შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ


4-11-2019, 23:30
ავტორი hermioni
ნანახია 190

სიყვარული. გრძნობა რომელსაც ადამიანები ვადიდებთ და რაღაც ამოუხსნელთან ვაიგივებთ ვამბობთ რომ სიყვარულია როცა ვერ ხსნი რა გიყვარს მასში და ბანალურად ვპასუხობთ რომ ყველაფერს ვაპატიებთ როგორი იქნებოდა სიყვარული მას რომ არ ვებღაუჭებოდეთ ან გამუდმებით მის ძიებაში არ ვიყოთ წარმოდგენები სიყვარულზე ინდივიდუალურია ყველა თავისებურად ხსნის სიყვარულს მე ერთ სიტყვაში მთელს გრძნობას ვატევ გრძნობას რომელსაც ჩემი სხეული სული გონება დაუკავებია და გაბატონებულა ერთ სიტყვაში მთელს ჩემს სამყაროს ვაქსოვ ენის ბორძიკით და ხმადაბლა გეუბნები რომ მიყვარხარ და ეს სულის ამოძახილს გავს უკვირთ ადამიანებს რატომ მეჩვენება ყველაფერი ასე რთულად როცა საქმე სიყვარულს ეხება ადამიანებმა გააუფერულეს და სიმძაფრე დაუკარგეს ამ გრძნობას და სიტყვებს ხშირად მეკითხებიან რა მიყვარს მასში მეცინება ამ კითხვაზე ნეტავ ვიცოდე საიდან დავიწყე მისი შეყვარება პირველად რა მომეწონა მასში მერე ვაცნობიერებ რომ ყველაზე მეტად მისი რთული ხასიათი მიყვარს არ ცდილობს მოირგოს ნიღბები და თავი მარტივ ადამიანად მომაჩვენოს არ მაძლევს უფლებას მის სიღრმეებს შევეხო და ის შევცვალო და სადღაც მომწონს ეს იმიტომ რომ არასდროს უცდია ჩემი შეცვლა იდეალურობისკენ არ მიისწრაფის და უყვარს სამყარონისეთი როგორიც არის მიყვარს მისი ტუჩები როცა თამბაქოს სუნითაა გაჟღენთილი მიყვარს მისი ის სახე რომელსაც მხოლოდ მე მაჩვენებს ხო მე რთულად ვუყურებ ყველაფერს როცა საქმე სიყვარულს ეხება და ვწითლდები როცა მეუბნება რომ ვუყვარვარ ვიცი ისიც მთელს სამყაროსდა გრძნობებს ატევს ამ ერთ სიტყვაში საოცარია აცნობიერებდე რომ ვიღაც უბრალოდ ფიქრობდა სიტყვაზე რომელითაც ყველაფერი უნდა ეთქვა სიტყვაზე რომელსაც უნდა გადაერჩინე და გეუბნება რომ უყვარხარ ეს ბნელ ჰორიზონტზე ნათელი წერტილის გამოჩენას ჰგავს სულის სიღრმეებში მზის სხივებისშეღწევას ახლიდან დაბადებას ახლა როცა შენს წინ ვდგავარ თვალებში მიყურებ და თითქოს ჩემი სათქმელის ამოკითხვას ცდილობ თავში უამრავი სიტყვა მიტრიალებს სიტყვა რომელმაც შენ უნდა გადაგარჩინოს და გეუბნები რომ მიყვარხარ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent