შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შაბათის თოვლი


2-11-2019, 01:12
ავტორი Нугзар Инджия
ნანახია 145

რამდენი გეძებე ამ შუა ღამე, ამდენ სახლს შორის სიბნელის გამო ძლივს მოვაგენი შენსას, მხოლოდ მთვარე იყო ჩემი მეგზური. იცი როგორ მომენატრე, ჩემო ლამაზო? როგორ მაკლიხარ. ვეღარ ვძლებ უშენოდ ამ უბადრუკთა შორის. რატომ გადაწყვიტე ასე უცბად ჩემგან წასვლა? ან რა უფლებით? შენზე უზომოდ ვბრაზობ, გეთქვა, გეკითხა იქნებ და მეც მოვდიოდი. ჩემი გულიც რომ თან გაიყოლე, მითხარი იყო თუ არა ეს ეგოიზმი? შენ ჩემი ყველაზე ლამაზი მოგონება ხარ, შენ ჩემთვის ისევ ისეთი ლაღი და სიცოცხლით სავსე გოგო ხარ. გახსოვს რომ დაგპატიჟე შაბათს თოვლში სასეირნოდ? შენ კიდევ ვერ მოითმინე, ადექი და წახვედი, ასე უგულოდ. არადა როგორ ველოდი შაბათის თოვლს, ნეტავ იცოდე რა ლამაზად თოვლდა, ნაზად, დიდი ფიფქებით, ისე შენ რომ გიყვარს. მე კიდევ მარტო ვსეირნობდი და ბალახზე მოფენილ ფიფქებს, ჩემი ცრემლებით ვადნობდი. იცოდე რომ ეს არ იყო სწორი საქციელი და აღარასდროს მოექცე სხვას ასე.
   ნახე რა ჩავწერე ტელეფონში, ჩვენი საყვარელი სიმღერა, გინდა გიმღერო? ძველი დრო გავიხსენოთ, შავი ღვინოც გამოვიყოლე. ამას წინათ არ იცი რომ შენი დები შემხვდნენ და ვერ მიცნეს. ანდა საიდან უნდა ვეცნე, რამდენი წელი გავიდა, რა პატარები იყვნენ, რომ ვასეირნებდით. ახლა კი დაიზარდნენ, გამაღლდნენ, ნამდვილი ქალები, ისეთივე მშვენიერები და კარგები როგორიც შენ ხარ, შეგიძლია იამაყო. მართლა იცი ის, რომ ჩვენი საერთო მეგობარი გავლახე? და რატო? იმიტომ რომ გაიხუმრა, შენზე მითხრა დაიღუპაო. რატომ დასჭირდა, არავინ იცის. ისე აქ როგორია ცხოვრება, როგორც მე ვფიქრობ უკეთესია, ყველა ჩემები რომ შეკრებილხართ. ლეუშას ნახულობ ხოლმე? აუცილებლად მომიკითხე როცა შეხვდები, უთხარი რომ მენატრება. და შენც იცოდე ისევ ისე მიყვარხარ, დღე არ გადის შენზე ფიქრის გარეშე და ყოველ დაბადებისდღეს ავღნიშნავ, შორიდან გილოცავ, ისე თითქოს ისევ ერთად ვიყოთ. ახლა ერთს გაკოცებ და წავალ. ნეტავ იცოდე რა ლამაზი ხარ, ახლაც კი როცა ცივი ქვიდან მიყურებ ჩემო ლინდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent