შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადისობის ტანგო


4-11-2019, 01:34
ავტორი Нугзар Инджия
ნანახია 229

არავინ იბადება ამ ქვეყნად სრულყოფილი, ჩვენ ყველანი ორ-ცალ ნახევრად ვევლინებით ქვეყნიერებას. ეს ალბათ სამყაროს გამოცდაა. იქამდე სანამ ჩვენ გულს შევავსებთ გრძელი, ხშირად დამღლელი და სახიფათო გზის გავლა გვიწევს. არასოდეს არ ღირს დანებება, ხელის ჩაქნევა რადგან გზის ბოლოს ის ერთადერთი გველოდება რომელმაც სრულყოფილ არსებებად უნდა გვაქციოს. სწორედ ერთი მხოლოდ ერთი ასეთი დანებება შეიძლება გახდეს ქვეყნად ბედნიერების გაქრობისა და წყვილებს შორის უსასრულო ქაოსის მიზეზი. სწორედ ერთი არასწორად შეერთებული ორი სხვადასხვა ნახევარი გამოიწვევს იმ ჯაჭვურ რიაქციას რომელიც სრულყოფილი არსებების ნაცვლად მახინჯი სულის ნაგლეჯებად გვაქცევს.
ახლად აბიბინებულ სიმინდის მდელოს სიო ნაზად ეთამაშებოდა, მზე კი თავისი მზერით ასხივოსნებდა მიწისკენ თავდახრილ, თითქოსდა მოწყენილ სიმინდის ყლორტებს.
უკვე მთელი უსასრულობაა ელოდება. ელოდება იმ ერთადერთს რომელიც მის ცხოვრებაში სიტყვა (მე)-ს სიტყვა (ჩვენ)-ით ჩაანაცვლებს.
მიწა შეირხა, დრომ სვლა შეაჩერა, გულისცემა კი წამს გაუტოლდა. იმ ნანატრმა კი გამოიღვიძა, ფოთლებს შემხმარი მიწის კვალი, ნაზი მიმოხვრით ჩამოიშორა. მიუახლოვდა, თავიდან მორცხვად მოხვია ხელი, მალევე მიხვდა მისი გაშვება რომ აღარ სურდა. მთელი არსებით ჩაიკრო გულში. ასე დაიწყო მარადისობის მათი ეს ტანგო:
დრო გადიოდა. ერთმანეთს შეზრდილი ორი სხეული დღითიდღე უფრო და უფრო მშვენდებოდა, იფურჩქნებოდა და მიიწევდა მცხუნვარე მზისკენ. ყოველი დილა ჩიტების სიმღერით იწყებოდა. ახლად გახელილი თვალებით ერთმანეთს სიყვარულით გადახედავდნენ და მიწის ბოძებულ კამკამა წყალს დაეწაფებოდნენ. შემდეგ ახლად ამოსულ მზეს ახედავდნენ და მის გულის სითბოზე ერთმანეთს ეფერებოდნენ. ხოლო ცუდ ამინდში ერთმანეთს ეყრდნობოდნენ, ათბობდნენ და ლამაზი სიტყვებით ამხნევებდნენ. ასე ქარიშხალიც კი პატარა უვნებელ სიოდ მოსჩანდა.
დღე-დღეს მისდევდა და მათი სიყვარული ყოველ დღიურად ძლიერდებოდა, მალე ასეთი ნანატრი ნაყოფიც გამოიყვეს. რომელც მათი ყოფა უფრო გააფერადა. ახლა უკვე ყოველ დილით პირველ ყლუპ წყალს მათ უნაწილებდნენ. ცივ და წვიმიან ამინდში ფოთლებით იფარავდნენ. ასეთი სიყვარულითა და მზრუნველობით მოამწიფეს თავისი სიყვარულის ნაყოფი.
დრო სიყვარულს ვერაფერს აკლებს მაგრამ ყველას ეძლევა ის განსაზღვრულად. მათი დროც შეუმჩნევლად მიილი და გამოჩნდა გზის დასასრული. ხმელი ყლორტებით უფროძლიერ მიეკვრნენ ერთმანეთს.
სიკვდილის შიში? არც ერთი წამით. მათ გულში მხოლოდ სიამაყე სუფევდა, სიამაყე იმისა რომ ასეთი სავსე ცხოვრება შეძლეს. ამაყობდნენ რომ ახლა თავის ნაყოფს უთმობდნენ ადგილს. ამაყობენ რომ დატოვეს სიცოცხლის მარცვლები რომლებიც მალე წამოიჩიკებიან, აბიბინდებიან, მოძებნიან თავის ნახევრებს და ისინიც შეიგრძნობენ მარადიული სიყვარულის ძალას.
ერთ ლამაზ, მზიან დღეს ფერმერის ოჯახი მოსავალს იღებდა. ბავშვები კალათებით ხელში წინ ჟრიამულით გარბოდნენ და სიმინდის ღეროებზე აცოცებულ ლობიოს კრეფდნენ. უკან კი ნამგლით ხელში, სიმინდის ლეწვით მშობლები მიჰყვებოდნენ და ერთმანეთს სიყვარულით უღიმოდნენ, კარგი მოსავლით ამაყობდნენ.
სამყარო სიყვარულით ნაჭედი უსასრულო ჯაჭვია...!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent