საკუთარსაც გაანადგურებს.

მას შემდეგ, მატილდას ცხოვრებაში აღარასდროს ყოფილა იმედგაცრუება.  და მერწმუნეთ, არც იქნება რადგან ნამდვილი სიყვარული თავად პოულობს გზას სრულყოფილებამდე.



№1 სტუმარი კალი

აი ძალიან კარგი მყევხარ❤

 


№2  offline წევრი კატალეა

კალი
აი ძალიან კარგი მყევხარ❤

მიყვარხარ ????

 


№3  offline ადმინი ელპინი

იდეა კარგია, ფაბულა კარგია. დანარჩენ მახასიათებლებს განგებ - არ ვეხები.
უბრალოდ, გული ჩადე უფრო მეტად, ვიდრე ახლა და სრულყოფილება თვითონ მოვა შენამდე.
სიმშრალე ძალიან მეზიზღება.
მინდა ისე მოყვე, რომ მატილდას სახეზე ვიფიქრო და პერსონაჟი შევქმნა.
აქედან - იქ, იქიდან - აქ - ასე არაფერი გამოვა.
ცოტა გინდა და გჭირდება,
ძალიან ცოტა,
თუ გინდა, მუხტი დაარქვი შენ.

ხანდახან შემოგხედავ.
წარმატებები.
კარგი გოგო ხარ. :)

 


№4  offline წევრი კატალეა

ელპინი
იდეა კარგია, ფაბულა კარგია. დანარჩენ მახასიათებლებს განგებ - არ ვეხები.
უბრალოდ, გული ჩადე უფრო მეტად, ვიდრე ახლა და სრულყოფილება თვითონ მოვა შენამდე.
სიმშრალე ძალიან მეზიზღება.
მინდა ისე მოყვე, რომ მატილდას სახეზე ვიფიქრო და პერსონაჟი შევქმნა.
აქედან - იქ, იქიდან - აქ - ასე არაფერი გამოვა.
ცოტა გინდა და გჭირდება,
ძალიან ცოტა,
თუ გინდა, მუხტი დაარქვი შენ.

ხანდახან შემოგხედავ.
წარმატებები.
კარგი გოგო ხარ. :)

მადლობა ძალიან დიდი, ვერც კი წარმოიდგენ რას ნიშნავს როდესაც კომენტარს ვხედავ. არც მეგონა ვინმე თუ წაიკითხავდა.
მადლობა შენიშვნებისთვის, შემდეგისთვის მეტად ვეცდები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent